სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ტატუაშვილი ნიკოლოზ გურამის ძე დ.1980წ.  ქ. რუსთავის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრი. დაბ. რუსთავი. ტატუაშვილი ნიკოლოზ გურამის ძე დ.1980წ.  ქ. რუსთავის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრი. დაბ. რუსთავი.
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ტატუაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

2       ბეჭდვა

ტატუაშვილი ნიკოლოზ გურამის ძე დ.1980წ. ქ. რუსთავის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრი. დაბ. რუსთავი.


დეკანოზი ნიკოლოზი

ერისკაცობაში: ნიკოლოზ გურამის ძე ტატუაშვილი.

დაიბადა: 11. 01. 1980 წ. (ქ. რუსთავში).

ანგელოზის დღე: 19 დეკემბერი.

დიაკვნად კურთხევა: 10. 10. 2010 წ.

მღვდლად კურთხევა: 25. 09. 2011 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 18. 06. 2016 წ.

ვრცლად: დეკანოზი ნიკოლოზი (ერისკაცობაში ნიკოლოზ გურამის ძე ტატუაშვილი) დაიბადა 1980 წლის 11 იანვარს ქ. რუსთავში.

მშობლები: მამა _ გურამ ტატუაშვილი, ავტოხელოსანი.

დედა _ ანა კორაშვილი, მუსიკის პედაგოგი.

მოინათლა: 1989 წელს, ქ. თბილისში, ყოვლადწმინდა სამების ეკლესიაში.

1997 წ. დაამთავრა ქ. რუსთავის #10-ე საშუალო სკოლა.

ჰყავს მეუღლე _ ლელა ლომთათიძე, ამჟამად მუშაობს ქ. თბილისის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

ეკლესიაში მოვიდა 1994 წელს.

1997-2001 წლებში სწავლობდა ქ.თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომერციისა და მარკეტინგის საბაკალავრო ფაკულტეტზე.

2001 წელს გახდა სტიქაროსანი.

2005-2009 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის სასულიერო სემინარიაში.

2009-2011 წლებში სწავლობდა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საეკლესიო ისტორიისა და სამართლის სამაგისტრო სპეციალობაზე.

2010 წლის 10 ოქტომბერს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ დაასხა ხელი დიაკვნად.

2011 წლის 25 სექტემბერს _ მღვდლად. ამავე წელს დადგენილ იქნა ქ. რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის საკათედრო ეკლესიის მღვდელმსახურად.

2015 წლის მარტში გადაყვანილ იქნა ქ. რუსთავის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად, სადაც მსახურობს დღემდე.

2016 წლის 18 ივნისს რუსთველი მიტროპოლიტის იოანეს მიერ მამა ნიკოლოზი აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში.

2017-2019 წლებში სწავლობდა ქ. ფოთის `ახალი საქართველოს~ უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო სპეციალობაზე.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.06.2024
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0