სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12096

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
პროკოფი ნიკოლოზის ძე ჩიგოგიძე 1889-1937წწ  დაბ. სოფ. ახალშენი (ჩოხატაური) პროკოფი ნიკოლოზის ძე ჩიგოგიძე 1889-1937წწ  დაბ. სოფ. ახალშენი (ჩოხატაური)

1889-1937 წწ. გარდ. 48 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი ჩიგოგიძე სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

84       ბეჭდვა

პროკოფი ნიკოლოზის ძე ჩიგოგიძე 1889-1937წწ დაბ. სოფ. ახალშენი (ჩოხატაური)

პროკოფი ნიკოლოზის-ძე ჩიგოგიძე (1889-1937) 


„- ეს დაჭერები ეპიდემიას ჰგავს, აუცილებლად გაივლის, დროებით გაეცალე აქაურობას, წადი სამეგრელოში ჩემიანებთან.“

„- მე მღვდელი ვარ, ვის რას ვუშავებ?“

შვილის გადმოცემით, აღნიშნული დიალოგი 1937 წელს შედგა მღვდელ პროკოფი ჩიგოგიძესა და მის მეუღლეს, ანასტასია გულუას შორის...


პროკოფი ჩიგოგიძე დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ახალშენში. მიიღო სასულიერო განათლება. 1905-1909 წლებში იყო საქართველოს სოციალ დემოკრატიული (მენშევიკების) პარტიის წევრი. 1908 წელს, ღვთისმსახურება დაიწყო ბათუმის სამხედრო ტაძარში, ხოლო 1923 წლიდან - დახვრეტამდე იყო ბათუმის სოუქსოს სასაფლაოს ეკლესიის მღვდელი და იქვე ცხოვრობდა.

პროკოფი ჩიგოგიძე წირვა-ლოცვას სამ ენაზე: ქართულად, რუსულად და ბერძნულად ატარებდა იმის მიხედვით, რომელი ეროვნების ჯგუფი იყო მოსული ეკლესიაში. საკუთარ შვილებს და მეზობლის ბავშვებს ასწავლიდა ისტორიას. იყო ქველმოქმედი და მცირედი შემოსავლით ახერხებდა ოჯახის შენახვასაც და სხვა უპოვართა დახმარებას. იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქალაქში, მას კომუნისტი პარტიული ფუნქციონერებიც პატივს სცემდნენ და ფარულად ანათვლინებდნენ ბავშვებს.


1923 (სამეულის სხდომის ოქმის თანახმად) ან 1924 წელს (შვილის გადმოცემით) პროკოფი ჩიგოგიძე პირველად დააპატიმრეს. პატიმრობაში გაცივდა, შუა ყურის ჩირქოვანი ანთება დაემართა და სმენა დაკარგა. 1937 წელს, დააკავეს და დახვრიტეს მისი ორი ძმა, ყოფილი სამხედროები, პარმენი და ერმალო.

პროკოფი ჩიგოგიძე მეორედ დააპატიმრეს 1937 წლის 7 დეკემბერს. მას ბრალი დაედო საქ. სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (პროპაგანდა და აგიტაცია) და 58-11 (ორგანიზაციული კონტრრევოლუციური მოქმედება) მუხლებით. ბრალდების ტექსტში ვკითხულობთ: იყო მტრულად განწყობილი საბჭოთა ხელისუფლების და პარტიის მიმართ და თავის ეკლესიაში ჩამოაყალიბა ა/ს ფაშისტური ჯგუფი კულაკებისგან. მათი მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა.


განსაკუთრებული სამეულის სხდომა, გოგლიძის, ტალახაძისა და მოროზოვის მონაწილეობით ჩატარდა 1937 წლის 16 დეკემბერს. 22 დეკემბერს, მღვდელი პროკოფი ჩიგოგიძე დახვრიტეს.


1945 წელს, მოსკოვში ყოფნისას, პროკოფი ჩიგოგიძის შვილმა, ლიდამ კრემლის კანცელარიაში, სტალინის სახელზე შეიტანა განცხადება მამის ბედის გასარკვევად. იგი უკვე თბილისში იყო დაბრუნებული, როდესაც შინსახკომში გამოიძახეს და მისცეს ცნობა, რომ მამა 1941 წელს არხანგელსკში გარდაიცვალა გულის ათეროსკლეროზით. ოჯახმა მხოლოდ 1955 წლის რეაბილიტაციის ცნობიდან შეიტყო სიმართლე - ის რომ პროკოფი ჩიგოგიძე 1937 წელს დახვრიტეს.

ფოტოების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით პროკოფი ჩიგოგიძის შვილიშვილებს, ქალბატონ რუსუდან ჭანტურიშვილს, თეიმურაზ ჭანტურიშვილს და მათ ოჯახს.


სტატიის მოგვაწოდა თემო ჭახნაკია. წყარო რეპრესირებულთა ისტორიები - 1937-1938 პოსტი


მღვდელი პროკოფი ჩიგოგიძე 1889 –– 1937
ვაგრძელებთ 1937-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებულ სასულიერო პირთა ამსახველი ცხოვრების მოძიებასა და მათზე ინფორმაციის მოწოდებას. ულმობელმა ეპოქამ უამრავი კეთილშობილი და ერისთვის თავდადებული მამულიშვილის სიცოცხლე შეიწირა. ერთ-ერთი მათგანია ბათუმ-შემოქმედის
ეპარქიის, ქ. ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის სასაფლაოს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი პროკოფი ნიკოლოზის ძე ჩიგოგიძე.  მღვდელი პროკოფი ნიკოლოზის ძე ჩიგოგიძე 1889 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მაზრაში, სოფ. ახალშენში, თორმეტშვილიანი ღვთისმოშიში გლეხის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ორი კლასი. მესამე კლასიდან, 1904 წლის სექტემბრიდან, გორის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო სწავლა, სადაც 1905 წლის 10 მარტამდე სწავლობდა.

ეპისკოპოსი ალ. ოქროპირიძე და მისი მესაკნე მაქსიმე ჩიგოგიძე (დგას მარჯვნივ)

1905 წლის მარტში სწავლა თბილისის საბუღალტრო კურსებზე განაგრძო, რომელიც ი. ა. ბრონ–ფონ-ბრენნერმა დააარსა. ეს კურსები მან 1905 წლის 7 ივნისს დაამთავრა. ამის შემდეგ პატარა პროკოფი ბიძამ, შიომღვიმის მონასტრის მორჩილმა მაქსიმე იესეს ძე ჩიგოგიძემ თავისთან წაიყვანა და საფუძვლიანად შეასწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. იმჟამად შიომღვიმის მონასტერში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა წმ. მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე). მასთან სიახლოვემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მომავალ მოძღვარზე, და საერთოდ, მონასტერში გატარებულმა წლებმა დიდი წვლილი შეიტანა მამა პროკოფის შემდგომი ცხოვრების განსაზღვრაში. მაქსიმე კარგი მგალობელი, ღვთისნიერი და გამორჩეულად მოწყალე ადამიანი ყოფილა. მან თავისი ცხოვრება მოწამეობრივად დაასრულა. 1906 წელს შიომღვიმის მონასტერს ყაჩაღები დაეცნენ და მაქსიმე მოკლეს. გაზეთი „მეგობარი“ წერდა: „როგორც „ზნ-ს“ ატყობინებენ, შიომღვიმის მონასტერი, სადაც მოხუცი ეპისკოპოსი ალექსანდრე სცხოვრობს, 13 ნოემბერს ერთხელ კიდევ გაუძარცვავთ. მონასტერს დასცემია 16 კაცი. წაუღიათ რამდენიმე ბოჩკა თაფლი და მოუკლავთ ეპისკოპოსის კელეინიკი მაქსიმე“. 1908 წლის 4 ოქტომბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), რომელიც შიომღვიმის მონასტრის წინამძლვარიც გახლდათ, ახალგაზრდა და ნიჭიერი ყმაწვილი, როგორც გალობის კარგი მცოდნე, დასავლეთ საქართველოში წაიყვანა და ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის უშტატო „პონომარად” (მგალობელთა გუნდის რეგენტი) დანიშნა. 1909 წლის 3 იანვარს სასულიერო უწყებაში მიიღეს და შტატის „პონომარად” დაადგინეს. 1913 წლის 11 მარტს ამავე ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1913 წლის 10 ნოემბერს ბათუმის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ გადაიყვანეს. 1916 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა და ამავე ტაძრის ლვთისმსახურად დაადგინა. 1919 წელს ბათუმის საკათედრო ტაძრის პროტოდიაკვნად დაინიშნა. 1923 წელს ბათუმ-შემოქმედელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მლვდლად დაასხა ხელი და ბათუმის სამხედრო ტაძრის მლვდელმსახურად განამწესა. სამწუხაროდ, კომუნისტებმა ამავე წელს
დაანგრიეს სამხედრო ტაძარი და მამა პროკოფი ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში (სასაფლაოზე) გადაიყვანეს. 1924 წელს პროკოფი პირველად დააპატიმრეს. მისი შვილი, ქალბატონი ლიდა ჩიგოგიძე-ჭანტურაშვილი იხსენებს: „მოვიდა „ენ-კა-ვე-დე-დან“ ვიღაც ცხე-
28-1  საპატრუარქოს უწყებანი N28 24-30ივლისი 2015წ გვ.19
მღვდელი პროკოფი ჩიგოგიძე 1889 –– 1937 (გაგრძელება)
ნოსანი და „საღამომდე“ წაიყვანა მამა. ჩემი ძმა იმ დროს ავად იყო. ბავშვმა მაშინვე თქვა: მამა ამაღამ არ დაბრუნდებაო და ასეც მოხდა. მამამ პატიმრობაში რამდენიმე თვე გაატარა და რომ არა დედაჩემის დიდი მონდომება, იქაურობას ალბათ თავს ვერ დააღწევდა. აუტანელ პირობებში ყოფნამ თავისი ქნა -- ყურის ჩირქოვანი ანთება დაემართა და სიკვდილის პირას მისული ძლივს გამოიმეტეს ციხიდან, მაგრამ იქიდან გამოსული უკვე ნახევრად დაყრუებული იყო --– აღარც მკურნალობამ გაჭრა და აღარც წამლებმა“. ციხიდან გამოსულმა მოძღვარმა კვლავ აქტიური მოღვაწეობა განაგრძო. იგი სისტემატურად ატარებდა წირვა-ლოცვებს, ასრულებდა საეკლესიო წესებს, ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას და მრევლს განამტკიცებდა. მამა პროკოფი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ბათუმში. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ადგილობრივ სასულიერო პირებთან, როგორც რუსებთან, ისე ბერძნებთან და ქართველებთან. მის სახლში ხშირად სტუმრობდნენ მლვდელმთავრები: ნესტორი (ყუბანეიშვილი) და ვარლაამი (მახარაძე), დეკანოზები: არსენ თოხაძე, ალექსანდრე რალცევიჩი, კონსტანტინე ცანდეკოვი და ალექსი სობჩუკი. მიუხედავად მრავალი მუქარისა, წვერი გაეკრიჭა და ანაფორა გაეხადა, მოძღვარი მტკიცედ იდგა თავის გადაწყვეტილებაზე, მან ბოლომდე ღირსეულად ატარა ქრისტეს უღელი. 1935 წელს შედგენილ ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მოქმედი ტაძრებისა და სამღვდელოების ოფიციალურ სიაში მღვდელი პროკოფი ბათუმის სასაფლაოს ეკლესიის წინამძღვრად იხსენიება, ხოლო ტაძრის მედავითნედ -– მღვდელი აკაკი თალაქვაძე ჩანს.



1935 წელს, დაპატიმრებამდე ორი წლით ადრე, მას თავს დაესხნენ, მაგრამ იგი კვლავ გადაურჩა სიკვდილს. მისი შვილი, ქალბატონი ლიდა იგონებს: „იმ პერიოდში მე, დედა და ჩემი ძმა, ბათუმში, საკუთარ სახლში ვცხოვრობდით, მამაჩემი კი -– სასაფლაოსთან, ტაძრის მახლობლად მოწყობილ ბინაში. ერთ დღეს, როცა დედას სადილის გადასაცემად მიუკითხია, იქიდან მამას მედავითნეს გამოუცილებია სახლში, მარტოდ დარჩენილ მამას კი მაშინვე დასხმია თავს ავაზაკი. როგორც ჩანს, ჩასაფრებული იყო და დრო იხელთა. მამა ძალიან გაბედული ვაჟკაცი იყო, ჰოდა, ავაზაკს არ შეეპუა და რევოლვერი რაღაცნაირად ხელიდან გამოგლიჯა, მკვლელს კი იარაღის დასაბრუნებლად მისთვის მარჯვენა ხელის ცერა თითი მოუქჭამია, მაგრამ მამას მაინც ხელიდან არ გაუშვია. გამწარებული კაცის ღრიალზე იქვე, ტაძრის ეზოში მყოფი ქალები მოვარდნილან, მათ ხმაზე ავაზაკი დამფრთხალა და გაქცეულა, ქალებს კი რევოლვერიანი და თითებმოჭმული მამა პროკოფი შერჩათ ხელში. მამამ იარაღი მეორე დღესვე მთავრობას ჩააბარა, რომელიც არც კი დაინტერესებულა საქმის გამოძიებით. მოწყვეტილი თითი მან სპირტიან ფლაკონში მოათავსა, რომელიც მერე, ორი წლის შემდეგ, დაპატიმრებულმა და სიკვდილმისჯილმა თან წაიღო გადასახლებაში“. ქალბატონი ლიდა ჩიგოგიძე მამა პროკოფის ცხოვრებიდან სხვა საინტერესო ეპიზოდებსაც იხსენებს: „მამა ძალიან მზრუნველი და თბილი კაცი იყო, მხოლოდ ჩვენ კი არა, წიგნებს და საჩუქრებს ჩვენი უბნის ყველა ბავშვს უყიდდა ხოლმე. ამის მიუხედავად, ამ ხალხმა იგი მაინც გაიმეტა და კულაკთა სიაში შეიყვანა. სიტყვის კაცი იყო, დიდი პასუხისმგებლობის მქონე, ყველა გაჭირვებული ერთნაირად ებრალებოდა, ხან რას უყიდდა და ხან -–- რას, არც შეევაჭრებოდა, ისე შეიძენდა მათთვის ამა თუ იმ პროდუქტს. ერთ მშვენიერ დღეს სახლში გალიფე შარვლით ხელდამშვენებული მოვიდა, დედა ძალიან გაოცდა -––- ამას ერთი საწყალი კაცი ყიდდა, შემებრალა, ვერა და ვერ გაესაღებინა და ამიტომ ვიყიდეო. მსგავსი რამ ხშირად ხდებოდა. მამა განსაკუთრებულად მიყვარდა + მისი ღვთისნიერება და გამორჩეულობა ბავშვებისათვისაც კი თვალშისაცემი იყო, სულ მის სახელს ვფიცულობდი, რაც დედაჩემს არ სწყინდა. მახსოვს, ძალიან ავად იყო, ექიმმა რძე და კარაქი გამოუწერა, მაგრამ მამამ გააპროტესტა -– მარხვას როგორ გავტეხ ქრისტიანი კაცი, თუ მოსარჩენი ვარ, ისეც მოვრჩებიო. მისი დახვრეტის შემდეგ, როცა ბათუმში ჩავდიოდი და ყოვლადწმინდა სამების ეკლესიის გუმბათს თვალს მოვკრავდი, ტირილი ამივარდე-
28-2  საპატრუარქოს უწყებანი N28 24-30ივლისი 2015წ გვ.20
მღვდელი პროკოფი ჩიგოგიძე 1889 –– 1937 (დასასრული)
ბოდა ხოლმე. ეკლესიის ზარების ხმაზე ეხლაც მეცრემლება თვალები. ყველაფერი ძალიან მძიმედ გადავიტანე. იმ წლებმა ბევრ რამესთან ერთად, ხომ მისი სიცოცხლეც დაიტოვა“. 1937 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) მამა პროკოფის უსაფრთხოების მიზნით მის თბილისში, სიონის ტაძარში გადაყვანას აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. 1937 წლის 7 დეკემბერს მოძღვარი მოულოდნელად დააპატიმრეს და გაურკვეველი მიმართულე- # ბით წაიყვანეს. სწორედ მაშინ “ მისი შესანიშნავი ბიბლიოთეკა და საოჯახო ნივდაიკარგა თები. საქართველოს უშიშროების არქივში დაცულია მისი გასამართლების ოქმი, სადაც ვკითხულობთ „მღვდელი პროკოფი 1905-1909 წლებში იყო მენშევიკური პარტიის წევრი. 1908 წლიდან დაპატიმრებამდე იყო ეკლესიის მსახური. მსახურების ადგილი ბათუმის სოუქსის სამების ეკლესია. 1923 წელს პირველად იყო დაპატიმრებული. უკანასკნელ წლებში ეწეოდა აქტიურ პროპაგანდას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. თავის ეკლესიასთან ჩამოაყალიბა ანტისაბჭოთა ფაშისტური ორგანიზაცია და იბრძოდა ხელისუფლების დასამხობად. შეყვანილი იყო კულაკთა სიაში. 1937 წლის 16 დეკემბერს გასამართლდა სამეულის გადაწყვეტილებით და მიენიჭა უმაღლესი ზომა დახვრეტა“. დეკანოზ პროკოფის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს: 1) რომ იგი მაშინვე დახვრიტეს ბათუმის ციხეში; და 2) რომ იგი გარდაიცვალა გულის დამბლით გადასახლებაში, 1941 წლის 19 იანვარს. სამწუხაროდ, 1937 წელს დახვრიტეს მისი ორივე ძმა: პარმენი და ერმალო. კვლავ ქალბატონ ლიდას მოგონებებს ჩავხედოთ: „1945 წელს სრულიად შემთხვევით შევიტყვე, რომ პატრიარქ კალისტრატეს, სხვა რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად, მამაჩემიც გამოუთხოვია გადასახლებიდან. მე მაშინვე ვეახელი მის უწმიდესობას ბინაზე და ჩემი მადლობა მოვახსენე, მაგრამ ცოტა ხანში მოსკოვიდან მივიღე ცნობა (ჩემი განცხადების პასუხად) მისი გარდაცვალების შესახებ. იგი გარდაიცვალა 1941 წლის 19 იანვარს, გულის დამბლით და ამიტომ მისი უწმიდესობის სურვილი მამაჩემის დაბრუნებისა აღარ განხორციელებულა“. 1945 წლის 22 ოქტომბერს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილემ, ვინმე საქართველოს ეკლესიარსებულ რელიგიის რწმუნებულთა საბჭოს თავჯდომარეს, კ. ქადაგიშვილს, გაუგზავნა ოფიციალურ სია იმ სასულიერო პირებისა, რომლებიც დააპატიმრეს ან გადაასახლეს 1937-1938 წლების რეპრესიების დროს. გასამართლებულთა სიაში რიგით მე-15 მამა წერეთელმა, მართლმადიდებელ ასთან პროკოფი ჩიგოგიძეც წერია.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.09.2025
ბოლო რედაქტირება 16.12.2025
სულ რედაქტირებულია 7





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0