სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11759

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
დეკანოზი ვასილ სოლომონის ძე კოპტონაშვილი 1866-1958წწ დეკანოზი დაბ. სოფ. კოთელია ახალქალაქი დეკანოზი ვასილ სოლომონის ძე კოპტონაშვილი 1866-1958წწ დეკანოზი დაბ. სოფ. კოთელია ახალქალაქი

1866-1958 წწ. გარდ. 92 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი კოპტონაშვილი სია

ახალქალაქი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

16       ბეჭდვა

დეკანოზი ვასილ სოლომონის ძე კოპტონაშვილი 1866-1958წწ დეკანოზი დაბ. სოფ. კოთელია ახალქალაქი

საპატრიარქოს უწყებანი N11 26მარტი-2აპრილი 2009წ გვ.18

დეკანოზი ვასილ კოპტონაშვილი 1866-1958


დეკანოზი ვასილ სოლომონის ძე კოპტონაშვილი 1866 წლის დეკემბერში ახალქალაქის მაზრაში, სოფელ კოთელიაში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ბარალეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიიღო, რომლის დასრულების შემდეგ, მშობლების სურვილის წინააღმდეგ, სწავლის გასაგრძელებლად თბილისში გაჰყვა თავის მასწავლებელს — ტიმოთე ხმალაძეს. მზრუნველთა დახმარებით იგი შევიდა ავლაბრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სასწავლებელში და მისი დასრულების შემდეგ, 1883 წლის 1 სექტემბერს თიანეთის მაზრაში, სოფელ ტოლათსოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დანიშნეს, სადაც მის მისვლამდე დიდი ქართველი პოეტი, ვაჟა-ფშაველა მსახურობდა. აქ მოღვაწეობის პერიოდში ახალგაზრდა ვასილი ახლოს გაეცნო და დაუმეგობრდა ვაჟა-ფშაველას. ტოლათსო-ფელში მან ექვსი წელი დაჰყო, შეეჩვია ხალხს, შეისწავლა მათი ყოფა-ცხოვრება და სამაგალითო პიროვნების სახელი დაიმსახურა. მისი შთამომავლების გადმოცემით ფშავიდან დაბრუნებულმა ვასილმა ჯავახეთში ფშაური ხინკალის ტრადიცია გაავრცელა. იქვე შეირთო ცოლად სოფელ ბარალეთში მცხოვრები ანგელინა (იგივე ევდოკია) სვიმონის ასული მურ- ჯიკნელი, დაბადებული 1866 წლის მარტში, ვისთანაც ხუთი შვილი შეეძინა: ლუბა (დაბადებული 1887 წელს, გარდაიცვალა 1905 წელს, დასაფლავებულია ახალციხის სამხედრო ოფიცერთა სასაფლაოზე); შალვა (დაბადებული 1895 წლის იანვარში, დახვრიტეს 1942 წლის 18 იანვარს); ნიკოლოზი (დაბადებული 1898 წელს, გარდაიცვალა ტრაგიკულად 1921 წლის დეკემბერში, დასაფლავებულია თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე); პავლე (დაბადებული 1901 წელს, გარდაიცვალა 1985 წელს) და დავითი (მუშაობდა შინაგან საქმეთა განყოფილების უფ....

საპატრიარქოს უწყებანი N11 26მარტი-2აპრილი 2009წ გვ.19

დეკანოზი ვასილ კოპტონაშვილი 1866-1958(გაგრძელება)


..როსად ახალქალაქში, ახალციხეში, გორში და ბაკურიანში, დააპატიმრეს თავის ძმასთან, შალვასთან ერთად. გადაურჩა დახვრეტას და დაბრუნდა სამშობლოში). ამ დროსვე დაიწყო მისი თანამშრომლობა გაზეთ „ივერიაში“, სადაც გამოაქვეყნა ტოლათსოფელში ჩაწერილი ხევსურული ლექსები. რამდენიმე წლის შემდეგ მშობლების თხოვნით იგი თავის მშობლიურ კუთხეში დაბრუნდა და სოფელ მუსხში დაბინავდა. აქ ვასილმა განაგრძო  თავისი აქტიური თანამშრომლობა ქართულ პრესასთან. მან გადაწყვიტა კალმით გამოეხატა ქართველი საზოგადოებისათვის იმ დროისათვის ნაკლებად ნაცნობი თავისი კუთხის ყოფა-ცხოვრება.  ვაჟა-ფშაველას, ნ. ხიზანიშვილის და სხვების ეთნოგრაფიული წერილებით წახალისებულმა, მან 1889 წელს „ივერიაში“ დაბეჭდა საინტერესო ფელეტონი, „ყეენობა ჯავახეთში და ზოგიერთი ცრუმორწმუნეობა ქართველებისა“. აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა ქართველთა წარმართობის საკულტო წეს-ჩვეულებების შესწავლისას სათანადოდ გამოიყენა მამა ვასილ კოპტონაშვილის მიერ ამ წერილში გამოყენებული მასალები.


მამა ვასილის კალამს ეკუთვნის აგრეთვე წერილები: „შენიშვნები ახალციხის მაზრის ქართველთა შესახებ და „ახალი ღის დღესასწაული ჯავახეთში“ და სხვა. მამა ვასილმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ჯავახეთში უხვად არსებულ ნასოფლარებს. მან აღწერა და გამოაქვეყნა მასალები სირგვისა და მურჯის უძველეს ნასოფლართა შესახებ. მის მიერ შეკრებილი სიტყვიერების ნიმუშებიდან აღსანიშნავია „ლეგენდა რუსთველისა და შოთა რუსთველის სამშობლოს შესახებ“, „ომალ ხან ჩოფანი“, „ერეკლე ხანი“ და სხვა. მამა ვასილი მხატვრულ ნაწარმოებებსაც აქვეყნებდა, მათ შორის ყურადღებას იპყრობს „მოთხრობა ჯავახეთის ცხოვრებიდან“, „აღდგომა დღეს“, „კაკო დიაკონი“. მას ასევე დაწერილი აქვს ვრცელი ბიოგრაფია ვაჟა-ფშაველაზე და ილია ალხაზიშვილზე. აი, რას წერდა გაზეთი „ივერია“ 1890 წლის №130-ეში: „ახალციხის მაზრაში სოფელ მუსხში ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ დაარსა სკოლა. სკოლის მას- წავლებლად დაინიშნა ნიჭიერი ახალგაზრდა ვასილ კოპტონაშვილი. „ივერიის“ მკითხველები და მისი რედაქტორი ილია ჭავჭავაძე კარგად იცნობენ ჯავახეთის მაშინდელ მიყრუებულ სოფელში  დაბადებულსა და გაზრდილ გლეხ-ჭაბუკს, რომელიც საზოგადოებრივი მოღვაწეობის კეთილშობილურ გზას დაადგა და მიზნად თავისი ბეჩავი, ჩამორჩენილიკუთხისათვის სარგებლობის მოტანა დაისახა. ჯერ კიდევ 1888 წლიდან მან საინტერესო კორესპოდენციების გამოქვეყნება დაიწყო გაზეთის ფურცლებზე. მისი სტატიები მრავალ საკითხს ეხებოდა, უმთავრესად კი, ხალხის სადღეისო ჭირ-ვარამს, მის ყოფა-ცხოვრებასა და ისტორიულ წარსულს, მის ძველისძველ ადათ-წესებსა და ცრუმორწმუნეობას, ხალხის მეტყველებასა და შემოქმედებას“. 1889 წელს ახალციხის მაზრაში, სოფელ მუსხში განამწესეს. ვასილმა გაამართლა „ივერიის“ მაღალი შეფასება. სოფელ მუსხში, სადაც ის მსახურობდა, მალე მოიპოვა ხალხის ნდობა და სიყვარული. იგი თავდადებით ზრუნავდა ჩამორჩენილი სოფლის განათლებისა და კულტურული ამაღლების საქმისთვის. თავისი დაუღალავი გარჯით მან შეძლო საზოგადოებრივ შემოწირულებათა გზით მოკ ლე ხანში სკოლასთან დაეარსებინა სოფლის ბიბლიოთეკა-სამკითხველო და მთელი თავისუფალი დრო ამ საქველმოქმედო დაწესებულების გაუმჯობესებისათვის შეეწირა. სამკითხველოს სასარგებლოდ წიგნებისა და ფულის შემწირველთა სახელები არაერთხელ იყო გამოცხადებუ-ლი გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე. მას დიდ დახმარებას უწევდა აგრეთვე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. 1895 წლიდან ჩუნჩხის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1904 წლის 18 ივლისს დიაკვნად აკურთხეს, ახალციხის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში განამწესეს და ამავე ქალაქის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1905 წლის 24 თებერვალს დიაკონ ვასილს მღვდლად დაასხეს ხელი და დროებით ისევ ახალციხის ეკლესიაში დიაკვნის შტატში დატოვეს. ამავე წლის 24 აგვისტოს საროს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1910

საპატრიარქოს უწყებანი N11 26მარტი-2აპრილი 2009წ გვ.20

დეკანოზი ვასილ კოპტონაშვილი 1866-1958 (დასასრული)

..წლის აღდგომას, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე საგვერდულით დაჯილდოვდა. 1915 წლის 23 ივლისს სკუფია უბოძეს. 1918 წელს თურქთა რაზმების მიერ ახალციხე-ახალქალაქის მაზრების დარბევის დროს მას გარდაეცვალა მეუღლე. 1919 წლის 30 ივლისს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მამა ვასილი ახალქალაქის სამრევლოში გადაიყვა-ნა. XX საუკუნის 20-იან წლებში ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ეკლესია-მონასტრების დახურვისა და სამღვდელოების დევნის დროს, მამა ვასილი ჩუმად აღავლენდა ღვთისმსახურებას ხან თავის სახლში, ხან ამა თუ იმ მრევლის ოჯახში. ცხოვრობდა თავის სოფელში კოთელიაში. მასწავლებლობდა სოფლებში ჩუნჩხასა და პტენაში. თან, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა, ქრისტიანული წესით ნათლავდა მოსახლეობას. წერდა მოგონებებს და აგროვებდა თავისი კუთხის ადათ-ჩვევების ამსახველ ეთნოგრაფიულ მასალებს, რომლებიც უმეტესად ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული, რასაც ფილოლოგის მეცნიერებათა კანდიდატის კუკური თორდიას სადისერტაციო ნაშრომი მიეძღვნა. მოგვიანებით, უკვე მოხუცი მოძღვარი ცხოვრობდა ხან ბორჯომში გადასახლებიდან დაბრუნებულ შვილ დავითთან, ხან კი ბაკურიანში მეორე ვაჟ პავლესთან. დეკანოზი ვასილი 1958 წლის 19 მარტს გარდაიცვალა და დაასაფლავეს დაბა ბაკურიანის საერო სასაფლაოზე.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.09.2025
ბოლო რედაქტირება 16.09.2025
სულ რედაქტირებულია 7





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0