სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11896

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ანა დიონისეს ასული მენაღარიშვილი 1867-1980წწ მონაზონი დაბ. ლანჩხუთი ანა დიონისეს ასული მენაღარიშვილი 1867-1980წწ მონაზონი დაბ. ლანჩხუთი

1867-1980 წწ. გარდ. 113 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მენაღარიშვილი სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

20       ბეჭდვა

ანა დიონისეს ასული მენაღარიშვილი 1867-1980წწ მონაზონი დაბ. ლანჩხუთი

საპატრიარქოს უწყებანი N7 14-20თებერვალი 2012წ გვ.18


მონაზონი ანა მენაღარიშვილი (1867-1980)
I ნაწილი
გურიაში მდებარე ჯიხეთის დედათა მონასტერში სათნოებით გამორჩეული მრავალი მონაზონი მოღვაწეობდა. მიუხედავად კომუნისტური რეჟიმის სიმკაცრისა, იქ დარჩენილი დედები დიდი შემართებით აგრძელებდნენ მოსაგრეობას და ერთი წუთითაც არ ტოვებდნენ მონასტერს. ამჯერად გვინდა გაგაცნოთ მოგონებები მის ერთ-ერთ უკანასკნელ წარმომადგენელზე მონაზონ ანაზე (მენაღარიშვილი), რომელმაც მონასტერში თითქმის 100 წელი გაატარა. მოგონებები დაწერილია მონაზონ ანას დისშვილის მიერ. მონაზონი ანა მენაღარიშვილი დაიბადა 1867 წელს ლანჩხუთში, იქ, სადაც მოსე მდინარაძის ოჯახი სახლობს, ცენტრში, ბაღის გვერდით; მისი მშობლიური სახლი დღესაც ისეთივეა, არც არაფერი შეცვლა. მამა  დიონისე მენაღარიშვილი, ლანჩხუთის მკვიდრი, იმ დროისათვის განათლებული, წარმოსადეგი, სიდარბაისლით გამორჩეული შეძლებული აზნაური იყო, რომელიც საკუთარი ტყის (ათი დესიატინა) და რამდენიმე უღელი ხარ-კამეჩის მეპატრონე ყოფილა. იგი გახლდათ სოფლის მწერალი. დიონისეს უახლოესი მეგობარი იყო ჯამულეთ მენაღარიშვილი (ათინოგენ მენაღარიშვილის მამა), მის გარეშე დიონისე არც ჭირში და არც ლხინში არ დადიოდა. დედა მზეხა მაქსიმეს ასული ჯორბენაძე დაიბადა სოფელ ჩიბათში. იგი იყო ცნობილი ხუთი ცხენოსანი ძმის ერთადერთი და (კირილე, ივანე, იოსები, ბესარიონი, ლაზარე). მისმა ძმამ, ლაზარემ (რომელიც ავთანდილ ჯორბენაძის ბაბუა იყო), ცხენოსნობით მოიარა ამერიკა, ინგლისი, საფრანგეთი და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა. ეს ხუთივე ძმა ანას ბიძები იყვნენ დედის მხრიდან. ანას ჰყავდა სამი და და ერთადერთი ძმა - იოანე მენაღარიშვილი, რომელიც ლანჩხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მნათე იყო. ივანე დაიბადა 1865 წელს (გარდ. 1942წ.). ლანჩხუთის წმინდა გიორგის ეკლესის დანგრევა (1936წ) მისთვის საბედისწერო გამოდგა, დიდხანს იავადმყოფა, მაგრამ სულიერად არ დაცემულა, ლოგინად არ ჩავარდნილა. იოანემ აღზარდა ოთხი შვილი. მისი უფროსი ვაჟი -
7-1  საპატრიარქოს უწყებანი N7 14-20თებერვალი 2012წ გვ.19
მონაზონი ანა მენაღარიშვილი (1867-1980) (გაგრძელება)
ვლადიმერი რუსეთის იმპერატორ ნიკოლო II-ის ოფიცერი იყო, მომდევნო იასონი აქტიურად მონაწილეობდა მუშებისა და გლეხების დასაქმებაში და იყო რევოლუციონერი და პროფკავშირელი. მესამე ვაჟი კონსტანტინე (კოწია) სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, იბრძოდა მე-11 არმიის წინააღმდეგ. მან ერთ-ერთმა პირველმა დაამთავრა ახლად დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მეოთხე ალექსანდრე, რომელიც ანამ მონასტერში გაზარდა იყო ბოლშევიკი. მასაც დამთავრებული ჰქონდა უნივერსიტეტის „მუშფაკი“ და XX საუკუნის 30-იანი წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის საბინაო სამმართველოში სახლმმართველად და ინჟინრად. ეს უმცროსი ძმისშვილი ანამ მონაზვნებისა და წინამძღვრის ხელშეწყობით გაზარდა. მონაზონი ანა იგონებდა: „მივედი ძმის სახლში და რას ვხედავ, ალექსანდრე, რომელსაც დედა დაბადებისთანავე გარდაეცვალა და ძიძა ზრდიდა, მიწას ლოკავდა და ჭამდა. მეზობლებმაც მითხრეს, ამ ბავშვს თუ არ უპატრონე, მოკვდებაო, გული შემიქანდა ამის დანახვაზე. ელენე წინამძლვარს ვთხოვე ნებართვა და ბავშვი მონასტერში წამოვიყვანე. მონასტერში მიყვანისთანავე შევედი ოთახში, რათა ბავშვი დასაბანად გამემზადებინა, ამ დროს მონაზვნებმა იყვირეს: ანა! ანა! გამოვვარდი შეშინებული, მეგონა ფათერაკი რამ არის და რას ვხედავ, ბავშვს პირი მიწით აქვს გამოტენილი. სიარული და ლაპარაკი არ იცოდა, ეტყობა ჩემი მკაცრი გამოხედვით შევაშინე და ბავშვმა პირდაპირ წინადადება წარცერი იყო, მომდევნო იასონი იყო ბოლშევიკი. მასაც დამთავმოთვქვა... შენც მცემო?“ დედა ანა ამ ამბავს ყოველთვის ცრემლმორეული იხსენებდა... ის ხმა ყურიდან არ გამომდისო! მთელი მისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაშიე ორშაბათობითაც ინახავდა მარხვას -- ალექსანდრესთვის.  ანას ძმის, იოანე მნათის მეუღლე ასპიროზ სამსონია ადრე გარდაიცვალა. დარჩა პატარა შვილები, იოანე მეორედ დაქორწინდა ბათუმელ ეკა ლორიაზე, რომელმაც არ იგუა გერები და სასტიკად ეპყრობოდა მათ. იოანეს ერთადერთი ქალიშვილი სწორედ ამ უდიერმა მოპყრობამ შეიწირა და 16 წლისა (სახელად ნატალია) გარდაიცვალა, მონაზონი ნანობდა, ალექსანდრესთან ერთად ისიც უნდა წამომეყვანაო. ანას ჰყავდა სამი და, რომელთა შთამომავლებიც დღესაც ცხოვრობენ შუხუთში, ლანჩხუთში, თბილისში. ესენი არიან: ურუშაძეები, ფირცხალაიშვილები, აფხაძეები, მაგრამ ყველაზე მეტად მისი გვარის გამგრძელებლებზე ზრუნავდა. სწორედ ამიტომაც ითავა თავისი ობოლი ძმისშვილის გაზრდა. ანას ერთ-ერთი და გაინე გათხოვილი იყო სოფელ შუხუთში. იგი კირილე ფირცხალაიშვილის მეუღლე გახლდათ. კირილე დურგალი და სახელოვანი ცხენზე მოჯირითე იყო, მანაც მოიარა ამერიკა, თანაგუნდელებთან ერთად, სადაც გურულები ცხენზე ჯირითის ხელოვნებას უჩვენებდნენ. სწორედ ამიტომ არის რომ, იმ ადგილს, სადაც დიონისე მენაღარიშვილი და მისი შვილები დაიბადნენ და გაიზარდნენ, ძველი ლანჩხუთელები წმინდა ადგილს უწოდებდნენ. ანას ძმის იოანეს სურათი სენაკში, ხატების მოპირდაპირე მხარეს ეკიდა, როგორც უსათნოესი სულიერი ძმის, რომელიც საქველმოქმედო მოღვაწეობასაც ეწეოდა. ღარიბი ბავშვებისთვის საკუთარ სახლში გახსნა დაწყებითი სკოლა და ხელსაქმის წრე. ანა თავის ძმისშვილს მკაცრად ზრდიდა, აჩვევდა ქრისტიანულ წესებს. მან ყველა ლოცვა ზეპირად იცოდა, გალობდა კიდეც. იყო სტიქაროსანი მონასტერსა და ლანჩხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სადაც მამა მსახურობდა. შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად თბილისში გააგზავნეს. ანა მონასტერში შემდეგნაირად მოხვდა: იგი დანიშნული ყოფილა, როცა მისი საქმრო გაუწვევიათ სავალდებულო სამხედრო სამსახურში. სადედამთილოს ინიციატივით, ალბათ მშვიდად რომ ყოფილიყო და დროც მალე გასულიყო, მონასტერში, ხელსაქმის შესასწავლად მიაბარა. მაგრამ ჯარიდან დაბრუნებული საქმრო ანამ უარით გაისტუმრა და სამუდამოდ თავისი სული უფალს მიანდო, რომლის დიდებაშიც ასი წელი გალია მონასტერში და 1980 წლის 13 იანვარს (ახ.სტ.) გარდაიცვალა. მონასტრის ეკლესია ანას მონაზვნად ყოფნის დროს აშენდა, 1896 წელს. იგი ყვებოდა, თუ როგორი ზარ-ზეიმით გათხარეს საძირკველი, როგორ ეწეოდნენ ფიზიკურ შრომას. დედებს მამაკაცების მსგავსად უწევდათ ფიზიკურად შრომა და თან ლოცვას აღავლენდნენ უფლისადმი. თურმე მანამდე ჯიხეთის მოპირდაპირე მხარეს, ბორცვზე, გადმოცემით, თამარ მეფის დროს აშენებული უძველესი ეკლესია იდგა. ხშირად მივდიოდი იმ ნანგრევებთან და სინანულით შევცქეროდი უკვე ქვებად ქცეულ ტაძარს. ამბობდნენ: ტაძრის ერთ-ერთი კედელი ჭყონაგორელ გლეხს ჩაუტანია ურმით და საპარიკმახერო აუშენებია. იმასაც ამბობდნენ, მას შემდეგ იმ ოჯახმა ვერ გაიხარაო. სწორედ იქ, ძველ ეკლესიში, დაიწყო თავისი სულიე- რი ცხოვრება ანა მონაზონმა და მასთან ერთად  მატრონამ (ჩხიკვაძე), მართამ (სიხარულიძე), სოფიომ (დგებუაძე) და სხვა მონაზვნებმა, რომლებიც ჩემამდე გარდაიცვალნენ და ვერ მოვესწარი მათ. ანას და ყველა მონაზონს საკუთარი შრომით და თან-

7-2  საპატრიარქოს უწყებანი N7 14-20თებერვალი 2012წ გვ.20
მონაზონი ანა მენაღარიშვილი (1867-1980) (დასასრული)
ხით ჰქონდა აშენებული სენაკები, რომელსაც ჰქონდა ხატების კუთხე, სადაც უნიკალური, ვერცხლში შესრულებული უძველესი ხატები იყო დასვენებული, თავისი ძვირფასი კანდელით, ჯვრით და უძველესი წიგნებით. საოჯახო ნივთები ჰქონდა მე-19 საუკუნის დროინდელი. სენაკში იდგა აგურის ბუხარი, სადაც ამზადებდნენ საჭმელს. 9 თვის ვიყავი, როდესაც მონასტერში წამიყვანეს. მას შემდეგ ზაფხულობით, სამ თვეს, საკუთარი სურვილით აქ ვიმყოფებოდი. იქ, სადაც მამაჩემი გაიზარდა, იქ, სადაც ჩემი წინაპარი მეგულებოდა. იქ ყოფნის ყოველი წამი, იმ სულიერებით მდიდარ სამყაროში, ჩემთვის უძვირფასესი და მშობლიურია. შემოვლილი  მაქვს მთელი მიდამო. ვიცი, სად  ცხოვრობდა თითოეული მონაზონი, სად რომელი ხე ხარობს. ანა მონაზონი მეტად გულისხმიერი იყო, ისე არ ჩაივლიდა დღე, რომ ავადმყოფი და უძლური მონაზვნისათვის არ გაეტანებინა საჭმელი და არ მიეკითხა. გამუდმებული ლოცვის მიუხედავად, ახერხებდა საკუთარი მეურნეობის გაძლოლას. ეწეოდა საქველ-მოქმედო საქმიანობას, ეხმარებოდა  ახლო სოფლებსა და სანათესაოში  ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სოფლის მცხოვრებლებსა და ნათესავებში. ყოველგვარი გაუგებრობისა და დავის მოსაგვარებლად, მათივე თხოვნით, არიგებდა ოჯახებს, ნათესავებს, მტერ-მოყვარეს, სადაც მისი ნახვის შემდეგ მშვიდობა მყარდებოდა.  გარეგნულად ანა იყო მაღალი, თეთრი პირისახის. მომწვანო-მონაცრისფრო თვალები ჰქონდა, სულ ჭაღარა და სულ ღრმა მოხუცი იყო, რაც თავი მახსოვს. თითქმის ყველა მონაზონი სუსტი გარეგნობის იყო,  მაგრამ მათი სუსტი სხეულებიდან იგრძნობოდა ის ძლიერი სული, რომლითაც მათ გადალახეს ყოველგვარი დაბრკოლება (განსაკუთრებით კომუნისტური წყობის დროს) უფლისკენ მიმავალ გზაზე. დედებს ყველა მოწიწებით და თქვენობით მიმართავდა და რატომღაც მამიდას ეძახდა. მე, როგორც წესი, მარტო არ ვიძინებდი. სულ ანა  მონაზონთან მეძინა. საოცარია, მაგრამ ნამდვილად ასე იყო, მონაზონს არანაირი სუნი არ ჰქონდა. მიუხედავად ცუდი საყოფაცხოვრებო პირობებისა და ასაკისა, ქათქათა მოხუცები იყვნენ, რაც იმის დასტურია, რომ ისინი სულიერებით ყველაზე სპეტაკნი იყვნენ იმდროინდელ საქართველოში. აქვე მინდა მოგახსენოთ ერთი სასწაულის შესახებ. მოხდა ისე, რომ ერთ ჭყონაგორელ ახალგაზრდას ჩემი უფროსი და მოსწონებია, დამუქრებია, „ამაღამ მოგიტაცებო“. ეს რომ გაიგეს მონაზვნებმა, შეშინდნენ. მახსოვს, წინამძლვარმა თეოდორამ (მორჩილაძე) და ჩემმა უფროსმა დამ ის ღამე ეკლესიაში გაათენეს. ანა მონაზონმა კი დაძინებამდე გამოიტანა ჯამით წყალი აივანზე, დაამაგრა ყველა მხრიდან ანთებული  სანთელი და მუხლმოდრეკილი მხურვალედ დაიწყო ლოცვა, თან პეშვით იღებდა ჯამიდან წყალს და უკანვე აბრუნებდა. მე ვკითხე, რას აკეთებ მეთქი?  მან არ მიპასუხა და ლოცვის დამთავრებისთანავე კმაყოფილი სახით შემომხედა და აღტაცებულმა მითხრა: „ამაღამ ისეთი თქეში წამოვა წმინდა ელიას მადლით, რომ კაციშვილი ვერ ამოაღწევს აქაო“ (მაშინ მონასტრამდე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი იყო. დაღამდა, ძილში ძლიერმა არაბუნებრივმა ნათებამ დახმამ გამომაღვიძა. მთელი  ოთახი და სამონასტრო ეზო თითქოს პროჟექტორებით გაანათეს, ისე დღესავით იყო ელვით განათებული, რომ ეკლესია მთლიანად ჩანდა, საშინლად გაწვიმდა... გადავხედე ჩემ გვერდით მძინარე ანა მონაზონს, კიდევაც გამიკვირდა მისი სიმშვიდე, არც კი შემკრთალა... მეორე დილით იძულებული შეიქნა და წამოგვიყვანა თბილისში. ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი ყოფნა საქართველოს დედაქალაქში. სამოციან წლები იდგა. მაშინ ვცხოვრობდით ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიასთან, სადაც რუსულად მიმდინარეობდა ლოცვა. სწორედ მაშინ წავიყვანეთ ძველუბანში, სიონის ტაძრის სიდიდით აღფრთოვანებული, წავიყვანეთ მცხეთაში, ვაჩვენეთ სვეტიცხოველი. სამთავროს მონასტერში ანამ მოინახულა თავისი სულიერი დები, რომლებიც ადრე ჯიხეთის მონასტერს სტუმრობდნენ. ესენი იყვნენ: დედა დარო (აჭაიძე), დედა ზოილე (დვალიშვილი) და სხვები. ანა დიდხანს არ დარჩენილა თბილისში, იგი გამუდმებულ ლოცვაში იყო და სადაც ტელევიზორი გვედგა, იმ ოთახში არ შედიოდა.
(გაგრძელება იქნება)
8 საპატრიარქოს უწყებანი N21-27 თებერვალი 2013წ გვ.18
მონაზონი ანა (მენაღარიშვილი) 1867-1980
 II ნაწილი
ანას მონაყოლით მის ახალგაზრდობაში ხშირად არბევდნენ მონასტერს. ზოგი ახალგაზრდა, ლამაზი მონაზვნების მოსატაცებლად ამოდიოდა. ამ დროს, ერთ მუშტად შეკრულები - თოფით, ცულით, ბარით ვიცავდით თავს და ვერავინ შეარყია ჩვენი რწმენა. თუ უდროოდ დაირეკებოდა ზარი, ახლომახლო სოფლებიდან მოსახლეობა ჩვენს დასაცავად მორბოდა, განსაკუთრებით, სოფელ ვანიდან. რამდენჯერმე გაქურდეს მონასტერი, ცდილობდნენ (ურწმუნო კომუნისტები) ხალხის რწმენის შერყევას, მაგრამ იმ უღმერთობის პერიოდში ამ მონასტერში ჩუმად სულ თანამდებობის პირები და მათი შვილები ინათლებოდნენ, რათა სამსახური არ დაეკარგათ. ამ საიდუმლო ნათლობის დროს ნათლიებად მონაზვნებს ირჩევდნენ. სწორედ ამიტომ ანა მონაზვნის დაკრძალვას ლანჩხუთის საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, მისი ნათლულებიც ესწრებოდნენ. როდესაც მონაზონი ანა გარდაიცვალა, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ იქ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) და თეკლათის მგალობელი დედები მიავლინა, მისი სულისა და მოღვაწეობის პატივსაცემად. დაკრძალვა რაღაც ზებუნებრივად წმინდა და სანახაობითი იყო.
მახსოვხ, ერთხელ ანა მონაზონმა სკივრში საგულდაგულოდ შენახული ახალი ტანსაცმელი და ჯვრის ფორმის დიდი შავი ნაჭერი მაჩვენა, რომელზეც ჯვრებისა და სიკვდილის გამოსახულება იყო ამოქარგული. მითხრა, როცა მოვკვდები ამ სუდარაში გამახვევენ და შენ ვეღარ მნახავ. დავიბარებ, რომ არ შეგაწუხონ და არ გაგაგებინონო. მონაზვნის დატირება არ შეიძლება, რადგან მთელი სიცოცხლე იმ დღის მოლოდინში ვარ, როცა ჩემი სული უფალს ეახლებაო. ამ სიტყვების გაგონებაც არ მინდოდა. , გამოხდა ხანი... ვიდექი მშობლიური ჯიხეთის მონასტრის ეკლესიაში, სადაც დასვენებული იყო ჩემი უკანასკნელი წინაპარი, რომელმაც უფალს მიანდო სული და სულიერი სიწმინდითა და ლოცვა-კურთხევით ვალი მოიხადა ქვეყნის, ერისა და გვარის წინაშე. მისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში (100 წელი იცხოვრა მონასტერში, გარდაიცვალა 112 წლისა) სიხარულით ემზადებოდა ამ დღისთვის. მონასტერში იგი სამოციქულოს კითხულობდა, აკეთებდა სანთელს, მისი მოულლელობით ეკლესიაში კარადის უჯრა ყოველთვის სავსე იყო გასაყიდი სუფთა თაფლის სანთლით, რომელსაც სიმბოლურ ფასად  10 კაპიკად ჰყიდდნენ. თავისი წინაპრებით ბევრი ამაყობს. ეამაყებათ მათი წინაპრების სიმდიდრე, ქონება და ა.შ. მე კი მეამაყება მათ მიერ სწორად განვლილი ცხოვრების გზა და იმ ნარეკლიან გზაზე მათი სულიერი სიმტკიცე, რწმენა უფლისა. მათგან გზაგაკვალული და გზადალოცვილი, ადვილად არ ვეპუები გაჭირვებასა და დარდს, ჭირსა თუ ლხინს. სწავლის პერიოდში თბილისიდან ხშირად წერილებს ვაგზავნიდი და ამ ჩემს წერილში ყველა მონაზონს მოვიკითხავდი ხოლმე. მათ მამიდებს ვეძახდი (ასე მიმართავდნენ წინათ გურიაში დედებს) და ჩამოვთვლიდი ხოლმე ყველა მონაზონის სახელს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გარე სამყაროსა და თბილისის ამბებს მე ვატყობინებდი მონაზვნებს. ეს მონაზვნები იყვნენ: ანა დიონისეს ასული მენაღარიშვილი (ლანჩხუთიდან), თეოდორა მორჩილაძე (წინამძღვარი აკეთიდან), მარიამ გოგიტიძე (ბათუმიდან), ანასტასია გოგუაძე (ლანჩხუთიდან), მაკრინე გოგეშვილი (ლანჩხუთიდან), თებროლე ბურჭულაძე, მარიამ ჩიჩუა, აკვირინე  ლუკას ასული აროშიძე (ქვიანიდან), იგი გუნდის ხელმძღვანელი იყო, თეკლე თევზაძე, ივლიტე ბებია (ზარის დამრეკავი, ეკლესიას პირველად ის აღებდა), ბარბარე მახარაძე, მართა სიხარულიძე, სოფიო დგებუაძე, ნინო წულაძე, რომელიც არაჩვეულებრივად გალობდა, მატრონა ჩხიკვაძე - უსინათლო მონაზონი მას ასთმა აწუხებდა და ულუმპია კუნჭულია. მამაჩემის ბავშვობისას მონასტრის წინამძღვარი იყო ანასტასია დადიანი-ლორთქიფანიძე, რომელიც მეტად განათლებული ყოფილა, იგი რუსულს ასწავლიდა ბავშვებს, მეტად მომთხოვნი და მკაცრი იყო. აქ ყოფილა მონაზონი, სახელად მზეხა. მონასტერში მსახურობდნენ და ანა მონაზვნის სახლში ცხოვრობდნენ ელენე დარჩია (ჭყონაგორის ეკლესიის მღვდლის ცოლი) და დუსია -–– რუსი, რომელიც შემდგომში ანას სახლსა და ნივთებს დაეპატრონა. გასვენების დღესაც კი ჩვენ, ვინც იმ პატარა ეკლესიაში გავიზარდეთ, არ შეგვიშვა, კიდევ ერთხელ რომ შეგვევლო თვალი სახლისთვის, რომელიც ჩვენთვის მეტად ძვირფასი იყო. მამაჩემის გადმოცემით, ლანჩხუთიდან დღესასწაულებზე ამოდიოდნენ მღვდელი იოანე გოგიჩაიშვილი და მღვდელი ეპიფანე ჩხაიძე. სოფელ სამებიდან დეკანოზი ეპიფანე ხონელია. ჩემს დროს მახსოვს სენაკიდან ხშირად სტუმრობდა მონასტერს არქიმანდრიტი კონსტანტინე (ქვარაია). მონასტერი დაარსდა მე-19 საუკუნის ბოლოს. მისი ადგილი ზუსტად შეესაბამება სამონასტრო ცხოვრებას. იგი დასახლებული პუნქტიდან 4-5 კილომეტრითაა დაშორებული. ნიგოეთის მთები, სადაც ეს მონასტერი მდებარეობს, გადმოჰყურებს კოლხეთის დაბ-
8-1  საპატრიარქოს უწყებანი N21-27 თებერვალი 2013წ გვ.19
მონაზონი ანა (მენაღარიშვილი) 1867-1980 (გაგრძელება)
ლობს, საიდანაც ხელისგულივით მოჩანს რკინიგზის ხაზი, აბაშა, ბათუმი ზღვის ზოლი. სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთი უტყუარი და ერთგული თანამოზიარეა ორასწლოვანი ცატავის ხე, რომლის ჩრდილშიც წირვის შემდეგ მონაზვნები ჩამოსხდებოდნენ ხოლმე და მოიკითხავდნენ ერთმანეთს, იგებდნენ, ვის რა უჭირდა, ვის რა  აწუხებდა და შემდეგ დახმარებას უწევდნენ გაჭირვებულს, ავადმყოფს. საუცხოო მოსასმენი იყო მათი საუბარი, მათი გალობა. რაც თავი მახსოვს, ისინი სულ ღრმა მოხუცები იყვნენ, თითქოს დრო  გაჩერებული იყო მათთვის და არც იცვლებოდნენ.  ამასობაში მათ ხელში გავიზარდე და ასაკში შესულიც გაკვირვებული ვიყავი მათი შრომისმოყვარეობით, ენერგიულობით, მეხსიერებით. არ მახსოვს როდესმე მონაზვნებს ვინმესთან დაეწყოთ საუბარი რწმენაზე. ისინი არავის ახვევდნენ თავს ამ თემაზე საუბარს. ხოლო თუ ვინმე დაინტერესებული პირი გამოჩნდებოდა, დიდი სიმხნევითა და რწმენით უყვებოდნენ ხატზე გამოსახული უფლის ცხოვრებას. სწორედ ეკლესიის წიაღში ჰპოვებდა ყოველი ჩვენგანი სულიერ სიმშვიდეს. მაშინ როდესაც სოფლებში და დიდ ქალაქებში ეკლესიიდან გამოსულ ახალგაზრდებს სასწავლებლიდან გაგდებით აშინებდნენ, თანამდებობის პირებს კი -– სამსახურიდან დათხოვნით, სწორედ ჯიხეთის დედათა მონასტერი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც თავისუფლად შეეძლო ადამიანს დასწრებოდა წირვა-ლოცვას, დაენთო სანთელი... იყო დრო, როდესაც მონასტერს თავს ესხმოდნენ  უკეთურები, არბევდნენ და ძარცვავდნენ ეკლესიას, მონაზვნებს. ისინი იქაურობას, ძირითადად, ღამით „სტუმრობდნენ“, იპარავდნენ ხატებს, საქონელს, მონაზვნებს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. მონაზონი თებრონე ბურჭულაძე კინაღამ ცემით მოკლეს, რის შედეგად იგი მალევე გარდაიცვალა, ხოლო მარიამ გოგიტიძემ შიშისაგან სული განუტევა, ეკლესიაში დასვენებული კი გაცოცხლდა. ცაცხვის ხეზე ეკიდა დიდი ზარი, რომელიც სამმა
ძმამ ურმით ამოიტანა მონასტერში. სამივე ძმა ეკლესიის გვერდით განისვენებს. ცისკრის ლოცვას იწყებდნენ ღამიანად (ბნელში). ზარს ისე ოსტატურად ჩამოჰკრავდა ივლიტე ბებია, რომ 4 კმ-ის მოშორებით ისმოდა მისი ხმა, ეკლესიის კარსაც ის აღებდა და იწყებდა ლოცვას. ივლიტე იყო დაბალი. ჰქონდა მოწითალო-ქერა თმა, თეთრი პირისახე, ოდნავ კოჭლობდა. მას ჰქონდა ხელის წისქვილი, რომლითაც ფქვავდა სიმინდს. მეც   ბევრჯერ მიტრიალებია ხელით ეს მძიმე ქვა. დედა ივლიტე სიბერეში ფილთა-თოფს მაჩვების დასაფრთხობად ატარებდა. ახალგაზრდობაში კი ღამით სასთუმალთანაც ახლოს ედო, რადგან მონასტერს ხშირად არბევდნენ ულამაზესი მონაზვნების მოსატაცებლად. შემდგომ კომუნისტური რეჟიმის დამცველი უკეთურები რელიგიური მრწამსის განადგურების მიზნით არბევდნენ და აშინებდნენ მონაზვნებს, მათ არ ჩამორჩებოდნენ არც ზნედაცემული და ხელმრუდი ავაზაკები. ხშირად მონაზვნები შველას ითხოვდნენ ახლომახლო სოფლების მაცხოვრებლებისგან. ისინი იგონებდენ რომ როგორც კი მონასტერში უდროოდ დაირეკებოდა ზარი, ახლო სოფლებიდან (სამება, ჭყონაგორა, ქვიანი) დასახმარებლად მორბოდნენო. ეს ხალხი სამეურნეო საქმიანობაშიც უანგაროდ ემსახურებოდა მონასტერს. XX საუკუნის 60-70-იან წლებშიც კი გრძელდებოდა ას წელს მიღწეული მოხუცების დარბევა, გაქურდვის მიზნით. თვით ეკლესიაც ბევრჯერ გაქურდეს და წაიღეს უძველესი ხატები. ასეთ დროს ურწმუნო მთავრობაშიც იყვნენ თანამდებობის პირები, რომლებიც ჩუმად, საიდუმლოდ ინათლებოდნენ და საკუთარი ოჯახი წევრებსაც ნათლავდნენ. ამიტომ იყო, რომ მონაზვნები მრავალი თანამდებობის პირის ნათლიები იყვნენ, რომლებიც ფარულად ეკლესიასაც ყურადღებას აქცევდნენ და წირ- ვასაც ესწრებოდნენ. მონასტრის ეზოში ჩამწკრივებული პატარა ოდასახლები ეკლესიის ირგვლივ წრეს კრავდა. მახსოვს 14 სახლი და 14 უხუცესი მონაზონი. გადმოცემით, 30-40- იან წლებში 45 სახლი ყოფილა, შესაბამისად, მონაზონიც ამდენი იქნებოდა. თითოეულ მონაზონს ჰქონდა საკუთარი მეურნეობა, საქონელი, აკეთებდნენ ყველს, მოჰყავდათ თაფლი, სიმინდი, უვლიდნენ აბრეშუმის ჭიას და პარკს აბარებდნენ მთავრობას. საუბრისას გაოცდებოდი მათი მჭევრმეტყველებით, განათლებით. ბევრი მათგანი თავადური წარმოშობისა იყო. მახსოვს, სოფიო დგებუაძემ მითხრა: „მოგწყინდებიან, ქალბატონებო, აქ არც ორღანია და არც ბანქო“. მონასტერს ჰქონდა სამონასტრო სახლი, სადაც სტუმრებს დღესასწაულის დროს აბინავებდნენ. XX საუკუნის 60-70-იან წლებში აქ ჩამოდიოდნენ მცხეთის სამთავროს მონასტრის მონაზვნები -– დედა ზიოლე და დედა დარო. დედა თეოდორას წინამძღოლობით მონასტერში სრული წესრიგი იყო. იგი განათ-

8-2  საპატრიარქოს უწყებანი N21-27 თებერვალი 2013წ გვ.20
მონაზონი ანა (მენაღარიშვილი) 1867-1980 (დასასრული)
ლებული, კაცთმოყვარე, ყურადღებიანი და სტუმართმოყვარე პიროვნება იყო. მისი მონაყოლით ვიცი, რომ მამამ ექვსი წლის ასაკში მხარზე შემომჯდარი მიიყვანა მონასტერში წერა-კითხვის შესასწავლად და შემდეგ უკან აღარ გაჰყვა, ისე მოხიბლა უფალთან სულიერმა სიახლოვემ. მიუხედავად გამუდმებული წირვა-ლოცვისა და მორჩილებისა ცისკრიდან მწუხრამდე, მონაზვნები ახერხებდნენ თავიანთი მეურნეობის გაძღოლას. ღამიანად  ისინი ძროხებს წველიდნენ და საბალახოდ უშვებდნენ, ამუშავებდნენ საბაღე საბოსტნე, საყანე მიწებს. უვლიდნენ ფუტკარს, წყაროზე ხდიდნენ ანწილის არაყს, ბჟოლის (თუთის) ხიდან გამოთლილ საწნახელში წურავდნენ ადესას, ავლებდნენ ჯანჯუხას, აშრობდნენ ხურმის ჩირს, აგროვებდნენ თხილს, კაკალს, იყვანდნენ ყველს, აგროვებდნენ კვერცხს და თავიანთი შრომის ნაყოფს ყველაზე გაჭირვებულებს ურიგებდნენ. ისინი საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწეოდნენ. ახლომახლო სოფლის მრავალშვილიან ოჯახებს ჩუქნიდნენ ხბოს, ქათამს, კვერცხს. გამუდმებული ლოცვისა და ცუდი საყო- ფაცხოვრებო პირობებისა მიუხედავად, ჩემდა გასაოცრად, მონაზვნები გამოირჩეოდნენ სიკოხტავით, სისპეტაკით, სისუფთავით. არანაირი სუნი არ იგრძნობოდა, გარდა სანთლისა და ადესის სუნისა. კელიაც სუფთად და უბრალოდ ჰქონდათ მოწყობილი. ყველას ოდაში (კელიაში) აღმოსავლეთის კედელი სავსე იყო უნიკალური ხატებით, საცეცხლურებით, წიგნებით, კანდელით, რომელიც ვერცხლით იყო გაფორმებული. ყველა მონაზონს ჰქონდა ახალი სადღესასწაულო ტანსაცმელი, ანაფორა, რომელსაც მხოლოდ დღესასწაულებზე იცვამდნენ, თავისი ლეჩაქით. მონასტერი წყლით ორი წყაროთი მარაგდებოდა. მახსოვს, XX საუკუნის 50-იან წლებში აქ ჩამოვიდა ბათუმ-შემოქმედის მიტროპოლიტი. მე მას წყაროსთან შევეგებე, დოქით წყალი მივართვი და ხელზე ვემთხვიე. იგი შემდგომში გახდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე. აღნიშვნის ღირსია ის, რომ ეს მონაზვნები მოესწრნენ ორ საუკუნეს. ისინი ცოცხალი მემატიანეებივით ინახავდნენ ძველ ნივთებს, ყველაფერს, რასაც ისტორია ჰქვია. მათთან ურთიერთობა იყო შეხვედრა წინაპრებთან, ასეთი გურულით აღარსად საუბრობენ,  ასეთი პატარა ოდები აღარსადაა, ვერც ერთ ოთახში ვერ ნახავთ ქვის საფქვავს, ქვის კეცს, ძველებურ ბუხარს, გობს, ჩახანას, სამფეხა ჯორკოს. მონაზვნები, რომელებიც ჭრაქისშუქზე ლოცულობდნენ, ბუხარში ამზადებდნენ ტრაპეზს, გამუდმებული შრომითა და ლოცვით სამაგალითონი იყვნენ; იმ უღმერთო მთავრობის დროს, რასაც კომუნისტური წყობა ერქვა უამრავი დამცირება, გაჭირვება, შიში გადაიტანეს (1921 წლიდან), მაგრამ უფლისკენ მომავალი გზა მათთვის მთავარი იყო და ამ რწმენით შეხვდა ყოველი მათგანი იმ დღეს, რომელსაც მთელი სიცოცხლე რწმენით თუ სულიერი სიმტკიცით ელოდნენ და ჩვენ, მათგან დალოცვილი შთამომავლები, უფლის გზაზე დაგვაყენეს. უდიდესია მათი დამსახურება ერის, ქვეყნისა და უფლის წინაშე, ვთვლი, რომ მათთან ჩემი სიახლოვე უფლის დიდი წყალობა იყო.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.11.2025
ბოლო რედაქტირება 13.11.2025
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0