სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11758

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
იოსებ (იესე) შელია დაბ. 1850 - 1916წწ  მღვდელმონაზონი იოსებ (იესე) შელია დაბ. 1850 - 1916წწ  მღვდელმონაზონი

1850-1916 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი შელია სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

20       ბეჭდვა

იოსებ (იესე) შელია დაბ. 1850 - 1916წწ მღვდელმონაზონი

 საპატრიარქოს უწყებანი N34 2-8 ოქტომბერი 2008წ გვ.17


მღვდელმონაზონი იოსები  (შელია) და ბედიის მონასტრის ბედი  XX საუკუნის 10-20-იან წლებში

,,თუ ეს ტაძარი განვაახლე, ეს კუთხე საქართველოს არ დაეკარგება“

მღვდელმონაზონი იოსები — ერისკაცობაში იესე შელია 1850 წელს სამეგრელოში, გლეხის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება სოფლის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიიღო. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მონასტერში ისწავლა. 1870 წლის 1 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე), რომელსაც მაშინ აფხაზეთის სამწყსო ებარა, სოხუმის ეპარქიაში, სოფელ ოქუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა. 1875 წლის 10 ოქტომბერს სოფელ ფსირცხის წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1877 წლის 12 აპრილს დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას აფხაზი მაჰაჯირებიც ღებულობდნენ, მოსახლეობა აჯანყდა რუსეთის წინააღმდეგ. აფხაზეთში შემოჭრილ თურქებს განსაკუთრებული წინააღმდეგობა ქართველი სამღვდელოების მხრიდან შეხვდათ. მათგან მრავალი აღესრულა წამებით, მრავალი ტყვედ წაიყვანეს თურქეთში. ერთ- ერთი ასეთი იყო ლიხნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი იოანე გეგია, რომელიც თურქებმა წამებით მოკლეს 1877 წლის 5 აგვისტოს. მედავითნე იესე კი სხვა სასულიერო პირებთან ერთად ტყვედ ჩავარდა და თურ-ქეთში წაიყვანეს, საიდანაც ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა. ბატონი ჯემალ გამახარია თავის წიგნში „აფხაზეთი და მართლმადიდებლობა“ აღნიშნავს: „ყველაზე დიდი ტრაგედია, რომელიც აფხაზეთს თავს დაატყდა, გახლდათ მეორე მასობრივი მუჰაჯირობა, რომელიც მხო-...

34-1 საპატრიარქოს უწყებანი N34 2-8 ოქტომბერი 2008წ გვ.18



მღვდელმონაზონი იოსები  (შელია) და ბედიის მონასტრის ბედი  XX საუკუნის 10-20-იან წლებში

,,თუ ეს ტაძარი განვაახლე, ეს კუთხე საქართველოს არ დაეკარგება“ (გაგრძელება)

.... ლოდ სამურზაყანოს მხარეს არ შეხებია. მთლიანად დაცალიერდა გუმისთის უბანი, სადაც ომამდე 2 221 ოჯახი ცხოვრობდა. გუდაუთის უბნიდან გაასახლეს 1 518  ოჯახი, კოდორიდან – 1 071 ოჯახი. საერთო რაოდენობამ 21 190 ადამიანი შეადგინა. ამ მუჰაჯირობის შედეგე- ბი არის დადასტურება იმისა, რომ მეუფე გაბრიელის ხელმძღვანელობით ქართველი მისიონერების დაუღალავმა შრომამ, ათასობით ადამიანის მონათვლამ, აფხაზი ხალხის ერთიანად გადასახლებას და, ამდენად უბიხების მსგავსად, სრულ ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა. იმ 19 000 ფხაზის მონათვლის გარეშე ამ ერის კატასტროფა გარდაუვალი იქნებოდა. ეს არის ისტორიული ფაქტი, რომლის უარყოფასაც ვერავინ შეძლებს“. 1881 წლის 2 ივლისს იესე შელია ოჩამჩირის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1883 წლის 14 აგვისტოს ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად, ხოლო 21 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი და ბლაბურხვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1887 წლის 28 ივლისს რეჩხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წლის 30 ოქტომბერს მამა იესე თავისი თხოვნის საფუძველზე გა-თავისუფლდა სოხუმის ეპარქიაში სამსახურისაგან. 1897-1904 წლებში მამა იესე ათონის წმინდა მთაზე გაემგზავრა და რამდენიმე წელი ქართველთა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სავანეში მოღვაწეობდა. 1904 წლის 17 დეკემბერს ათონის მთიდან დაბრუნებული მოძღვარი გურია-სამეგრელოს ეპარქიაში განამწესეს და თეკლათის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში უშტატო მღვდელმსახურად დაინიშნა. 1909 წლის 10 ივნისს სოხუმის ეპარქიაში დაბრუნდა და პირველი ბედიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1913 წლის 20 ნოემბერს მამა იესე სოხუმის საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა და სახელად იოსები ეწოდა. მეორე დღეს იგი ბედიის „ვლაქერნის“ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრის გამგებლად დაადგინეს. 1914 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. მამა იოსებმა დაუღალავი შრომის შედეგად ბედიის მონასტერი, რომელიც იმ დროს სრულიად გაუკაცრიე-ლებული და გაპარტახებული იყო, ნაწილობრივ აღადგინა და შეძლო მონასტრული ცხოვრებისათვის პირობების შექმნა. აი, რას წერს გაზეთი „სახალხო ფურცელი“ 1914 წლის ერთ-ერთ ნომერში: „რაღას წარმოადგენს დღევანდელი ბედიის მონასტერი? ამ ხუთი წლის წინად იგი სრულიად გავერანებული იყო და ღვთის ანაბარად მიგდებული. მხოლოდ რამდენიმე წლის წინად იქ დაბინავდა მხნე მუშაკი, სამშობლოს ძლიერი მოყვარე და ყოვლად სათნო ადამიანი მამა იესე შელია, რომელიც დღეს მღვდელმონაზონის ხარისხშია იოსების სახელით. იგი დიდი გამოცდილი ადამიანია, ნამოგზაურებია მრავალ ადგილებში, საკმაოდ დიდი ხანი დაუყვია ძველ ათონზე ქართველთა სავანეში და ბოლოს განუზრახავს ბედიის ტაძრის აღდგენა და იქ მონასტრის დაარსება. მას დახმარებია სოხუმის ყოფილი მღვდელმთავარი ანდრია (უხტომსკი), რომელსაც ნება გამოუთხოვია და მთელს იმპერიაში ხელის მოწერა გაუმართავს ბედიის ტაძრის განახლებისათვის საჭირო თანხის შესაკრებად. სინოდს დაუმტკიცებია იგი მონასტრად და დღეს ჩაყრილია საფუძველი ახალი ცხოვრებისა ძველ ბედიაში. მამა იოსების მაგალითისათვის მიუბაძავთ სხვებსაც და დღეს აქ ორი მღვდელმონაზონი და რამდენიმე მორ-ჩილია. სულ 2-3 წლის განმავლობაში მამა იოსების მუყაითი შრომის მეოხებით, ძველი ტაძრის მახლობლად, დასავლეთით აუგიათ მშვენიერი კოხტა ეკლესია, რომელიც ეპისკოპოს ანდრიას უკურთხებია 1912 წლის 26 აპრილს და რომელშიაც დღეს სრულდება ღვთისმსახურება. ტაძრიდან ჩრდილოეთის მხრით კლდეში აგებულია მეორე ახალი ეკლესია, რომლის კურ- თხევაც გადაწყვეტილია მიმდინარე წლის 9 მაისს. აგრეთვე საკურთხებლად გამზადებულია თვით ძველი ტაძრის პატარა საკურთხეველი სამხრეთის მხრით, რომელიც კოხტათაა განახლებული. ტაძრის გალავნის მახლობლად მამა იოსებს საკუთარი შრომით აუგია მოზრდილი ხის შენობა ბერების სენაკებით, სადაც დღეს ისინი ცხოვრობენ. მონასტერს აქვს საკუთარი სახნავ-სათესი ადგილებიც. დარჩენილია მხოლოდ განსაახლებლად ბედიის უმთავრესი დიდი ტაძარი. რომლისათვის ამ ჟამად თავდავიწყებით იღვწის ბედიის მონას-ტერში ახალი ცხოვრების დამწყები მამა იოსები. მაგრამ მას სჭირია დახმარება, როგორც ქონებრივი, ისე ზნეობრივიც. საზოგადოებამ მას ყურადღება უნდა მიაქციოს და დამხმარე ხელი გაუწოდოს, რადგან საყვარელი ბედიის ტაძრის განახლება კვლავ შეაერთებს აფხაზურ-სამურზაყანოს თავის გარშემო. „თუ ეს ტაძარი განვაახლეო – მითხრა მამა იოსებმა მცირე საუბრის დროს, ეს კუთხე საქართველოს არ დაეკარგებაო“. შეიძლება ბევრს ეს სიტყვები გადაჭარბებულად ეჩვენოს, მაგრამ ვინც დაჰკვირვებია ადგი-....

34-2 საპატრიარქოს უწყებანი N34 2-8 ოქტომბერი 2008წ გვ.19

მღვდელმონაზონი იოსები  (შელია) და ბედიის მონასტრის ბედი  XX საუკუნის 10-20-იან წლებში

,,თუ ეს ტაძარი განვაახლე, ეს კუთხე საქართველოს არ დაეკარგება“ (გაგრძელება)

... ლობრივ მკვიდრთა ცხოვრებას, უეჭველად დაინახავს ამ სიტყვების სიმართლეს. განაახლეთ ბედიის ტაძარი, მიეცით მას პირვანდელი სახე, გაისმას შიგ ტკბილი ქართული ენა, რომელიც დღეს მთელი სამურზაყანოს სკოლებიდანაც კი გაძევებულია და დაინახავთ, როგორ სწრაფად შეაკავშიროს მან სამურზაყანო-აფხაზეთის მკვიდრნი თავის გარშემო და შეაყვაროს მათ სამშობლო ენა, სამშობლო კერა“! მიუხედავად დიდი მონდომებისა და უანგარო მოღვაწეობისა, მამა იოსებმა ვერ შეძლო და აქ სამოღვაწეოდ თავი ვერ მოუყარა ქართველ ბერებს. სიკვდი-ლამდე ცოტა ხნით ადრე, იმის შიშით, რომ მონასტერი რუსებს არ ჩავარდნოდათ ხელში, გა-დაწყვიტა ბედიის მონასტერი დედათა მონასტრად გადაკეთებულიყო და მოლაპარაკება გა- მართა თეკლათის დედათა მონასტრის წინამძღვართან იღუმენია ნინოსთან (ვაჩნაძე), მით უფრო, რომ რუსებს არაერთგზის ჰქონდა მცდელობა მონასტერს დაპატრონებოდნენ. სამწუხაროდ, მან ეს მოლაპარაკება ვერ მიიყვანა ბოლომდე. 1916 წლის ნოემბრის დასაწყისში იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ მონასტერში დარჩა რამ-დენიმე კაცი და მათაც მალევე დატოვეს აქაურობა. 1917 წლის 12 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენისა და 1917 წლის 11-17 სექტემბერს გამართულ პირველ საეკლესიო კრებაზე სამურზაყანოს მხარე ჭყონდიდის ეპარქიის შემადგენლობაში მოექცა და ბედიაში დედათა მონასტერი დაფუძნდა. 1920 წელს მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა მონაზონი ნინო (ბოკერია), რომელსაც ამავე წელს იღუმენიას წოდება მიენიჭა. იღუმენია ნინო, როგორც ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დელეგატი და მონასტრის წინამძღვარი მონაწილეობდა 1921 წლის 1-5 ნოემბერს გელათის მონასტერში გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის III კრებაზე. საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაცულია საბუთი, სადაც არის მოკლედ აღწერილი ბედიის მონასტრის ისტორია და აქ მოღვაწე დედათა კრებულის ნამ- სახურებათა სიები: „ბედიის „ვლაქერნის“ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტერი გაიხსნა 1911 წელს (შეცდომაა, გაიხსნა 1913 წლის 17 ოქტომბრის წმინდა სინოდის რეზოლუციით, რედაქცია). ორივე ეკლესია ქვითკირისაა. წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის განახლება მოუხდენია თავისი ხარჯით მღვდელ იესე შელიას. გაკეთებულია თაღი, ეკლესია დახურულია ცინკით, გალესილია შიგნით და გარეთ ცემენტით. აგრეთვე დაუდგამს ხის კანკელი, ტრაპეზი, ცემენტის იატაკი და სხვა. აგრეთვე მეორე ეკლესია წმინდა იოანე მახარებელის სახელობის ახლად აგებული ქვითკირისაგან მღვდელ იესე შელიას მიერ, რასაკვირველია სხვა და სხვა კერძო შემომწირველთა დახმარებით. წმინდა ანდრიას ეკლესიაში ერთწყებიანი კანკელია, წმინდა იოანეს ეკლესიაში ორწყებიანი. არის პირველში 4 შესანიშნავი კიოტი (2 დიდი და 2 პატარა). აქვს ოქროს ბარძიმი, რომელიც ინახება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. არის ნაწილებიანი ვერცხლგადაკრული ხატი წმინდა სამებისა, ცხოველსმყოფელი ძელისა, ნათლისღებისა და სხვა შეძენილი მღვდელ იესე შელიას მიერ იერუსალიმში 1905 წელს. ღვთისმშობლის „ვლაქერნის“ლის ტაძარში ასაფლავია შუა ადგილას საქართველოს მეფე ბაგრატ III. მიტროპოლიტი ანტონ ჩხეტიძე. ამ ეკლესიის გარდა, არის დიდი ძველი ტაძარი ბაგრატ მეფის მიერ აშენებული. არის ბაგრატ მეფის ტაძარში ძველი, ქვებით ამოვსებული აკლდამა. ამ ბოლო პერიოდში ბედიის მონასტერს მღვდელმონაზონმა პავლემ (გეგია) შესწირა ხის სახლი 8 ოთახით და დიდი ზარი“. მონასტრის კრებული 1921 წლისათვის სულიერი მოძღვარი და მწირველი - მღვდელმონაზონი პავლე (გეგია) 50 წინამძღვარი, იღუმენია ნინო (ბოკერია) წლის, სოფელ გეზათიდან, ქუთაისის მაზრა. მიღებული აქვს შინაური განათლება. აღკვეცილია მონაზვნად 1920 წელს და ამავე წელს აირჩიეს იღუმენიად. ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორწინებაში არ ყოფილა. კანდელაკი, მონაზონი ივლიანე (ბერაია) ― 40 წლის, სოფელ ნაბაკევიდან, სამურზაყანოს მხარე. მიღებული აქვს შინაური განათლება. აღკვეცილია მონაზ-ვნად 1920 წელს. ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორ- წინებაში არ ყოფილა. მონაზონი ელისაბედი (ივანიძე) — 50 წლის, სოფელ საჩინოდან, ქუთაისის მაზრა. მიღებული აქვს შინაური განათლება. აღკვეცილია მონაზვნად 1921 წელს. ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორწინებაში ნამყოფია. მონაზონი მაკრინე (კოლბაია) 27 წლის, სოფელ ოქუმიდან. სამურზაყანოს მხარე. მიღებული აქვს შინაური განათლება. აღკვეცილია მონაზვნად 1921 წელს. ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორწინებაში არ ყოფილა. მორჩილი თეკლე რიგვავა 22 წლის, სოფელ ოქუმიდან. სამურზაყანოს მხარე. მიღებული აქვს შინაური განათლება. მონასტერშია მორჩილად 1918 წლიდან. ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორწინებაში არ ყოფი ყოფილა. ეკონომოსი, მორჩილი ევგენია ძაძუა – 35 წლის, სოფელ ნაბაკევიდან, სამურზაყანოს მხარე. მიღებული....

34-3 საპატრიარქოს უწყებანი N34 2-8 ოქტომბერი 2008წ გვ.20

მღვდელმონაზონი იოსები  (შელია) და ბედიის მონასტრის ბედი  XX საუკუნის 10-20-იან წლებში

,,თუ ეს ტაძარი განვაახლე, ეს კუთხე საქართველოს არ დაეკარგება“ (დასასრული)

.... აქვს შინაური განათლება. ჰყავს ორი ვაჟი და ერთი ქალი. მონასტერშია მორჩილად 1921 წლიდან. ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა. მორჩილი დარია ჯობავა — 60 წლის, სოფელ რეჩხიდან, სამურზაყანოს მხარე. მიღებული აქვს შინაური განათლება. მონასტერშია მორჩილად 1918 წლიდან. ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორწინებაში ნამყოფია. ხაზინადარი, მორჩილი ეკატერინე დვალიშვილი (შემდგომში მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ზოილე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ნათლია) — 30 წლის, სოფელ საჩინოდან, ქუთაისის მაზრა. დაამთავრა კორძაიას პროფ. სკოლა. მონასტერშია მორჩილად 1921 წლიდან. ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა. ქორწინებაში არ ყოფილა. მორჩილი თამარ მჟავანაძე — 20 წლის, სოფელ საჩინოდან, ქუთაისის მაზრა. დაამთავრა კორძაიას პროფ. სკოლა. მონასტერშია მორჩილად 1921 წლიდან. ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა. ქორწინებაში არ ყოფილა. 1921 წლის თებერვლიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ახლად ჩამოყალიბებულ ბედიის დედათა მონასტერს საქართველოს სხვა ეკლესია-მონასტრების მსგავსად მძიმე დღეები დაუდგა. ხელისუფლებისაგან დევნილებს და სხვადასხვა რჯულის ავაზაკებისგან შევიწროებულებს რთულ პირობებში უწევდათ მოღვაწეობა და სულიერი ცხოვრება. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მონასტერი XX საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს ოფიციალურად დაიკეტა. აქ მოღვაწე დედებიდან ზოგიერთი სხვა მონასტერში გადავიდა სამოღვაწეოდ, ზოგმა კიდევ საკუთარ სახლს მიაშურა და იქ განაგრძო ლოცვა-ვედრება ერისა და ეკლესიის გადასარჩენად.


განაახლეთ ბედიის ტაძარი და ნახავთ, რა სწრაფად შეაკავშირებს სამურზაყანო აფხაზეთს და დანარჩენ საქართველოს..."  კარბიჭის სტატია 19.02.2009წელი

XX საუკუნის უკანასკნელ ქართველ ათონელებზე რომ ვაგროვებდი მასალას, ერთ იმდროინდელ მოღვაწეზე, მადლმოსილ და საოცარ ბერზე, იოსებ შელიასა და მის რამდენიმე თანამედროვე სასულიერო პირზე წავაწყდი ცნობებს.

მართალია, მამა იოსების ათონურ ცხოვრებაზე ბევრი ვერაფერი ამოვიკითხე, მაგრამ იმდროინდელმა საარქივო დოკუმენტებმა მრავალი ფაქტი და დავიწყებული სახელი წარმოაჩინა.

მამა იოსები (რომელსაც ერში იესე ერქვა) სამეგრელოში, ერთი გლეხის ოჯახში დაბადებულა 1850 წელს. დაწყებითი განათლება თავისი სოფლის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიუღია, ხოლო წმინდა წერილი, გალობა და საეკლესო ტიბიკონი მონასტერში უსწავლია.

1870 წლის 1 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძემ), რომელსაც იმ დროს აფხაზეთის სამწყსო ებარა, სოხუმის ეპარქიაში, სოფელ ოქუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ტაძრის მედავითნედ დაადგინა, ხოლო ხუთი წლის შემდგომ სოფელ ფსირცხის წმინდა სვიმონ კანანელის ტაძრის წიაღს შეეფარა.

1877 წლის 12 აპრილს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, რომელშიც ძალზე აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზი მუჰაჯირებიც, მოსახლეობა რუსეთის ხელისუფალთ აუჯანყდა.

აფხაზეთში შემოჭრილ თურქებს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ქართველმა სასულიერო პირებმა გაუწიეს, რომელთაგანაც ზოგმა მოწამეობის გვირგვინი დაიდგა, ზოგი კი თურქეთს წაასხეს ტყვედ. ერთი მათგანი გახლდათ ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი იოანე გეგია, რომელიც 1877 წლის 5 აგვისტოს თურქმა მტარვალებმა წამებით გამოასალმეს სიცოცხლეს.

რაც შეეხება მედავითნე იესე შელიას, სხვა უამრავ სასულიერო პირთან ერთად დაატყვევეს და ყოველგვარ უფლებააყრილს სტამბულს უკრეს თავი, საიდანაც რამდენიმე წელიწადში, ომის დასრულების შემდეგ გამობრუნდა.

აფხაზეთისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია მეორე დიდი მუჰაჯირობა იყო.

ამ ტრაგიკულმა მოვლენებმა უამრავი ადამიანის ცხოვრება განსაზღვრა, მათ შორის - მამა იოსებისაც, რომელიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1881 წლის ზაფხულის დამდეგს, ოჩამჩირის მაცხოვრის სახელობის ტაძრის მედავითნედ დაინიშნა, ხოლო ორი წლის შემდგომ ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძემ) ჯერ დიაკვნად დაასხა ხელი, შემდეგ კი მალევე - მღვდლად და ბლაბურხვის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვრობა ჩააბარა. მამა იესემ იქ რამდენიმე წელიწადს იმსახურა და 1887 წელს რეჩხის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში განამწესეს.

1897 წელს მამა იოსები საკუთარი თხოვნითვე წამოვიდა აფხაზეთის ეპარქიიდან და იმავე წელს ათონს გაემგზავრა იქაურ ქართველ მამებთან სამოღვაწეოდ, რომელთა ნაწილი იმ დროს უკვე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სავანეში იყო თავმოყრილი.

მამა იოსები ბერძენთაგან ქართველ მამათა გამოძევებას არ მოსწრებია, იგი 1904 წელს გამოემგზავრა წმინდა მთიდან და გურია-სამეგრელოს ეპარქიაში, თეკლათის მთავარანგელოზთა სავანეში იწყო მსახურება.

განვლო ხუთმა წელმა და აფხაზეთში დაბრუნებული ბედიის ღვისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1913 წელს იოსების სახელით აღიკვეცა ბერად, მეორე დღეს კი ბედიის "ვლაქერნის" ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრის გამგებლად დაადგინეს.

უდიდესი ძალისხმევის გამოისობით ბედიის ძველი სავანე, რომელიც უკუღმართმა საუკუნემ და უბედო ბედმა სრულიად გააუკაცრიელა და გააპარტახა, ღვთის წყალობით, ნაწილობრივ აღადგინა და სამონასტრო ცხოვრებისთვის პირობების შექმნაც შეძლო.

აი, რას წერდა იმდროინდელი "სახალხო ფურცელი":

"რაღას წარმოადგენს დღევანდელი ბედიის მონასტერი? ამ ხუთის წლის წინათ იგი სრულიად გავერანებული იყო და ღვთის ანაბრად მიგდებული... მხოლოდ რამდენიმე წლის წინათ იქ დაბინავდა მხნე მუშაკი, სამშობლოს ძლიერ მოყვარული და ყოვლად სათნო ადამიანი მამა იესე შელია, რომელიც დღეს მღვდელმონაზვნის ხარისხშია იოსების სახელით. იგი დიდად გამოცდილი ადამიანია, მრავალ ადგილას ნამოგზაურები, საკმაო ხანი დაუყვია ძველ ათონზე ქართველთა სავანეში და ბოლოს განუზრახავს ბედიის ტაძრის აღდგენა და იქ მონასტრის დაარსება...

მას დახმარებია სოხუმის ყოფილი მღვდელმთავარი ანდრია (უხტომსკი), რომელსაც ნება გამოუთხოვია და მთელს იმპერიაში ხელის მოწერა გაუმართავს ბედიის ტაძრის განახლებისთვის საჭირო თანხის შემოსაკრებად.

სინოდს დაუმტკიცებია იგი მონასტრად და დღეს ჩაყრილია საფუძველი ახალი ცხოვრებისა ძველ ბედიაში.

მამა იოსების მაგალითისთვის სხვებსაც მიუბაძავთ და დღეს აქ ორი მღვდელმონაზონი და რამდენიმე მორჩილია.

სულ 2-3 წლის განმავლობაში მამა იოსების მუყაითი შრომის მეოხებით ძველი ტაძრის მახლობლად, დასავლეთით აუგიათ მშვენიერი ეკლესია, რომელიც 1912 წლის 16 აპრილს ეპისკოპოს ანდრიას უკურთხებია და დღეს მოქმედია.

ტაძრიდან ჩრდილოეთის მხრით კლდეში აიგო მეორე, ახალი ეკლესია, რომლის კურთხევაც მიმდინარე წლის (1912 წ.) 9 მაისსაა გადაწყვეტილი. საკურთხებლად გამზადებულია თვით ძველი ტაძრის მცირე საკურთხეველი სამხრეთით, რომელიც მშვენივრადაა განახლებული.

ტაძრის გალავნის სიახლოვეს მამა იოსებსვე საკუთარი ხელით აუგია მოზრდილი ხის შენობა ბერთა სენაკებით, სადაც დღეს ისინი ცხოვრობენ, მონასტერს გააჩნია საკუთარი სახნავ-სათესი ადგილებიც.

გასაახლებელია მხოლოდ ბედიის უმთავრესი, დიდი ტაძარი, რომლისთვისაც ამჟამად თავდავიწყებით იბრძვის ბედიის მონასტერში ახალი ცხოვრების დამწყები მამა იოსები, რომელსაც ზნეობრივი და მატერიალური დახმარება ესაჭიროება. საზოგადოებამ ამ ადამიანს ყურადღება უნდა მიაქციოს და დახმარების ხელი გაუწოდოს, რადგან სათაყვანო ბედიის ტაძრის განახლება კვლავ შეაერთებს აფხაზურ-სამურზაყანოს თავის გარშემო.

"თუ ეს ტაძარი განვაახლეო, - მითხრა მამა იოსებმა მცირე საუბრის დროს, - ეს კუთხე საქართველოს არ დაეკარგებაო".

განაახლეთ ბედიის ტაძარი, მიეცით მას პირვანდელი სახე, დაე, ისმოდეს მის წიაღში ტკბილი ქართული, რომელიც დღეს მთელი სამურზაყანოს სკოლებიდანაც კი გაძევებულია და დაინახავთ, თუ რა სწრაფად შეაკავშირებს სამშობლო ენას, მამულს და სარწმუნოებას".

დიდი მცდელობის მიუხედავად, მამა იოსებმა ვერ შეძლო იმ დროს ბედიის მონასტერში ქართველ ბერთა თავმოყრა. სამწუხაროდ, სრულიად მოულოდნელად 1916 წელს გავიდა წუთისოფლიდან და ეს საქმე დაუსრულებელი დარჩა. მისი გარდაცვალების შემდგომ მონასტერი იქ მყოფმა რამდენიმე პირმაც დატოვა.

საბედნიეროდ, უფალმა ინება, ბედია ქართული ეკლესიის წიაღს არ მოსწყვეტოდა და 1917 წელს სვეტიცხოველში გამართულმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ პირველმა საეკლესიო კრებამ სამურზაყანო ჭყონდიდის ეპარქიის წიაღში მოაქცია და ბედიაში დედათა მონასტერიც დაფუძნდა.

1920 წელს ხსენებული სავანის წინამძღვრად მონაზონი ნინო (ბოკერია) დაინიშნა, რომელიც მალევე აღიყვანეს იღუმენიას ხარისხში. დედა ნინო, როგორც ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის წარმომადგენელი და მონასტრის წინამძღვარი, 1921 წლის 1-5 ნოემბერს გელათის მონასტერში მიმდინარე ქართული სამოციქულო ეკლესიის III კრებაშიც მონაწილეობდა.

საქართველოს საპატრიარქო დღემდე ინახავს დოკუმენტურ მასალას, რომელშიც მოკლედ არის აღწერილი ბედიის მონასტრის თავგადასავალი და იქ მოღვაწე დედათა ბიოგრაფია. აი, ეს დოკუმენტიც:

"ბედიის "ვლაქერნის" ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი გაიხსნა 1913 წლის 17 ოქტომბერს. ორივე ეკლესია ქვითკირისაა.

წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის განმაახლებელია (თავისი ხარჯით) მღვდელი იესე. გაკეთდა თაღი, ეკლესია დაიხურა ცინკით, გალესილია შიგნით და გარეთ ცემენტით, აგრეთვე დაუდგამს ხის კანკელი, ტრაპეზი, ცემენტის იატაკი და სხვა.

აგრეთვე მეორე ტაძარი, წმინდა იოანე მახარებლის სახელობისა, აგებული ქვითკირისგან მღვდელ იესე შელიას მიერ, რასაკვირველია, სხვადასხვა კერძო შემომწირველთა დახმარებით.

წმინდა ანდრიას ეკლესიაში ერთწყებიანი კანკელია, წმინდა იოანეს ეკლესიაში - ორწყებიანი. პირველში არის ოთხი შესანიშნავი კიოტი (2 დიდი და 2 პატარა), აქვს ოქროს ბარძიმი, რომელიც ინახება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. არის ნაწილებიანი, ვერცხლგადაკრული ხატი წმინდა სამებისა, ცხოველსმყოფელი ძელისა, ნათლისღებისა და სხვა, შეძენილი მღვდელ იესე შელიას მიერ იერუსალიმში 1905 წელს.

"ვლაქერნის" ღვთისმშობლის ტაძარში დამარხულია შუა ადგილას საქართველოს მეფე ბაგრატ III, მიტროპოლიტი ანტონ ჩხეტიძე. ამ ეკლესიის გარდა არის დიდი, ძველი ტაძარი ბაგრატ მეფის მიერ აშენებული. ბაგრატ მეფის ტაძარში ნახავთ ძველი ქვებით ამოვსებულ აკლდამას. ამ ბოლო პერიოდში ბედიის მონასტერს მღვდელმონაზონმა პავლემ (გეგიამ) შესწირა ხის სახლი 8 ოთახით და დიდი ზარი".

მონასტრის კრებული 1921 წლისთვის

სულიერი მოძღვარი და მწირველი - მღვდელმონაზონი პავლე (გეგია);

წინამძღვარი, იღუმენია ნინო (ბოკერია) - 50 წლის, სოფელ გეზათიდან, ქუთაისის მაზრა, მიღებული აქვს შინაური განათლება, აღკვეცილია მონაზვნად 1920 წელს და ამავე წელს აირჩიეს იღუმენიად. ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორწინებაში არ ყოფილა;

კანდელაკი, მონაზონი ივლიანე (ბერაია) - 40 წლის, სოფელ ნაბაკევიდან, სამურზაყანოს მხარე, მიღებული აქვს შინაური განათლება, აკვეცილია მონაზვნად 1920 წელს, ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორწინებაში არ ყოფილა;

მონაზონი ელისაბედი (ივანიძე) - 50 წლის, სოფელ საჩინოდან, ქუთაისის მაზრა, მიღებული აქვს შინაური განათლება, აღკვეცილია მონაზვნად 1921 წელს, ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორწინებაში ნამყოფია;

მონაზონი მაკრინე (კოლბაია) - 27 წლის, სოფელ ოქუმიდან, სამურზაყანოს მხარე, მიღებული აქვს შინაური განათლება, აღკვეცილია მონაზვნად 1921 წელს, ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორწინებაში არ ყოფილა;

მორჩილი თეკლე (რიგვავა) - 22 წლის, სოფელ ოქუმიდან, სამურზაყანოს მხარე, მიღებული აქვს საშინაო განათლება, მორჩილად მონასტერში 1918 წლიდანაა, ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორწინებაში არ ყოფილა;

ეკონომოსი, მორჩილი ევგენია (ძაძუა) - 35 წლის, სოფელ ნაბაკევიდან, სამურზაყანოს მხარე, მიღებული აქვს შინაური განათლება, ჰყავს ორი ვაჟი და ერთი ქალი, მონასტერშია მორჩილად 1921 წლიდან, ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა;

მორჩილი დარია (ჯობავა) - 60 წლის, სოფელ რეჩხიდან, სამურზაყანოს მხარე, მიღებული აქვს შინაური განთლება, ქორწინებაში ნამყოფია;

ხაზინადარი, მორჩილი ეკატერინე (დვალიშვილი) (ბედიის მონასტრის წინამძღვარი, შემდგომ კი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ზოილე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ნათლია) - 30 წლის, სოფელ საჩინოდან, ქუთაისის მაზრა, დაამთავრა კორძაიას პროფ. სკოლა, მონასტერშია მორჩილად 1921 წლიდან, ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორწინებაში არ ყოფილა;

მორჩილი თამარი (მჟავანაძე) - 20 წლის, სოფელ საჩინოდან, ქუთაისის მაზრა, დაამთავრა კორძაიას პროფ. სკოლა, მონასტერშია მორჩილად 1921 წლიდან, ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორწინებაში არ ყოფილა".

საქართველოს გასაბჭოების შემდგომ ბედიის ახალშექმნილ დედათა მონასტერს სხვა ქართულ მონასტერთა მსგავსად უმძიმესი ხვედრი ერგო - ხელისუფალთაგან დევნილთ და ათასგვარ ავაზაკთაგან შევიწროებულთ უკიდურესად რთულ გარემოში უწევდათ არსებობა.

სავანე მეოცე საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს ხელისუფლებამ დახურა. აქ მოღვაწე მონაზონთაგან ზოგმა სხვა მონასტერს შეაფარა თავი, ზოგმაც - საკუთარ სახლს და ფარულად გააგრძელა მოღვაწეობა.

როგორც ჩანს, თავად ნათლიამ, დედა ზოილემ, უამბო ბედიის მონასტრის დახურვის ამბავი ჩვენს პატრიარქს, რომელიც იგონებდა: "დედა ზოილე იყო უკანასკნელი წინამძღვარი ბედიის მონასტრისა, რომლის დროსაც ხსნებული მონასტერი დაიხურა... ღამით დედები იქიდან გამოიქცნენ და დაიფანტნენ. უწმინდესმა კალისტრატემ (ცინცაძე) ისინი სხვადასხვა, ჯერ კიდევ მოქმედ მონასტრებში გადაანაწილა, ზოგი მათგანი კი ოჯახს დაუბრუნდა და იქ განაგრძო მოღვაწეობა..."

მეოხ გვეყოს მამა იოსებისა და ამ დედათა წმინდა ლოცვა უფლის წმინდა საყდრის წინაშე. ამინ!

მასალის მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებთ

ლუარსაბ ტოგონიძეს.

სტატიის ავტორი: მანანა ტუაევა

ავტორის სხვა სტატიები


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.09.2025
ბოლო რედაქტირება 13.09.2025
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0