სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
 გორგიძე დიანოზ ალექსანდრეს ძე. დ.1949წ. ქ.რუსთავის სიონის ეკლესიის წინამძღვრი. დაბ. (გორის რაიონი, სოფელ მეჯვრისხევი).  გორგიძე დიანოზ ალექსანდრეს ძე. დ.1949წ. ქ.რუსთავის სიონის ეკლესიის წინამძღვრი. დაბ. (გორის რაიონი, სოფელ მეჯვრისხევი).
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი გორგიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

273       ბეჭდვა

გორგიძე დიანოზ ალექსანდრეს ძე. დ.1949წ. ქ.რუსთავის სიონის ეკლესიის წინამძღვრი. დაბ. (გორის რაიონი, სოფელ მეჯვრისხევი).


დეკანოზი დიმიტრი

ერისკაცობაში: დიანოზ ალექსანდრეს ძე გორგიძე

დაიბადა: 07.04.1949 წ. (გორის რაიონი, სოფელ მეჯვრისხევი).

ანგელოზის დღე: 8 ნოემბერი

დიაკვნად კურთხევა: 18. 04. 1991 წ.

მღვდლად კურთხევა: 19. 08. 1991 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 13. 12. 1993 წ.

გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 10. 06. 1993 წ.

მიტრით დაჯილდოვება: 13.12.1996 წ.

ვრცლად: დეკანოზი დიმიტრი (ერისკაცობაში დიანოზ ალექსანდრეს გორგიძე) დაიბადა 1949 წლის 7 აპრილს, გორის რაიონის სოფ. მჭადიჯვარში, ღვთისმორწმუნე მშობლების ალექსანდრეს და ზინაიდა გორგიძეების ოჯახში.

მშობლები: მამა _ ალექსანდრე გორგიძე, პატრიარქის მნათე, დედა _ ზინაიდა ზარდიაშვილი, დიასახლისი.

მოინათლა 1962 წელს, ქ. თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში.

1971 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის მე-2 საშუალო სკოლა.

ჰყავს მეუღლე _ ია კაპანაძე და შვილი ეკატერინე (1975წ.).

1968 _ 1970 წლებში გაწვეულ იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურში.შემდეგ მუშაობდა ქ. თბილისის ავტო-სატრანსპორტო საწარმოში, პარალელუად სწავლობდა კავშირგაბმულობისა და რადიომაუწყებლობის ტექნიკუმში.

1982 წლიდან დიანოზ გორგიძე ოჯახთან ერთად ხდება თბილისის სიონის საკათედრო ეკლესიის მრევლი. 

1987 წლიდან იყო ქ. თბილისის სიონის საკათედრო ეკლესიის სტიქაროსანი.

1991 წლის 18 აპრილს უწმინდესის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო 1991 წლის 18 აგვისტოს _ მღვდლად და დადგენილ იქნა ქვაბთახევის მამათა მონასტერში წინამძღვრად.

შემდეგ გადმოყვანილ იქნა ქ. რუსთავის წმ. გიორგის სახელობის სამლოცველოში, პარალელურად მსახურობდა წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიაში, ხოლო 1993-94 წ.წ.მისი უწმინდესობის მიერ დადგენილ იქნა ტაძრის წინამძღვრად.1996 წლიდან გადაყვანილ იქნა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად.2005 _ 2011 წლებში წმ. იოაკიმეს და ანას სახელობის სამლოცველოს წინამძღვარია, ხოლო 2011 წლიდან მისი 

ხელმძღვანელობით აშენებულ ქ. რუსთავის სიონის ეკლესიის წინამძღვრად იქნა გადაყვანილი, სადაც მსახურობს დღემდე. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.05.2024
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0