დეკანოზი ელგუჯა
ერისკაცობაში: ელგუჯა ოთარის ძე ბაბუნაძე.
დაიბადა: 15. 06. 1967 წ. (ქ. სოხუმში).
ანგელოზის დღე: 24 დეკემბერი
დიაკვნად კურთხევა: 21. 06. 2004 წ.
მღვდლად კურთხევა: 21. 06. 2005 წ.
დეკანოზის ხარისხში აყვანა: 13.12. 2009 წ.
გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 28.08. 2015 წ.
მიტრის ტარების უფლება: 28. 08. 2019 წ.
ვრცლად: დეკანოზი ელგუჯა (ერისკაცობაში ელგუჯა ოთარის-ძე ბაბუნაძე) დაიბადა 1957 წლის 15 ივნისს ქ. სოხუმში.
მშობლები: მამა _ ოთარ ბაბუნაძე, მეტალურგი. დედა _ ელენე ხუცურაული, პედაგოგი.
მოინათლა 1972 წელს, ქ. თბილისის სიონში.
1984 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის I-ლი საშუალო სკოლა.
ჰყავს მეუღლე _ მაია დაუშვილი, მიკრობიოლოგი და შვილები: ანა(1996 წ.), ნინი (1998 წ.), ლუკა (1999 წ.), გიორგი (2000 წ.), ნიკოლოზი (2002 წ.), სოფიო (2004 წ.) და დიმიტრი (2006 წ.).
1985-1987 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
1994 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1991 წელს მამა ელგუჯა მრევლი გახდა.
1995-2000 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის სასულიერო სემინარიაში.
2004 წელს, პატრიარქის ხელდასხმით, გახდა დიაკვანი.
2005 წელს სამების საკათედრო ეკლესიაში პატრიარქმა იგი მღვდლად აკურთხა.
2005-2014 წ.წ. ჭყონდიდელის უბანში მსახურობდა წმ. გიორგის სახელობის სამლოცველოში.
2009 წელს პატრიარქმა, ქ. რუსთავში სტუმრობისას, მამა ელგუჯა დეკანოზად აკურთხა, ხოლო რუსთველმა მეუფე იოანემ (გამრეკელი) გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა.
2019 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, ქ. რუსთავის სიონის ეკლესიაში, მაღალყოვლადუსამღვდლოესმა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) პატრიარქის კურთხევით დეკანოზი ელგუჯა მიტრის
ტარების უფლებით დააჯილდოვა. მამა ელგუჯა დღემდე რუსთავის სიონის ტაძრის მღვდელმსახურია.