სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11451

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ბუჩუკური დავითი (გურამი) არქიმანდრიტი 1933-1995წწ საპატრიარქოს გერბის ავტორი ბუჩუკური დავითი (გურამი) არქიმანდრიტი 1933-1995წწ საპატრიარქოს გერბის ავტორი

1933-1995 წწ. გარდ. 62 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ბუჩუკური სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

ბუჩუკური დავითი (გურამი) არქიმანდრიტი 1933-1995წწ საპატრიარქოს გერბის ავტორი

საპატრიარქოს არქივში დაცულია მრავალი საინტერესო სამუშაო ვარიანტი, რომლებიც გერბის შექმნის პროცესში მზადდებოდა. თითოეულის წამყვანი თემა წმინდაგიორგია. გერბის ესკიზზე მუშაობდნენ ალექსანდრე სარჩიმელიძე, ემირ ბურჯანაძე, ჯემალ ლოლუა, ელგუჯა ამაშუკელი, გურამ ბუჩუკური, ელგუჯა ბერძენიშვილი (საქართველოს საპატრიარქოს არქივი. საქაღალდე №1676. დოკუმენტი №10646. თემა №106, №19). მხატვართა ჯგუფი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კონსულტაცით ხელმძღვანელობდა. მხატვრებს თავიდანვე კონკრეტული ამოცანა ჰქონდათ, ჰერალდიკური კომპოზიციის მთავარი ფიგურა დიდმოწამე მხედარი უნდა ყოფილიყო.



მრავალი ნამუშევრიდან საპატრიარქოს სამხატვრო საბჭომ აირჩია ესკიზი, რომლის ავტორი იყო გურამ ბუჩუკური. გურამ ბუჩუკური (1933-1986 წწ.) 1952-58 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მისი პედაგოგი, თეიმურაზ ყუბანეიშვილთან ერთად, იყო იოსებ შარლემანი. 1958-63 წლებში მუშაობდა კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” დეკორატორად, მულტიპლიკატორად, მთავარ მხატვრად. მისი ინიციატივით 1961 წელს კინოსტუდიაში დაიწყო დიაფილმების წარმოება. 1963-80 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამ- ხატვრო აკადემიაში უფროს მასწავლებლად. ასწავლიდა საგნებს: შრიფტი, კომპოზიცია, ქსილოგრაფია, ოფორტი, ლინოგრავიურა. აქტიური მონაწილეობა მიიღო ახალი კათედრის სამრეწველო გრაფიკის — ჩამოყალიბების საქმეში.


1982 წლის იანვარში აკურთხეს დიაკვნად, ორი თვის შემმღვდლად და მიანიჭეს მღვდელ-მონაზონის წოდება. ამავე დროს მუშაობა დაიწყო საქართველოს საპატრიარქოში მხატვარ-რესტავრატორად, ხუთი თვის შემდეგ კი, 1982 წლის 28 აგვისტოს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანებით, საქართველოს ეკლესიაში თავდადებული სამსახურისათვის, საპატრიარქოს სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე მღვდელ-მონაზონი დავითი (ბუჩუკური) აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1984 წლის იანვარში კი არქიმანდრიტის ხარისხში (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, თემა №11, დოკუმენტი №11223, ფურც. 8, 16-20).


დაკრძალულია წყნეთის სამოქალაქო სასაფლაოზე მშობლების გვერდით.

მამა ალექსი დიმიტრის ძე ბუჩუკური დაბ. გორი 1902-1986წწ იყო საქართველოში მეხილეობის ფუძემდებელი. წარმომავლობა 

ინფორმაცია მოგვაწოდა ლევან ბუჩუკურმა


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.05.2025
ბოლო რედაქტირება 22.05.2025
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0