2025 წლის 16 თებერვალს: უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით , მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება :
ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი დავით მურცხვალაძე დაჯილდოვდა დეკანოზის ხარისხითა და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

19 დეკემბერი, 2019
ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ღამისთევით წირვა აღავლინა ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, წირვის დასრულების შემდეგ დაჯილდოვებული იქნა ეპარქიის სამღვდელოება, აჭარაში თურქთაგან წამებულ მამათა და დედათა ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე( ბარამიძე) დაჯილდოვებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით, წმ. ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი დავითი ( მურცხვალაძე) დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი სქემ- მღვდელ მონაზონი სერაფიმე (ფოლომეევი) აყვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით
მიტროპოლიტმა დიმიტრიმ საეპარქიო საბჭოს წევრებს გაფართოებული კრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დაასახელა კრებაზე დამსწრე დელეგატების ვინაობა. 23 აპრილი 2026 წელი;
ფერიის ყოველთა ქართველთა წმინდანთა დედათა მონასტერი:
იღუმენია სიდონია დარჩია
დეკანოზი დავით მურცხვალაძე (მონასტრის მოძღვარი)