სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11758

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
მაკარი (მიხეილ დიონისეს ძე) მატათაშვილი 1818-1892წწ არქიმანდრიტი მაკარი (მიხეილ დიონისეს ძე) მატათაშვილი 1818-1892წწ არქიმანდრიტი

1818-1892 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მატათაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

მაკარი (მიხეილ დიონისეს ძე) მატათაშვილი 1818-1892წწ არქიმანდრიტი

 საპატრიარქოს უწყებანი N6 21-27 თებერვალი 2008წ გვ.19.


არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) (1818-1892)

არქიმანდრიტი მაკარი 1818 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1838-44 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1845 წლის 8 მარტს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1847 წლის 19 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს. მეუღლის გარდაცვალების გამო, გაუჩნდა სურვილი ბერად შედგომისა და ამის გამო 1849 წლის 5 მაისს შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში მივიდა, სადაც 1850 წლის 20 აპრილს ბერად აღიკვეცა და სახელად მაკარი ეწოდა. ამავე წლის 27 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი. 1850 წლის 2 დეკემბერს თელავის მაზრისა და თუშფშავ-ხევსურეთის ოლქის საეკლესიო მამულების მმართველად და ალავერდის მონასტრის გამგებლად დაინიშნა. 1851 წლის 25 ოქტომბერს გულმოდგინე შრომისა და ალავერდის ტაძრის შემოსავლის გაზრდისათვის, 30 ვერცხლის მანეთით დაჯილდოვდა. ამავე წლის 5 დეკემბერს შუამთის მონასტრის დრობითი მართვა დაევალა და მონასტრის შენობების გარემონტების საზედამხედველო კომიტეტის წევრად აირჩიეს.


1852 წლის 20 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა. ამავე წლის 12 მარტიდან ალავერდის ტაძრის სიძველეთა აღმდგენელი კომი- ტეტის წევრია. 1853 წლის 6 ივნისს გორის ეპისკოპოსი და შუამთის მონასტრის წინამძღვარი ეპისკოპოსი იოანე (ავალიანი) წერილს სწერს მამა მაკარს: „საქართველო-იმერეთის კანტორის ბრძანებით, 2 დეკემბერს 1850 წლისა, შემდგომად სიკვდილისა არქიმანდრიტ ქრისტეფორე ჩოლოყაშვილისა, მინდობილი იყო თქვენდა თანამდებობა განმგებლობისა საეკლესიო ყმათა და ქონებათა და მმართველობა შუამთის მონასტრისა, ხოლო შემდგომად სიკვდილისა წინა მოადგილისა ჩემისა ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოს ნიკიფორესი, ბრძანებითა მისვე კანტორისა 4 დეკემბერს 1851 წლისა, დროებითი განმგებლობა ამავე მონასტრისა იყო კვალადცა მინდობილ თქვენდა. მიხედვისამებრ მათ უქაზითა და რადგანაც მე თანამდებობა-თა გამო ქორეპისკოპოსისა მაქვს ცხოვრება ქალაქსა ტფილისსა და არა მონასტერსა, ამისთვის ნებართვითა მისის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ისიდორე მიტროპოლიტისა, საქართველოს ეგზარქოსისა და კავალერისა, წარმოგიწერ თქვენ, რომელ თქვენ ერთად კაზნაჩეის მისვე მონასტრისა იერომონახისა სერაპიონისა გაქვნდესთ უხუცესობითი მხედველობა შუამთის მონასტრისა და მყოფთა მას შინა ძმათა ზედა და მართევდით მუნ ყოველთა საჭიროთა გარემოებათა შინა, დაკითხვითა ჩემითა შემთხვევათა შინა საქმეთა და წარმომიდგენდეთ ვადის ანგარიშთა და უწყებათა ცნობათა, რომელნიცა საჭირო არიან წარ- დგენად მთავრობისადმი, გაქვნდესთ მხედველობა წესიერსა ქცევასა ზედა ძმათა თანახმად მათგან მოცემულისა შეკრებულობის წერილისა და ყოველთა წარმოწერილობათა ჩემთა აღასრულებდეთ ძალისაებრ მათისა თქვენ და ესე ყოველი გამოუცხადეთ ძმათა ხელის მოწერითა“. 1854 წლის 11 ივნისს მამა მაკარი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1854 წლის 9 დეკემბერს შუამთის მონასტრის ხაზინადრად დაადგინეს. 1855 წლის 6 მაისიდან აწყურის „თეთრი“ გიორგის ტაძრის შემოსავლისა და ქონების გამგებლობაც მიენდო. 1857 წლის 12 აპრილს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1858 წლის 24 მაისს დროებით, ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერიც მას ჩააბარეს. ამავე წლის 3 ივნისს საინგილოს ეკლესიების მთავარხუ-ცესად დაინიშნა. 1858 წელს 30 ოქტომბერს ინგილოების ქრისტიანობაზე მოქცევისათვის უწმინდესმა სინოდმა ლოცვა-კურთხევა, ხოლო ალავერდის ტაძრის შემოსავლის შეკრებისათვის საქართველოს ეგზარქოსმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1859 წლის 30 იანვარს დამტკიცდა ხირსის მონასტრის წინამძღვრად, ბოდბის მონასტრის წინამძღვ- რობის შენარჩუნებით. 1853-56 წლების ყირიმის ომის დროს სამახსოვრო ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. 1862 წლის 29 მაისს ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის სამრეკლოს ამშენებელი კომიტეტის თავჯდომარედ დაინიშნა. ამავე წლის 20 აგვისტოს დაევალა სიღნაღში ახალი ტაძრის აშენება. 1863 წლის 13 აპრილს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ამავე წლის 30 მაისს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.

6-1 საპატრიარქოს უწყებანი N6 21-27 თებერვალი 2008წ გვ.20

არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) (1818-1892)(დასასრული)

 

 1864 წლის 19 აგვისტოს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1865 წლის 20 აპრილს გათავისუფლდა ბოდბის მონასტრის წი- ნამძღვრობიდანაც. 1865 წლის 29 ნოემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის მმართველობისაგან გამოეცხადა მადლობა ეკლესიის მსახურთათვის ქართული საეკლესიო გალობის საფუძვლიანად შესწავლისათვის. 1868 წლის 29 ოქტომბრიდან საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრია. 1869 წლის 20 აპრილს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1870 წლის 9 დეკემბერს ნათლისმცემლის მონასტრის შეკეთებისათვის და იქაურობის გამშვენება-გალამაზებისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1872 წლის 16 აპრილს საიმპერატორო გვირგვინით შემკული წმინდა ანას I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1879 წლის 20 ნოემბერს გათავისუფლდა ძველი ქართული გალობის შემსწავლელი კომიტეტის წევრობისაგან. 1882 წლის 27 მარტს წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ამავე წლის 23 ივლისს წითელი ჯვრის საზოგადოების მედლით დაჯილდოვდა. 1887 წლის 5 აპრილს იმპერატორის კაბინეტიდან გაცემული გამშვენებული ჯვარი ეწყალობა. არქიმანდრიტი მაკარი 1892 წლის 7 ივნისს გარდაიცვალა. იგი დასაფლავებუ-ლია თბილისის ფერიცვალების სახელობის დედათა მონასტრის ეზოში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.09.2025
ბოლო რედაქტირება 06.09.2025
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0