სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11905

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
იროდიონ მიხეილის ძე შავლიაშვილი  1880-1959წწ (დეკანოზი) დაბ. თელავი იროდიონ მიხეილის ძე შავლიაშვილი  1880-1959წწ (დეკანოზი) დაბ. თელავი

1880-1959 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი შავლიაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

18       ბეჭდვა

იროდიონ მიხეილის ძე შავლიაშვილი 1880-1959წწ (დეკანოზი) დაბ. თელავი

 დაბადების თარიღი: 1880 წელი

გარდაცვ. თარიღი: 24 ნოემბერი, 1959  (79 წლის ასაკში)


დაკრძალვის ადგილი: თელავის საერო სასაფლაო

იროდიონ შავლიაშვილი დაიბადა 1880 წელს თელავში.

   1885 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1891 წელს დაამთავრა და 1892 წელს აწყურის ორ კლასიანი სამინისტრო სკოლის ზედამხედველად დაინიშნა.

   1897 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და არტოზან-რუისპირის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. ამავე წელს რუისპირის სამრევლო-საეკლესიო სკოლის ხელმძღვანელად დაინიშნა.

   1898 წელს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) საგვერდულით დააჯილდოვა.

   1901 წელს ვარდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

   1902 წელს აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

   1911 წელს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით გადააყენეს მთავარხუცესობიდან.

   1912 წელს საცხენისის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

    იროდიონ შავლიაშვილი 1917 წლის 11-17 სექტემბრის საქართველოს ეკლესიის პირევლ საეკლესიო კრებაზე მონაწილეობდა.

   1924 წელს, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, ანაფორა გაიხადა და ღვთისმსახურება მიატოვა.

   დეკანოზი იროდიონი გარდაიცვალა 1959 წლის 24 ნოემბერს და დაკრძალულია თელავის საქალაქო სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

გიორგი მაჩურიშვილი


1880 წელს დაიბადა.

1885-91 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.


1892 წელს აწყურის ორ კლასიანი სამინისტრო სკოლის ზედამსედველად დაინიშნა.
1897 წლის 5 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი და არტოზან-რუისპირის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. ამავე წლის 15 დეკემბერს რუისპირის სამრევლო-საეკლესიო სკოლის ხელმძღვანელად დაინიშნა.
1898 წლის 14 სექტემბერს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) საგვერდულით დააჯილდოვა.
1901 წლის 10 ივლისს ვარდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1902 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1911 წლის 20 დეკემბერს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით გადააყენეს მთავარხუცესობიდან, 
1912 წლის 4 დეკემბერს საცხენისის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბრის საქართველოს ეკლესიის პირევლ საეკლესიო კრებაზე.
1924 წელს ხელისუფლების ზეწოლის შედეგად გაიხადა ანაფორა და მიატოვა ღვთისმსახურება.
დეკანოზი იროდიონი 1960 წელს გარდაიცვალა. 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.11.2025
ბოლო რედაქტირება 13.11.2025
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0