სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11137

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
დინიბეგაშვილი რაფიელ იოსების ძე მიახლ1750-ანი წლები ვაჭარი მოგზაური ინდოეთში ახალციხე
ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი დინიბეგაშვილი სია

ახალციხე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

372       ბეჭდვა

დინიბეგაშვილი რაფიელ იოსების ძე მიახლ1750-ანი წლები ვაჭარი მოგზაური ინდოეთში ახალციხე

დინიბეგაშვილი რაფიელ იოსების ძე მიახლ1750-ანი წლები ვაჭარი მოგზაური ინდოეთში,დანიბეგაშვილი ტრადიციულ ვაჭარ-მოგზაურთა წრიდან იყო. მისი გვარის წარმომადგენელებს, თბილისში ჩამოსული იტალიელი მისიონერების მეშვეობით, XVII საუკუნიდან უკვე კათოლიკობა ჰქონდათ მიღებული. დანიბეგაშვილების რამდენიმე თაობა ინდოეთთან ვაჭრობით იყო დაკავებული და ასრულებდა ქართველ მეფეთა დიპლომატიურ დავალებებს. რაფიელ დანიბეგაშვილს ჰქონდა მამული ლურჯ მონასტერთან, ვერეზე.

რაფიელ დანიბეგაშვილმა ხუთჯერ იმოგზაურა ინდოეთში: ორჯერ ერეკლე II-ის (1795-96, 1797-98), ერთხელ კი გიორგი XII-ის დავალებით (1798-1813), ხოლო ამის შემდეგ კიდევ ორჯერ იმოგზაურა ამ ქვეყანაში (1815-20, 1822-27). პირველი ორი მოგზაურობის დროს ის სპეციალურად იყო მივლინებული ინდოეთში ერეკლე II-ის მიერ მდიდარ სომეხ ვაჭრებთან მოსალაპარაკებლად, რომლებიც მხარს უჭერდნენ ერთიანი ქართულ-სომხური სახელმწიფოს შექმნის იდეას. იდეის თანახმად, სახელმწიფოს თავად ერეკლე მე-2 უნდა ჩასდგომოდა სათავეში. მესამე მოგზაურობისას ის 14 წელი ცხოვრობდა ინდოეთში, რამაც საშუალება მისცა დაკვირვებოდა ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნო მათი საქმიანობა, ტრადიციები და ყოფა-ცხოვრების წესები. რაფიელმა მესამე მოგზაურობა დაწვრილებით აღწერა და რუსულად თარგმნა 1815 წელს. ჩანაწერები წიგნად გამოსცა მოსკოვში სათაურით „Путешествие в Индию грузинского дворянина Рафаила Данибегова“ (ქართული დედანი დაკარგულია). ნაშრომში მოცემულია ცნობები ინდოეთის ბუნების, მოსახლეობის ზნე-ჩვეულებების, ინდოელებისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების შესახებ. მოგზაურობისას დანიბეგაშვილმა სამჯერ გადაკვეთა ჰიმალაისა და ყარაყორუმის ქედები, ტიბეტის ზეგანიკაშგარის დაბლობირუსეთის მთავრობამ დამსახურებისათვის „გუბერნსკი სეკრეტარის“ ჩინი უბოძა.

პირველი მოგზაურიბა 1795–1796 

მეორე მოგზაურობა 1797–1798 

მესამე მოგზაურობა: 1799–1813 

მეოთხე მოგზაურობა 1815–1820

მეხუთე მოგზაურობა 1822–1827 

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0