სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
შალვა  იასონის ძე ამირანაშვილი 1899-1975წწ აკადემიკოსი, ხელოვნებათმცოდნე. დაბ. ონი, რაჭა, შალვა  იასონის ძე ამირანაშვილი 1899-1975წწ აკადემიკოსი, ხელოვნებათმცოდნე. დაბ. ონი, რაჭა, შალვა  იასონის ძე ამირანაშვილი 1899-1975წწ აკადემიკოსი, ხელოვნებათმცოდნე. დაბ. ონი, რაჭა, შალვა  იასონის ძე ამირანაშვილი 1899-1975წწ აკადემიკოსი, ხელოვნებათმცოდნე. დაბ. ონი, რაჭა,

1899-1975 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ამირანაშვილი სია

ონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

431       ბეჭდვა

შალვა იასონის ძე ამირანაშვილი 1899-1975წწ აკადემიკოსი, ხელოვნებათმცოდნე. დაბ. ონი, რაჭა,

შალვა იასონის ძე ამირანაშვილი (დ. 26 მარტი1899ონი — გ. 9 თებერვალი1975თბილისიწარგზავნილი ყოფილიყო საფრანგეთში და ჩამოეტანა სამშობლოში მენშევიკების მიერ გატანილი  ეროვნული განძი.


დაბადების ადგილი: ქ. ონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი (თსუ-ის პირველი გამოშვება)1922 წელს.

1923-1925წწ. მუშაობდა მოსკოვსა და ლენინგრადში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-სა და სამხატვრო აკადემიაში. 1925 წლიდან იყო თსუ-ს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე, 1939-1975წწ. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. შ. ამირანაშვილი ქართული ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი იყო საქართველოში.


მას ერგო პატივი 1945 წელს საბჭოთა მთავრობის მიერ წარგზავნილი ყოფილიყო საფრანგეთში და ჩამოეტანა სამშობლოში მენშევიკების მიერ გატანილი  ეროვნული განძი. იგი ითვლება აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის ერთ-ერთ უახლოეს მოწაფედ. მისი განმაზოგადებელი ნაშრომები ხელოვნების აქტუალურ საკითხებს ეხება. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ძეგლთა დაცვისა და შეგროვების საქმეში. 2001 წელს მისი პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1975.-გვ.396



ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955-)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1943-)
  • სსრკ მუზეუმების ეროვნული კომიტეტისა და მეუზეუმების საერთაშორისო საბჭო, წევრი (1957-)


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 27.11.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 18.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0