ჭიკარტაძე თამაზ თემურის ძე(24 თებერვალი 1972-1 ნოემბერი 1992) საქართველოს მხედრიონი საგარეჯოს რაზმი გარდაიცვალა სოფ ტამიშთან გამართულ ბრძოლებში. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II 1993 14 ივნისი #85. დაკრძალულია საგარეკო ფარნაოზიანთ სასაფლაო
ერთი ჩვეულებრივი ლამაზი ბიჭი იყო რამაზ ჭიკარტაძე, მასაც უყვარდა სიცოცხლე, ცხოვრობდა ისე, როგორც ათასობით მისი თანატოლი. ახლობლებს ისევ ბავშვად ეგულებოდათ, იგი კი თურმე უკვე ვაჟკაცი იყო, თავისი გზა უკვე მოძებნილი ჰქონდა, მას მხოლოდ კაცურად უნდა ეცხოვრა.
როცა სურვილი გაუმხილა ახლობლებს და განუცხადა, რომ მოხალისედ უნდა წავიდე აფხაზეთშიო, შეეცადნენ გამოუცდელი ჭაბუკასათვის გადაეთქმევინებინათ გადაწყვეტილება, მაგრამ მან მტკიცედ განაცხადა: „იქ ბიჭები იღუპებიან, ისინი ჩემი ტოლები არიას, ჩემი ადგილი იქ არისო“ და წავიდა უთქმელად, ოჯახის წევრებთან დაუმშვიდობებლად.
არჩევანიც თვითონ გააკეთა, მოითხოვა პირდაპირ ფრონტზე გაეგზავნათ. რამაზი ტამიშთან იბრძოდა. საგარეჯოელმა ჭაბუკმა აქვე შესწირა სამშობლოს ყველაზე ძვირფასი რამ – სიცოცხლე.