ხარაშვილი ვანო ემზარის ძე(5 მაისი 1971-4 ივნისი 1992) ერ გვარდიის ჩოლოყაშვილის პოლკი გარდაიცვალა ცხინვალი, სამაჩაბლო
დაიბადა 1971 წლის 5 მაისს სიღნალის რაიონის სოფელ ვაქირში, 1977 წელს შევიდა ვაქირის საშუალო სკოლაში. 1989 წელს დაამთავრა რვა კლასი და ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში პროგრამული მართვის ჩარხების დამუშავების ტექნოლოგიის სპეციალობით. ტექსიკუმის დამთავრების შემდეგ 1991 წელს სწავლა განაგრძო წნორის საშუალო სკოლაში, ხოლო, აღნიშნული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1992 წელს მუშაობა დაიწყო ვაქირის სტალინის სახელობის კოლმეურნეობაში მძღოლა. 1992 წლის 21 მაისს გაიწვიეს გვარდიაში. ღა მსახურობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ნაწილში, საიდანაც 3 ივნისს წაიყვანეს სამაჩაბლოში და დაიღუპა 1992 წლის 4 ივნისს სოფ. ეგრისში.
ღმერთმა აცხონოს!