სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ჭუმბურიძე კახი ბენოს ძე. დ. 1967წ. მსახურობს რუსთავის წმ. 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში. დაბ. (ლაგოდეხის რაიონი სოფ.ლელიანი). ჭუმბურიძე კახი ბენოს ძე. დ. 1967წ. მსახურობს რუსთავის წმ. 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში. დაბ. (ლაგოდეხის რაიონი სოფ.ლელიანი).
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

262       ბეჭდვა

ჭუმბურიძე კახი ბენოს ძე. დ. 1967წ. მსახურობს რუსთავის წმ. 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში. დაბ. (ლაგოდეხის რაიონი სოფ.ლელიანი).


მღვდელი კახაბერი

ერისკაცობაში: კახი ბენოს ძე ჭუმბურიძე

დაიბადა: 18. 09. 1967 წ. (ლაგოდეხის რაიონი სოფ. ლელიანი).

1988 წელს ლაგოდეხის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში შეიმოსა სტიქარით.

დიაკვნად კურთხევა: 1990 წლის 3 ნოემბერი.

2001 წელს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

ვრცლად: დეკანოზი კახაბერი (ერისკაცობაშიკახი 

ბენოს-ძე ჭუმბურიძე)დაიბადა 1957 წლის 18 სექტემბერს, ლაგოდეხის რაიონის სოფ. ლელიანში.

მშობლები: მამა _ ბენო ლუკას ძე ჭუმბურიძე, ქიმიაბიოლოგიის მასწავლებელი.

დედა: _ მანია (მართა) ილიას ასული გოჭოშვილი, პროფესიით ბავშვთა პედიატრი.

1977 წელს მოინათლა სოფ. კარდენახში.

მეუღლე: მაი (მარიამი) ვლადიმერის ასული იობაშვილი, პროფესიით ტყავის ტექნოლოგი, კულინარი, ამჟამად დიასახლისი.

შვილები: ბაქარი (1991 წ). ნინო (1994 წ). ლუკა (2000 წ).

1984 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის საფინანსო-ეკონომიკურ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1989 წელს. 

1985-1987 წ.წ. გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

1989 წელს ლაგოდეხის რაიონში მდებარე წმინდა ნიკოლოზის მონასტერში შეიმოსა სტიქარით. (შემოსა დეკანოზმა ილარიონ ჭაჭაშვილმა).

1989 წ. სწავლა დაიწყო თბილისის სასულიერო სემინარიაში.1990 წლის 3 ნოემბერს სიონის საკათედრო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა დიაკვნად.

1991 წლის 8 თებერვალს ბოდბელმა მიტროპოლიტმა ათანასემ (ცახვაშვილი) ბოდბეში აკურთხა მღვდლად.

1991-1995 წ.წ. მსახურობდა ბოდბის წმ. ნინოს მონასტერში. 

1995 წლის მაის-სექტემბერში მსახურობდა გურჯანის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, მან ამავე პერიოდში ტაძარს ჩაუტარა რესტავრაცია.

1996 წლის მაისიდან 1997 წლის ნოემბრამდე მსახურობდა ლაგოდეხის რაიონის სოფ. თელის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში, რომელიც მის მიერ არის რესტავრირებული.

1997-2009 წ.წ. მსახურობდა ლაგოდეხის რაიონის სოფ. ლელიანის წმ. თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარში, რომელიც ასევე მის მიერ არის რესტავრირებული, ამავე წლებში მამა კახაბერმა აღადგინა სოფ. არეშფერანის „ხოშოტიანის“ ტაძარი, სოფ. ლელიანში წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, ყვარლის რაიონის სოფ. გავაზის (ყარაჯალა) ტაძარი, სოფ. აფენის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი.

2001 წელს ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი) კურთხევით დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

2009 წლიდან მსხურობს ქ. რუსთავში.

2009-2010 წ.წ. მსახურობდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სამლოცველოში. 

2010 წ. მსახურობდა დავით მეფსალმუნის სახელობის სამლოცველოში.

2012 წ. მსახურობდა რუსთავში, VI მიკრორაიონში არსებულ წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში, რომელიც მამა კახაბერის ხელმძღვანელობითაა აშენებული.

2013-2014 წ.წ. მსახურობდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში.2016 წლიდან დღემდე მსახურობს წმ. 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.05.2024
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0