მაქარაშვილი ილია საყვარელას ძე (1 დეკემბერი 1854-1912), გენერალ-ლეიტენანტი (1908), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1878);
საფლავის ქვაზე გვარი იკითხება როგორც მაკარაშვილი
გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ტურქეთის ომის მონაწილე, კავკასიის 1-ლი სარეზერვო საარტილერიო ბრიგადის მეთაური (1899), მე-7 საარტილერიო სამორტირო პოლკის მეთაური (1900)
ილია მაქარაშვილი 1854 წლის პირველ დეკემბერს დაიბადა რაჭაში, ონში. იგი ქალაქ კიევის სამხედრო გიმნაზიასა და პავლოვის პირველ სამხედრო საწავლებელში სწავლობდა. სრული კურსის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა პროპორშჩიკის ჩინით 39–ე საარტილერიო ბრიგადაში. მას საკმაოდ წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა. ბატონი ილია თავის დღიურებში რუსეთ–თურქეთის ომზე მოგვითხრობს. იგი ამ ომის დაწყების დღიდან დამთავრებამდე ბრძოლის ველზე იმყოფებოდა.
იქ თავი გამოიჩინა, დრაგუნთა – ცხენოსანთა პოლკის დივიზიის უფროსი იყო. თურქების წინააღმდეგ ყველა სამხედრო მოქმედებაში აქტიურად იყო ჩაბმული. ილია მამაცობისთვის არაერთხელ დააჯილდოვეს. რუსეთის გენერალიტეტისთვის დღესაც ძალიან ცნობილი და პატივდადებული პიროვნებაა. საერთოდ, ეს ოჯახი სამხედროების ოჯახი იყო. ილიას მამა საყვარელა მაქარაშვილიც ასევე სამხედრო, საფრანგეთ–რუსეთის ომის მონაწილე იყო, რომელიც 1812 წელს ბოროდინოს ომში იბრძოდა. ომში გამოჩენილი მამაცობისთვის მედლითაც დაჯილდოვდა. იგი ღრმად მოხუცი, 112 წლის ასაკში გარდაიცვალა.
http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/108386
http://regiment.ru/bio/M/160.htm
Макарашвили Илья Сакварелович (01.12.1854 – 1912)
генерал-майор с 06.12.1906
генерал-лейтенант с 15.10.1910
დაკრძალულია სოფელი არბო გორი ქართლი, სოფლის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში
ამ ტაძარშივე მამის გვერდზე დაკრძალულია შვილი 20 წლის ნიკოლოზ ილიას ძე მაქარაშვილი, საფლავის ქვაზე სწერია, რომ ის გმირულად გარდაიცვალა შამქორში.
ფოტო დავით ფეიქრიშვილი