დეკანოზი ადამი ბეწუნაიძე 1959 წლის 21 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფ. ქვემო ალვანში დაიბადა. 1966 წელს შევიდა ქვემო ალვანის საშუალო სკოლაში, რომელიც 1976 წელს დაამთავრა. სწავლა განაგრძო თბილისის 49-ე ტექნიკურ სასწავლებელში, რადიო ამწყობის სპეციალობით.
1981 წელს ჩაირიცხა თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში და 1985 წელს მიიღო დაწყებითი სამხედრო სწავლების და ფიზიკური აღზრდის მასწალებლის კვალიფიკაცია.
1986-87 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1988 წელს გადავიდა თუშეთის მეურნეობის დირექტორის მოადგილედ სამეურნეო დარგში.
1989 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1991 წელს დაამთავრა.
1992 წელს სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს--პატრიარქმა ილია II დიაკვნად აკურთხა.
1992 წლის 20 ოქტომბერს, კი ხელი დაასხა მღვდლად.
1993 წელს დაინიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად.
1994 წლიდან ალავერდის მონასტერში მსახურობს.
2000 წლის 27 ოქტომბერს აღყვანილია დეკანოზის ხარისხში ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
2010 წლის 20 ივლისს, ომალოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II დეკანოზი ადამი დააჯილდოვა მიტრის ტარების უფლებით.