სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10608

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
რამაზ (რომან) თარხან-მოურავი დიმიტრის ძე 1806-66წწ გენერალ მაიორი დაბ. სოფ.ახალქალაქი კასპი ქართლი

1806-1866 წწ. გარდ. 60 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი თარხან-მოურავი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

რამაზ (რომან) თარხან-მოურავი დიმიტრის ძე 1806-66წწ გენერალ მაიორი დაბ. სოფ.ახალქალაქი კასპი ქართლი

თარხან-მოურავი რომან (რამაზ) დიმიტრის ძე (1806-04 იანვარი 66), თავადი, გენერალ-მაიორი (1860), „წმ. გიორგის” IV ხარისხის ორდენი (1842) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1829);



ფოტზე შვილი Князь Иван Романович Тарханов (Иван Рамазович Тархнишвили, Тархан-Моурави3 [15] июня 1846ТифлисКавказское наместничество — 24 августа [6 сентября] 1908КшешовицеЦислейтания

ქართლის სამეფოში თარხნიშვილების სათავადო სახლის დამაარსებელია გიორგი სააკაძის შვილიშვილი იორამი, რომელსაც როსტომ მეფემ XVII საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს სააკაძეთა საგვარეულო სამფლობელო აღუდგინა, სხვა მამულებიც უბოძა და თარხანობა დაუმკვიდრა. სწორედ აქედან მოდის იორამის შთამომავალთა ორმაგი გვარი.

ცნობილი მეცნიერ–ფიზიოლოგის ივანე თარხნიშვილის მამა, რამაზ (რომან) დიმიტრის ძე თარხან-მოურავი დაიბადა 1806 წელს სოფელ ახალქალაქში (კასპის რაიონი).

სამხედრო სამსახურში რამაზ თარხან–მოურავი შევიდა 1821 წლის 7 ივნისს. თავდაპირველად მსახურობდა თბილისის გარნიზონის ბატალიონში პრაპორშჩიკის რანგში, შემდეგ ქვეით არმიელებთან ერთად მონაწილეობდა ლაშქრობებში კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგ. 

1828–1829 წლებში რამაზ თარხან–მოურავი იბრძოდა რუსეთ–ოსმალეთის ომში და 1829 წლის 21 აპრილს დაჯილდოვდა ოქროს იარაღით „მამაცობისათვის”, ხოლო, 1830 წელს მიიღო წმინდა ვლადიმირის მე–4 ხარისხის ორდენი ბაფთით.

1833 წელს რამაზ დიმიტრის ძე მძიმედ დაიჭრა დაღესტანში. მას პენსია დაენიშნა, მაგრამ სამხედრო სამსახურიდან არ წასულა. იგი ჩაირიცხა კავკასიის არმიის ქვეითებში და 1854 წელს კვლავ წარმატებით იბრძოდა თურქების წინააღმდეგ, რისთვისაც დაიმსახურა წმინდა ვლადიმირის მე–3 ხარისხის ორდენი.

რამაზ თარხან–მოურავის სამხედრო კარიერა წარმატებით განვითარდა. იგი მონაწილეობდა ყირიმის (1853–1856) ომში; მეთაურობდა მეგრელ ეგერთა პოლკს (1853 წლიდან); შემდგომში იყო ნუხის მაზრის გენერალ–გუბერნატორი; 1860  წლის 14 ნოემბერს მიიღო რუსეთის იმპერიის გენერალ–მაიორის წოდება; 1864 წლის დასაწყისში  გადავიდა სათადარიგო ჯარების განკარგულებაში.

გარდა დასახელებული ჯილდოებისა რამაზ თარხან–მოურავს მიღებული აქვს ორდენები:  1839 წელი –წმინდა სტანისლავის მე–2 ხარისხის (1844 წელს ამ ორდენს ებოძა იმპერატორის გვირგვინი); 1842 წლის 3 დეკემბერს, ოფიცრის 25 წლიანი უმწიკვლო სამსახურისთვის – წმინდა გიორგის მე–4 ხარისხის;  1848 წელს – წმინდა ანას მე–2 ხარისხის ( 1850 წელს ორდენს დაემატა იმპერატორის გვირგვინი).

რამაზ დიმიტრის ძე დაინტერესებული იყო თავისი გვარის ისტორიით; აწარმოებდა მიმოწერას ისტორიკოს პლატონ იოსელიანთან; აგროვებდა მასალებს დიდი წინაპრის, გიორგი სააკაძის შესახებ, მისი სახელის რეაბილატიციის მიზნით.

რამაზ თარხან–მოურავი გარდაიცვალა თბილისში, 1866 წლის 4 იანვარს. დაკრძალულია სოფელ ახალქალაქში, საგვარეულო აკლდამაში.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.- გვ.476 

2. https://ru.wikipedia.org/.../Тархан-Моуравов,_Роман_...

Тархан-Мауравов (Тархан-Моуравов) Роман Дмитриевич, князь  (? – ?)
            генерал-майор с 17.04.1858



ფოტოზე შვილი  ივანე თარხან მოურავი  იხ მეტი

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A2%D0%B0%D1%80%D1%85%D0%B0%D0%BD-%D0%9C%D0%BE%D1%83%D1%80%D0%B0%D0%B2%D0%BE%D0%B2,_%D0%A0%D0%BE%D0%BC%D0%B0%D0%BD_%D0%94%D0%BC%D0%B8%D1%82%D1%80%D0%B8%D0%B5%D0%B2%D0%B8%D1%87




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.05.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0