მელითაურების კეთილშობილური გვარი საქართველოს მთიანეთიდან, დუშეთის რაიონიდანაა. შთამომავლების გადმოცემით, მათი დიდი პაპა დიმიტრი მელითაური პროფესიით მექოშე გახლდათ და უმთავრესად წარჩინებულებსა და მეფის ოჯახს ემსახურებოდა, რის გამოც დაახლოებული იყო სამეფო კარის წევრებთან. სწორედ ამან განაპირობა მისი ერთადერთი ვაჟის, გიორგის შემდგომი ცხოვრება. მომავალი მოძღვარი გიორგი მელითაური 1796 წელს (მეორე ვერსიით –– 1799 წელს) ქ. თბილისში დაიბადა. სასულიერო განათლება ანჩისხატის ტაძრის დეკანოზ გაბრიელ ალექსი-მესხიშვილთან მიიღო.
1833 წლის 13 აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა მოსემ (ბოგდანოვ-პლატონოვი) იგი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 15 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი და წავკისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძლვრად განამწესა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მელითაურები დაკავშირებული იყვნენ სამეფო კართან. 1834 წლის 9 ოქტომბერს რუსეთში, ქ. კალუგაში, 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო გადაასახლეს ერეკლეს I I- ის ასული -- ბატონიშვილი თეკლა ბაგრატიონი. მისივე თხოვნით, საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ მლვდელი გიორგი მელითაური ქ. კალუგაში განამწესა და ბატონიშვილის კარის მოძღვრად დაინიშნა. 1834 წლის 12 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა თეკლა ბატონიშვილი შეიწყალა და სამშობლოში დაბრუნების ნება დართო, იგი თბილისში 1835 წლის ივნისში ჩამოვიდა. მასთან ერთად დაბრუნდა მამა გიორგიც, რომელიც თეკლა ბატონიშვილის რეკომენდაციით თბილისში, სამეფო კარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაადგინეს. XIX ს-ის 30-იანი
34-1 საპატრიარქოს უწყებანი N34 9-15ოქტომბერი 2014წ გვ.19
მელითაურების სასულიერო ოჯახი (გაგრძელება)
წლების ბოლოს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ მამა გიორგი საეკლესიო გუჯართა და ძველ საბუთთა გამრჩევ კომისიაში რიგით წევრად განამწესა. იგი. ..... ასევე იყო ეგზარქოსის სასახლისა და თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებული საერთო საცხოვრებელი სახლების ამშენებელი კომიტეტის წევრი. 1843 წლის 12 სექტემბერს თბილისის კარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის 1854 წლის 4 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1863 წელს სკუფია უბოძეს. 1869 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1873 წლის 13 ივნისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. ჰქონდა ყირიმის ომის სამახსოვრო ჯილდო -– ბრინჯაოს მედალი. მამა გიორგის სახელს უკავშირდება თბილისის ლურჯი მონასტრის უძველესი ეკლესიის აღდგენა და გარემონტება. დამაშვრალი მოძღვარი 1875 წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა და დაკრძალულია ლურჯი მონასტრის ეკლესიაში. სამწუხაროდ, მის საფლავზე წარწერა აღარ იკითხება, რაც აღდგენას საჭიროებს. მამა გიორგი მელითაურს ცოლად ჰყავდა სოფ. დიღომში მცხოვრები ეფემია (ბებო) იოსების ასული ხოსიტაშვილი (1819). მათ შვიდი შვილი ჰყავდათ: მღვდელი მიხეილი, მარიამი, დარეჯანი (1841), დიმიტრი (1843), ეკატერინე (1858), ნინო და კიდევ ერთი ასული, რომლის სახელი არ არის შემორჩენილი. მათგან პირველი ქალიშვილი მარიამი გათხოვილი იყო ივანე ლომოურზე, მწერალ ნიკო ლომოურის ძმაზე. მათ ჰყავდათ ვაჟი -- გიორგი და ორი ასული: ანასტასია და ეფემია (ბებო). გიორგი ლომოური ექიმი გახლდათ, ქ. მოსკოვში მუშაობდა და იქვე უშვილოდ გარდაიცვალა. ეფემია გათხოვილი იყო ექიმ ჯაჯანიძეზე, ჰყავდათ ერთი შვილი, რომელიც სიჭაბუკეში გარდაიცვალა, ხოლო მეორე, ანასტასია, გვიან გათხოვდა და შვილი არ ჰყოლია; მეორე ქალიშვილი, დარეჯანი, გათხოვილი იყო გაზეთ „კავკაზის“ თანამშრომელ ნიკო ბერძენიშვილზე. მათ ერთი ვაჟი და ერთიც ასული ჰყავდათ, რომელიც დაბადებიდან ყრუ-მუნჯი იყო. იგი ბოდბის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და ხატმწერი გახლდათ. მის მიერ შესრულებული ტილოები ახლაც ინახება ბოდბის მონასტერში. მესამე ქალიშვილი გათხოვილი იყო თელავის მაზრის უფროსის თანაშემწე ინდუაშვილზე. მათ შვიდი შვილი ჰყავდათ: ოთხი ვაჟი და სამი ასული; მეოთხე ქალიშვილი, ეკატერინე, გათხოვდა ვინმე ბალუაშვილზე; მეხუთე ქალიშვილი ნინო ცოლად ჰყავდა სამხედრო უწყების მღვდელ ივლიანე სპირიდონის ძე წერეთელს;
სასულიერო გზა გააგრძელა მამა გიორგის ვაჟმა მიხეილმა, რომელიც 1838 წელს იყო დაბადებული. 1850 წელს მან თბილისის სასულიერო სასწავლებელში ჩაბარა. 1851 წლის 15 ივნისს, პირველი კურსის დახურვის შემდეგ, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა სასწავლებლიდან და ამავე წლის 5 აგვისტოს მამასთან, თბილისის კარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1862 წლის 16 მარტს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა. 1862 წლის 8 მაისს მცხეთის სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ეკლესიაში განამწესეს. იმავე წლის 7 ნოემბერს თბილისში, მეტეხის ციხის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაინიშნა. 1863 წლის 1 სექტემბერს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მედავითნის შტატში დაადგინეს. 1867 წლის 1 დეკემბერს კერძო დიაკვნის შტატში დაინიშნა. 1871 წლის 1 მარტს თბილისის საავადმყოფოს მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში გადაიყვნეს. 1873 წლის 25 ნოემბერს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მლვდლად დაასხა ხელი და თბილისის ახლადგახსნილი ვერის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1874 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1886 წელს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი ფურცლის გარეშე უბოძა. 1887 წლის მაისში სკუფია ეწყალობა. მღვდელი მიხეილი 1889 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალულია ლურჯ მონასტერში, თავისი მამის გვერდით. ჰყავდა მეუღლე -- მიტრადორა არისტოფანეს ასუ-
34-2 საპატრიარქოს უწყებანი N34 9-15ოქტომბერი 2014წ გვ.20
მელითაურების სასულიერო ოჯახი (დასასრული)
ლი სამადაშვილი (1848) და შვილები: მღვდელი ონისიმე, სოფიო (1867), ოლღა (1870), ნიკოლოზი (1871), მარიამი (1874), მართა და ერთიც უცნობი ასული. 1) სოფიო მღვდელ დავით სოლომონის ძე ოქროპირიძეზე (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარექე ლეონიდეს უფროს ძმაზე). მათ სამი ვაჟი “გათხოვილი იყო და ერთი ასული ჰყავდათ. 1) ბიძინა · დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში, დაკრძალულია შიომღვიმის მონასტერში; 2) შალვა -–- პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნების შემდეგ სიღნაღის რაიონში ზოოტექნიკად მუშაობდა. დაკრძალულია სოფ. ბადიაურში; 3) ელიზბარი -– გარდაიცვალა ყრმობაში; 4) ანა -- გათხოვილი იყო თბილისში, ჰყავდა ორი ვაჟი. 2) ოლღა გათხოვილი იყო მღვდელ ელიაშვილზე. მათ სამი ვაჟი და ერთი ასული ჰყავდათ. 3) მარიამი გათხოვილი იყო მღვდელ მარკოზაშვილზე, რომელიც ქ. დარუბანდში მსახურობდა და იქვე ცხოვრობდნენ. მათ ოთხი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდათ. 4) მართა გათხოვილი იყო მეტყევე ნიკოლოზ ზაალიშვილზე. მათ ორი ვაჟი და ექვსი ქალიშვილი ჰყავდათ. მათგან ერთი ვაჟი -- ვახტანგი და ერთი ასული -- ჟენია ადრეულ ასაკში აღესრულენ.
მელითაურების გვარში უკანასკნელი მოძღვარი გახლდათ მამა მიხეილის უფროსი ვაჟი ონისიმე, რომელიც 1863 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი. 1882 წლის 12 ივნისს ეგზარქოსების წმ. ჯვრის სახელობის კარის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1884 წლის 17 იანვარს ელიზავეტოპოლის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ გადაიყვანეს. 1886 წლის 17 მაისს, თავისი თხოვნით, ძველი მანგლისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში გადმოიყვანეს. 1888 წლის 17 აგვისტოს ისევ ელიზავეტოპოლის ტაძარში დააბრუნეს. 1889 წლის მაისში თბილისის ანჩისხატის ტაძრის მედავითნედ განამწესეს. იმავე წლის 7 ოქტომბერს ვერის წმინდა იოანე ლვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 1890 წლის 15 ივნისს სტიქარი უკურთხეს. 1901 წლის 16 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს და ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1905 წლის 17 ოქტომბერს ისე ღვთისმეტყევლის ეკლესიაში დააბრუნეს. 1911 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქოსმა ინოკენტიმ (ბელიაევი) მღვდლად დაასხა ხელი და უკანა ფშავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1913 წლის 15 იანვარს სამრევლოში ხშირად არყოფნის გამო აქედან დაითხოვეს. ამავე წლის 25 ოქტომბერს ქვემო ხანდაკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1917 წლის 23 მარტს თბილისში გადმოიყვანეს და კავკასიის სამხედრო სასამართლოს ეკლესიის უშტატო მღვდლად დაინიშნა. მღვდელი ონისიმე 1918 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა. მისი ცხედარი 12 სექტემბერს ლურჯი მონასტრის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. მას ცოლად ჰყავდა მღვდელ იოანე გუგუტიშვილის ასული ნინო (1870-1924). მათ ოთხი ვაჟი და ოთხი ასული ჰყავდათ: გიორგი, მიხეილი, იოანე, ნიკოლოზი, ეკატერინე. სამი ქალიშვილის სახელი ცნობილი არ არის. მღვდელ მიხეილ მელითაურის უმცროსი ვაჟი ნიკოლოზი სამხედრო პირი გახლდათ. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა და პირველ მსოფლიო ომებში. ცოლად ჰყავდა მარიამ პაიჭაძე. ჰყავდათ ორი ვაჟი.