კორტავა ბასილი (მამუკა) როინის ძე დაიბადა 28 თებერვალი 1973 - 17 მაისი 2016წწ მღვდელ მონაზონი
დაბადების ადგილი სოფელი პირველი ხორგა (ხობი), სკოლა- პირველი მაისის საჯარო სკოლა, შემდგომ 5 კლასიდან გადავიდა ხობის სპორტ სკოლაში 3წლის შემდეგ გადავიდათბილისში სპორტ სკოლაში(მძლეოსნობა).
უნივერსიტეტში სწავლობდა როსტოვში, ეკონომიურ ფაკულტეტზე,
2007წელს სვეტიცხოვლობაზე წავიდა მცხეთაში და დარჩა ძეგვის მამათა მონასტერში მამა გიორგისთან, შემდგომ სვეტიცხოველში აღკვეცეს ბერად იქ მსახურობდა რამოდენიმე წელი,ამის შემდეგ სამებაში ბერ-დიაკვანი გახლდათ და ბოლოს მღვდელმონაზონი.
მამა ბასილი 2016 წელს ტრაგიკულად გარდაიცვალა მტკვარში გადავარდა მანქანით, ხუთი დღედაღამე ეძებდნენ ცხედარს.
მოძღვარი მამა ისააკი ღადუა
მსახურობდა: სამების ეზოში (თბილისი) რომ ეკლესიაა წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიაში
დაკრძალულია პირველი მაისის (ხობი) ღვთიმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია
საფლავი, დაკრძალულია პირველი მაისის (ხობი) ღვთიმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია
ინფორმაცია მოგვაწოდა დისშვილმა თამთა თამაზის ასული პაჭკორია. მამა ბასილის და ჰქვია თამარი