სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
კონსტანტინე მამაცაშვილი ქრისტეფორეს ძე (1814-90) რუსეთის გენერალი სოფ.რუისი ქარელი ქართლი კონსტანტინე მამაცაშვილი ქრისტეფორეს ძე (1814-90) რუსეთის გენერალი სოფ.რუისი ქარელი ქართლი კონსტანტინე მამაცაშვილი ქრისტეფორეს ძე (1814-90) რუსეთის გენერალი სოფ.რუისი ქარელი ქართლი კონსტანტინე მამაცაშვილი ქრისტეფორეს ძე (1814-90) რუსეთის გენერალი სოფ.რუისი ქარელი ქართლი

1814-1890 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი მამაცაშვილი სია

ქარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

კონსტანტინე მამაცაშვილი ქრისტეფორეს ძე (1814-90) რუსეთის გენერალი სოფ.რუისი ქარელი ქართლი

მამაცაშვილი (მამაცევი) კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე (25 ნოემბერი 1814-3 სექტე,ბერი 90),


გენერალ-მაიორი (1869), 1869 წელს კავკასიის არმიის არტილერიის სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1854) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1860); 

თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის შემდეგ 1837 წელს დაამთავრა პეტერბურგის კადეტთა კორპუსი ოფიცრის ჩინით და გაამწესეს კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში. აქედან მოყოლებული მონაწილეობდა კავკასიაში წარმოებულ ყველა ომში.


1840 წელს მიიღო პირველი საბრძოლო ნათლობა ჩეჩნეთში. იმ ხანებში იგი გაეცნო და დაუახლოვდა მიხეილ ლერმონტოვს. მათ ერთად მიიღეს მონაწილეობა სისხლისმღვრელ ბრძლოლაში გეხონის ტყეში. ყირიმის ომის დროს კ. მამაცაშვილი იბრძვის კავკასიის ფრონტზე. კერძოდ მან თავი ისახელა 1854 წლის 4 ივნისს მდინარე ჩოლოქთან გამართულ ბრძოლაში. ოთხიათასიანმა რუსეთის არმიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა 34-ათასიანი თურქთა მომხდური ძალები. გენერალ ანდრონიკაშვილის ცნობით, ეს ბრძოლა უმთავრესად კ. მამაცაშვილის წყალობით იქნა მოგებული, რისთვისაც იგი დააჯილდოვეს წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით. ამის შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერი დაინიშნა კავკასიის გრენადერთა არტილერიის უფროსად, მონაწილეობა მიიღო კავკასიის დაპყრობისათვის წარმოებულ ომების დამაგვირგვინებელ ფაზაში, რისთვისაც ებოძა ოქროს ხმალი, წმ. ანას II ხარისხის ორდენი, საიმპერატორო გვირგვინი და წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენი


1898 წლიდან კ. მამაცაშვილი კავკასიის სამხედრო ოლქის არტილერიის უფროსის მოადგილეა, 1869 წელს მიიღო გენერალ-ლეიტენანტობა, ხოლო 1877 წლიდან კი განჯის გუბერნატორი და განჯა-ნუხის მიდამოებში განლაგებული ჯარების უფროსი. იმავე წელს დაიწყო ომი თურქეთთან. აქ მას მოუხდა ერთი მოულოდნელი თავდასხმის მოგერიება და მოხერხებულმა სარდალმა შესძლო დაემარცხებინა მომხდური. ამისათვის იგი წმ. ვლადიმერის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. ნუხელებმა კი მიართვეს ვერცხლის თასი და ადრესი, სადაც ეწერა: „გენერალ ლეიტენენტ კ. ქ. მამაცაშვილს მადლიერ მოქალაქეთაგან 1877 წელს ნუხის გადარჩენისათვის“.


1884 წელს კ. მამაცაშვილმა ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამხედრო სამსახურს და აქტიურად ჩაება ქვეყნის კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში. მისი მეგობრები იყვნენ გრიგოლ და ვახტანგ ორბელიანებიდიმიტრი ყიფიანიმიხეილ თუმანიშვილი და სხვები. დიმიტრი ყიფიანთან ერთად დიდი ღვაწლი დასდო სათავადაზნაურო ბანკს, ის დიდხანს იყო მისი ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე და ყოველი ღონით ცდილობდა ბანკის საქმეების მყარ ნიადაგზე დაყენებას. კ. მამაცააშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საქმიანობაში. იყო მისი დამფუძნებელი წევრი, თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ-ერთი დამაარსებელი, აღსანიშნავია მისი განსაკუთრებული ყურადღება მაჰმადიან ქართველებზე. ზოგი მათგანი მან თბილისში ჩამოიყვანა და ასწავლა, დაამთავრებინა გიმნაზია, შემდეგ უმაღლესშიც ჩააბარებინა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

    გენერალ ლეიტენანტი, "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი, თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან (დროება, ივერია და სხვ.). კონსტანტინე მამაცაშვილი ავტორია მოგონებების ნიკოლოზ ბარათაშვილზე, რომელიც ძვირფასი მასალაა პოეტის ბიოგრაფიის შესასწავლად. აგრეთვე კ. მამაცაშვილს გამოუქვეყნებელი დარჩა ვრცელი მოგონებები (14 რვეული, 1025 გვერდი), რომელიც დიდად საინტერესო და მნიშვნელოვან მასალას შეიცავს საქართველოს საზოგადოებრივი და პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცხოვრების შესახებ 1837 წლიდან ვიდრე 1860-იან წლებამდე. მოგონებების ხელნაწერი ინახება სანქტ-პეტერბურგში "პუშკინის სახლში". კ. მამაცაშვილი გარდაიცვალა 1900 წლის 3 სექტემბერს. დიდი პატივით დაკრძალეს დიდუბის ეკლესიის გალავანში (ამჟამად დიდუბის პანთეონი).

Мамацев Константин Хойхосрович (Христофорович)  (? – 1900)
            генерал-майор с 1860
            генерал-лейтенант с 1869




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 21.02.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0