სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11931

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
იოსები ქობულაშვილი 1670-1750წწ მთავარეპისკოპოსი იოსები ქობულაშვილი 1670-1750წწ მთავარეპისკოპოსი

1670-1750 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ქობულაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

იოსები ქობულაშვილი 1670-1750წწ მთავარეპისკოპოსი

მთავარეპისკოპოსი იოსები (ქობულაშვილი) 1670-1750
მთავარეპისკოპოსი იოსები 1670 წელს კახეთში, თავადის ოჯახში დაიბადა. მისი დაბადების თარიღი ირკვევა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული სამღვდელმთავრო კონდაკიდან, რომელიც მეუფე იოსებს 1738 წელს გადაუწერია. კონდაკს თან ერთვის მისი ანდერძი: „იესუ ქრისტე, ადიდე... სამებელყოფილი იოსებ კახი, ქვაბულისძის ძე, თამაზის ძე, რომელმან აღვწერე წიგნი ესე პეტერბურხს... წელი გარდმევლო ორმოცდათვრამეტი. ქრისტეს აქეთ წელი გასრულ იყნეს 1738 წელი“. შთამომავლობით მეუფე ცნობილ თავადურ გვარს, ქობულაშვილებს ეკუთვნოდა. მამა მისი თამაზ სვიმონის ძე -– გავლენიანი კაცი იყო კახეთის სამეფო კარზე, მას კახთ მდივანმწიგნობართუხუცესის თანამდებობა ეკავა. ზუსტად არაა ცნობილი, თუ რომელ მონასტერში მიიღო მან სასულიერო და საერო განათლება; მღვდელი ილარიონ ჯაში თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ იოსები გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში აღიზარდა. 1696 წელს, ქართლის მეფის ერეკლე I-ისა და კათოლიკოს იოანე X-ის (დიასამიძე) თაოსნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ჩატარდა საეკლესიო კრება. კრებაზე იმსჯელეს გარეჯის მონასტრებისა და სავანეების მძიმე მდგომარეობაზე და გამოირჩიეს მონასტრის წინამძღვრები. სავარაუდოა, რომ ამ კრებაზე უნდა მომხდარიყო იოსების დადგინებაც შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრად. 1704 წელს ქართლის ჯანიშინმა ვახტანგ ლევანის ძემ (შემდგომში –– ვახტანგ VI) კათოლიკოსად დაადგინა თავისი ძმა დომენტი, რომელიც მთელი ძალით შეუდგა საეკლესიო ცხოვრების განახლებას ქვეყანაში. ეპარქიებში საჭირო იყო ენერგიული და განათლებული სასულიერი პირების მღვდელმთავრად დადგინება, 1705 წელს კათოლიკოსმა დომენტიმ შიომღვიმიდან გამოიხმო არქიმანდრიტი იოსები და სამებელ (კაწარელ) ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მეუფე იოსები თითქმის 15 წელი მოღვაწეობდა ამ ეპარქიაში. დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგად მან კულტურულ-სამეცნიერო კერად აქცია იქაურობა. იგი მზრუნველობდა და ყოველნაირად ეხმარებოდა ქრისტიანობის განმტკიცებას თავის სამწყსოში. დიდი ყურადღებას უთმობდა იგი დანგრეული ეკლესია-მონასტრების აღდგენა-რესტავრაციას. განაახლა უჯარმის, ბოჭორმისა და ხაშმის მონასტრები. 1723-1724 წლებში, ახლო აღმოსავლეთში დატრიალებული მოვლენების შედეგად, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვითარება ძლიერ შეიცვალა. რუსეთის იმპერატორ პეტრე I-ისგან მოტყუებული ქართლის მეფე ვახტანგი 1724 წელს იძულებული გახდა დიდი ამალით საქართველოს გასცლოდა და რუსეთში გადახვეწილიყო. ქართლის სამეფო ოსმალებმა ჩაიგდეს ხელში. ამით ისარგებლეს ლეკებმაც და მოუმატეს თარეშს ქართლსა და კახეთში. მოიშალა ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული განვითარება. დაინგრა, გაიძარცვა და განადგურდა მრავალი სოფელი, ეკლესია- მონასტრები, გაპარტახდა ეპარქიები. გამონაკლისი არც სამების სამწყსო გახლდათ. მეუფე იოსები თავადაც ძლივს გადაურჩა ლეკთა თავდასხმას. 1723 წლის ბოლოს კათოლიკოსმა დომენტიმ მეუფე იოსები წილკნის ეპარქიაში გადაიყვანა. ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი ამ ეპარქიას 1730 წლამდე განაგებდა, რაც ერთობ საეჭვოა, რადგანაც თ. ჟორდანიას „ქრონიკების“ II ტომში ჩვენ ვკითხულობთ: ამ: ქორონიკონს: უიგ: (1725 წელი) ლაზარობას: ბატონიშვილმა: კათოლიკოზმა: დომენტიმ: მცხეთას: მუხრანის: ბატონის: ყმა: წილკნის: ეფისკოპოზი: „რაგვარადაც ძველთაგან: ყოფილიყო: ისრე: ახლა: მლიტრითა: და: ბისონითა: აკურთხა: გაბრიელ: უკუნითი: უკუნისამდე: მოუშლე- “ ლად: ესეცა: და: ამას უკან: რაც: დარჩება: ისიცა: ყველა: ასე: უნდა: ეკურთხოს: და, “" წიგნიც: ასე, უბოძა: მუხრანის: ბატონიშვილიმამუკა: იქ: ახლდა: სავარაუდოდ, მეუფე  იოსები წილკნის კათედრას 1725 წლის მერე განაგებდა. 1730 წელს მეუფე იოსები იძულებულია ' წილკნის ეპარქიაც დატოვოს. იგი 33 კაციანი “ ამალით დარიალის ხეობით რუსეთში მიემგ ზავრება. ჩრდილო კავკასიაში მეუფის ამალას “ თავს დაესხნენ ლეკები, გაძარცვეს და დაატყვევეს მრავალი, მოკლეს მისი ძმისწული -– “ კონდრატე. თავად მეუფე ტყვედ დაიტოვეს. საშინლად ნაწამები მღვდელმთავარი 17 დღის
17-1  საპატრიარქოს უწყებანი N17 1-6მაისი 2014წ გვ.19
მთავარეპისკოპოსი იოსები (ქობულაშვილი) 1670-1750 (გაგრძელება)
განმავლობაში ჯაჭვებით ჰყავდათ დაბმული. რუსეთში მყოფი ქართველების დახმარებით მეუფე იოსები ტყვეობიდან გათავისუფლდა. იგი მივიდა ჯვრის მონასტერში, სადაც თავისი ძმისწული დაასაფლავა და იქიდან 1732 წელს მოსკოვში ჩავიდა, სადაც დიდი პატივით მიიღო ვახტანგ VI-მ. ვახტანგ VI-ის შუამდგომლობით წმინდა სინოდმა მას ჯამაგირი დაუნიშნა.  1733 წლის 12 სექტემბერს მიტროპოლიტ რომანოზთან (ერისთავი) ერთად განამწესეს მეფის ასულ ეკატერინეს, მეკლენბურგის ჰერცოგინიას პირად სამსახურში. მათ უნდა ემსახურათ სანკტ-პეტერბურგის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის მონასტერში, სადაც იმავე წლის 21 ოქტომბერს ჩავიდნენ და დაენიშნათ 1000 მანეთი ჯამაგირი. 1734 წლის 15 მარტს ისინი ოფიციალურად ჩაირიცხნენ შტატის სამსახურში. 1734 წლის 15 მაისს მეუფე იოსები ნოვგორიდის ეპარქიაში გადაიყვანეს და მიტროპოლიტ თეოფანეს (პროკოპოვიჩი) თანაშემწედ დანიშნეს. მას ჩააბარეს კარელიისა და ლადოგის საქორეპისკოპოსო კათედრა და პირველი ხარისხის იურევის, ანუ წმინდა გიორგის სახელობის მამატა მონასტრის წინამძღვრობაც. ეპარქიაში გამგზავრებამდე, მიტროპოლიტ თეოფანეს წინადადებით, წმინდა სინოდმა მას მიანიჭა განსაკუთრებული უფლებები, თუმცა გარკვეული შეზღუთვებით. როგორც ჩანს, შემდგომში მიტროპოლიტ თეოფანეს მოეწონა მეუფე იოსების მუშაობა და 1736 წელს იგი სრული უფლებებით აღჭურა. იოსები ძლიერ დაეხმარა მეუფე თეოფანეს ეპარქიის მართვაში, რადგან იგი ნაკლებად იცნობდა იმ პრობლემებს, რომლებიც მის დიდ ეპარქიაში არსებობდა. 1736 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა მიტროპოლიტი თეოფანე და ნოვგოროდის ეპარქიის მართვა დროებით მეუფე იოსები დაევალა. მეუფის მმართველობის პერიოდში, 1736-1737 წლებში, ნოვგოროდის ეპარქიაში მოხდა ორი გახმაურებული ამბავი. პირველი საქმე ეხებოდა კექსგოლმის გარნიზონის ჯარისკაცთა მხრიდან ჩადენილ ღვთისგმობის ფაქტს, რომელიც დედაქალაქში, საიდუმლო საქმეთა განყოფილების მიერ იქნა გამოძიებული და რვა ადამიანის დასჯით დასრულდა; ეს 1736 წელს მოხდა. მეორე საქმე კი 1737 წლის 21 იანვარს აღიძრა ერთ-ერთი ოფიცრის წინააღმდეგ, რომელმაც ღვთისმშობელი შეურაცხყო. 1737 წლის 16 ნოემბერს მღვდელმთავარმა თხოვნით მიმართა წმინდა სინოდს, რომ რადგან წელიწადზე მეტს განაგებდა ეპარქიას, მისთვის ხელფასი უნდა გაეზარდათ ხაზინიდან და, ამასთანავე, ნება დაერთოთ მოსკოვში გადასვლისათვის, „ქართული წიგნების დასაბეჭდად“. მაგრამ ამ თხოვნაზე მას უარი უთხრეს, რადგან მას თავის წერილში მოსკოვში გადასვლასთან დაკავშირებით არაფერი ჰქონდა აღნიშნული. მას არც იმპერატორი ანა ივანეს ასულისადმი მიწერილმა პირადმა წერილმა უშველა. ნოვგოროდში მსახურების პერიოდში მეუფემ ქართული სტამბის დაარსებაზე ფიქრი დაიწყო. ამ საქმეში მას გვერდით ედგა თავისი ძმისშვილი, მღვდელი ფილიპე და მღვდელ-მონაზონი ქრისტეფორე (გურამიშვილი, დავით გურამიშვილის ძმა). ამავე პერიოდში მოსკოვში მყოფმა ბაქარმაც გადაწყვიტა სტამბის დაარსება, თუმცა ამ საქმეს თანხის უქონლობა აბრკოლებდა. მოსკოვში მანამდე არსებული დარეჯან ბატონიშვილის სტამბა პატარა იყო, ამიტომ ქართველთა კოლონიის მესვეურნი ბევრს იღვწოდნენ ახალი სტამბის დაარსებისათვის. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია თანაგრძნობით შეხვდა ამ იდეას. მეუფე იოსებმა თავისი პირადი ხარჯებით შეიძინა პატარა სტამბა, ტექნიკურად გააუმჯობესა და 1736 წლის 10 დეკემბერს წინადადებით მიმართა პეტერბურგის აკადემიას, სტამბაში ქართული შრიფტისა და სტამბისათვის სხვა საჭირო ინვენტარის დამზადების საშუალება მისცემოდათ. 1736 წლის 15 დეკემბერს აკადემიამ საგამომცემლო საქმის მაშინდელ სპეციალისტებს ქართული სტამბის მოწყობილობისა და შრიფტის დამზადება დაავალა. 1737 წლის მაისში უკვე მზად იყო ქართული სტამბის მოწყობილობა. სტამბის ზედამხედველობა მღვდელ-მონაზონ ქრისტეფორეს ჩააბარეს. ამის შესახებ მეუფე იოსები შემდეგს გვაუწყებს: „კახეთის მწიგნობართუხუცესის ქვაბულის ძის რამაზის ძემან იოსებ, ვიღვაწე და მოვიყვანე საფასითა ჩემითა სტამბა ესე, ფრიადითა შრომითა და თანა შემწეობითა გურამიშვილის ქრისტეფორესითა“. ამ სტამბაში პირველი წიგნი 1737 წლის 22 დეკემბერს დაიბეჭდა და ეს გახლდათ „დავითნი“. ამ წიგნის გამმართველებად მამა ქრისტეფორე და მღვდელი გიორგი დავითაშვილია დასახელებული. 1739-1740 წლებში მოსკოვში ბაქარის თაოსნობით შედგა ქართველ სასულიერო პირთა კრება, სადაც იმსჯელეს ქართული წიგნების ბეჭდვის საკითხებზე. ბაქარმა სამღვდელო პირებს დასაბეჭდად განზრახული წიგნების რედაქტირება შესთავაზა, ხოლო საგამომცემლო საქმიანობას სათავეში მთავარეპისკოპოსი იოსებ სამებელი უნდა ჩადგომოდა. მან ამის შესახებ წმინდა სინოდს აცნობა და კიდევ ერთხელ ითხოვა მისი მოსკოვში გადმოყვანა. 1740 წლის 9 ოქტომბერს ნოვგოროდის ეპარქიაში ახალი მღვდელმთავარი ამბროსი დაინიშნა, რის შემდეგაც მეუფე იოსები მაშინვე მოსკოვისკენ გაეშურა. 1740 წლის 16 ოქტომბერს იგი ჩავიდა მოსკოვში და ზნამენსკის მონასტრის არქიმანდრიტის შტატში განამწესეს; აქ მას ხელფასად 1000 მანეთი დაენიშნა. 1741 წლის 9 იანვარს იგი ამ მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს, თუმცა ამავე წლის 7 სექტემბერს წინამძღვრის მოვალეობიდან გაურკვეველი მიზეზების გამო გაათავისუფლეს. ცნობილია ერთი რამ: მონასტრის საქმეებს იგი ხელს ქართულად აწერდა და შეიძლება ესეც გახდა მიზეზი მისი გადაყენები-

საპატრიარქოს უწყებანი N16 24-30აპრილი 2014წ გვ.20
მთავარეპისკოპოსი იოსები (ქობულაშვილი) 1670-1750 (დასასრული)
დასაწყისი იხ: საპატრიარქოს უწყებანი N17 1-6მაისი 2014წ გვ.18
- სა. ამის შემდეგ მეუფე იოსები მოსკოვის წმ. პაფნუტის სახელობის მონასტერში ცხოვრობდა. სამწუხაროდ, წმინდა სინოდმა დაივიწყა მისი დამსახურებები და პენსიაც კი არ დაუნიშნა, რის გამოც იგი ძლიერ ხელმოკლედ ცხოვრობდა. რაც შეეხება სტამბის ისტორიას: მოსკოვში ადგილის უქონლობის გამო, სტამბა დროებით გადაიტანეს ბაქარის სასახლეში, დაბა ვსეხსვიატსკოეში. სტამბის ოსტატები იყვნენ: იღუმენი ქრისტეფორე (გურამიშვილი), მღვდელი ფილიპე ქობულაშვილი და მღვდელი დავით ხისაშვილი, ზედამხედველად -– ვახტანგ VI-ის ყოფილი მდივანმწიგნობარი მელქისედეკ კავკასიძე. „ბიბლიის“ ბეჭდვაში მონაწილეობას იღებდნენ ბაქარ და ვახუშტი ბატონიშვილებიც. იოსებ სამებელმა ქართული ტექსტი შეუდარა ებრაულ, სირიულ, ბერძნულ და სლავურ ტექსტებს, რასაც საკმაო დრო დასჭირდა. 1742 წლის დამლევს იგი უკვე მზად იყო. მისი დაბეჭდვა ნელ-ნელა დაიწყო და 1743 წლის 1 მაისს გასრულდა. ცნობილია, რომ ამ სტამბაში კიდევ მრავალი საეკლესიო წიგნი დაიბეჭდა. 1744 წლის 28 მაისს დაიბეჭდა იოანე დამასკელის „გარდმოცემა უცილობელი მართლმადიდებლისა სარწმუნოებისა“, ასევე არსენ იყალთოელის თარგმანი „მიუწვდომელობისათვის ღვთისა“. 1744 წელს მეუფე იოსები დაუახლოვდა რუსეთში მყოფ კიდევ ერთ ქართველ სასულიერი პირს, მანგლისის ყოფილ ეპისკოპოს იოანეს (სააკაძე), რომელიც ჩრდილოკავკასიაში მოღვაწეობდა. მათი დიდი მეცადინეობით ჩრდილოკავკასიაში დაფუძნდა მისია კავკასიაში ქრისტიანობის აღსადგენად. მათ შეადგინეს პროექტი, რომელიც 1746 წელს წმინდა სინოდმა მოიწონა და დაამტკიცა. ასე დაარსდა ოსეთის სასულიერო კომისია. მისის ხელმძღვანელი გახლდათ მეუფე იოანე. ამ მისიაში სხვა ქართველი სასულიერო პირებიც შედიოდნენ, რომელთაც წმინდა სინოდისაგან ჯამაგირი ჰქონდათ დანიშნული. 1749 წელს უკვე საკმაოდ მოხუცმა იოსებმა საქართველოში დაბრენება გადაწყვიტა. მან ამავე წლის ივნისში თხოვნით მიმართა სინოდს, მიეცათ პასპორტი და უფლება სამშობლოში წასასვლელად. 1749 წლის 3 დეკემბერს იმპერატორმა ელისაბედ პეტრეს ასულმა მას ნება დართო, ყიზლარში, ჯვართამაღლების სახელობის მონასტერში ეცხოვრა. 1750 წლის 3 ივლისს იგი ჩრიდლო კავკასიისკენ გაემგზავრა. გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე მთავარეპისკოპოსმა იოსებმა აკურთხა მოსკოვის წმ. გიორგის სახელობის ქართული ეკლესია, რომელიც ბატონიშვილმა გიორგი ვახტანგის ძემ ააშენა ქართველების დახმარებით. მთავარეპისკოპოს იოსებს თან ახლდნენ თავისი ბიძაშვილები -- არქიმანდრიტი ექვთიმე და მესტამბე მღვდელი ფილიპე, ასევე -– იღუმენია თინათინი (მოსკოვში არსებული ნოვინის დედათა მონასტრის წინამძღვარი) და ძმისწული ავთანდილი. სამწუხაროდ, მეუფე იოსებმა სამშობლოში ვერ ჩამოაღწია. 1750 წლის 1 სექტემბერს, გზაში, ქ. სარატოვში მოულოდნელად გარდაიცვალა. თანახმად მისი ანდერძისა, მეუფის ცხედარი ასტრახანში გადაასვენეს და 28 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. წესი აუგო და წირვა შეასრულა ასტრახანის ეპისკოპოსმა ილარიონმა. მისი ქონება, მოსკოვიდან წამოღებული სტამბა და სახარება, შესწირეს დავით გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერს, ერთი ვერცხლის საცეცხლური ალავერდის ტაძარს, პირადი წიგნები კი თავისი დას, იღუმენია თინათინს დაუტოვა.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.11.2025
ბოლო რედაქტირება 30.11.2025
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0