საპატრიარქოს უწყებანი N18 3-17ივნისი 2009წ გვ.20
დეკანოზი ალექსი სამადალაშვილი 1872-1949
დეკანოზი ალექსი ბესარიონის ძე სამადალაშვილი 1872 წელს თბილისში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება სახლში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. შემდეგ დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი. 1889 წელს დაქორწინდა ლია სიმონის ასულ ევსეევაზე. ამავე წელს ელიზავეტოპოლის (ახლანდელი განჯა) წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1890 წელს დიაკვნად აკურთხეს. 1892 წლის მარტში თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გადმოიყვანეს და მედავითნედ დანიშნეს. რამდენიმე წლის ვების მეფობის 300 წლისთავთან დაკავშირებით სამახსოვრო მოოქროვილი ჯიბის საათით დააჯილდოვეს. 1915 წლის 15 აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი და ამავე წლის 19 აპრილს საგვერდული უბოძეს. შემდეგ კი დიაკვნის შტატში ჩასვეს. 1913 წლის 28 თებერვალს რომანო- 1915 წლის ზაფხულიდან დროებით მიავლინეს თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში, თუმცა, ოფიციალურად, კვლავაც სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად ითვლებოდა. 1916 წლის 20 იანვრის საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანების საფუძველზე პეტრე-პავლეს ეკლესიის მეორე მღვდლად დაინიშნა.
1921 წლიდან საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ სამღვდელოების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ბევრმა მოძღვარმა ვერ გაუძლო ტანჯვა-წამებას, დევნა-შევიწროებას რეპრესიებსა და ცილისწამებებს. მამა ალექსიც მრავალჯერ დადგა განსაცდელის წინაშე, მაგრამ ყველაფერი ღვთის შეწევნით დაძლია. 1924 წელს მღვდელმსახურებაზე უარი განაცხადა თბილისის ავლაბრის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა დავით იაშვილმა (შემდგომში მიტროპოლიტი დიმიტრი). საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით, ტაძრის წინამძღვრობა რამდენიმე თვით მამა ალექსიმ ითავა. მამა ალექსი, ტაძარში მსახურებასთან შეთავსებით, თბილისის არამიანცის სახელობის 1 საავადმყოფოშიც აღასრულებდა საეკლესიო წესებს. იგი ოჯახის პატრონების თანახმად ნათლავდა ბავშვებს, აზიარებდა მომაკვდავებს და აპატიოსნებდა მიცვალებულებს. 1930 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობის გამო დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1937 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს პეტრე-პავლეს ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი ბენიამენ კანდელაკი. ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) ტაძრის წინამძღვრად მამა ალექსი დანიშნა. დეკანოზი ალექსი 1949 წლის გაზაფხულზე გარდაიცვალა. იგი დასაფლავებულია პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე, ტაძრის სამხრეთით. მამა ალექსი იყო წმინდა გრიგოლ ფერაძის ღვიძლი ბიძა. მისი და, მარიამ სამადალაშვილი, გათხოვილი იყო მღვდელ რომანოზ ფერაძეზე, წმინდა გრიგოლის მამაზე.