სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11211

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ჩიჩილიძე კობა გურამის ძე დ.1972წ. ქ. რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიის მღვდელი. დაბ. რუსთავი ჩიჩილიძე კობა გურამის ძე დ.1972წ. ქ. რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიის მღვდელი. დაბ. რუსთავი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჩიჩილიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ჩიჩილიძე კობა გურამის ძე დ.1972წ. ქ. რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიის მღვდელი. დაბ. რუსთავი


დეკანოზი იაკობი

ერისკაცობაში: კობა გურამის ძე ჩიჩილიძე.

დაიბადა: 03. 05. 1972 წ. (ქ. რუსთავში).

ანგელოზის დღე: წმინდა მამათა კვირა.

დიაკვნად კურთხევა: 20. 08. 2006 წ.

მღვდლად კურთხევა: 14. 03. 2010 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 25. 05. 2012 წ.

გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 18.06.2016 წ.

მიტრის ტარების უფლება 28. 08. 2019 წ. 

ვრცლად: დეკანოზიიაკობი (ერისკაცობაში კახა გურამის-ძე ჩიჩილაძე) დაიბადა 1972 წლის 3 მაისს ქ. რუსთავში.

მშობლები: მამა _ გურამი სერაფიონის ძე ჩიჩილიძე, ელექტრიკოსი.

დედა _ ლაურა დაბრუნდაშვილი, ქიმიკოსი.

მოინათლა 1984 წელს თბილისის სიონში.

1987 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის #14-ე საშუალო 

სკოლა და სწავლა განაგრძო 142-ე პროფესიულ ტექნიკურ 

სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1990 წელს.

ჰყავს მეუღლე _ ნინო გელაშვილი (ჩიჩილიძე), ხელოვნებათმცოდნე, თეოლოგიური საგნების პედაგოგი.

1990 წელს მივიდა ეკლესიაში. 1991-2006 წლებში იყო წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესიის მრევლი.

1991 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1995 წელს და სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო აკადემიაში საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2001 წელს.

2006 წლის 20 აგვისტოს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ეკლესიაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა და სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა.

2010 წლის 14 მარტს, ქ. რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიაში, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ეკლესიის მღვდელმსახურად დაადგინა. 2012 წლის 25 მაისს მამა იაკობი აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში.

2016 წლის 18 ივნისს რუსთველი მიტროპოლიტის იოანეს მიერ დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

2019 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, ქ. რუსთავის სიონის ეკლესიაში, მაღალყოვლადუსამღვდლოესმა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) დეკანოზი იაკობი მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.06.2024
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0