სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12276

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
კირცხალია კოზმა ანდრიას ძე დაბ. 1892-1961წ.  სენაკის ეკლესიის მღვდელი კირცხალია კოზმა ანდრიას ძე დაბ. 1892-1961წ.  სენაკის ეკლესიის მღვდელი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი კირცხალია სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

კირცხალია კოზმა ანდრიას ძე დაბ. 1892-1961წ. სენაკის ეკლესიის მღვდელი

ფოტო ამოღებულია 

მღვდელი კოზმა ანდრიას ძე კირცხალია

დაიბადა 1892 წელს სენაკის რაიონის სოფელ ახალსოფელში. 1911-1913 წლებში სწავლობდა გელათის მონასტრის სკოლაში. 1913-1914 წლებში იყო ჭალადიდის ეკლესიის მედავითნე, 1914-1917 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1917-1921 წლებში იყო სენაკის ეკლესიის მედავითნე, 1921-1923 წლებში ჭალადიდის წმიდა გიორგის ეკლესიის მოძღვარია, 1925-1927 წლებში იყო ნოსირის ეკლესიაში, 1927-1943 წლებში იძულებით განმოსილ იქნა. 1943-1949 წლებში იყო სენაკის ეკლესიის მღვდელი. 1949 წლიდან გარდაცვალებამდე მსახურობდა ფოთის სამლოცველო სახლის მღვდლად. ოჯახი ცხოვრობდა სენაკის რაიონ ახალსოფელში.


საპატრიარქოს უწყებანი N35 13-19ოქტომბერი 2005წ გვ.28 

ფოთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო სახლის პირველი დღესასწაული. 1955 წლის 26 ოქტომბერი

ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომში პატრიარქი) 1896-1972, მისგან მარცხნივ, სახარებით ხელში, მღვდელ-მონაზონი შიო (ძიძავა, შემდგომში არქიმანდრიტი) 1882-1969, მისგან მარჯვნივ, ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი კოსმა კირცხალია 1892–1961. უკანა პლანზე დიაკონი გიორგი ტერზიევი (შემდგომში დეკანოზი) 1915-1978. ფოტო მოგვაწოდა ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ანდრიამ (კბილაშვილი).




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.04.2024
ბოლო რედაქტირება 30.08.2025
სულ რედაქტირებულია 3




კირცხალია - გვარის 5 ღვთისმსახური

1 0

კოზმა ანდრიას ძე კირცხალია დაბ.1892 წ. მღვდელი დაბ. სოფ.ახალსოფელი. სენაკი

2 0

კუკური (კოკა) კირცხალია დ.1994წ. ევროპის პრიზიორი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა სენაკი

1 0

1 2 6