თბილისის ფერისცვალების სახ. მონასტერი (ავლაბარი)
1. მცხეთა-თბილისის ეპარქია: თბილისის ფერისცვალების მონასტერი (დედათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2005. - გვ.80-81. - ტაძრის აგების ისტორია, სამონასტრო ცხოვრების აღდგენა - ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, ეგზარქოსი თეოფილაქტე (XIX ს.), მღვდელი ალექსანდრე აბაიშვილი , იღუმენია სიდონია (კაკუბერი), წინამძღვარი მარიამი (მიქელაძე), ტაძრის საკურთხევლის მომხატავი - მოძღვარი მამა იოსები. არქიტექტორები: თ.ბერიძე, ზ.ციციშვილი. ტექსტს ახლავს ტაძრის ფოტო.