სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ტუღუში  საბა თეიმურაზის ძე დ.1986წ. რუსთავის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური. დაბ. რუსთავი. ტუღუში  საბა თეიმურაზის ძე დ.1986წ. რუსთავის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური. დაბ. რუსთავი.
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ტუღუში სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

ტუღუში საბა თეიმურაზის ძე დ.1986წ. რუსთავის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური. დაბ. რუსთავი.


დეკანოზი საბა

ერისკაცობაში: საბა თეიმურაზის ძე ტუღუში.

დაიბადა: 25.03.1986 წ. (ქ. რუსთავში).

ანგელოზის დღე: 18 დეკემბერი.

დიაკვნად კურთხევა: 10. 01. 2010 წ.

მღვდლად კურთხევა: 06. 05. 2012 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა 28. 08. 2019 წ. 

ვრცლად: დეკანოზი საბა (ერისკაცობაში საბა თეიმურაზის ძე ტუღუში) დაიბადა: 25.03.1986 წ. ქ. რუსთავში.

მშობლები: მამა _ თეიმურაზ ტუღუში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზი (აწ გარდაცვლილი). 

დედა _ რუსუდან ნახუცრიშვილი, მუსიკის პედაგოგი.

მოინათლა: 1986 წელს, ქ. თბილისის ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში.

1992-1999 წ.წ. სწავლობდა ქ. რუსთავის მე-2 საშუალო სკოლაში, შემდეგ ქ. რუსთავის ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 2003 წელს.

ჰყავს მეუღლე _ ქეთევან მაჭარაშვილი და შვილები: ლუკა (2010 წ.), შიო (2014 წ.).

1993 _ 2002 წლებში სწავლობდა ქ. რუსთავის მე-4 მუსიკალურ სკოლაში `საგუნდო სადირიჟირო~-ზე.

2003 წელს ჩააბარა ქ. თბილისის სასულიერო სემინარიაში. პირველი სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, რომლის მოხდის შემდეგაც, 2006 წლიდან, მეორე კურსზე განაგრძო სწავლა, სემინარია დაასრულა 2009 წელს.

2010 წლის 10 იანვარს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო 2012 წლის 6 მაისს _ მღვდლად და 2012 წლის 12 სექტემბრიდან დადგენილ იქნა ქ. რუსთავის ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველოს მღვდელმსახურად 2013 წლის 13 დეკემბრამდე, ხოლო 2014 წლიდან გადაყვანილ იქნა ქ. რუსთავის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, სადაც მსახურობს დღემდე.

2019 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, ქ. რუსთავის სიონის ეკლესიაში, მაღალყოვლადუსამღვდლოესი რუსთველი მიტროპოლიტის იოანეს (გამრეკელი) კურთხევით მამა საბა აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.06.2024
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0