სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11621

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
გულადი ჯემალის ძე გოგმაჩაძე  დაბ. 1962წ. ტაძრის აღმშენებელი დაბ. სოფ. გვარა, ქობულეთი გულადი ჯემალის ძე გოგმაჩაძე  დაბ. 1962წ. ტაძრის აღმშენებელი დაბ. სოფ. გვარა, ქობულეთი
ბმულის კოპირება

სიახლეები

გვარი გოგმაჩაძე სია

ქობულეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

გულადი ჯემალის ძე გოგმაჩაძე დაბ. 1962წ. ტაძრის აღმშენებელი დაბ. სოფ. გვარა, ქობულეთი

2017 წელს დაიწყო სოფელი გვარას (ქობულეთი) წმიდა გიორგის ტაძრის მშენებლობა.

ტაძრის მშენებლობაში ჩართული გულადი ჯემალის ძე გოგმაჩაძე (დ. 17 თებერვალი, 1962, სოფ. გვარა, ახლანდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი) — ქართველი აგროინჟინერი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2005).

2025 წლის ფოტო


1987 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, 1987-1992 წლებში მუშაობდა ქობულეთის აგროსამრეწველო გაერთიანებაში, ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე; 1993-1999 წლებში მუშაობდა კომერციულ სტრუქტურებში. 2000 წლიდან იყო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ექსპერტი სურსათის უსაფრთხოების საკითხებში. 2002 წლიდან სახელმწიფო ფედერალურ უნიტარული საწარმოს – „სრულიად რუსეთის ინფორმატიზაციის, აგრონომიისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორია. 2004 წლიდან მოღვაწეობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტზე. გოგმაჩაძის სამეცნიერო ინტერესების სფეროა: სიმინდის მოყვანის ტექნოლოგიის შემუშავება საქართველოს ტყის მურა და მდელო-ჭაობის ნიადაგებზე, გამოკვლევები სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეკოლოგიურ მდგომარეობის აგრომონიტორინგის პრობლემებზე, ადაპტურლანდშაფტური მიწათმოქმედების ბიოლოგიზაციის მოქმედების შეფასება ნიადაგის ნაყოფიერებასა და სხვადასხვა აგროფიტოცენოზებზე, მიწის ნაყოფიერების შეფასების ახალი მეთოდების დანერგვა. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა (მ.შ. 5 მონოგრაფია). გოგმაჩაძე შეყანილია ენციკლოპედიაში „რუსეთის თვალსაჩინო მოღვაწეები“ (2007).



ფოტომასალა მოგვაწოდა ემელიანე (ემიკო) ჩხატარაშვილი (ოზურგეთის მკვიდრი, სტუდენტობის მეგობარი)

მადლობა ვასილ მიქაძეს დახმარებისათვის



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2025
ბოლო რედაქტირება 11.08.2025
სულ რედაქტირებულია 5





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

15000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0