თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ხანთაძე გიორგი (დეკანოზი ანტონის ძე) - დეკანოზი.
2013 წლის 08 თებერვალს დიაკვნად ხელდასხმა. 2015 წლის 05 ივლისს, მღვდლად ხელდასხმა. 2022 წლის 13 დეკემბერს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში; დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი
8 თებერვალს გარდაბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა გიორგი ხანთაძე. დიაკონი გიორგი თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში (დიდუბე) იმსახურებს.
5 ივლისს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სემინარიისა და აკადემიის კურსდამთავრებულს, თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (სამტრედიის ქ.) დიაკონ გიორგი ხანთაძეს. მღვდელი გიორგი იმავე ტაძარში იმსახურებს.
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 28 თებერვალს გარდაიცვალა მცხეთა-თბილისის ეპარქიის, თბილისის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის (სამტრედიის ქუჩაზე) წინამძღვარი, დეკანოზი ანტონ ხანთაძე და სამძიმარს უცხადებს მის ვაჟს, ამავე ტაძრის ღვთისმსახურს, მღვდელ გიორგი ხანთაძეს
და განსვენებულის ოჯახს.
ხანთაძე ნინო - სამონაზვნე.
2014 წლის 28 ივნისს, სამონაზვნედ კურთხევა.
28 ივნისს ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნე თამარ დიასამიძე და სახელად თეოდორა უწოდა, ხოლო მორჩილი ნინო ხანთაძე სამონაზვნედ აკურთხა და სახელად ეწოდა ნინო.