საპატრიარქოს უწყებანი N40 20-26 ნოემბერი 2008წ გვ.18
მეუდაბნოე პეტრე (ქუმსიძე)
მრავალი უჩინარი მოღვაწე ამკობს საქართველოს ეკლესიის ბრწყინვალე წარსულს. უამრავი მოწამის და დაყუდებული ბერ-მონაზვნის ვინაობაა უცნობი კაცთათვის, მაგრამ არა უფლისათვის. მოდის დრო და, ჩვენდა სანუგეშოდ, ღმერთი გამოაჩენს ხოლმე ასეთ პატივსაცემ და მისაბაძ პიროვნებებს. შენების და სულიერი განახლების ჟამია ფიტარეთის დიდებულ მონასტერში. აღდგა წირვა-ლოცვა, შემოიკრიბა საძმო. მალევე ამოქმედდება გუდარეხის უძველესი სავანეც. უპირველესად ამ მონასტრებში მოღვაწეობის მსურველებს გვინდა გავაცნოთ, თუ ვინ იყო მათი უახლოესი, უშუალო სულიერი წინაპარი, რომელმაც თავისი სიცოცხლის წლები ამავე მონასტერში ლოცვით და შრომით გაატარა, აქვე აღესრულა და დაეფლა. გვჯერა, მეუდაბნოე პეტრეს გაცნობა უხილავ ლოცვით ხიდს გადებს ფიტარეთის წარსულ და ამჟამინდელ მოღვაწეთა შორის. მცირე რამ ვიცით პეტრე ქუმსიძის წარმომავლობისა და სიყრმის შესახებ. იგი უკვე მოწიფულ ასაკში მყოფი გვევლინება ქვათახევის მონასტრის საძმოში, სადაც მუხლჩაუხრელად შრომობს სანუკვარი მიზნისათვის — გახდეს მონაზონი და დარჩენილი სიცოცხლე ღვთის დიდებას შესწიროს. 1905 წლიდან იგი ოფიციალურად ჩაირიცხა ქვათახევის მონასტრის კრებულში და მორჩილის კაბით შეიმოსა. მშრომელი და გონიერი საბერო დიდ კმაყოფილებას იწვევდა. მონასტრის წინამძღვარი და ძმანი სიხარულით იყვნენ აღვსილი ასეთი პიროვნების გამოჩენით. ისიც მოწადინებული იყო მთელი ცხოვრება მორჩი-ლებასა და შრომაში გაეტარებინა ქვათახევის მონასტერში. მაგრამ სხვაგვარი იყო უფლის განგება. მე-19 საუკუნის მიწურულს წმინდა ექვთიმე ღვთისკაცისა და მისი თანამშრომლის არისტოვლე ქუთათელაძის მიერ წამოწყებულმა ბეთანიის მონასტრის გადარჩენის დიდმა საქმემ კეთილი ნაყოფი გამოიღო. თავდადებული მოღვაწის მღვდელ-მონა..
40-1 საპატრიარქოს უწყებანი N40 20-26 ნოემბერი 2008წ გვ.19
მეუდაბნოე პეტრე (ქუმსიძე) (გაგრძელება)
.. ზონ სპირიდონის (კეთილაძე) წარმოუდგენელი ღვაწლით ბეთანია დანგრევას გადაურჩა. ამ შემთხვევამ თვალნათლივ დაანახვა მამულიშვილთ, რომ თურმე ღვთის შეწევნით შეუძლე-ბელიც შესაძლებელია და თავგანწირულ და გულანთებულ ერთ ბერსაც კი უზარმაზარი საქმის აღსრულება შეუძლია. სწორედ ამით იმედმოცემულებმა სთხოვეს მამა სპირიდონს, მოეძიებინა ღვთისა და სამშობლოსათვის თავგანწირული ბერი, რომელიც ითავებდა დიდებული მონასტ-ბის გუდარეხისა და საგან გადარჩენის საქმის ფიტარეთის განადგურებიდაწყებას. ადვილი არ იყო მსგავსი ადამიანის პოვნა, ადამიანისა, რომელიც ერთდროულად მაღალი რწმენის, დიდი შეგნების და ტიტანური შრომის უნარის მქონე იქნებოდა. ძიებამ მღვდელ-მონაზონი სპირიდონი ქვათახევის მონასტერში მიიყვანა, რადგან უკვე შორს გავრცელებულიყო სანაქებო მორჩილის სახელი. დიდად დაამწუხრა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი დოსითეოსი (ბერძენიშვილი) ასეთი საბეროს დათმობამ, მაგრამ მამა სპირიდონის მიერ დასახელებული ზეზი აღმატებული და მეტად საჭირო იყო. მორჩილიც სიხარულს ვერ ფარავდა, რადგან უფალმა ესოდენ საშური საქმის საკეთებლად გამოირჩია. დრო არ ითმენდა. უძვირფასესი მონასტრები დანგრევის აშკარა საფრთხის წინაშე იდგა. მღვდელმონაზონმა სპრიდონმა საბერო მორჩილი ბერად აღკვეცა და სახელად პეტრე უწოდა. სწორედ მოციქულთა თავის სადარი კლდისებრი სიმტკიცე და, ამავე დროს, უდიდესი სიყვარული უნდა გამოევლინა მოღვაწეობისას ახლად აღკვეცილ პეტრეს. ეს იყო 1911 წელს. დაიწყო მამა პეტრეს ზეკაცური შრომა. უპირველესად გუდარეხის მონასტერში დამკვიდრდა. მარტოდმარტომ გაწმინდა გაველურებული მონასტრის ეზო. მის იარაღს შეადგენდა მხოლოოდენ რკინის ძალაყინი და ცული. ხშირად მშიერ-მწყურვალი მხალეულ-ჭინჭრით საზრდოობდა. გალავნის გაწმენდის შემდეგ მან ერთი კილომეტრის მანძილიდან წყალი შემოიყვანა მონასტერში და გალავანს გარეთ საკმაოდ მოზრდილი ბოსტანი გააშენა. შემდგომ გუდარეხთან ერთად ფიტარეთის მონასტრის დაცვას შეეჭიდა. განა რა შეეძლო მარტოკაცს, ისიც შიშველი ხელებით, მაგრამ რწმენას და სულის სიმტკიცეს სასწაულების მოხდენა შეუძლია. ასეთმა თავდაუზოგავმა შრომამ კვალი დაამჩნია მამა პეტრეს ჯანმრთელობას. ასაკიც უკვე აღარ უწყობდა ხელს. მიუხედავად ამისა, ამ მონასტრების მნახველსა და მომლოცველში გაკვირვებას იწვევდა მამა პეტრეს გაუ-ტეხელი შემართება. აი, რას წერს მისი გაცნობით აღფრთოვანებული მღვდელი მელიტონ ყანჩაველი 1917 წელს გაზეთ „საქართველოს“ №42-ში გამოქვეყნებულ სტატიაში: „მეუდაბნოე პეტრე უპატრონობა-უპატიებას და ჯაფას ნაადრევად წელში მოუხრია, მოხუცებულა და ძვალ-ტყავად ქცეულა. მასთან ხალხი ხშირად არ მოდის, გარდა მონადირეთა და ზოგჯერ აღბულაღელ რუსებისა. მისი მოსაუბრე და თანამგრძნობელია მარტო წმინდა გუდარეხი, თავისი მოყუჩებული და ტყიანი მთებით. მას ამხიარულებენ ტკბილად მოჭიკჭიკე ფრინველნი ეს დაუღალავი მადიდებელნი ღვთის დიდებისა. თვით ზეცამ მოუვლინა გუდარეხს გულშემატკივარი, მხნე მუშაკი და დაუდგრომელი მლოცველი მის კლდეებს შორის, პეტრე არ უღალატებს მას სიკვდილამდე. მიუხედავად მის გარეგნულ დაბეჩავებისა, პეტრე არის სულგრძელი, ენერგიით ძლიერი, თავდადებული თვის წმინდა მოვალეობაზედ. იგი იშვიათად განშორდება მონასტერს, რომ მოიპოვოს თავისთვის მცირეოდენი საზრდო. კმაყოფილია მცირედით, თვის არსებობა მიუნდვია უზენაესადმი, შრომობს და სცოცხლობს რაღაც გაურკ-ვეველი მოლოდინით, „იქნებ ღმერთმა ჩაუნერგოს ჩვენს მესვეურთ სურვილი და წყალობის თვალით მოახედვინოს ჩემი გუდარეხისკენაო.“ დროა, აღიმაღლოს ვინმემ ხმა ვიდრე გუდა-რეხ-ფიტარეთი და მრავალი ამგვარი უძველესი ტაძარი ნანგრავებად არ ქცეულან.“ მამა პეტრე განაგრძობდა მონასტრებისთვის ზრუნვას, ვიდრე არ მოაწია ამ ქვეყნიდან მისი განსვლის ჟამმა. მისი უსულო სხეული მღვდელ-მონაზონმა სპირიდონმა იპოვა ფიტარეთის მონასტრის შორიახლოს. მანვე აუგო წესი და დაასაფლავა
40-2 საპატრიარქოს უწყებანი N40 20-26 ნოემბერი 2008წ გვ.20
მეუდაბნოე პეტრე (ქუმსიძე)(დასასრული)
ფიტარეთის მონასტრის ეზოში და ამის შესახებ წერილობით აცნობა საქართველოს მონასტრების კეთილმოწესე არქიმანდრიტ ნაზარს (ლეჟავა). გაზეთ „საქართველო“-ს 1917 წლის №47-ში დაიბეჭდა მცირე ცნობა: „18 თებერვალს, სოფ. ფიტარეთის ახლოს ნახეს გვამი განდეგილ-ბერის, 65 წლის მოხუცის მამა პეტრესი, რომელიც სცხოვრობდა ფიტარეთის ძველ მონასტერში, კლდეზე“. გვჯერა, დღეს ხარობს მამა პეტრეს სული, როდესაც ხედავს საკუთარი ნაღვაწის გა-ნახლებას. მისი ლოცვა შეეწევა გუდარეხისა და ფიტარეთის ყველა კეთილისმყოფელს.