სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11905

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ერასტი დავითის ძე გაბიჩვაძე  1846-1921წწ დაკრძ. სოფ ჩორჯოს (ამბროლაური) ყოვლლადწმიდა ეკლესიაში ერასტი დავითის ძე გაბიჩვაძე  1846-1921წწ დაკრძ. სოფ ჩორჯოს (ამბროლაური) ყოვლლადწმიდა ეკლესიაში

1846-1921 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი გაბიჩვაძე სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

26       ბეჭდვა

ერასტი დავითის ძე გაბიჩვაძე 1846-1921წწ დაკრძ. სოფ ჩორჯოს (ამბროლაური) ყოვლლადწმიდა ეკლესიაში

საპატრიარქოს უწყებანი N28 19-25 ივლისი 2012წ გვ.18

ჩორჯოს ეკლესიის მოძღვარი -- მღვდელი ერასტი გაბიჩვაძე


მღვდელი ერასტი დავითის ძე გაბიჩვაძე 1846

წელს რაჭაში, მლვდლის ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები, რამდენიმე თაობა საეკლესიო ხარისხში ემსახურებოდა სამშობლოსა და დედაეკლესიას. ბაბუა, დიაკონი ეგნატე გაბიჩვაძე, 1800 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. იყო საბატონი ყმა. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მღვდელმონაზონ იოანესთან ისწავლა. 1819 წელს ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა და ჩორჯოს ყოვლადნმინდა სამების სახელობის ეკლესიაში დაადგინა. იგი ამ ხარისხში მსახურობდა გარდაცვალებამდე. მამა ეგნატეს ვაჟი დავითი 1822 წელს დაიბადა. ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ იგი ჯერ რაჭის ორკლასიან სასწავლებელში სწავლობდა, ბოლოს კი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაასრულა. დაოჯახების შემდეგ, 1857 წელს, იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და ღვიარის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. მღვდელი დავითი 1864 წლის 16 იანვარს ნაადრევად გარდაიცვალა. წინაპრების მსგავსად სასულიერო გზა აირჩია ერასტიმაც. მამის გარდაცვალების ჟამს იგი 18 წლის გახლდათ და ქუთაისის სასულიერო სასწავლებელშისწავლობდა, რომელიც 1865 წელს წარჩინებით დაასრულა. 1867 წლის 14 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) ხევსურეთში, ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა. 1869 წელს ერასტი დაქორწინდა ელისაბედ პეპუს ასულზე (დაბადებული 1850 წელს), რომელთანაც ექვსი შვილი შეეძინა: ბიკენტი (1870წ.), კონდრატე (1873წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია), სილოვანი

(1875წ.), იროდიონი (1876წ. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი), ევსევი (1880წ. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი) და იონა

(188ვწ.). 1870 წლის 24 ივლისს ერასტი სვანეთში, წვირმის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში დაინიშნა, ამავე წლის 23 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) იგი ეპარქიის კანცელარიაში მწერლად განამწესა. 1873 წლის 6 თებერვალს მეუფე გაბრიელმა იგი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 29 აგვისტოს კი მღვდლად დაასხა ხელი და ლეჩხუმის მაზრაში, სოფელ დერჩის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1874 წლის 20 ივლისს მამა ერასტი რაჭის მაზრაში, ლიხეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1875 წლის 21 იანვრიდან 1885 წლის 1 ივლისამდე სოფელ აბარის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებელია. 1885 წლის 10 აგვისტოს ეკლესიაში პატიოსანი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის საგვერდულით დაჯილდოვდა. XIX საუკუნის II ნახევარში გაბრიელ ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით მთელ დასავლეთ საქართველოში ეკლესია-მონასტრებთან მასიურად იხსნება სამრევლო-საეკლესიო სკოლები. განათლებული და მეცნიერი მღვდელმთავარი დიდ ყურადღებას უთმობდა სწავლა-განათლების აღორძინებას ეპარქიაში. ახლად ნაკურთხ მღვდელს აუცილებლად დამოძღვრავდა და თანაც ეტყოდა: „როგორც კი სამრევლოში ჩახვალ და დაბინავდები, შეეცადე მალევე სკოლა გახსნა და მომავალი თაობა დააინტერესო სწავლითაო“. მამა ერასტისაც მუდამ ახსოვდა წმინდა მღვდელმთავრის დარიგება და დროსა და ენერგიას არ იშურებდა ახალგაზრდობის აღსაზრდელად. რაჭის მაზრაში იმ პერიოდში რამდენიმე სკოლა არსებობდა, რაც ფრიად აწუხებდა მოძღვარს და სულ იმის ცდაში იყო, რითიმე შესწეოდა ამ საქმის განვითარებას. შემორჩენილია მისი წერილები, რომლებიც იმჟამინდელ ქართულ პრესაში იბეჭდებოდა და სკოლების საჭიროებაზე, იქ არსებულ პრობლემებზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობდა: „მთელს რაჭის მაზრაში სულ 14 სასოფლო სკოლაა გახსნილი, აქედგან ათი სკოლა ქვემო რაჭაშია გახსნილი და 4 ზემო რაქაში. ამ ზემოთ აღნიშნული სკოლების დაარსებაში დიდი შრომა და ღვაწლი მიუძღვის რაჭის მაზრის უფროსად ყოფილს, აწ განსვენებულს ჩიჯავაძეს. განსვენებული დაიარებოდა სოფლებში და აგონებდა ხალხს

28-1  საპატრიარქოს უწყებანი N28 19-25 ივლისი 2012წ გვ.19

ჩორჯოს ეკლესიის მოძღვარი -- მღვდელი ერასტი გაბიჩვაძე (დასასრული)

სწავლა-განათლების მნიშვნელობას და საჭიროებას. ქვემო რაჭის საზოგადოებათა გაუგონეს თავის უფროსს და თავიანთი განჩინებებით დააარსეს სკოლები და მასწავლებელთ დაუნიშნეს 200 მანეთამდე წლიური ჯამაგირი. ქვემო რაჭის მცხოვრებთ შორის სწავლის სურვილიც ძალიან არის გახსნილი. ეს, სხვათა შორის, მტკიცდება იმითი, რომ სკოლები სავსენი არიან ყმაწვილებით და მასწავლებელნი იძულებულნი არიან ხშირად ბევრს მთხოვნელებს უარი უთხრან უადგილობისა გამო. ზემო რაჭაში მცხოვრებნი რაღაც უგულოდ უყურებენ სკოლებს. რაც სკოლები დაარსდა განსვენებული ჩიჯავაძის დროს, თორემ მერე ერთი სკოლაც არ გახნილა იქ. შვილებსაც თავის დროზე არ აგზავნიან სკოლებში. ამის მიზეზი, ერთის მხრივ, ის უნდა იყოს, რომ ზემო რაჭაში სახნავ-სათესი ცოტა აქვსთ მცხოვრებთ, და რომ კაცმა წლის სამყოფი სარჩო მოიყვანოს, დიდი შრომა და ჯაფა სჭირდება და მეორეთ -– ბავშვებს ვერ აცლიან, რადგან ზემო რაჭაში პირუტყვის მოშენებას ძალიან მისდევენ და პატარა შვილები ამ ცხოველების მოსამწყემსად სჭირდებათ. შეიძლება, რომ ზემო რაჭველმა დიდის თხოვნით გამოგზავნოს შვილი სკოლაში, მაგრამ თუ მასწავლებელმა ყმაწვილს გამოუცხადა რამე სასწავლო ნივთის ყიდვა, მეორე დღეს სკოლაში 10 შეგირდიდან სამიც აღარ მოვა. ერთი სიტყვით, მოსწავლენი არც სკოლაში მოსვლას ჰკითხავენ მასწავლებელს და არც წასვლას. ნებავთ მოვლენ სკოლაში და ნებავთ არა. რა ჰქნას საწყალმა მასწავლებელმა? რა რიგით დააწყოს სწავლის საქმე და ან რა უჩვენოს თავის მეუმფროსეთ? ამაზე ურიგო არ იქნება, რომ ყურადღებას მიაქცევდნენ“. 1889 წლის 1 ნოემბერს მღვდელი ერასტი ჩორჯოს ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1893 წლის 7 მაისს სკუფია უბოძეს, ხოლო 1901 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1907 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1912 წელს მამა ერასტის ინიციატივითა და მეცადინეობით ბერძენმა მშენებლებმა ჩორჯოში ახალი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი ააგეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკლესიის ჩრდილო ფასადზე არსებული წარწერა იძლევა. ტაძრის აშენებაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ვინ ფინანსურად, ვინ ფიზიკური მუშაობით, ზოგმაც მორალურად გაუწია თანადგომა მოძღვარს. ამასთან დაკავშირებით, 1912 წლის ჟურნალ „შინაურ საქმეების“ N36-ში გამოქვეყნდა მამა ერასტის სამადლობელი წერილი, სადაც ის მადლობას უხდის ყველა შემომწირველს: „მამაო რედაქტორო! უმორჩილესად გთხოვ ნება მიბოძოთ თქვენი პატივცემული გაზეთის „შინაური საქმეების“ საშვალებით უღრმესი მადლობა გამოუცხადო მე და ჩემი მრევლის მხრით, გარეშე სამრევლოთა მცხოვრებთ, რომელთა შემოსწირეს რწმუნებულ ჩემდამო ჩორჯოს წმიდის სამების ახალი ეკლესიის შენობისათვის: თედორე სიმონის ძე იმედაძემ და მისმა მეუღლემ ეკატერინემ ხუთ-ხუთი თუმანი. აგრეთვე ამათი შეგონებით შემოწირეს შემდეგ პირთა: ერმილე სპირიდონის ძე იმედაძემ 3 მანეთი; პავლე გიორგის ძე იმედაძემ 1 მანეთი; სიმონ გიორგის ძე იმედაძემ 1 მანეთი; ლუკა დიმიტრის ძე პატარიძემ 1 მანეთი; ლავრენტი ალექსის ძე აბუთიძემ 1 მანეთი; დომენტი დიმიტრიოსის ძე აბუთიძემ 50 კაპიკი; მიხეილ ლევანის ძე აბუთიძემ 1 მანეთი; იასონ ანთიმოზ იასონის ძე ჭელიძემ 1 მანეთი; ლონგინოზ მანუჩარის ძე ყიფიანმა 1 მანეთი; ევგენი ყარამანის ძე დალაქიშვილმა 1 მანეთი; სამსონ ლაიშვილმა 1 მანეთი; აპოლონ სიმონის ძე ნამგალაძემ 1 მანეთი; კოსტა დვალმა 1 მანეთი; მიხეილ თედორეს ძე ჩიტალაძემ 1 მანეთი; მალაქია ზაქარიას ძე მეტრეეველმა 50 კაპიკი; კოსტა კაციტაძემ 50 კაპიკი; ანთიმოზა გობეჯიშვილმა 50 კაპიკი; აპოლონ სოფრომის ძე ჯოხაძემ 50 კაპიკი და იოსებ ომანის ძე რაზმაძემ 50 კაპიკი“. 1915 წლის 15 მაისს ეკლესიაში ნაყოფიერი და დამსახურებული მოღვაწეობისთვის მღვდელი ერასტი წმინდა ანას! ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველო კომუნისტებმა დაიპყრეს. ქვეყანაში განვითარებულმა' პოლიტიკურმა მოვლენებმა ეკლესიის ცხოვრებაც საგრძნობლად შეცვალა. ბოლშევიზმის იდეოლოგიამ პატარა სოფლის ცხოვრებაც გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. ეკლესიამ მოქმედება შეწყვიტა. ტაძარი ჯერ საქონლის სადგომად, ხოლო შემდგომ სოფლის ბეღლად აქციეს. „უპატრონო ეკლესიის“ ამბავი ამ ტაძარზე რეალურად აცხადდა, ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა და კედლებმაც რღვევა დაიწყო. ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, ჩორჯოს ეკლესიას ასევე ჰქონია საუკეთესო ბიბლიოთეკაც, რომელიც კომუნისტების დროს დაიფანტა. მამა ერასტი გულდამძიმებული და გაოგნებული შესცქეროდა უღვთო ადამიანების საქციელს. მას ძალიან აკვირვებდა, თუ რამ გააბოროტა და გააცივა ასე მათი გონება. მან ხომ თითქმის 50 წელი იმსახურა მღვდლის ხარისხში და ათას ჭირვარამგამოვლილსაც კი გაუჭირდა ამ ყველაფრის აღქმა. მოხუც მოძღვარს დიდხანს აღარ უცოცხლია. იგი XX საუკუნის 20-იანი წლებში გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა და მრევლმა მოძღვრის ცხედარი თავისივე აგებული ტაძრის ეზოში დიდი პატივით დაკრძალეს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.11.2025
ბოლო რედაქტირება 09.11.2025
სულ რედაქტირებულია 7





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0