ერის კაცობაში ვანო გურამის ძე მკალავიშვილი; დაიბადა 27 იანვარი 1965 წელს. ერში მოძღვარი იყო ვაკის სამების მღვდელმსახური დეკანოზი მიქაელ წულუკიძე.
დედა სოფიო ფუხაშვილი
დეკანოზი მიქაელ წულუკიძე
2005-დან ღვთაების მამათა მონასტერში არქიმანდრიტ ბენიამინ ბელქანიასთან მორჩილი იოანე საიდანაც მამა ბენიამინის კურთხევით ფოკის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტ ანტონ ფურძელაძემ გადაიყვანა ფოკის მამათა მონასტერში. სადაც აღიკვეცა მონაზვნად და სახელი უწოდეს ილარიონი (ილარიონ ყანჩაველის).
დიაკვნად აკურთხა მეუფე იაკობმა რის შემდეგაც წინამძღვარი მამა ანტონი და მასთან ერთად ბერდიაკონი ილარიონი გადმოიყვანეს სამების ლავრის საკათედრო ტაძარში, აქედან განამწესეს წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში, გარეჯის უდაბნოში სადაც მსახურებდა დიაკვნად და შემდეგ ისევ მეუფე იაკობმა აკურთხა მღვდლად და გადმოიყვანეს წმ. სამების ლავრაში. წირავდა წმ. სამების ტაძარში - წმ. ნინოს სახელობის ტაძარში. უწმინდესის ლოცვა კურთხევით დიდ სქიმაში აღკვეცა და სახელი უწოდა იაკობი მისმა მოძღვარმა არქიმანდრიტ ანტონ ფურცელაძემ (სქი არქიმანდრიტ ანდრიამ).
გარდაიცვალა 2017-ის თორმეტ იანვარს. დაკრძალულია მახათას მთის წმ. საბა განმწმედელის მონასტრის წმ. სამების მამათა სასაფლაოზე
ინფორმაცია მოგვაწოდა მკალავიშვილი გიორგი (ერისკ. ბადრი, მორჩ. სპირიდონი, ამირანის (ოთარი) ძე, მღვდელი დაბ. 1975წ. 2016 მსხალდიდის (მცხეთა) წმიდა გიორგის ტაძარი 2024