სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11815

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე 1886-1968წწ დეკანოზი მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე 1886-1968წწ დეკანოზი

1886-1968 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ხელაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

58       ბეჭდვა

მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე 1886-1968წწ დეკანოზი

საპატრიარქოს უწყებანი N30 23-29 სექტემბერი გვ. 22


დეკანოზი მელქისედეკ ხელიძე 1886-1968

დეკანოზი მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე 1886 წელს გურიაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. 1901-05 წლებში ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1905-1911 წლებში სტავროპოლის სა-სულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1911 წელს, როგორც წარჩინებული მოსწავლე, სწავლის გასაგრძელებლად ყაზანის სასულიერო აკადემიაში გააგზავნეს, რომელიც 1915 წელს ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა. ამავე წელს საქართველოში დაბრუნდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. პარალელურად, 1916 წლის 8 აგვისტოს თბილისში, ბერძნუ- ლი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. მიუხედავად მრავალი შემოთავაზებებისა, მიეღო სამღვდელო ხარისხი და ჩამდგარიყო დედაეკლესიის სამსახურში, მან მაინც მასწავლებლად დარჩენა ამჯობინა. მელქისედეკი წლების განმავლობაში სხვადასხვა სკოლებში პედაგოგად მუშაობდა. 1924-28 წლებში ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში ასწავლიდა. 1931-37 წლებში შეწყვიტა მუშაობა. 1938 წლიდან კი ისევ მასწავლებლია თბილისში. XX საუკუნის 40-იან წლების დასაწყისში იგი სამსახურიდან დაითხოვეს, ვინაიდან უარი თქვა ანტირელიგიურ პროპაგანდაზე. შემდგომში იგი იხსენებდა, როგორ გამოიძახეს რაიკომში და უთხეს: „მელქისედეკ, სიტყვის თქმა და წერა შეგიძლია, ჩვენ პატივს გცემთ. ამბობენ, რომ ღმერთი გწამს, ამიტომაც გაზეთებში რელიგია უნდა ამხილო, ამით სახელსაც აღიდგენ... თუ არა, ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ. მამა მელქისედეკს უთქვამს: ცუდი რა გამიკეთა ღმერთმა, რომ ვებრძოლო? ანდა როგორ, რითი ვებრძოლო, ცაში ქვა ვესროლო? მე დონ კიხოტი არა ვარ, ასე მოვიქცეო“. მალე იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს და განათლების სისტემაში მუშაობა აუკრძალეს. სხვაგან, სადაც კი ფეხი შედგა, რამდენიმე კვირაში უმიზეზოდ აგდებდნენ. ძალიან გაუჭირდა.


დიდმოხელე ძმას მისი დანახვაც არ უნდოდა. ომის პერიოდი იყო. შვილი შიმშილით მოუკვდა. ცოლი ტუბერკულოზით გარდაეცვალა. ომის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) მას სამღვდელო ხარისხი შესთავაზა. აი, რას სწერდა იგი 1945 წლის 14 დეკემბერს უწმინდესს კალისტრატეს: „ვიტყოდი კიდეც, რომ ჩემში ყოველივეა მოცემული ამ მოწოდებისათვის, გარდა ერთისა, რაც თქვენ უკვე მოგხსენდათ ჩემგან და გამოიხატება მით, რომ ჩემში საერთოდ არასდროს არ არსებულა მიდრეკილება, რომ ოდესმე კულტმსახურ გავმხდარიყავი და მით არა ნაკლემისებრ ტანსაცმელში მევლო. ჩემი პედაგოგიური ასპარეზზე მუშაობის შედეგად მე საზოგადოე- ბისათვის ცნობილი პიროვნება შევიქენი რესპუბლიკური მასშტაბით, მასთანაც სრულიად საერო კაცი. ჩემი პირობაა, რომ მე სამსახურის გარეშე უფლება მექნეს სამოქალაქო ტანსაცმელში სიარულისა“. ორი კვირის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ მამა მელქისედეკის წერილს ასე უპასუხა: „პირობებს თავი უნდა დაანებო, ან ჰო, ან არა“ — კ. პ. კ. 1946 წლის 14 ივნისს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა კალისრატემ (ცინცაძე) მელქისედეკი დიაკვ-ნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 18 ივნისს მღვდლად დაასხა ხელი. 1946 წლის 30 ივლისს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1948 წლის 8 თებერვალს კამილავკა ეწყალობა. დეკანოზი მელქისედეკი მქადაგებლობის ნიჭით გამოირჩეოდა. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) თავის მოგონებებში იხსენებს: „როცა ის ქადაგებას იწყებდა, ტაძარში სიჩუმე ისადგურებდა, მრევლი სუნთქვაშეკრული უსმენდა. მამა მელქისედეკი ქართულ და რუსულ ენაზე ქადაგებდა. თუმცა მისი ქადაგებები დონით აკადემიური წრისთვის იყო განკუთვნილი, ის უბრალო ხალხსაც საუცხოოდ ესმოდა. მაშინ დავრწმუნდი, რომ ძლიერი სიტყვა ერთნაირად შესძრავს ყველა წრის კაცთა გულებს, რამეთუ სილამაზის გრძნობა დამახასიათებელი თვისებაა თვითონ ადამიანის სულისა“. თავის ერთ-ერთ ქადაგებაში, რომელიც საშინელ სამსჯავრის ეხება, მამა მელქისედეკი ბრძანებს:

30-1  საპატრიარქოს უწყებანი N30 23-29 სექტემბერი 23

დეკანოზი მელქისედეკ ხელიძე 1886-1968 (გაგრძელება)

„უკანასკნელი საერთო სამსჯავრო ჩვეულებრივად საშინელ სამსჯავროს სახელწოდებით არის ცნობილი.


მართლაც არ შეიძლება იყოს სამართალი უფრო საშინელი ადამიანისათვის, როგორიც უკანასკნელი მსოფლიო გასამართლება იქნება. უკანასკნელი სამსჯავრო საშინელი იქნება მსაჯულის სახით. კაცობრიული სამართალიც მით უფრო საშინელია ბრალდებულისათვის, რამდენად მაღლა დგას მსაჯული მისი მდგომარეობით, რამდენად ის გამჭრიახი და მიუდგომელია. მაგრამ რომელი სამართალი, თუნდაც ის მეფისა იყოს, შეედრება უკანასკნელ მსოფლიო სამართალს. მსაჯულის სახით აქ მსოფლიოს გამსამართლებლად თვით ძე ღვთისა მოვა, მეუფე ცათა და ქვეყანისა, მეუფე სიკვდილისა და სიცოცხლისა, განსჯის ყოვლისმცოდნე ღმერთი, რომლის წინაშე დაუფარავია არა მარტო საქმენი, არამედ ყოველი აზრიც კი ადამიანისა. თითოეული დანაშაულებრივი საქმისათვის ის ღირსეულად მიაგებს ადამიანს, ან საუკუნო ნეტარებას, ან საუკუნო სასჯელს, უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება აურაცხელი ბრალდებულის სახით. მსაჯულის ძე ღვთის წინაშე შეკრბებიან გასასამართლებლად ყველა ხალხები, იმდენად მრავალი, რომ მათი აღრიცხვისათვის ადამიანის ენაზე შესაფერი რიცხვი არც კი მოინახება. ამ ბრალდებულთა შორის იქნებიან ყველა ჩვენი მახლობელი, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები. ეს გარემოება კიდევ მეტად აძლიერებს ამ სამართალის ხასიათს. მას უფრო საშინელს, შემაძრწუნებელს ქმნის. უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება ცოდვათა ქმედების სიმრავლითაც.


აქ მთელი ქვეყნის თვალწინ გადაიშლება მსოფლიო ცოდვების სანახაობის სურათი — მთელი მისი სი- შიშვლით, მთელი მისი საზიზღრობით და დანაშაულებით. ჩვენ ხშირად მოვყავართ საშინელებაში და ძრწოლაში ერთ საშინელ დანაშაულსაც, მამის მკვლელობას, შვილის მკვლელობას, ცოლის მკვლელობას, მაშ, როგორი სანახაობა იქნება მისი საშინელებით, როდესაც მსოფლიო ღვთიურ სამსჯავროზე გამოცხადდება და გაშიშვლდება ყველა კაცობრიული სისასტიკე, სიმძლავრე, ულმობელობა, გულქვაობა, შესრულებული სხვადასხვა დროს, ქვეყნის გაჩენიდან სხვადასხვა ხალხებს შორის. უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება მისი შედეგებითაც. ეს იქნება სამართალი გადამწყვეტი, საბოლოო, მისი განაჩენი გადაჭრის ბედს თითოეული ადამიანისას სამუდამოდ. ის დახურავს სამარადისოდ კარებს ქრისტეს სასუფევლისას ცოდვილთათვის და გარდაუვალ უფსკრულს გათხრის მათსა და მართალთა შორის. „წარვედით ჩემგან წყეულნო, ჯოჯოხეთსა მას საუკუნესა, რომელი გამზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის“ (მათ. 25, 41), — აი, რას ეტყვის უფალი, — ეს მიუდგომელი მსაჯული ცოდვილთ უკანასკნელ მის საშინელ სამსჯავროზე. ვეცადოთ, საყვარელნო, რომ ნელ მის საშინელ სამსჯავროზე.


ღვთისადმი სარწმუნოებრივი საქმენით, სიყვარულით, მოკრძალებით, სიმდაბლით და სიწმინდით მოვიპოვოთ უფლება ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე მის მარჯვენით დგომისა და ზეციური მამის კურთხეულებთან ერთად ძე ღვთის ბაგენით საერთო სასიხარულო სიტყვების სმენისა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, განმზადებული თქვენთვის დასაბამიდან სოფლისა (მათ. 25. 24), ამინ“. 1948 წლის 14 მაისს მამა მელქისედეკი თხოვნით მიმართავს უწ-მინდეს კალისტრატეს: „მე ანაფო-

30-2  საპატრიარქოს უწყებანი N30 23-29 სექტემბერი 24

დეკანოზი მელქისედეკ ხელიძე 1886-1968 (დასასრული)

-რა ჩავიცვი შედეგად თქვენი მოწოდებისა, მიუხედავად იმისა, რომ საღი და შეგნებული მორწმუნე მე ყოველთვის ვიყავი და დავრჩები. ქრისტეს ჯვრის ტარება მეტად ფაქიზ და საპასუხისმგებლო საგნათ მიმაჩნდა, ყოველ შემთხვევაში არა ისე მსუბუქ საკითხად, რო- გორადაც ეს სამღვდელოების დიდ უმრავლესობას წარმოუდგენია და მიაჩნია, რის გამოც დღევანდელ სამღვდელოების გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ყოველთვის ეჭვისთვალით ვუყურებდი. ე. 0. ვრაცხდი ისეთ წოდებად, რომელშიაც ჭარბად გამჯდარა საერო, ვიდრე ქრისტიანული ზნე-ჩვეულებანი. უკიდურესი ეგოისტური გრძნობიდან მოკიდებული თავისთავის გამაკარებელ უპატიო სველ გობში ცხვირის რევამდე, და გაუნათლებლობიდან მოკიდებული უშნო და უხეშ ამპარტავნებამდე... და აი, ჩემდა არა სასიამოვნოდ, ასეთი საზოგადოების წევრად ვირიცხები დღეს მეც. მაგრამ რა გაეწყობა, უკან დახევა გვიანაა. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მცირე ძალოვანი მღვდლური საქმიანობა წარვმართო ჩემი შეხედულებისა და გვარად.  მე ხმალში მუდამ მზად ვარ შეუდრეკელად ყველას გავყვე, მაგრამ არა ისეთ უბადრუკ პიროვნე-ბებს. ამიტომ გთხოვთ, გამათავისუფლოთ სიონის ტაძარში მუშაობიდან და გადამიყვანოთ წინამძღვრად თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ეკლესიაში. ამასთან დავსძენ, რომ ჩემი გადაწყვეტილება კატეგორიულია“. უწმინდესმა კალისტრატემ გაითვალისწინა მამა მელქისედეკის თხოვნა და იგი ამავე წლის ზაფხულში თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა. 1952-55 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) საეკლესიო წესების დარღვევისა და არ დამორჩილებისათვის მამა მელქისედეკი რამდენჯერმე მკაცრად გააფრთხილა. მას ბრალად ედებოდა საეკლესიო შემოსავლის დავთრის არასწორად გატარება, ლოცვა-კურთხევის გარეშე ეპარქიის დატოვება, სხვა ქალაქში წასვლა და ასე შემდეგ. 1955 წლის 1 აპრილს უწმინდესი მელქისედეკის გადაწყვეტილებით იგი გათავისუფლდა ყოვლადწმინდა სამების ტაძრის წინამძღვრობიდან და კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლსიაში განამწესეს, რასაც მამა მელ- ქისედეკი არ დაემორჩილა. წმინდა სინოდმა მას დროებით შეუჩერა მღვდელმოქმედება და მისცეს დრო მონანიებისათვის. 1960 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ (სიდამონიძე) მამა მელქისედეკი აღუდგინა მღვდელმოქმედება და ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში განამწესა. 1961 წელს ქიზიყში, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში გადაიყვანეს. 1963 წლის აგვისტოდან სიცოცხლის ბოლომდე სიონის საპატრიარქო ტაძარში მსახურობდა და მცხეთის ორწლიან სამოძღვრო-საღვთისმეტყველო სასწავლებელში ასწავლიდა. დეკანოზი მელქისედეკი 1968 წლის 6 მარტს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დასაფლავებულია საბურთალოს საერო სასაფლაოზე.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.09.2025
ბოლო რედაქტირება 28.09.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0