სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11905

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
სოფელი ბრეთი და ედილაშვილი სამღვდელო გვარი სოფელი ბრეთი და ედილაშვილი სამღვდელო გვარი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ედილაშვილი სია

ქარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

25       ბეჭდვა

სოფელი ბრეთი და ედილაშვილი სამღვდელო გვარი

საპატრიარქოს უწყებანი N39 15-21 ნოემბერი 2012წგვ.19


სოფელი ბრეთი და ედილაშვილების სამღვდელო გვარი

 I ნაწილი

საქართველოში მრავალი ისტორიული სოფელი არსებობს. მათ შორისაა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე ბრეთი. სოფელი შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ალმოსავლეთ ფრონეს მარცხენა ნაპირზე მდებარეობს.

ბრეთის ტერიტორია ადრინდელ შუა საუკუნეებიდანვე ყოფილა დასახლებული. გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულს წარმოადგენდა ბრეთის ხევი. ამ პატარა სოფელში არის ორი უძველესი ტაძარი.

ერთ-ერთი მათგანი, წმინდა გიორგის ეკლესიამონასტერი, შუაგულ სოფელშია. ლეგენდის მიხედვით, ეკლესიაში იყო საიდუმლო გვირაბი, რომელიც მდინარე ფრონის ქვეშ გადიოდა და უკავშირდებოდა მთაზე აღმართულ წმინდა სამების ტაძარს, რომელიც ნახევრად დანგრეულია. ეს ტაძარი, სავარაუდოდ, VI ს-ით თარიღდება.

ბრეთში VI ს-ში მოღვაწეობდა ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – პიროსი. მის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში იყო კულტურულ-საგანმანათლებლო, მწიგნობრობის, ხელოსნობის მნიშვნელოვანი კერა. აქ შეიქმნა XI საუკუნის ბრეთის ვერცხლის საომარი ჯვარი - წარწერით, XIII საუკუნის ბრეთის ტყავის სახარება და სხვ.

ბრეთის მონასტერი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც საკუთრივ სოფლის, ისე ბრეთის ხევის მოსახლეობის კულტურული დაწინაურების საქმეში. ბრეთის ხევი და სოფელი ბრეთი ფეოდალური საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის ხანაში უშუალოდ საქართველოს სამეფო კარს ექვემდებარებოდა. XIV-XV სსის მიჯნაზე ბრეთის ხევი ალექსანდრე I-მა სვეტიცხოვლის მონასტერს შესწირა. XV-XVI სს-ში ბრეთის ხევის ერთი ნაწილი და თვით სოფელი ურბნისის მონასტერმა თავისი გავლენის ქვეშ მოიქცია. აქ იგი საკმაო რაოდენობის ყმა-მამულს ფლობდა და თავისი მოურავიც ჰყავდა. XVIIXVIII სს-ში, ზემო ქართლში, ავალიშვილების სათავადოს ჩამოყალიბების შემდეგ სოფელ ბრეთის დიდი ნაწილი ავალიშვილთა საკუთრება იყო. აქ მათ სასახლეც ჰქონდათ. XVI-XVIII სს-ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ბრეთი ზემო ქართლის სადროშოში შედიოდა, რომელსაც ამილახვრები სარდლობდნენ. კომუნისტების პერიოდში ეკლესია დაიკეტა და უღმრთოებმა იქ სურსათის საწყობი გახსნეს. ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტც იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით, 1997 წელს სოფელ ბრეთის ეკლესიაში განახლდა ქრისტიანული ცხოვრება, ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, კერძოდ: გაიწმინდა და მოპირკეთდა ტაძრის ეზო, ეკლესიათა გარშემო მიწა შემოიჭრა და ფართო გარშემოსავლელი მოეწყო, კომპლექსს გარს შემოერტყა საშუალო სიმაღლის ლამაზი წყობის რიყის ქვის გალავანი, ჩაიდგა კრამიტის სახურავიანი ძველქართული ჭიშკარი, გარშემოსავლელის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩაშენდა სამრეკლო, ძვირფასი ნატიფი ქვით მოპირკეთდა მამა პიროსის საფლავი, ინტენსიური მოხატულობით დაიფარა კომპლექსის ინტერიერი. რესტავრირებული და გამშვენებული ტაძრები მალევე ეკურთხა. 1998 წლის 31 იანვარს დიდი ტაძარი გაიხსნა. საგანგებოდ ამ ტაძრისთვის დაიწერა წმინდა გიორგის ხატი. მასში დიდმოწამის მუხლის ძვლის ნაწილია ჩაბრძანებული. ხოლო 1999 წელს კი მამა პიროსის ეკლესიის ტრაპეზი განახლდა. 2003 წლის 14 აგვისტოდან ბრეთში დედათა მონასტერი ფუნქციონირებს. სოფელ ბრეთაში რამდენიმე საუკუნეა სახლობენ ედილაშვილების გვარი. ამ ძველი ქართული გვარის ფუძეა საკუთარი სახელი -- ედილა. შემორჩენილია რამდენიმე ისტორიული საბუთი, სადაც მოხსენიებულია ეს გვარი. „მისრი ედილაშვილი – სახლიკაცი მამისა ბერსინაშვილისა.. კათალიკოს შიოსა და მცხეთაშვილთა თანხმობით, მან იშვილა სიძე-მღვდელი იოანე ჭარმაული, შეიყვანა მემამულედ და ჩააბარა თავისი განუყოფელი სახლი და მამული, 1442 წელს“. წყალობის წიგნი მარკოზ კათალიკოზისა ბერინასშვილს მეჯინიბეთ-უხუცეს მამისადმი (1465წ. 13 დეკემბერი) -- „ჩუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლის კათალიკოზმან მარკოზ, ესე უკუნისამდე გასათავებელი

წიგნი მოგეცით თქუენ, ბერენას-შვილსა მეჯინიბეთუხუცესსა მამისასა და ედილას-შვილსა მისრის და შენსა შვილსა -- ზაქარიას, შვილთა და შვილის შვილთა, მომავალთა გუარისა შენისათა ყოველთავე...“ 1690-1693 წლებში იხსენიებიან სოფელ ახალქალაქში მცხოვრები ყანდინა ედილასშვილი, რომელსაც ჰყავს შვილები: გიორგი, ესტატე და ძმები: ბაინდური და ბეჟინა. 1690 წელს ყანდინამ ივანე ძამანასშვილისაგან უკანაჭალაში ერთი დღის მიწა იყიდა, ხოლო 1693 წელს ესტატე გულუაშვილისაგან ვალის სანაცვლოდ აიღო ხანდაკსა და ყარაღაჯს შუა მდებარე ბეჟიტაშვილის ერთი დღის მიწა“.

XX ს-ის დასაწყისიდან ბრეთში მოღვაწეობენ ედილაშვილების სამღვდლო გვარი. საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში დაცული საბუთების მიხედვით, ამ გვარიდან პირველი სასულიერო პირი არის მღვდელი გიორგი რომანოზის ძე ედილაშვილი, დაბადებული 1763 წელს. ქართულ ენაზე წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი პატარა გიორგიმ მღვდელ-მონა-


39-1 საპატრიარქოს უწყებანი N39 15-21 ნოემბერი 2012წგვ.20

სოფელი ბრეთი და ედილაშვილების სამღვდელო გვარი (გაგრძელება)

 ზონ იოანესთან (მინაძე) ისწავლა. 1805 წელს ურბნისის ეპისკოპოსმა იულიოსმა (თუხარელი) იგი დიაკვნად აკურთხა. 1807 წელს რუისის მიტროპოლიტმა იუსტინემ (მაღალაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი (უცნობია, თუ სად მსახურობდა იგი თავდაპირველად). 1812 წელს მამა გიორგი ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. 1818 წელს ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ჰყავდა მეუღლე ანა მამულას ასული (დაბ. 1769წ.) და შვილები: ტიმოთე (დაბ. 1807წ.). გაბრიელი (1814წ.), ანდრია (1815წ.), იოსები (1817წ.) და ზაქარია (1820წ.). XIX ს-ის | ნახევარში იხსენიება ასევე გორის მაზრის, სოფელ თიღვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი იოანე ედილაშვილი. მამა გიორგის ხუთი შვილიდან, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირი გახდა ანდრია, იოსები და ზაქარია. ანდრია იხსენიება 1871 წელს გორის მაზრის ერედვის ოლქის მთავარხუცესად. იოსები დეკანოზის წოდებით მსახურობდა, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, როდის ეკურთხა ან სად მოღვაწეობდა იგი. ზაქარია XIX საუკუნის 50-70-იან წლებში ბრეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობს. სავარაუდოდ, მან მამის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა წინამძღვრის ადგილი. დეკანოზ იოსების შტოდან სასულიერო გზა არავის გაუგრძელებია.


მღვდელ ზაქარიას ჰყავდა სამი შვილი: მღვდელი ერმოლაოზი, ქაბატო და მღვდელი გიორგი. მამა ზაქარიას უფროსი ვაჟი, მღვდელი ერმოლაოზი

1844 წელს დაიბადა. იგი თავდაპირველად გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1807 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარია მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1867 წლის 11 ნოემბერს ჯავის სასოფლო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1869 წლის 12 იანვარს დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 26 იანვარს

მღვდლად დაასხეს ხელი და გორის მაზრის სოფელ მსხლების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1872 წლის 4 ნოემბერს ერთგული სამსახურისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1875 წლის 6 მაისს ფცის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1878 წლის 18 მაისიდან ავლევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 1883 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1886 წლის 22 მარტს სკუფია უბოძეს. 1895 წლის 19 სექტემბერს საღოლაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1902 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. მისი შემდგომი ბედი უცნობია. მამა ერმოლაოზი ადრე დაქვრივდა. ჰყავდა სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი: ზაქარია (დაბ. 1873წ.), იოსები (დაბ. 1878წ.), დავითი (დაბ. 1882წ.), ოლია და მარიამი.

მარჯვნივ ზის მღვდელი გიორგი ედილაშვილი, სავარაუდოდ ,ის გვერდით ზის მღვდელი ერმოლაოზ ედილაშვილი, ხოლო ფეხზე დგას მღვდელი ილია ედილაშვილი;

 მამა ერმოლაოზის შვილი გახლდათ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პროფესიით ექიმი-ვეტერინარი ზაქარია ედილაშვილი (ედილი.ს მან დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. უმაღლესი განათლება მიიღო ქ. ტარტუს ვეტერინარულ ინსტიტუტში. 1901 წელს დაბრუნდა სამშობლოში. მუშაობდა ზანგეზურის, ეჩმიაძინის, ნახჩევანის, სოხუმის მაზრებში, 1907-1917 წლებში საინგილოში, 1918 წლიდან ქ. გორში, ვეტექიმად. 1925-

1927 წლებში რედაქტორობდა გორის რაიონულ გაზეთ „ქართლს“. 1927 წლიდან გორის   მთავარი ვეტექიმია. დაინტერესებული იყო საქართველოს ისტორიით, მუშაობდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე. აღსანიშნავია მისი სტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი საინგილოზე. ზაქარია გარდაიცვალა 1956 წლის 22 მაისს. მისი თხზულებებია: „ერეკლე მეფე და გრაფი ტოტლებენი“, გაზეთი „საქართველო“, 1916წ. N134, 136, 139, 140; იქვე, „ვახტანგ მეფე და პეტრე დიდი 1915წ. N 133-137, 140 155-158; იქვე, „მეფე თეიმურაზ I-ის დამოკიდებულება რუსეთთან, 1915წ. N 76, 78, 101,

103; „საინგილო“ (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი) თბ., 1947წ.

40 საპატრიარქოს უწტყებანი N40 22-28ნოემბერი 2012წ გვ.19

სოფელი ბრეთი და ედილაშვილების სამღვდელო გვარი (გაგრძელება)

ზაქარია ერმოლაოზის ძე ედილაშვილი (ედილი)

II ნაწილი

დასაწყისი იხ. „საპატრიარქოს უწყებანი“ N 39  მამა ზაქარიას უმცროსი ვაჟი -- მღვდელი გიორგი 1851 წლის 14 იანვარს დაიბადა. 1870 წელს მან წარჩინებით დაასრულა გორის სასულიერო სასწავლებელი. 1870-1876 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1876 წლის შემოდგომაზე გიორგი დაქორწინდა ნატალია სიმონის ასულზე (1855- “1903), რომელთანაც ხუთი შვილი ჰყავდა: ანა (1877წ.), მელანია (1879წ.), მიხეილი (1881წ.) ნინო (1883წ.) და ანასტასია (1887წ.) –“1877 წლის 14 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) იგი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 27 იანვარს  მღვდლად დაასხა ხელი და ქსოვრისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1880 წლის 3 სექტემბერს თიღვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის წლის 24 დეკემბრიდან ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. პერიოდულად იგი ასევე ასრულებდა წირვა ლოცვებს ბრეთის ეკლესიაზე მიწერილ ძლევისჯვრის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში. 1888 წლის 1 დეკემბერს მამა გიორგი გორის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს და ამ პოსტზე იგი 1904 წლის 17 თებერვლამდე დარჩა. 1889 წლის 6 იანვარს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1896 წლის აპრილში სკუფია უბოძეს. 1892 წელს მამა გიორგიმ საკუთარი ხარჯებით თავის სახლში გახსნა სკოლა, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიდა სოფლის ბავშვებს წერა-კითხვას. 1896 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა: „წელს ჩვენი სოფლის წერა-კითხვის სკოლა სამრევლო სკოლად გადააკეთეს. აგერ ეს ოთხი-ხუთი წელიწადია, რაც ჩვენში ბლაღოჩინ მღვდელ გიორგი ედილაშვილს თავის საკუთარ სახლში უფასო სკოლა ჰქონდა გაღებული და თავისი შრომა-მეცადინეობით ისეთნაირად მიჰყავდა სკოლის საქმე, რომ მთავრობამ საჭიროდ დაინახა მასწავლებელი მიეშველებინა მისთვის, რისთვისაც კერძოდ მასწავლებლისათვის გადაიდო 120 მანეთი და სკოლის სახლის ქირად - 50 მანეთი, თუმცა ყველა ეს წრეულობით ვერ მოხერხდება, მაგრამ იმედია საგაისოდ ყველაფერი მზად იქნება. ვისურვებთ, რომ სხვა მღვდლებსაც მიებაძნოთ მამა გიორგისათვის, მხნეობა და თავგანწირვა ყველა ამგვარ საქმეში არ მოჰკლებოდეთ“. როგორც ჩანს, მაშინ ამ სკოლის გახსნა ვერ მოხერხდა, რადგან 1902 წელს გაზეთი „ივერია“ კვლავ წერდა: „ამჟამად ჩვენი სოფლიდან გორსა და თბილისში სწავლობს ოცდაერთი ყმაწვილი: ამათში სამი ქალია და დანარჩენი - ვაჟები, რომელნიც სხვადასხვა სასწავლებლებში იმყოფებიან. შვიდი ყმაწვილი ეკუთვნის თავად ავალიშვილები გვარეულობას და დანარჩენი ქალ-ვაჟნი კი   ედი-

40-1  საპატრიარქოს უწტყებანი N40 22-28ნოემბერი 2012წ გვ.20

სოფელი ბრეთი და ედილაშვილების სამღვდელო გვარი (გაგრძელება)

მამა გიორგი ზაქარიას ძე ედილაშვილი

ლაშვილებისას. სოფელი მოწადინებულია გამართოს ერთკლასიანი სასწავლებელი თავად ავალიშვილებისა და ბლაშემწეობით და დახმარებით. სრული იმედი გვაქვს, რომ ბლაღოჩინი მამა გიორგი ედილაშვილი მალე მორჩება ეკლესიის გალავნის შემოვლებას და მერე შეუდგება აწ განზრახული სასწავლებლის დაარსებას. ყველა გრძნობს იმის საჭიროებას და დღემდე კი საქმე-საქმეზე არ მიდის და სკოლა ვერ გავმართეთ“. 1904 წლის 3 თებერვალს მამა გიორგის 12 წლის განმავლობაში მთავარხუცესის მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის წმინდა ანას!III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1910 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა. 1912 წლის 15იძულებული გახდა გაეხადა ანაფორა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. შემორჩენილია პატარა მოგონება მამა მიხეილთან დაკავშირებით, რომელსაც მისი ნათესავი გოგი ედილაშვილი მოგვითხრობს: „10-11 წლისა ვიქნებოდი, მშობლებმა სოფელში რომ ჩამიყვანეს. მამა მიხეილს 4 შვილი ჰყავდა. მის ერთ შვილს ემილიანე ერქვა. ერთ დღეს ემილიანე მამას ურმის გაკეთებაში ეხმარებოდა. მამა მიხეილმა სთხოვა, რომ მისთვის მიეტანა ლატანი (ურემში ჩასადები). შვილმა მამის დავალება შეასრულა და ლატანი მიუტანა, მაგრამ მან უთხრა ეს აფრაკიაო. გოგიმ არ იცოდა, რას ნიშნავდა აფრაკი და თავისი გაკვირვება გამოხატა, მამა მიხეილმა კი აუხსნა, რომ ეს იყო არასწორი, დაღრეცილი ხე, იმ საქმისათვის არ გამოდგებოდა და დაიწყო ახალის გაკეთება. გოგის გაუკვირდა, საიდან იცოდა ამ ხანშიშესულმა კაცმა ურემის გაკეთება და იკითხა. მამა მიხეილმა კი უპასუხა, რომ მღვდლებმა ყველა ხელსაქმე იცოდნენ, რადგან ხშირად უწევდათ ამ საქმის კეთებაო. გოგისათვის გასაკვირი ის იყო, რომ მამა მიხეილი თავის თავს მღვდელს, ღვთისმსახურს უწოდებდა, მიუხედავად იმისა, რომ ის მღვდელმსახურებას აღარ აღასრულებდა“. მამა მიხეილი XX საუკუნის 50-იან წლებში გარდაიცვალა და დაკრძალულია სოფლის საგვარეულო სასაფლაოზე.  ამჟამად სასულიერო გზას აგრძელებს ედილაშვილების გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი , ურბნისისა და რუისის ეპარქიის მღვდელმსახური, სარკის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გიორგი (ედილაშვილი), რომელიც ღირსეული გამგრძელებელია თავისი დიდებული წინაპრების საქმიანობისა.  თებერვალს მღვდელი გიორგი, თავისი თხოვნის საფუძველზე, პენსიაზე გავიდა და შტატიან მლვდელმსახურად აღარ ითვლებოდა. 1918 წლის 1 ოქტომბერს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მამა გიორგის ეკლესიაში ორმოცწლიანი ერთგული და ნაყოფიერი სამსახურისათვის სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძა. XX საუკუნის 20-იან წლებში ეკლესია-მონასტრების დარბევისა და სამღვდელოების რეპრესიების პერიოდში მოხუცი მოძღვარი მშობლიურ სოფელში ცხოვრობდა და ჩუმად აღასრულებდა საეკლესიო წესებს. მღვდელი გიორგი 1931 წლის 10 მარტს გარდაიცვალა და მისი ცხედარი სოფელ ბრეთის საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

ედილაშვილების გვარში უკანასკნელი მლვდელმსახური გახლდათ მამა გიორგის ვაჟი მიხეილი, რომელიც 1881 წელს დაიბადა. მან დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი. წლების განმავლობაში ასწავლიდა ავლევის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში. ასევე პედაგოგი იყო მამამისის მიერ გახსნილ სოფელ ბრეთის სკოლაში.XX საუკუნის დასაწყისში მიხეილი დაქორწინდა გორის მაზრის სოფელ დირბში მცხოვრებ ბერძენ ქალიშვილზე, ელენე კიპარიდზე, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა: ლევანი, ელისაბედი, ემილიანე და შოთა. 1912 წლის 15 იანვარს მამის, მღვდელ გიორგის პენსიაზე გასვლის გამო, სოფლის მოსახლეობის თხოვნით, მიხეილი ბრეთის ეკლესიის წინამძღვრად გამოარჩიეს და ამავე წლის იანვრის თვეში დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი. 1916 წელს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. კომუნისტების შემოსვლის შემდეგ მამა მიხეილი თავდაპირველად განაგრძობდა მღვდელმსახურებას, მაგრამ 1923 წელს იძულებული გახდა გაეხადა ანაფორა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. შემორჩენილია პატარა მოგონება მამა მიხეილთან დაკავშირებით, რომელსაც მისი ნათესავი გოგი ედილაშვილი მოგვითხრობს: „10-11 წლისა ვიქნებოდი, მშობლებმა სოფელში რომ ჩამიყვანეს. მამა მიხეილს 4 შვილი ჰყავდა. მის ერთ შვილს ემილიანე ერქვა. ერთ დღეს ემილიანე მამას ურმის გაკეთებაში ეხმარებოდა. მამა მიხეილმა სთხოვა, რომ მისთვის მიეტანა ლატანი (ურემში ჩასადები). შვილმა მამის დავალება შეასრულა და ლატანი მიუტანა, მაგრამ მან უთხრა ეს აფრაკიაო. გოგიმ არ იცოდა, რას ნიშნავდა აფრაკი და თავისი გაკვირვება გამოხატა, მამა მიხეილმა კი აუხსნა, რომ ეს იყო არასწორი, დაღრეცილი ხე, იმ საქმისათვის არ გამოდგებოდა და დაიწყო ახალის გაკეთება. გოგის გაუკვირდა, საიდან იცოდა ამ ხანშიშესულმა კაცმა ურემის გაკეთება და იკითხა. მამა მიხეილმა კი უპასუხა, რომ მღვდლებმა ყველა ხელსაქმე იცოდნენ, რადგან ხშირად უწევდათ ამ საქმის კეთებაო. გოგისათვის გასაკვირი ის იყო, რომ მამა მიხეილი თავის თავს მღვდელს, ღვთისმსახურს უწოდებდა, მიუხედავად იმისა, რომ ის მღვდელმსახურებას აღარ აღასრულებდა“. მამა მიხეილი XX საუკუნის 50-იან წლებში გარდაიცვალა და დაკრძალულია სოფლის საგვარეულო სასაფლაოზე. ამჟამად სასულიერო გზას აგრძელებს ედილაშვილების გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი , ურბნისისა და რუისის ეპარქიის მღვდელმსახური, სარკის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გიორგი (ედილაშვილი), რომელიც ღირსეული გამგრძელებელია თავისი დიდებული წინაპრების საქმიანობისა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.11.2025
ბოლო რედაქტირება 11.11.2025
სულ რედაქტირებულია 8





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0