გოჩა ჩიტიძე დაბადების ადგილი: სოფელი მწუხარელა (ახალი თერჯოლა), თერჯოლის რაიონი.
დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1983 წელს.
სხვადასხვა დროს მუშაობდა საშუალო სკოლის მასწავლებლად, მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების რეფერენტად, გამომცემლობის რედაქტორად, ტელევიზიის კორესპონდენტად. 2009 წელს მღვდლად იქნა ხელდასხმული. არის კოპიტნარის ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი. მისი ლექსები წლების მანძილზე იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: "მზით გალანდული ყურძნის მტევანი", "ციცინათელა ზამთრის ღამეში", "მოხუცი ლანდი". 2018 წელს გამოვიდა მისი ლექსების ერთტომეული "ღამე თენებით".
წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.356-357
ბიბლიოგრაფია
ღამე თენებითა : ერთტომეული (ავტორი). - ქუთაისი, საგამომცემლო ცენტრი, 2018. - 388გვ.. - ISBN: 9789941954719
მარტოობის დედოფალი (რედაქტორი). - ქუთაისი, საგამომცემლო ცენტრი, 1999. - 146გვ.
მოხეტიალე ლანდი : ლექსები, პოემები (ავტორი). - თბილისი, 1999. - 136გვ.
ციცინათელა ზამთრის ღამეში : ლექსები, ლირიკული პოემა (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1993. - 64გვ.
მზით გალანდული ყურძნის მარცვალი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1989. - 299გვ.