სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11509

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
პაპალაშვილი კონსტანტინე ირაკლის ძე დეკანოზი დაბ. 1965წ. თელავი პაპალაშვილი კონსტანტინე ირაკლის ძე დეკანოზი დაბ. 1965წ. თელავი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი პაპალაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

პაპალაშვილი კონსტანტინე ირაკლის ძე დეკანოზი დაბ. 1965წ. თელავი

მღვდელი კონსტანტინე პაპალაშვილი დაიბადა ქ.თელავში 1965 წლის 9 დეკემბერს. 1982წ. დაამთავრა თელავის მე-3 საშუალო სკოლა. 1985 წელს დაამთავრა თელავის სამშენებლო ტექნიკუმი. 1985-87 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1989წ. ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაასრულა.

1991—95 წლებში გალობდა თბილისის წმ. პეტრესა და პავლეს ტაძარში.

1995 წლიდან მსახურობდა წინანდლის, თელავის ღვთაების და ალავერდის ტაძრებში სტიქაროსნად და მგალობლად.

1996 წლიდან დადგენილია ალავერდის ეპარქიის ხუროთმოძღვრად და მონაწილეობა აქვს მიღებული ეპარქიის ყველა ეკლესიის აღდგენაში, ხოლო მისი პროექტით აშენდა თელავის წმინდა ნინოს, ახმეტის წმინდა ბიძინას, შალვას და ელიზბარის, ხადორის ივერიის ღვთისმშობლის,

თელავის აღდგომის ეკლესიები. წლების მანძილზე კონსტანტინე პაპალაშვილი იყო ალავერდის ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი.

2014 წლის ბზობის დღესასწაულზე ალავერდის ტაძარში დადგინდა წიგნის მკითხველად,

2014 წლის 22 სექტემბერს აბბა ალავერდელმა დავითმა აკურთხა დიაკვნად ბუშეტის წმინდა იოაკიმეს და ანას ტაძარში.


2015 წლის 10 მაისს ალავერდის საკათედრო ტაძარში აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა კონსტანტინე პაპალაშვილს ხელი დაასხა მღვდლად. Mმსახურობს ალვნის სამების, რუისპირის წმინდა ნიკოლოზის, თელავის აღდგომის და თელავის ღვთაების ტაძრებში.

2024 წელს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა დეკანოზის ხარისხში აღიყვანა)


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.07.2025
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0