საპატრიარქოს უწყებანი N25 28ივნისი-4ივლისი 2012წ გვ.17
მღვდელი მოსე კავკასიძედა მისი ოჯახი
კავკასიძეების გვარი ცნობილი იყო მთელ აღმოსავლეთ საქართველოში თავისი პატიოსნებითა და კეთილსინდისიერებით. საუკუნეების მანძილზე მათი გვარიდან რამდენიმე ცნობილი სასულიერო მოძღვარი გამოვიდა. ერთერთი მათგანი იყო მღვდელი მოსე კავკასიძე, რომელიც XIX საუკუნის | ნახევარში გორის მაზრაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. წერაკითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მონასტერში ისწავლა. XIX საუკუნის 70-იან წლების დასაწყისში მოსე დაოჯახდა. მეუღლეს ერქვა ეკატერინე (დაბ. 1851წ.), რომელთანაც სამი ვაჟი: ალექსანდრე, კონსტანტინე, პეტრე და ერთიც ასული ეყოლა (იგი შალვა ჭანკვეტაძეზე იყო გათხოვილი). 1871 წლის 30 დეკემბერს მოსე დუშეთის მაზრაში, სოფელ ლაქათხევის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1881 წლის 5 მარტს, გორის მაზრაში, სოფელ ჭალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1885 წელს ატენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. 1888 წლის 13 აპრილს იგი დიაკვნად აკურთხეს და ამავე წლის 5 ნოემბერს ბობნევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1897 წლის 20 იანვარს მამა მოსე, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა ბობნევის სამრევლოდან. ამავე წლის 18 თებერვალს თიანეთის წმინდა გიორგის სა– ხელობის ეკლესიაში დაადგინეს. 1897 წლის 16 დეკემბერს ზემო ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1899 წლის 26 ნოემბერს გორის „ოქონის“ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში მედავითნის შტატში განამწესეს. 1901 წლის 8 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) დიაკონ მოსეს მღვდლად დაასხა ხელი და შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1902 წლის 16 ოქტომბერს ჩირიკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. 1905 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. 1905-1907 წლების რევოლუციის დროს მეფის მთავრობამ სოფლებში ეგზეკუციები ჩააყენა და რეპრესიების განხორციელება დაიწყო. დასჯილებს შორის რამდენიმე სასულიერო პირიც აღმოჩნდა, მათ შორის იყო მღვდელი მოსე კავკასიძეც. აი, რას წერდა გაზეთი „შრომა“ 1906 წელს ამის შესახებ: „დუშეთის მაზრაში საზოგადო სურათი ბნელი და შავია. სხვებთან ერთად ცუდ მდგომარეობაში არიან ჩაცვინული ის მღვდლები, რომლებიც აქამდე დაპატიმრებულნი იყვნენ და მხოლოდ ახლა გაათავისუფლეს.
ერთი მღვდელი, სვიმონ წერეთელი, ამის გამო იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა და საერო სარბიელზე მოენახა სახსარი ცოლ-შვილის გამოსაკვებად, ხოლო სოფელ ნაღარევის მღვდელი ლავრენტი ჭანკვეტაძე და სოფელ ჩირიკის მოხუცი მღვდელი მოსე კავკასიძე, უეჭველია, ჩქარა ამავ გზას დაადგებიან, თუ მათი სხვადასხვა შუამდგომლობა ადგილზე დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილებული არ იქნება. ამ მღვდლებმა ინახულეს ეპისკოპოსი ექვთიმე და შესჩივლეს თავიანთი უკიდურესი მდგომარეობა. ეპისკოპოსმა ასეთი პასუხი გასცა: გენერალ-გუბერნატორს უფლება არა აქვს თქვენ ჯამაგირი დაგიჭიროთ და ახლავე მოვახდენ განკარგულებას, რომ ჯამაგირები დაუყოვნებლივ მოგეცეთო. მოხუცი მღვდელი მოსე კავკასიძე ამას გარდა ნამესტნიკის წინაშეც შუამდგომლობს, რომ ბოქაული ანტონოვი სამსახურიდან გადაყენებულ იქნეს, რადგან მას კრიჭაში უდგას და ათას შარსა სდებს და მთელს საბოქაულოში ბევრს უკანონობას სთესავსო“. 1910 წლის 12 აპრილს მამა მოსეს სკუფია უბოძეს. 1914 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1917 წლის მიწურულს იგი სამთავისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1918 წლის 15 მაისს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მამა მოსე ეკლესიაში 50-წლიანი ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვა. მღვდელი მოსე კავკასიძე, სავარაუდოდ, XX სა-
ცენტრში ზის მოსე ჯავკასიძე ოჯახის წევრებთან ერთად.
25-1 საპატრიარქოს უწყებანი N25 28ივნისი-4ივლისი 2012წ გვ.18
მღვდელი მოსე კავკასიძე და მისი ოჯახი (გაგრძელება)
უკუნის 10-იანი წლების მიწურულს გარდაიცვალა. სასულიერო გზა აირჩიეს მისმა ვაჟებმა –– ალექსანდრემ და კონსტანტინემ. მღვდელი ალექსანდრე 1875 წელს დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. 1890-1894 წლებში გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1894 წლის 25 ივნისს დაბა კულიპინის სამრევლოს მედავითნედ დაინიშნა. 1895 წლის მაისში თიანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1897 წლის 18 თებერვალს ბობნევის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. ამავე პერიოდში ალექსანდრე დაქორწინდა გორის მაზრის სოფელ ხიდისთავში მცხოვრებ ელისაბედ რამაზაშვილზე (+1953წ.), რომელმაც შვიდი ქალ-ვაჟი გაუჩინა: მარიამი, ქეთევანი (ქეთევანის ნათლია იყო ვაჟა-ფშაველა), იპოლიტე, ნინო, ანა, ირაკლი და ფილიმონი. 1898 წელს ალექსანდრე დიაკვნად აკურთხეს. 1899 წლის 3 ივლისს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში დაინიშნა. 1900 წლის 4 მაისს თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა -– პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1902 წლის 9 აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი და ხევსურეთში, სოფელ მუქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაინიშნა. 1904 წლის 23 სექტემბერს ქვემო მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1911 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. 1912 წლის 20 იანვარს ფასანაურის წმინდა მოციქულთა თავთა -–– პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 1916 წლის 6 მაისს სკუფია უბოძეს.1912 წლის მაისში საქართველოს ეგზარქოსი ინოკენტი (ბელიაევი), კრებულით, საქართველოს მთიანეთს ეწვია. სამღვდელოება და მრევლი ტაძართან შეეგებნენ ჩამოსულ სტუმრებს. მათ შორის იყო ოთხი მღვდელი, მამა ალექსანდრე კავკასიძის წინამძღოლობით, რომელმაც შესვლისთანავე სამადლობელი სიტყვით მიმართა ეგზარქოსს. გალობდა ადგილობრივი სკოლის გუნდი დარეჯან ლუკაშვილის ლოტბარობით. ამის შემდეგ ეგზარქოსი ყაზბეგისკენ გაემართა და მამა ალექსანდრეც თან იახლა. ეგზარქოსი მლეთის ეკლესიასთან დროებით შეჩერდა, დიდხანს ესაუბრა ხალხს. დიდად ისიამოვნა ეკლესიის სიძველით ჯა განსაკუთრებით მოეწონა გალობა, რომელსაც მღვდელ ალექსანდრე კავკასიძის ლოტბარობით გუნდი ასრულებდა. ეგზარქოსმა შეაქო მამა ალექსანდრე და მადლობა გადაუხადა ღირსეული დახვედრისა და მასპინძლობისათვის. მღვდელ ალექსანდრე კავკასიძის ლოცვა-კურთხე- ვით უამრავი სასიკეთო საქმე გაკეთდა ფასანაურში. იგი აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო და საზოგადოებრივ თავყრილობებში. მის სიტყვას აფასებდნენ, პატივს სცემდნენ და ანგარიშს უწევდნენ ხელისუფლების წარმომადგენელნიც. კარგი ურთიერთობა ჰქონდა ფასანაურში მდგარ რუსულ სამხედრო პოლკთანაც, რომელსაც მოძღვარი საღვთო სჯულს უკითხავდა და საეკლესიო წესებს უსრულებდა. 1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტილით) სვეტიცხოვლის ტაძარში გამოცხადებულ ავტოკეფალიას დიდი სიხარულით შეხვდა მამა ალექსანდრე. 1 მაისს, თამარობის დღესასწაულთან დაკავშირებით მან სადღესასწაულო წირვა აღავლინა ფასანაურის ტაძარში. წირვის დასასრულს მან ქადაგებით მიმართა მრევლს და განუმარტა ამ დიადი ეროვნული დღესასწაულის მნიშვნელობა. წირვის შემდეგ მოძღვრის ლოცვა-კურთხევით წირვაზე მყოფი მანდილოსნები შეიკრიბნენ სკოლის შენობაში. კრება გახსნა მამა ალექსანდრემ. კრებაზე საუბარი იყო ქალთა წრის დაარსებაზე. მანდილოსნები დათანხმდნენ ამ წინადადებას და გადაწყდა ფასანაურის ქალთა წრის დაარსება, რაშიც ყველას უნდა მიეღო მონაწილეობა. ამოირჩიეს ოთხი ქალი, ვისაც დაევალათ ხელმძღვანელობა: კატო ნაზღაიძე, ნინო ჩოხელი, ნადეჟდა ბუთხუზი და სოფიო ძამუკაშვილი. შეგროვდა ფული, რომელიც ქალბატონ ანასტასია წერეთელს გაეგზავნა, დაუკავშირდნენ და თხოვნით მიმართეს თბილისის ქალთა წრეს პროგრამირებისა და რჩევებისთვის. მღვდელი ალექსანდრე მონაწილეობდა 1917 წლის 8-17 სექტემბერს გამართულ პირველ საეკლესიო კრებაზე, სადაც იგი წილკნის ეპარქიის დუშეთის მაზრის III ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. იგი ასევე ესწრეობდა 1920 წლის 1-5 ივნისს გამართულ საქართველოს "სამოციქულო ეკლესიის მეორე საეკლესიო კრებას. მღვდელი ალექსანდრე, სავარაუდოდ, 1921 წლის დასაწყისში, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. შთამომავლების გადმოცემით იგი დაკრძალულია სამთავისის საკათედრო ტაძრის ეზოში. მღვდელი კონსტანტინე 1878 წელს დაიბადა. 1893-1897 წლებში გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1897 წლის 10 სექტემბერს მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში მორჩილად
სტუმრად ვაჟა ფშაველასთან ფეხზე დგას, მღვდელი კონსტანტინე.
25-2 საპატრიარქოს უწყებანი N25 28ივნისი-4ივლისი 2012წ გვ.19
მღვდელი მოსე კავკასიძე და მისი ოჯახი (გაგრძელება)
განამწესეს. ამავე წლის 20 დეკემბერს ბერშუეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს. 1899 წლის 18 სექტემბერს ქ. ორდუბათის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს. 1900 წლის 31 იანვარს ” ყარსის ოლქის, სოფელ კარაკალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. ამავე წლის 7 სექტემბერს, თავისი თხოვნის საფუძველზე, შტატიდან გადადგა. ' 1901 წლის დასაწყისში დაბა „კურინი კოსის“ სამრევლოს მედავითნედ დაინიშნა.
XX საუკუნის დამდეგს კონსტანტინე კავკასიძე დაქორწინდა ანა მარკოზაშვილზე, რომელთანაც ოთხი შვილი ჰყავდა: სერგი, გიორგი, ალექსანდრა და დარეჯანი. 1901 წლის 10 ნოემბერს ფასანაურის წმინდა მოციქულთა თავთა -–– პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადმოიყვანეს, სადაც 1902 წელს დიაკვნად აკურთხეს. 1903 წლის 6 სექტემბერს საკირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მედავითნის შტატში დაადგინეს. 1904 წლის 20 მარტს გათავისუფლდა ამ სამრევლოდან. ამავე წელს ელიზავეტოპოლის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის დიაკვნად განამწესეს. 1905 წლის 25 სექტემბერს მლვდლად დაასხეს ხელი და შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1908 წელს არდოთის სამრევლოში გადაიყვანეს. 1910 წლის ბოლოდან მოხისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 1913 წლის 30 აპრილს გრემისხევის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მამა კონსტანტინეს კარგი მეგობრობა აკავშირებდა დიდ მგოსანთან, ქართველი ერის საამაყო პოეტ ვაჟა-ფშაველასთან. მისი მთაში მსახურების პერიოდში იგი ხშირად სტუმრობდა ვაჟას ოჯახს, სადაც საათობით საუბრობდნენ სამშობლოს ჭირ-ვარამზე, მის აწმყოსა და მომავალზე, ხელოვნებაზე, პოეზიაზე, ლიტერატურაზე, სასულიერო თუ საერო საკითხებზე. ვაჟას ნაადრევი გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო იმჟამინდელი საზოგადოებისა და მთლიანად ქართველი ერისათვის. მამა კონსტანტინეს დიდი განცდები კარგად ჩანს მის სიტყვაში, რომელიც 29 ივლისს, საღამოს 7 საათზე, ვაჟას პანაშვიდზე წარმოთქვა: „ქართული პოეზიის მშვენებავ, დიდებულო მგოსანო! გუშინ, დილის 9 საათზე, ქალაქ დუშეთს სამგლოვიარო დეპეშამ ამცნო შენი სიკვდილი. ამ მოულოდნელმა და თავზარდამცემმა ამბავმა, რომელიც ელვის სისწრაფით მოედო მთელს ქალაქსა და ახლომახლო მდებარე სოფლებს, ჯოჯოხეთური ტკივილი აგრძნობინა ყველას. ეს სამწუხარო დეპეშა საჩქაროდ გარდაეცა იქვე ჩამოსულ ჩრდილელს ნი უდროოდ სიკვდილი შენის საყვარელი სამშობლოსა და ხეობისათვის, სადაც ამაყი და ქედმოუხრელი მთანი ცამდე აყუდებულან და გულმილეულნი ახლაც ელიან შენს იქ დაბრუნებას და მათ მწვერვალებზე კვლავინდებურად არწივისებურ ფრთების გაშლას. ხევსურმა, რა გაიგო შენი სიკვდილი, უკანვე გადმოგვიგდო დეპეშა და მორთო ხმამაღლივ ქვითინი: „ვაჟას რა მოჰკლავდა, იმის სიკვდილს მთას როგორ ვეტყვი, მის სიკვდილს მთა არ მიიღებსო, მართლა თუ აღარა გვყავს პოეტი, ჩვენი მელექსე, მტრის ხელით იქმნება მკვდარი, დავიღუპენით, ახლავ გვირჩევნიან დავიხოცნეთო“. დეპეშა მაინც წაიღო.
მთის არწივო, ვაჟავ! რამდენი ამისთანა აფშინები ჰყავს შენს საყვარელს მთას, აბა, ერთი წამოდექ, წადი, დიჩო-ლიქოკის მთებიდან გადახედე შენს მთიელთ, როგორ მოსთქვამენ შენს დაკარგვას? გახედე იქ ბუმბერაზ მთებს, როგორ გადაჰფარებია შავი და მდუმარე ძაძა. არწივი უმწვერვალეს კლდეებს გასცილებია, ცას მიჰკრობია, არაგვი ადუღდა, ცეცხლი დაენთო მის გულში, თვისი სწრაფი სრბოლა კუს ნაბიჯად შესცვალა, რადგან უწყრება ბარს და მისი ნახვა აღარა ჰსურს. შენს მამულში მოჩუხჩუხე სანეტარო სამკურნალო წყალი ძირს უფსკრულში გაპარვას ლამობს. შენი გულის დამამშვიდებელი ცივი მჟავე წყალი შენს გაგრილებას აღარა ხარობს. შენ კი სდუმ, გაჰბუტებიხარ მთას, ბარი მევიცინ რებია, მაგრამ, არა! შენ გამოექეცი მთას, რომ უფრო ადრე შეჰყროდი მოლოცვის სალამს განთავისუფლებულ საყვარელ შენის ერისას, რასაც დღევანდლამდე ელოდა შენი სული. მაგრამ მოლოდინში კი გასწირე სული.განისვენე, განისვენე, დაღლილო მუშაკო, და შენს შვილებს, შენს ერს, დაე, ადრე შეუსრულდეს შენი წადილი, რომ საფლავში მაინც ჩამოგძახონ: ვართ თავისუფალნიო! საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, დაუვიწყარო ვაჟავ!“
მღვდელი ალექსანდრე ოჯახით.
25-3 საპატრიარქოს უწყებანი N25 28ივნისი-4ივლისი 2012წ გვ.20
მღვდელი მოსე კავკასიძე და მისი ოჯახი (დასასრული)
მამა კონსტანტინე გვერდით ედგა თბილისში, სიონის ტაძართან არსებულ საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმს, რომელსაც რამდენჯერმე გადასცა საჩუქრად უძველესი ქართული საეკლესიო თუ ისტორიული ხასიათის სიგელ-გუჯარები, ხატები, ხელნაწერი წიგნები და სხვ. იგი ასევე აქტიურად თანამშრომლობდა იმჟამინდელ ქართულ პრესასთან, სადაც აქვეყნდებდა უამრავ სტატიასა და წერილებს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე, როგორც საერო, ისე სასულიერო შინაარსისას. მისი ფსევდონიმი იყო: „იქაური“, „დროებით დუშელი“, „კოტე ვეფხვი“, „აქაური“, „კოტე ფასანაურელი“. 1916 წლის აღდგომას მღვდელი კონსტანტინე საგვერდულით დაჯილდოვდა, მაგრამ XX საუკუნის 20- იან წლებში ქვეყანაში დაწყებული უმძიმესი რეპრესიების დროს მამა კონსტანტინე იძულებული გახდა სასულიერო სამსახური მიეტოვებინა და სამსახური ერში გაეგრძელებინა. მოძღვარს ძალიან გაუჭირდა ეკლესიისგან განშორება, მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო. იგი ახალგაზრდა, 53 წლის ასაკში გამოეთხოვა წუთისოფელს. გარდაიცვალა 1931 წლის 1 ოქტომბერს. 5 ოქტომბერს ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა მამა კონსტანტინეს ცხედარი ვერის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიის სასაფლაოს მიაბარეს. 1966 წელს მისი ცხედარი საბურთალოს სასაფლაოზე გადაასვენეს, სადაც დასაფლავებულნი არიანმისი ოჯახის წევრები. 1971 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე ანა. ცნობილი ქართველი მწერალი და პოეტი, ასევე მღვდლის შვილი, სანდრო ილიას ძე შანშიაშვილი კარგად იცნობდა მამა კონსტანტინეს და დიდად აფასებდა მის წიგნიერებასა და მოღვაწეობას. კავკასიძეების ოჯახში ეხლაც ინახება მისი ლექსების კრებული, რომელსაც შესაბამისი წარწერა ამშვენებს: „ორიოდე ლექსის ავტორი ვიყავ, როდესაც 1907-08 წლებში ვაჟა-ფშაველამ გამაცნო თავისი ერთგული მეგობარი კონსტანტინე კავკასიძე, ვეფხოდ წოდებული. რას ვიფიქრებდი, ღრმა მოხუცებულობის დროს, რომ 1976 წელს გავიცნობდი ვეფხოს ნაშიერებს, მის შვილს გიორგის და შვილიშვილს -– ამირანს. აღმეძრა მრავალი მოგონება ვეფხოზე. ამ წიგნში მოთავსებულია ლექსები, რომლების გამო მე ვუყვარდი ნეტარხსენებულ ვეფხოს. ჩემო გიორგი, შენ და შენს შვილს ამირანს გიძღვნით ამ წიგნს. სანდრო შანშიაშვილი, 1976წ. 20 ივნისი“.