სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ილია ოდიშელიძე  ზურაბის ძე 1865-1925წწ გენერალ ლეიტენატი წარმ. სოფ. არაგვისპირი დუშეთი ილია ოდიშელიძე  ზურაბის ძე 1865-1925წწ გენერალ ლეიტენატი წარმ. სოფ. არაგვისპირი დუშეთი ილია ოდიშელიძე  ზურაბის ძე 1865-1925წწ გენერალ ლეიტენატი წარმ. სოფ. არაგვისპირი დუშეთი

1865-1925 წწ. გარდ. 60 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ოდიშელიძე სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

448       ბეჭდვა

ილია ოდიშელიძე ზურაბის ძე 1865-1925წწ გენერალ ლეიტენატი წარმ. სოფ. არაგვისპირი დუშეთი

ოდიშელიძე ილია ზურაბის ძე (25 მარტი 1865-1925), გენერალ-ლეიტენანტი (1914), 1917_18 მე-15 საარმიო კორპუსის და I არმიის სარდალი, 1917 წელს სარდლობდა მე-3 არმიას, 1917 წელს კავკასიის არმიის სარდალი და 1920 წელს ქართული არმიის მთავარსარდლი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1907);


1921 წლის 24 თებერვალს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ თბილისის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გენერალ–ლეიტენანტი ილია ოდიშელიძე იყო ერთადერთი, რომელიც მთავარსარდლის გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგა. ძნელია ილია ოდიშელიძის პიროვნების ცალსახად შეფასება, თუმცა ცხადია, რომ ის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი იყო.


ფოტომასალა ფოტომატიანე http://dspace.nplg.gov.ge/simple-search?query=%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94+%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90

ილია ზურაბის ძე ოდიშელიძე 1865 წლის 25 მარტს დაიბადა. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და 1885 წელს სწავლა მოსკოვში, ალექსანდრეს სახელობის მე-3 სამხედრო სასწავლებელში განაგრძო. 1888 წელს პირველი ხარისხით დაამთავრა სასწავლებელი და პოდპორუჩიკის წოდებით 39-ე საარტილერიო ბრიგადაში გაიგზავნა. 1891 წლის 7 აგვისტოს პორუჩიკის წოდება მიენიჭა. 1891–1894  წლებში გენერალური შტაბის ნიკოლოზის სახელობის აკადემიაში სწავლობდა, რომელიც პირველი თანრიგით დაამთავრა და კავკასიის სამხედრო ოლქში იქნა გამწესებული. 1894 წლის 18 მაისიდნ შტაბს-კაპიტნის წოდებას ატარებს.  1895 წლის 4 აგვისტოს კავკასიის კაზაკთა მე-2 დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად დანიშნეს. 1896 წლის 24 მარტს კაპიტნის წოდება მიენიჭა. იმავე წლის 1 ნოემბერს კავკასიის მსროლელთა მე-2 ბატალიონში ასმეთაური გახდა.


შემდგომი ათი წლის განმავლობაში ილია ოდიშელიძე მსახურობდა რუსეთის იმპერიის სხვადასხვა რეგიონში. 1897 წლის 23 სექტემბერს ბალტიისპირეთში, უსტ–დვინის სიმაგრის შტაბის სამწყობრო განყოფილების უფროსად დაინიშნა. 1900 წლის 28 სექტემბერს უსტ-დვინის სიმაგრის შტაბის უფროსად გადაიყვანეს, ხოლო 6 დეკემბერს პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. 1902 წელს ოდიშელიძე შორეულ აღმოსავლეთში გადაოყვანეს. 31 ივლისს აღმოსავლეთ ციმბირის მსროლელთა მე-6 ბრიგადის შტაბ-ოფიცრად ინიშნება. ამავე წელს იღებს თავის პირველ ჯილდოს - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენს.


1904–1905 წლებში ილია ოდიშელიძე მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის ომში. 1904 წლის  24 თებერვალს იგი აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-6 დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ინიშნება. იმავე წლის 22 სექტემბერს აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-3 დივიზიის  შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გადაყავთ. სწორედ ამ თანამდებობაზე გაატარა მან მთელი ომი. 1904 წლის 4 დეკემბერს პოლკოვნიკის  წოდება მიენიჭა წარჩინებისთვის. 1905 წლის 29 მარტს ოქროს იარაღი გადაეცა წარწერით „მამაცობისათვის“. 1906  წლის 11 მარტს აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-3 პოლკის უფროსი გახდა. 1907 წლის 31 ივლისს აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-11 პოლკის მეთაურად დაინიშნა.

1909 წელს ილია ოდიშელიძე შუა აზიაში გადაჰყავთ და პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ის თურქესტანის სამხედრო ოლქში მსახურობს. 30 ოქტომბერს თურქესტანის სამხედრო ოლქის სარდლის დავალებათა გენერლის მოვალეობის შემსრულებლად ინიშნება. 1910 წლის 16 ივლისს მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა წარჩინებისათვის და ავტომატურად ოლქის სარდლის დავალებათა გენერლი გახდა. 1911 წლის 9 ნოემბერს სამარყანდის ოლქის სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა. 1914 წლის 9 იანვარს  თურქესტანის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი გახდა. სწორედ ამ პოსტზე მოუსწრო მას პირველმა მსოფლიო ომმა.

1914 წლის 11 ოქტომბერს ილია ოდიშელიძე დააწინაურეს გენერალ-ლეიტენანტად და ჩააბარეს მნიშვნელოვანი პოსტი პირველ და მესამე არმიებში. 1917 წლის 2 ოქომბერს იგი კავკასიის არმიის სარდლად გადაჰყავთ და საქართველოში ბრუნდება. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ნელ-ნელა რუსეთის არმიამ დაშლა დაიწყო. 25 ოქტომბერს მოწყობილი გადატრიალებისა და ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ ეს პროცესი უკვე შეუქცევადი გახდა. ილია ოდიშელიძის მცდელობა, რომ ოსმალეთის არმიისთვის წინააღმდეგობა გაეწია და მისი წინსვლა შეეჩერებინა უშედეგო აღმოჩნდა. შექმნილ ვითარებაში კავკასიის ჯერ კიდევ, თუნდაც ფორმალურად, არსებული არმიის მთავარსარდალმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეროვნული შენაერთების შექმნას შეუწყო ხელი. 1918 წლის ზამთარში კავკასიის არმიამ ფაქობრივად არსებობა შეწყვიტა. ამ დროისათვის ილია ოდიშელიძე უკვე ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის თანაშემწეა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გენერალ ოდიშელიძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. სამი წლის მანძილზე იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის სამხედრო ცხოვრებაში. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობის პერიოდში მისი პირველი პოსტი სამხედრო მინისტრის მოადგილეობა იყო. თუმცა ამ პოსტზე დიდხანს არ უმუშავია. ცოტა ხანში ის უკვე სამხედრო საბჭოს თავმჯდომარეა. იმავე წლის 25 სექტემბერს ინფანტერიის გენერალი ილია ოდიშელიძე იმ კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, რომელსაც ყველა საჭირო წესდების გადასინჯვა, თარგმნა, გამოცემა, სამხედრო ფორმის ახალი პროექტის განხილვა და ჯარების სამსახურთან და მოწყობასთან დაკავშირებული სხვა საქმეების განხილვა ევალებოდა.

ილია ოდიშელიძე იყო პარიზის კონფერენციაზე გაგზავნილი საქართველოს დელეგაციის სამხედრო ექსპერტი. მან 1919 წლის 1 მაისს ივანე ჯავახიშვილთან ერთად წარადგინა დოკუმენტი, რომელშიც ისტორიული, ეთნოგრაფიული და სამხედრო-სტრატეგიული არგუმენტების გათვალისწინებით დადგენილი იყო საქართველოს ისტორიული საზღვრები. 1919 წლის ივნისიდან ილია ოდიშელიძე სამხედრო საბჭოს წევრია. 1920 წლის 4 თებერვალს ილია ოდიშელიძემ წარადგინა მოხსენება საქართველოს საზღვრების დაცვის შესახებ. მასში გაანალიზებული იყო არსებული ვითარება, საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და ქვეყნის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებები.

1920 წლის ზაფხულში ილია ოდიშელიძე სამხდერო მინისტრის მოადგილეა სამწყობრო მომზადების დარგში. 1920 წლის 13 დეკემბერს იგი საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა. ამ დროისათვის სამხრეთ კავკასიაში დამოუკიდებლობა მხოლოდ საქართველოს ჰქონდა შენარჩუნებული. აზერბაიჯანსა და სომხეთში უკვე საბჭოთა ხელისუფლება იყო. საზღვრების დასაცავად დამატებითი ზომების მიღება გახდა საჭირო. გენერალმა ოდიშელიძემ და გენერალმა ზაქარიაძემ წერილობითი მოხსენება გადასცეს თავდაცვის საბჭოს, 1921 წლის 15 იანვარს, რესპუბლიკის თავდაცვითუნარიანობის გაუმჯობესების შესახებ.

1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს ლორეს ნეიტრალურ ზონაში განთავსებულ ქართულ ჯარს თავს დაესხნენ საბჭოთა რუსეთისა და საბჭოთა სომხეთის შეიარაღებული ძალები. ომის პირველი ეტაპი ქართული შეიარაღებული ძალების მიერ წაგებულ იქნა. შედეგად, 16 თებერვალს დღის პირველი საათისთვის მთავარსარდალი გენერალი ილია ოდიშელიძე გადაყენებულ იქნა და მისი ადგილი გენერალმა გიორგი კვინიტაძემ დაიკავა. ოდიშელიძე მთავრობის თავმჯდომარის სამხედრო მრჩევლად დაინიშნა. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის აზრით, ოდიშელიძის შეცვლა შეცდომა იყო. აი რას წერს იგი თავის მემუარებში: „ეს იყო დიდი და გამოუსწორებელი შეცდომა მთავრობისა. ქართველ ყველა გენერალში ოდიშელიძე თვალსაჩინოდ ირჩეოდა, უმაღლეს სარდლობაში, მას ჰქონდა დიდი მხედრული და ადმინისტრაციული სტაჟი. ევროპის უდიდესი ომის დროს გენერალმა ოდიშელიძემ მიიპყრო განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის ჯარების მთავარი შტაბისა... აი ასეთ კაცს მთავრობა სცვლის გაჩაღებული ომის დროს და ნიშნავს ისეთ პირს, რომელიც სამხედრო სტაჟით მეტად ჩამორჩება ოდიშელიძეს. უახლოესი ამბების განვითარებამ დაუმტკიცა მთავრობას მისი შეცდომა“. თუმცა მიუხედავად პროფესიონალიზმისა, გენერალმა ოდიშელიძემ სერიოზული შეცდომები დაუშვა ქართული ჯარის მთავარსარდლის პოსტზე ყოფნის დროს, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო პოლიტიკოსების უხეში ჩარევითა და სამხედრო მაღალჩინოსანთა შეუთანხმებლობით. ილია ოდიშელიძემ თავისი ცოდნა და გამოცდილება კიდევ ერთხელ დაადასტურა 24 თებერვალს, მთავრსარდალ კვინიტაძესთან გამართულ თათბირზე. აქ გენერალმა ოდიშელიძემ შექმნილი ვითარების ანალიზი გააკეთა და სამომავლო მოქმედების მიმართულებებიც დასახა.

1921 წლის 17 მარტს ილია ოდიშელიძემაც დატოვა სამშობლო. ის სტამბოლში დარჩა და სხვათა მსგავსად საფრანგეთში არ წასულა. სტამბოლში ყოფნის დროს მან ვრცელი მოხსენება წაიკითხა 1921 წლის ომის შესახებ. გენერალი ილია ოდიშელიძე სტამბოლშივე გარდაიცვალა, ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოდ, 1925 წელს.

სამხედრო ჯილდოები;  წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი;

წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ხმლებითა და ბანტით;

წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი ხმლებითა და ბანტით;

წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი ხმლებით;

წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ხმლებით;

წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი;

წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი;

წმინდა ანას I ხარისხის ორდენი ხმლებით.

წყარო: 

1. ka.wikipedia.org/wiki/ილია_ოდიშელიძე 

2. ბახტაძე, მიხეილგენერალ-ლეიტენანტი ილია ოდიშელიძე // საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი:შრომები / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. - თბილისი, 2013. -[ტ.]VII. - გვ.298-328.

Одишелидзе Илья Зурабович  (25.03.1865 – ?)
            генерал-майор с 16.07.1910
            генерал-лейтенант с 11.10.1914





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 18.02.2023
სულ რედაქტირებულია 2





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0