სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11849

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ალექსანდრე სვიმონის ძე წიკლაური 1882-1957წწ მღვდელი დაბ. სოფ, მელიასხევი (თიანეთი) ალექსანდრე სვიმონის ძე წიკლაური 1882-1957წწ მღვდელი დაბ. სოფ, მელიასხევი (თიანეთი)

1882-1957 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი წიკლაური სია

თიანეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

ალექსანდრე სვიმონის ძე წიკლაური 1882-1957წწ მღვდელი დაბ. სოფ, მელიასხევი (თიანეთი)

საპატრიარქოს უწყებანი N37 1-6 დეკემბერი 2011წ გვ.18

მღვდელი ალექსანდრე წიკლაური 1882-1957 

„ადამიანს შეიძლება სხვა შეცოდლებანი ეპატიოს, მაგრამ სარწმუნოებისა და სამშობლოს ღალატი არ ეპატიება“


მღვდელი ალექსანდრე სვიმონის ძე წიკლაური 1882 წელს თიანეთის მაზრის სოფელ მელიასხევში, გლეხის ოჯახში დაიბადა. მოძღვრის მამა, სვიმონ წიკლაური მთელ სოფელში თავისი წესიერებითა და ღვთივსათნო ცხოვრებით გამოირჩეოდა. მან თავისი შვილებიც პატიოსნებითა და ღვთისმოშიშებით აღზარდა. უფროსი ვაჟის გიორგის გარდა, სამივე შვილი მღვდელმსახური გახდა. მათე (ბერობაში მალაქია, წლების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა მონასტერში მოღვაწეობდა, იგი 1937 წლის რეპრესიების დროს, იღუმენის ხარისხში მყოფი, დახვრიტეს. მის შესახებ ჩვენ შემდგომ ნომრებში გიამბობთ), ალექსანდრე და ბესარიონი (ფშავხევსურეთის ოლქის მთავარხუცესი, 1918 წლის სექტემბერში ზემო თაინეთში მხეცურად მოკლეს). ამჯერად სვიმონის მესამე ვაჟზე, მღვდელ ალექსანდრე წიკლაურზე მოგითხრობთ, რომელმაც ცხოვრების მეტად რთული და მოწამეობრივი გზა განვლო. ალექსანდრემ ბავშვობა მშობლიურ სოფელში, მამის გვერდით, მუხლჩაუხრელ შრომაში გაატარა და სხვადასხვა სამეურნეო საქმეში ეხმარებოდა მას. მალე უფროსმა ძმამ, მალაქიამ, რომელიც იმჟამად უკვე მონასტერში მოღვაწეობდა, ალექსანდრე თბილისში ჩამოიყვანა და სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, სადაც მან ოთხი წელი ისწავლა. შემდგომშიც არ მოუკლია მალაქიას ყურადღება და მფარველობა თავისი უმცროსი ძმისთვის, ხშირად ეხმიანებოდა მას წერილებითა და დამრიგებლური მოძღვრებებით. მამა ალექსანდრეს ოჯახში ახლაც არის შემონახული ძმების მიმოწერა. ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ: „სანდრო, მშვიდობა შენთანა! ლოცვა-კურთხევას წარმოგივლენ და მოგიკითხავთ. როგორ მშვიდობითა ხარ, რასა იქ, როგორ ცხოვრობ. იქნება კიდევ ჩხუბი მოგდით შენ და შენ მღუდელსა? მშვიდობიანათ იცხოვრე, ყველაში მოთმინება იქონიე, მღუდელსაც მოუთმინე და ერსაცა და მაშინ შენთან იქმნება ღმერთი და შემწე შენი“. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ალექსანდრემ თბილისის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერს მიაშურა, სადაც იქ მოღვაწე გამოცდილი ბერების დახმარებით საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. მონასტერში მან რამდენიმე წელი გაატარა. დამოუკიდებლად მსახურებისთვის. როცა მოემზადა, თავისმა მოძღვარმა, ალავერდელმა ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი) 1904 წლის 21 იანვარს ალექსანდრე თუშეთში, ნაციხვარის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დანიშნა. პარალელურად იგი სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა. 1916 წელს ალექსანდრე დაოჯახდა. მან და თავისმა მეუღლემ 6 შვილი აღუზარდეს სამშობლოს: ვარლაამი, ნოე, ელპიდე, რუსუდანი, ანა და ენუქი. .1916 წლის დეკემბერში ალექანდრე დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1917 წლის 16 იანვარს მღვდლად დაასხეს ხელი და ნაციხვარის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1918-1919 წლებში მამა ალექსანდრე ერწო-თიანეთში, სოფელ საყდრიონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1921 წლის თებერვლიდან საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა, რასაც ეკლესიების ნგრევა და სამღვდელოების განუკითხავი დევნა და ტერორი მოჰყვა. ამ პერიოდში მამა ალექსანდრესაც სასტიკად სდევნიდნენ და ავიწროებდნენ, რაც საერთოდ დამახასიათ ბელი იყო ბოლშევიკური ხელისუფლებისათვის. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ურთიერთობის გამო, მოძღვარი დააპატიმრეს და თელავის ციხეში მოათავსეს. მიზეზი გახლდათ მამა ალექსანდრეს ცხენი, რომელიც მან მეზობელს ათხოვა, მან კი, თავის მხრივ, ქაქუცას რაზმის ერთ-ერთი წევრი თელავში ამ ცხენით წაიყვანა. მამა ალექსანდრე სასწაულებრივად გადაურჩა დახვრეტას, რამდენიმე თვის პატიმრობის შემდეგ იგი ციხიდან გაათავისუფლეს და კვლავ თავის სამრევლოს დაუბრუნდა. შემდგომ წლებში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ კვლავ გრძელდება მისი შევიწროება. მოძღვრის ოჯახი გააკულაკეს, ჩამოართვეს მიწები, შეაწერეს გადასახადები და სხვ. პერიოდულად იბარებდნენ რაიონის შინაგან საქმეთა კომისარიატში, სადაც ემუქრებოდნენ ფიზიკური განადგურებით, თუკი არ უარყოფდა რწმენას, მაგრამ მისი მტკიცე ნებისყოფა ვერ შეარყიეს. თანამშრომლობის სანაცვლოდ თავისი საქმიანობის შეთავსებაც კი შესთავაზეს; კერძოდ, ხალხში თუ ვინმე მთავრობის საწინააღმდეგოდ რაიმეს იტყოდა, მოძღვარს ბოლშევიკებისთვის უნდა ეცნობებინა. ამასთან დაკავშირებით მამა ალექსანდრე ხშირად იტყოდა ხოლმე: „ასეთი აზროვნების ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ადამიანთა უბედურებაზე ფიქრობენ, როგორ ააშენებ ქვეყანას?“. ამ მხრივაც რომ არაფერი გამოუვი-


37-1  საპატრიარქოს უწყებანი N37 1-6 დეკემბერი 2011წ გვ.19

მღვდელი ალექსანდრე წიკლაური 1882-1957 (გაგრძელება)

დათ მთავრობის მოხელეებს, ბოლოს, სოციალური წარმოშობის მოტივით, მოძღვრის შვილებს სწავლის გაგრძელებაზე · უარი უთხრეს, რამაც უფროსი ვაჟი ვარლაამი (VII კლასის მოსწავლე) აიძულა, მშობლების უკითხავად დასდგომოდა თბილისის გზას სწავლის გასაგრძელებლად. შემდგომში ამ ამბავს ასე იხსენებდა მამა ალექსანდრეს უმცროსი ვაჟი ენუქი: „თბილისისკენ მიმავალ ჩემს ძმას გზაში წამოეწია ურმით მიმავალი თოლენჯელი (სოფელია თიანეთის რაიონში) კაცი. მეურმის მასპინძლის ეზოში უცხოვრია ვინმე ღვთისნიერ მასწავლებელ ქალს და სკოლაში მიუღებინებია, როგორც ნათესავი. სწავლის პერიოდში თავისთან სასწავლებლად მიჰყავს მომდევნო ძმა ნოე, რომელმაც 1941 წელს დაამთავრა 32-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში, ხოლო უფროსი ვარლაამი 1939 წელს (ერთხანს არ მიჰყავდათ, როგორც მღვდლის შვილი, რადგან არ ენდობოდნენ). დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. წაიყვანეს ოჯახის ერთადერთი ცხენიც და მიუხედავად ომში ჩვენი ოჯახის აქტიური მონაწილეობისა, მთავრობის მოხელეთა მიერ ჩვენდამი დამოკიდებულება კვლავ ტენდენციურია. საქმე იმაშია, რომ სასოფლო საბჭოსა და კოლმეურნეობის გამგეობის მესვეურები რამდენჯერმე შეეცადნენ 200 კვ.მ. მიწის (გვეკავა 0, 17 ჰა, ეაცვალად 0, 15 ჰა-სა) ჩამორთმევას. აღნიშნულთან დათვავშირებით უფროსი ძმა იწერებოდა: „ჩვენ ორი ძმა ცეცხლის ალში ვართ გახვეულები, რათა დავიცვათ მამული გერმანელთა ხელყოფისგან და როგორ, ისინი უკვე მანდ არიანო, თუ კიდევ მოვიდნენ ეს წერილი გაიტანეთ და თვალებზე ააფარეთო“. წერილის მოსვლის შემდეგ რატომღაც აღარ მოსულან. 1942 წლის აგვისტოს ერთ დღეს, ერთად მოვიდა შეტყობინება მათი გმირულად დაღუპვის შესახებ. მწუხარებას ისიც დაემატა, რომ დააპატიმრეს ოჯახის მარჩენალი მამა, როგორც ურჩი გადამხდელი. საბედნიეროდ, არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არ არსებობის გამო. ამდენად მამა გაანთავისუფლეს პატიმრობიდან“. (ეკლესიის ასეთი მძიმე მდგო- მარეობა 1943 წლამდე გაგრძელდა. ამ წელს სახელმწიფომ ეკლესიას მისცა უფლება, გაეხსნათ დაკეტილი ტაძრები და ღვთისმსახურებს ოფიციალურად დართეს ნება, აღესრულებინათ წირვა-ლოცვა და საეკლესიო წესები მორწმუნეთათვის. იმჟამად მოქმედი ყველა ეპარქიის ეპისკოპოსს დაევალა შეედგინათ სიები იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთაც გამოთქვეს მღვდელმოქმედების გაგრძელებისა და ეკლე- სიაში სამსახური სურვილი გამოთქვეს. ამასთან დაკავშირებით 1944 წლის 30 აგვისტოს წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს წერდა: „მღვდლები, რომლებიც თქვენდამო გამოგზავნილ სიაში არ იყვნენ და ნამდვილად კი მსახურობენ, არიან შემდეგნი: მღვდელი ალექსანდრე წიკლაური, რომელიც მსახურობს და არ შეუწყვეტია მას სამსახური, არის ერწოში, თავის სოფელში მელიასხევში და ეკლესია ჰქონდა სოფელ საყდრიონში. ეხლა აქვს თუ არა წირვა-ლოცვა, არ ვიცი ზუსტად. სადაც კი მისწვდება ერწოში, ყველგან ის ასრულებს წესებს. რადგან თქვენ არ გცოდნიათ ამ მღვდლის ყოფნა იქ, მაშასადამე, არც მირონი ექნება თქვენგან წაღებული. მე რაც მცხეთაში ვმსახურობ, 7 წელია და მათ შორის ექვსი წელია წილკნის ეპისკოპოსად და არც ჩემთან გამოცხადებულა, არც მირონისათვის და არც არაფრისათვის. საინტერესოა, რით ნათლავს ბავშვებს? ასევე მსახურობს მღვდელ-მონაზონი დანიელი, ესეც ერწოში, ოღონდ არ ვიცი, რომელ სოფელში. მღვდელმა წიკლაურმა იცის მისი მისამართი. შარშან იყო ჩემთან, მანდატს თუ ადგილს თხოულობდა, მე თქვენთან გამოვგზავნე და რა ვიცი, იყო თუ არა“. აღნიშნულის შემდეგ მამა ალექსანდრე წიკლაური სამთითა მღვდელი (დაბადებიდან მარჯვენა ხელზე მხოლოს ის თითები ჰქონია, რომლებითაც პირჯვარს ისახავენ მართლმადიდებლები) იწყებს ყოველი წლის შემოდგომაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის კალისტრატეს მონახულებას და მისგან ლოცვა-კურთხევასა და დარიგებას იღებს. შემდგომში უმცროსი ვაჟი ენუქი იხსენებდა ერთ ასეთ დარიგებას: „შენი, როგორც მრევლის მოძღვრისა, ხშირად შეეცდებიან სუფრის თამადად დასახელებას, რაზედაც უარი უნდა განაცხადო. საქმე იმაშია, რომ ჩემი მღვდლობის პერიოდში, როდესაც მთავარხუცესის თანამდებობა მეკავა, შემოვიდა მრევლის მიერ საჩივარი, რომ ჩვენი მოძღვარი ითვრება და ქრისტიანულ


37-2  საპატრიარქოს უწყებანი N37 1-6 დეკემბერი 2011წ გვ.20

მღვდელი ალექსანდრე წიკლაური 1882-1957 (დასასრული)

წესს ვეღარ გვისრულებსო. გავემგზავრე საჩივრის შესამოწმებლად, აღმოჩნდა, რომ მრევლი თამადად ირჩევდა მოძღვარს, რომელიც მრევლს ათრობდა და თავადაც ითვრებოდა. მრევლის წინაშე მღვდელი არ გავამტყუნე, ხოლო დავადანაშაულე თვითონ ხალხი. თქვენ ირჩევთ, თქვენვე ათრობთ და რაღას უჩივითო“. იყო შემთხვევები, როცა მამაჩემსაც სთავაზობდნენ თამადობას, მაგრამ არ ღებულობდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ნათლობაში ნათელღებულის, მშობლებისა და ნათლიების სადღეგრძელოებს“. 1949 წლის აღდგომას კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ მამა ალექსანდრე ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის კამილავკით დააჯილდოვა. 1950 წლის შემოდგომაზე მამა ალექსანდრე კათოლიკოს-პატრიარქის სანახავად თბილისში ჩამობრძანდა, რათა მოეხსენებინა ერწო-თიანეთსა და გუდამაყარში არსებული მძიმე ვითარების შესახებ და ლოცვა-კურთხევა აეღო, როგორ ემოქმედა გარკვეულ შემთხვევებში. მას თან ახლდა უმცროსი ვაჟი ენუქიც, რომელიც ასე იხსენებს ამ შეხვედრას: „უწმინდესმა კალისტრატემ თავის სამუშაო ოთახში მიგვიღო. გაგვიმასპინძლდა, როცა მორიდება შემატყო, პურს კარაქი და ხიზილალა წაუსვა, მომაწოდა და ასე მითხრა: „მამაშენი წუწკი ყოფილაო“. მან მამას სიონის ტაძარში გადმოსვლა და მსახურება შესთავაზა, ბინითაც აქვე უზრუნველგყოფო. მამამ ნდობისათვის მადლობა მოახსენა და უთხრა: „მოგეხსენებათ, თქვენო უწმინდესობავ, რომ რაიონში მხოლოდ მე ვარ მოძღვარი და მეც რომ წამოვიდე, ხალხი გაურწმუნოვდებაო“. მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს, გუდამაყარში ნათესავებთან ურთიერთობისას მთავრობის ზოგიერთი მოხელენი მღვდლობის მანდატს მთხოვენ, ჯვარს კი საბუთად არ თვლიანო. ამასთან დაკავშირებით უწმინდესმა კალისტრატემ მამა ალექსანდრეს ასეთი მოწმობა მისცა: „ამ მოწმობის წარმომდგენი, ალექსანდრე სიმონის ძე წიკლაური არის თიანეთის რაიონის სოფელ სიმონიანთხევის სამრევლოს მოძღვარი. მას უფლება აქვს სხვა რაიონის სოფლებშიც შეასრულოს ქრისტიანული წესები, როცა ამის შესახებ მიმართავენ მას მორწმუნენი“. მღვდელი ალექსანდრე ბევრს ზრუნავდა მიტოვებული ეკლესიებისა და იქ არსებული სიწმინდების შენარჩუნებისათვის. იმ ავბედით წლებში, როდესაც აღარ არსებობდა ღვთის შიში და მორიდება, პატივისცემა სარწმუნოებისადმი, უზნეო ადამიანები დადიოდნენ და ძარცვავდნენ ეკლესია-მონასტრებს, ისე რომ, მომკითხავიც არავინ ჰყავდათ. მოძღვარმა რამდენჯერმე გააგზავნა განცხადება საყდრიონის საბჭოს თავჯდომარესთან და სთხოვა, ეზრუნა სოფელში არსებული ძველი ტაძრის ბედ-იღბალზე: „მოგმართავთ მე, ზემოხსენებული პირი, მასზედ, რომ საყდრიონის ეკლესია ორჯერ იქნა გატეხილი და მესამედ დაკეტილი, მაგრამ ბოროტგანმზრახველნი მაინც არ ისვენებენ და ეხლაც კლიტე არ ადევს ეკლესიის კარებს. ასეთ მდგომარეობაში ეკლესიის სახალხო ქონებას მოელის განიავება და დაღუპვა“. გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე მამა ალექსანდრე დაუძლურდა და ლოგინად ჩავარდა, თუმცა, როგორც მისი შვილები იხსენებენ, არც მაშინ შეუწყვეტია საღვთო სამსახური. მოსახლეობას სახლში მიჰყავდათ ბავშვები მოსანათლად და ისიც დაუზარელად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. „დაგვიძახებდა და გვეტყოდა: „ადამიანს შეიძლება სხვა შეცოდებანი ეპატიოს, შეუნდოს ღმერთმა, მაგრამ სარწმუნოებისა და სამშობლოს ღალატი არ ეპატიებაო“, ამ სიტყვებს ხშირად გვიმეორებდა ოჯახის წევრებს“. მღვდელი ალექსანდრე 1957 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა. ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა მისი ცხედარი მელიასხევში, სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.10.2025
ბოლო რედაქტირება 30.10.2025
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0