თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ასთავიშვილი ანასტასია (თამარ) სამონაზვნე 2007 წლის 26 აგვისტოს სამონაზვნედ კურთხევა
26 აგვისტოს ატენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერში სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსმა ანდრაამ (გვაზავა) სამონაზვნეებად აკურთხა ამავე მონასტრის მორჩილები: ეკატერინე ნოზაძე (სახელად ეწოდა თემესტია), ქეთევან გოცირიძე (სახელად ეწოდა ანტონია), თამარ ასთავიშვილი (სახელად ეწოდა ანასტასია), ნანა ზედგენიძე (სახელად ეწოდა თებრონია), ლია ძიძიგური (სახელად ეწოდა მაკარია), ნატალია აფხაიძე (სახელად ეწოდა ანატოლე) და ნათია ჩახნაშვილი (სახელად ეწოდა ეფროსინე). იმავე დღეს მორჩილის კაბით შეიმოსნენ: ქეთევან აფხაიძე, თამარ აროიანი და ეკატერინე ნადირაძე.