საპატრიარქოს უწყებანი N31 30სექტემბერი-ოქტომბერი 2010წ გვ. 18
ჩოჩხათელი გურგენაძეები
შავი ზღვიდან აღმოსავლეთით, შვიდი ვერსის სავალზე, მდებარეობს სოფელი ჩოჩხათი, რომელიც დაარსებულია დაახლოებით VIII ს-ში. გადმოცემების მიხედვით, ამავე სოფელში, ერთ-ერთ მთაგორიან ადგილას, „ქედში“ მცხოვრებ 40-50 კომლს XVIII ს-ში წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი აუშენენიათ. მამათა მონასტერი მოქმედი იყო XIX საუკუნემდე. XIX ს-ში მამათა მონასტრიდან, დაახლოებით 1 კმ-ის დაშორებით, ჩოჩხათის ცენტრისაკენ „მთავარმოწამის“ ეკლესია აუშენებიათ. დღემდე ამ პატარა კუთხეს, სადაც ეკლესია იყო, აშენებული მთავარმოწამე ჰქვია. მთავარმოწამის ეკლესიის პირველი მღვდელი იყო ნიკოლოზ გურგენაძე. ნიკოლოზ მღვდლის მამა ყოფილა „ქედში“ მამათა მონასტრის წინამძღოლი და ერთ-ერთი დამაარსებელიც. ნიკოლოზი დაიბადა XIX ს-ში მთებში შეფენილ გურიის სოფელ ჩოჩხათში. მას ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი ― კესარია, სევასტი და ესე. კესარია ექვსი შვილის დედა იყო. მეექვსე ვაჟიშვილი, მეცნიერი, გეოლოგი გრიშა გუჯაბიძე თავის მეუღლესთან, პროფესორ თინა ურუშაძესა და ორ ვაჟიშვილთან ერთად ქ. თბილისში ცხოვრობს. ნიკოლოზის მეორე შვილი სევასტი „მთავარმოწამის“ ეკლესიის მეორე მღვდელი იყო. მას ორი შვილი ჰყავდა − ვიქტორი და ოლინკა. ნიკოლოზის მესამე შვილი ესე — სრულიად ახალგაზრდა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. „მთავარმოწამის“ ეკლესია გურია-სამეგრელოს ეპარქიაში შედიოდა. ეკლესია სავსე იყო ხატებით, რომლებიც ძვირფასი ლითონით იყო მოჩარჩოებული და ძვირდაღირებული თვლებით მოჭედილი. დღეს-დღეობით იმ ეკლესიდან მხოლოდ ზარია შემორჩენილი. მთავარმოწამის ეკლესიაში სალოცავად და რწმენის განსამტკიცებლად მოდიოდნენ ახლომახლო სოფლებიდან და დასახლებული უბნებიდან, ესენ ჩოჩხათი, გულიანი, ხორეთი, კოკათი, მოედანი, შრომისუბანი, ჯიხანჯარი, ჩანჩეთი, ყელა. სოფელს ჰქონდა სკოლა, კულტურის სახლი, კინოთეატრი, მაღაზიები, ბიბლიოთეკა. ტარდებოდა საგანმანათლებლო ღონისძიებანი. როგორც ცნობილია, ჩოჩხათის სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ეგნატე ნინოშვილი. იგი ნიკოლოზ მღვდლის ოჯახში ხშირი სტუმარი იყო. ჩოჩხათის სკოლიდან სახლში მიმავალ მწერალს ნიკოლოზ მღვდლის ეზოს ჭიშკართან უნდა გაევლო. მას შეიპატიჟებდნენ. დიდ პატივს სცემდნენ. ზოგჯერ თვეობით რჩებოდა მღვდლის ოჯახში, სადაც ნიკოლოზის შვილებისა და შვილიშვილების განათლებაზე ზრუნავდა. ერთხელ მოძღვარს ეგნატე ჩაქოლვით სიკვდილისაგან უხსნია. ურწმუნო მწერალს „მთავარმოწამის“ ეკლესიაში ძაღლი შეუყვანია. აღელვებულ იმორწმუნეები ფიზიკურად გაუსწორდებოდნენს მას, რომ არა მამა ნიკოლოზის ავტორიტეტი. მის სიტყვას და საქმეს ხალხის ერთგულება ახლდა. მან თავისი გამჭრიახობით იპოვა გამოსავალი და მწერალს სი- ცოცხლე შეუნარჩუნა. „მთავარმოწამის“ ეკლესიის წინამძღვარს თავის მრევლთან ერთად საშობაო ღვთისმსახურების შემ-
31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 30სექტემბერი-ოქტომბერი 2010წ 19
ჩოჩხათელი გურგენაძეები (გაგრძელება)
-დეგ საყდრიდან ხატი გარეთ გამოჰქონდათ და თან ატარებდნენ, სოფელს რომ შემოივლიდ-ნენ ისევ ეკლესიაში შეასვენებდნენ, ამიტომ დაერქვა სოფელს ჩოჩხატი — მჩოჩავი ანუ მოსიარულე ხატი. დროთა განმავლობაში ასო „ტ“ ჩაანაცვლა ასო „თ“-მ. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ საზოგადოების ნაწილს არ აწყობდა სიტყვა ხატი და მის ნაცვლად ჩასვეს „ხათი“. ეს არის მიზეზი იმისა, რომ სოფელს ჩოჩხატის ნაცვლად დაერქვა ჩოჩხათი. „მთავარმოწამის“ ეკლესიის რიგით მესამე მღვდელი იყო ვიქტორ გურგენაძე. იგი დაბადებულა 1882 წელს (საეგზარქოსო არქივში დაცული საბუთებით მამა ნიკოლოზი 1904 წლის 28 აპრილს გადადგა მთავარმოწამის ეკლესიის წინამძღვრობიდან და გავიდა პენსიაზე.
მის ადგილზე დაინიშნა მღვდელი ბესარიონ ჯიჯეიშვილი. ვიქტორმა 1902 წელს ჩააბარა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, 1904 წელს ვერ ჩააბარა მესამე კურსზე გადასასვლელი გამოცდები და იმავე კურსზე დატოვეს, ამიტომ სასწავლებელი ერთი წლით გვიან, 1907 წელს დაამთავრა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გურიის ერთ-ერთ სოფელში მედავითნედ განამწესეს. 1913 წლის 20 ივნისს სუფსის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა, მღვდლად ხელდასხმულია 1913 წლის შემდეგ — რედაქცია). მისი მამა იყო „მთავარმოწამის“ ეკლესიის რიგით მეორე მღვდელი — სევასტი, დედა კი ― მინუთი ჯოჯუა. ჰყავდა ერთი და ოლინკა, რომელსაც ორი ქორწინებიდან ჰყავდა 4 ვაჟი. მათი შთამომავლები ცხოვრობენ თბილისში, ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში და ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ხუტულაიშვილებისა და ვასაძეების გვარებით. „მამა ადრე გარდამეცვალა. ჩემს სწავლა აღზრდაზე დედაჩემთან ერთად ბაბუა ნიკოლოზი ზრუნავდა. მან მაქცია კაცად. სტუდენტობის დროს ოჯახიდან შორს ვიყავი, ამიტომ ბაბუამ მომიჩინა მომვლელი“, — იხსენებდა ვიქტორი. ნიკოლოზმა ვიქტორი თავის სიცოცხლეშივე მღვდლად აკურთხებინა. „ქ. ფოთის ქუჩებში ჩამომატარეს მღვდლად კურთხევის შემდეგ. ხალხი ცდილობდა ხელით შემხებოდა ან ანაფორას მთხვეოდა, რათა მადლი მათზედ გადასულიყო. ზღვა ხალხი იდგა ფოთის ქუჩებში. მორწმუნეთა თვალებში სიხარული და აღტაცება სუფევდა“ (ვიქტორის მოგონებებიდან).1920-იანი წლებამდე „მთავარმოწამის“ ეკლესიის მღვდელი იყო. „ძალიან ბევრი ბავშვის ნათლია გავხდი. ყველა საეკლესიო რიტუალს დიდი პასუხისმგებლობითა და რწმენით ვასრულებდი. ხალხს ვუნერგავდი უფლისადმი სიყვარულსა და მოკრძალებას. ეკლესიაში მოდიოდნენ, ლოცულობდნენ, სანთელს ანთებდნენ და უფალს სთხოვდნენ მოწყალების მიღებას. ახლო-მახლო სოფლებიდან მოჰყავდათ ახალშობილები და ქრისტიანულად ვნათლავდი. იყო უფრო მეტი ერთგულება, სიწმინდე, შიში და რიდი ღვთისადმი. ეკლესია ასევე მედიატორის როლსაც ასრულებდა. ეკლესიაში რომ დაიფიცებდა კაცი მას გასამართლება აღარ სჭირდებოდა“ — ვიქტორის ნაამბობიდან. ვიქტორი განათლებული კაცი იყო. მას უმაღლესი განათლება ჰქონდა. იყო რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ფლობდა ბერძნულ ენას, დამთავრებული ჰქონდა სასულიერო სემინარია. „მთავარმოწამის ეკლესია დაახლოებით შვიდი სოფლის გამაერთიანებელი და ამ სოფლელთა მცხოვრებლების აღზრდის კერა იყო. მორწმუნეები ენდობოდნენ და აფასებდნენ ვიქტორ მღვდელს, რომელიც ამ მრავალრიცხოვანი საზოგადოების წინამძღოლი იყო. მღვდელი რბილი ხასიათის, მიმტევებელი, კეთილი, დამთმობი და სამართლიანი იყო. ვიქტორ მღვდლისა და ქალბატონ ელისაბედ ტუღუშის პირველი შვილი იყო გრიშა, შემდეგ ილუშა,ლოლა და თინათინი. ოთხივე შვილს განათლება მიაღებინეს. მე მომსწრე ვარ იმისა, რომ ჩვენს დიდ ოჯახში, სადაც ვცხოვრობდით ბაბუაჩემის დედა, მამიდა თინათინი, ბაბუა-ბებია, დედა, მამა და ჩემი ორი ძმა — რიონი და თემური, ყოველ საღამოს იმართებოდა „პედაგოგიური საბჭო“, იქიდან გამომდინარე, რომ ვიქტორის ნათესავების უმეტესობა პედაგოგები იყვნენ. ინტელიგენციის შეკრება დახვეწილი სიმღერებით მთავრდებოდა. ბაბუა 90 წლის ასაკშიც შესანიშნავად მღეროდა. 20-იან წლებში ვიქტორმა გაიხადა მღვდლის ანაფორა და ჩოჩხათის საშუალო სკოლაში პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო. 45 წელი ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას. „არავითარი განსხვავება არ არის პედაგოგსა და მღვდელმსახურებს შორის. გავზარდე მთელი თაობები ახალგაზრდობისა“, — ამბობდა იგი. დღესაც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოიხსენიებენ მისი გაზრდილები. პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორმა ხელში აყვანილი შეიყვანა დეკანატში და პროფესორ-მასწავლებლებს მისი გამზრდელი გააცნო. ბა-
31-2 საპატრიარქოს უწყებანი N31 30სექტემბერი-ოქტომბერი 2010წ 20
ჩოჩხათელი გურგენაძეები (დასასრული)
-ბუა ენაწყლიანი, გამჭრიახი ადამიანი იყო. მან მოუთხრო თავისი პედაგოგიური მოღვა- წეობიდან ეპიზოდები და ყურადსაღები რჩევა მისცა პროფესორ-მასწავლებლებს. XX ს-ის 20-იან წლებში წითელი კომუნისტები ანგრევდნენ და მიწასთან ასწორებდნენ ეკლესია-მონასტრებს. ასრულებდნენ ლენინის დანაბარებს: „სარწმუნოება ისე ამოვშანთოთ, რომ მათ შვილთაშ-ვილებს აჩნდეთ ნაიარები“.გურიაში ყველა საყდარი დაანგრიეს, მათ შორის „მთავარმოწამის“ ეკლესია და მამათა მონასტერი. ყველა ხატს ამოგლიჯეს ძვირფასი თვლები და თავად აისხეს სამკაულად. „მთავარმოწამის“ ეკლესიის ნანგრევებიდან იმდროინდელი ოფიციოზის წარმო-მადგენლებმა სოფლის კლუბი ააშენეს. ღვთისადმი რწმენამ და მისდამი პატივისცემამ იატაქვეშეთში გადაინაცვლა. სდევნიდნენ ეკლესიის მსახურთა მთელ მოდგმას. ცხადია, სდევნიდნენ ბაბუაჩემსაც. ვიქტორ ხვალ შენს დასაჭერად მოვლენ, შეატყობინა მავანმა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს მავანი მთავრობის კაცი იყო. „მეორე დღეს როცა მოვიდნენ ჩემს დასაპატიმრებლად, ოჯახიდან შორს ვიყავი გადამალული. წლების განმავლობაში დედა, მეუღლე და ოთხი შვილი მიტოვებული მყავდა.“ მართლმადიდებელ სულს, რაც კი შეეძლოთ, აკნინებდნენ. დაიწყეს ღვთის გამასხარავება. ისე გამძაფრდა მდგომარეობა, რომ მორწმუნეთა ოცნებას აღსრულება არ ეწერა. სევდით შეიმოსა დარჩენილი თითო-ოროლა ეკლესია. დროის ბარიერის დაძლევამ, რომელიც 70 წელი გრძელდებოდა, თაობები შეიწირა. თავისთავად იდეოლოგია შეიცვალა. სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. დაიწყო ღირებულებათა გადაფასება. ჩვენს თვალწინ დაიბადა ტრაგიკული ეპოქის მატიანე. დადგა დრო, როცა მიზანი ამართლებს საშუალებას და ძალა განსაზღვრავს სიმართლეს. ამის მაგალითია ილია ჭავჭავაძის მკვლელობა. ნიკოლოზ II-ის ოჯახის ამოწყვეტა ბოლშევიკების მიერ. წლის ტრაგედია. ამ წელს ევროპაში გადაიხვეწა კულტურით, გემოვნებით, ნიჭით, განათლებით, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ადამიანები. XX ს-ის 40-იან წლებში ბაბუა დაბრუნდა ოჯახში. განაგრძო მუშაობა ჩოჩხათის საშუალო სკოლაში რუსულის მასწავლებლად. მან შეინარჩუნა თავის თავში სიმტკიცე, თავდაჭერილობა. არასოდეს არ ლაპარაკობდა რწმენაზე, ეკლესიურ რიტუალზე, არ დადიოდა ეკლესიაში. ჩვენს თვალწინ არასოდეს დაუნთია სანთელი, ხმამაღლა არ ახსენებდა ღვთისმშობელს. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მე ვიჯექი მის სათუმალთან და ვიყავი ბედნიერი იმით, რომ ბაბუამ აღიარა ყოველივე, ბოდიშს იხდიდა: „შეგაწუხეთ, ხუმრობა ხომ არ არის, ბაბუა, 100 წელი ვიცოცხლე. რწმენა მამულად შევინახე გულში. ბედნიერი კაცი ვარ. ჩემს ცხოვრებაში არც ერთი წამი არ იყო რწმენის გარეშე. უფალმა იცოდა, რომ მე გულში მალულად ვასრულებდი, რაც საჭირო იყო მის პატივსაცემად“. ჩემს შეკითხვაზე, რატომ არ უნერგავდა შვილიშვილებს უფლისადმი რწმენას, მან თქვა, რომ იყო 70 წლიანი რეჟიმის ქვეშ და აკრძალული ჰქონდა ლაპარაკი რწმენაზე. რვა შვილიშვილიდან არც ერთი არ ჰყავდა მონათლული. მთხოვა: „მოინათლე ქრისტიანულად, ეკლესიაში შესვლის უფლება გაქვს, მაგრამ შენისთანა უნათლავმა უნდა თქვას: „დიდება შენდა, ღმერთო“ და პირველად დავინახე, როგორ გადაიწერა ბაბუამ პირჯვარი.