დეკანოზი რაჟდენ თანდილაშვილი 1976 წლის 4 მაისს სიღნაღის რაიონის სოფ. ბოდბეში დაიბადა. 1982 წელს შევიდა სიღნაღის საშუალო სკოლაში.
1992 წელს ბოდბის მონასტერში იყო მედავითნე და სტიქაროსანი. 1993 წლიდან ალავერდის ეპრქიაში მსახურობს წიგნის მკითხველად.
1997 წელს 28 აგვისტოს აბბა ალავერდელმა მთავარეპისკოპოსმა დავითმა აკურთხა დიაკვნად.
1998-99წ, წლებში სწავლობდა ბათუმის სასულიერო სემინარიაში.
2000 წლის 2 იანვარს აბბა ალავერდლმა მიტროპოლიტმა დავითმა აკურთხა მღვდლად და ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის მონასტრის მწირველ მღვდლად დაადგინა.
2002 წლის 28 აგვისტოს მამა რაჟდენი თელავის წმინდა ნინოს ახლადაგებული ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. მსახურობდა კონდოლის კვირაცხოვლის ეკლესიაში. არის პანკისის ხეობის ეკლესიბის -- საკობიანოსა და ჯოყოლოს
მწირველი მღვდელი.. მსახურობს თელავის ღვთაების და თელავის აღდგომის ტაძრებში. არის ალავერდელი მიტროპოლიტის დავითის (მახარაძე) მდივანი.