სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
თავართქილაძე  პაატა დიმიტრის ძე დ. 1964წ. რუსთავის წმ. მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიის წინამძღვარი. დაბ. რუსთავი. თავართქილაძე  პაატა დიმიტრის ძე დ. 1964წ. რუსთავის წმ. მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიის წინამძღვარი. დაბ. რუსთავი.
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი თავართქილაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

273       ბეჭდვა

თავართქილაძე პაატა დიმიტრის ძე დ. 1964წ. რუსთავის წმ. მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიის წინამძღვარი. დაბ. რუსთავი.


დეკანოზი პაატა

ერისკაცობაში: პაატა დიმიტრის ძე თავართქილაძე

დაიბადა: 23. 03. 1964 წ. ქ. რუსთავში.

ანგელოზის დღე: 24 დეკემბერი

დიაკვნად კურთხევა: 31. 12. 1989 წ.

მღვდლად კურთხევა: 19. 01. 1990 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 27. 04. 1997 წ.

გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 23. 04. 2008 წ.

მიტრის ტარების უფლება: 13. 12. 2009 წ.

ვრცლად: დეკანოზი პაატა (პაატა დიმიტრის-ძე 

თავართქილაძე) დაიბადა 1954 წლის 23 მარტს ქ რუსთავში.

მშობლები: მამა _ დიმიტრი თავართქილაძე, მეტალურგი.

დედა _ ელენე თაბორიძე.

მოინათლა 1970 წელს, ქ. თბილისის სიონში.

1979 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა.

ჰყავს მეუღლე _ ნანა ჭეშერაშვილი და შვილები: ზაზა 

(1986 წ.), გიორგი (1988 წ.) და ნინო (1999 წ.).

სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქ. რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში მომარაგების დარგში, სადაც იმუშავა წელიწად-ნახევარი. შემდეგ, ოჯახური პირობების გამო, ცხოვრობდა რუსეთის ქალაქ სერპუხოვოში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო მეტალურგიულ ქარხანაში. პარალელურად სწავლობდა ქ. რუსთავის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალში მოსამზადებელ კურსებზე, სადაც გაიარა ორი სრული კურსი.

1986 წელს მივიდა ეკლესიაში, ხოლო 1989 წელს გახდა სტიქაროსანი.

1989 წელს ჩააბარა ქ. თბილისის სასულიერო სემინარიაში.1989 წლის 31 დეკემბერს დიაკვნად დაასხეს ხელი ქ. მცხეთის სვეტიცხოვლის წმ. ეკლესიაში მეუფე ზოსიმეს (შიოშვილი) ლოცვა-კურთხევით.

1990 წლის 19 იანვარს მეუფე ზოსიმეს ხელდასხმით აიყვანეს მღვდლის ხარისხში. მღვდლად კურთხევის შემდეგ, ორი თვის მანძილზე, მსახურობდა სვეტიცხოვლის ეკლესიაში.

1991 წლის აპრილში მეუფე ზოსიმეს ლოცვა-კურთხევით დაადგინეს დუშეთის რაიონის სოფელ ანანურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის წინამძღვრად. სადაც მსახურობდა 1994 წლამდე. 

ამ პერიოდში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ანანურის სკოლაში. 1994 წელს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით გადაიყვანეს ქ. რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესიაში, სადაც იმსახურა 2011 წლამდე. 

პარალელურად მუშაობდა ქ. რუსთავის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში ლექტორად.

2011 წელს რუსთველი მიტროპოლიტი იოანეს (გამრეკელი) ლოცვა-კურთხევით დადგენილია ქ. რუსთავის წმ. მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიის წინამძღვრად, სადაც მსახურობს დღემდე.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.05.2024
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0