სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ივანე თარხან-მოურავი რომანის ძე 1846-1908 წწ. აკადემიკოსი ექიმი, მეცნიერი, დაბ. თბილისი. ივანე თარხან-მოურავი რომანის ძე 1846-1908 წწ. აკადემიკოსი ექიმი, მეცნიერი, დაბ. თბილისი. ივანე თარხან-მოურავი რომანის ძე 1846-1908 წწ. აკადემიკოსი ექიმი, მეცნიერი, დაბ. თბილისი. ივანე თარხან-მოურავი რომანის ძე 1846-1908 წწ. აკადემიკოსი ექიმი, მეცნიერი, დაბ. თბილისი. ივანე თარხან-მოურავი რომანის ძე 1846-1908 წწ. აკადემიკოსი ექიმი, მეცნიერი, დაბ. თბილისი.

1846-1908 წწ. გარდ. 62 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი თარხან სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

359       ბეჭდვა

ივანე თარხან-მოურავი რომანის ძე 1846-1908 წწ. აკადემიკოსი ექიმი, მეცნიერი, დაბ. თბილისი.

ივანე თარხან-მოურავი რომანის ძე(3 ივნისი 1846-6 სექტემბერი 1908)  გენერალი

თარხან-მოურავი რომან დიმიტრის ძე (1806-66) შვილი. დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.


1863–1864 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. 1869 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია.

სამეცნიერო მუშაობა ფიზიოლოგიაში დაიწყო სტუდენტობიდან ი. სეჩენოვის ხელმძღვანელობით. 1871 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "სიცივისა და სითბოს გავლენა ბაყაყის მგრძნობიარე ნერვებზე". იმავე წელს ივანე თარხნიშვილი გაემგზავრა თბილისში, სადაც წაიკითხა საჯარო ლექციების ციკლი ფიზიოლოგიაში. 1873 წელს იგი 2 წლით გაგზავნეს საზღვარგარეთ, სადაც მუშაობდა ცნობილ სამეცნიერო ლაბორატორიებში. საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ მიიწვიეს პეტერბურგის სამედიცინი-ქირურგიულ აკადემიაში პრივატ-დოცენტად, ხოლო შემდეგ, 1877–1895 წლებში–პროფესორად.


1895 წელს განსხვავებული პროგრესული შეხედულებების გამო იძულებული გახდა აკადემია დაეტოვებინა. 1895–1901 წლებში ლექციებს კითხულობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1901 წელს მიიწვიეს ბრიუსელში ფიზიოლოგიაში ლექციების წასაკითხად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ ადამიანის კანში ელექტრომამოძრავებელი ძალების აღმოჩენა სხვადასხვა გაღიზიანების საპასუხოდ და ფსიქიკური ზემოქმედების დროს. კანში აღმოცენებულ ნელ ელექტრულ ეფექტებს მსოფლიო ლიტერატურაში "თარხანოვის ფენომენად" იხსენიებენ. ივანე თარხნიშვილმა შეისწავლა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციები, მათ შორისძილის და ჰიპნოზის მოვლენები, სეკრეციის საკითხები, ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედება.


ცხოველებში ბიოელექტრული მოვლენების კვლევისას აღწერა (1889) ფსიქოგალვანური რეფლექსი. ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა ორგანიზმზე რენტგენის სხივების მოქმედება და შესაძლებლად მიიჩნია მათი გამოყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ. მუშაობდა აგრეთვე ასაკობრივი ფიზიოლოგიის საკითხებსა და სოციალური ჰიგიენის პრობლემებზე. ივანე თარხნიშვილი ეწეოდა ბიოლოგიისა  და მედიცინის საკითხების ფართო პოპულარიზაციას, რუსეთსა და საქართველოში– კითხულობდა ლექციებს, აქვეყნებდა სამეცნიერო-პოპულარულ ნაშრომებს. მისი ხელმძღვანელობით მრავალი ახალგაზრდა მეცნიერი აღიზარდა(ბ. ვერიგო, ნ. ციბულსკი, ვ. ჩაგოვეცი და სხვ.). იყო სამამულო სამედიცინო საზოგადოებების და საბუნებისმეტყველო საზოგადოების წევრი, პარიზის ბიოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი, ჰალეს აკადემიის წევრი. 1900 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე "საპატიო ლეგიონის" ორდენით დააჯილდოვეს. გენრალ-მაიორი(დაახლოებით 1903 წელი), ფიზიოლოგი. 1947 წლიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს მისი სახელობის სამეცნიერო საზოგადოება.


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.478

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პარიზის ბიოლოგიური საზოგადოება , წევრ–კორესპონდენტი
  • ჰალეს(გერმანია) აკადემია , წევრი


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1900 - პარიზის საერთაშორისო გამოფენის "საპატიო ლეგიონის" ორდენი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 18.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0