სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12038

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ლუკა იოანეს ძე ჩომახიძე 1818-1901წწ მღვდელი დაბ. სოფ. ჯიხაიში (ფრიდონიან) სამტრედია ლუკა იოანეს ძე ჩომახიძე 1818-1901წწ მღვდელი დაბ. სოფ. ჯიხაიში (ფრიდონიან) სამტრედია

1818-1901 წწ. გარდ. 83 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჩომახიძე სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

54       ბეჭდვა

ლუკა იოანეს ძე ჩომახიძე 1818-1901წწ მღვდელი დაბ. სოფ. ჯიხაიში (ფრიდონიან) სამტრედია

მღვდელი ლუკა ჩომახიძე 1818-1901
მღვდელი ლუკა იოანეს ძე ჩომახიძე 1818 წელს იმერეთში, სოფ. ფრიდონიან ჯიხაიშში კეთილშობილი მოქალაქის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ხონის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ისწავლა. 1844 წლის 11 მაისს კუხის წმ. გიორგის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1847 წლის 6 იანვარს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა. 1851 წლის 7 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და ფრიდონიან ჯიხაიშის მთავარანგელოზთა ეკლესიაში განამწესა. 1866 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1870 წელს სკუფია უბოძეს. 1876 წელს კამილავკა ეწყალობა. ჰქონდა ჯილდო –– ყირიმის ომის სამახსოვრო ბრინჯაოს ჯვარი. მღვდელი ლუკა აქტიურ საეკლესიო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. იყო ენერგიული და დაუღალავი პიროვნება.



მის სახელს მრავალი სასიკეთო და კულტურული საქმიანობა. უკავშირდება. XIX ს-ის 70-იან წლებში მამა ლუკამ ფრიდონიან ჯიხაიშში საკუთარ სახლში გახსნა სკოლა, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიდა. სკოლაში სწავლების მეთოდი ორიგინალური იყო. სასწავლო სახელმძღვანელო მხოლოდ ამ სკოლისთვის იყო შედგენილი. აქ მცხოვრებ გლეხთა გვარების მიხედვით აწყობილ ანბანს ბავშვები ადვილად იმახსოვრებდნენ: „ანდრიაძე, ბალანჩივაძე, გოგავა, დეისაძე, ეძგვერაძე, ვაშაკიძე, ზამთარაძე, თედორაძე, ჭავჭანიძე, ხაზარაძე, ხარაბაძე, ჯიმშელეიშვილი“ –– მამა ლუკას მიერ შედგენილ „ქართულ ანბანში“ მოხვდნენ. ეს „ქართული ანბანი“ ანუ.სასარგებლო წვრთნანი ახალ „მოსწავლეთ ყმაწვილთათვის“ ავტორმა მოღვაწეობის 25 წლისთავზე, 1875 წელს ქ. თბილისის სტამბაში დააბეჭდინა. წიგნი დღეისათვის ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს და სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთი ბიბლიოთეკის წიგნთსაცავში ინახება (ამ ანბანის შესახებ საკმაოდ ბევრი დაიწერა მაშინდელ ქართულ პრესაში, კერძოდ გაზეთ „დროების“ ფურცლებზე). გარდა ამისა, მამა ლუკა სხვა მნიშვნელოვანი წამოწყებების ორგანიზატორიც გახდათ. მას მხარში ედგა ამავე სოფლის მცხოვრები, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე და ილია ჭავჭავაძის სტუდენტობის მეგობარი ბესარიონ ღოღობერიძე. მათი თაოსნობით სოფელში დაარსდა სასოფლობანკი, იგივე გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობა. მალევე მამა  ლუკასა და ბესარიონის თაოსნობით სოფლის კრება ედგა, სადაც სახელმწიფო სკოლის  გახსნის აუცილებლობაზე იმსჯელეს. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აეგოთ  ახალი შენობა, სადაც სკოლასთან ერთად სასოფლო ბანკიც განთავსდებოდა. ბჭობისა და კამათის შემდეგ შემო იღობა ნაკვეთი მოძღვრის ეზოსა და  სასაფლაოს შორის. მშენებლობა 1877 წელს დაიწყო. აღნიშნულ საკითხს გაზეთი „დროება“ გამოეხმაურა, სადაც ვკითხულობთ: „დიდი ხნის აყალ-მაყალის შემდეგ, ჩვენც მოვახერხეთ ჩვენს სოფელში სასოფლო სკოლისათვის სახლის აგება... დღეს კიდევ მზადა გვაქვს ორ ეტაჟიანი ქვითკირის სახლი სკოლისათვის. გაბედვით შეგვიძლია ვთქვათ, არც ერთს ახლო მახლო სოფელში, არც ერთს იმერეთის საზოგადოებაში, ასეთი სასკოლო სახლი არ მოეძებნება“. წამოწყების ორგანიზატორი ბესარიონ ღოღობერიძე მშენებლობის შესრულებას ვერ მოესწრო, იგი 1879 წლის 6 მარტს ქ. ქუთაისში მოულოდნელად გარდაიცვალა. გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ქუთაისის საკათედრო ტაძრიდან სოფელში გადმოასვენეს. მის დაკრძალვას ილია ჭავჭავაძეც ესწრებოდა და შესაბამისი სიტყვაც წარმოსთქვა. სკოლის გახსნას ასევე გამოეხმაურა გაზეთი „ივერიაც“, სადაც ვკითხულობთ: „დღემდე ჩვენს სოფელში ჩვენის სიღარიბის გამო არა გვქონდა პირველ დაწყებითი სასწავლებელი... ბოლოს გამოგვიჩნდა ერთი დალოცვილი კაცი, მღვდელი ლუკა ივანეს ძე ჩო- მახიძე, რომელმაც რა შეგვიბრალა, თავის თავზე იკისრა სასწავლებლის გამართვა და კიდეც აასრულა. ამ სასწავლებელს მიუჩინა საკუთარი სახლი. რამოდენისამე ხნის შემდეგ უფ. ჩომახიძემ  თავის ფულითვე იყიდა ორ ოთახიანი ლაზათიანი სახლი, მოაწყო სასწავლებელი ავეჯეულობით და იმაში გადაიტანა სასწავლებელი, რომელსაცსოფელი უწოდებს „უსასყიდლოს“, რადგანაც მამა ჩომახიძე უფასოდ ასწავლის. მასწავლებლად თვითონ მამა ჩომახიძე არის. იგი ასწავლის ქართულ წერა-კითხვას, ნუმერაციას. ეხლა ამ სასწავლებელში ითვლება 50 შაგირდი ორივე სქესისა, მათ რიცხვში 35 ვაჟი და 15 ქალი. მამა ჩომახიძემ სასწავლებლის გამართვის გარდა შეადგინა ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი, რათა იაფათ დაუჯინოს სოფელს წიგნები“. საინტერესოა მოძღვრის მისებური მოსაზრება სწავლა-განათლების გავრცელებასთან დაკავშირებით. იგი წერდა: „არც ჩვენში და არც რუსეთში 
31-1  საპატრიარქოს უწყებანი N31 24-30 სექტემბერი 2015წ გვ.18
მღვდელი ლუკა ჩომახიძე 1818-1901 (გაგრძელება)
ჯეროვან ყურადღებას არ აქცევენ პროფესიონალურ განათლების საჭიროებას, არა გვსურს გავიცნოთ უცხო ქვეყნებში ამ საგნის მსვლელობა, არ ვცდილობთ რაიმე ნაყოფი გამოვიტანოთ დასავლეთ ევროპის თითქმის ასი წლის გამოცდილებით. ამ გამოცდილებას შეეძლო ჩვენი გამოხსნა და სარგებლობის მოტანა სწავლა-განათლების საქმეში. ჩვენი ახლანდელი ეკონომიური მდგომარეობა და საზოგადოებრივი ცხოვრება გვიჩვენებს, რომ „პროფესიონალური სკოლები“ ჩვენთვის მიუცულებელ საჭიროებას შეადგენს. ამ ასი წლის განმავლობაში ევროპამ პროფესიონალურ სწავლა-განათლების საქმისთვის ბევრი მილიონები დახარჯა. იქ ნათლად დაინახეს, რომ „პროფესიონალურ სკოლას“ არ შეუძლია რაიმე კავშირი იქონიოს საზოგადო განმანათლებელ სკოლასთან. ამასთანავე აღმოჩნდა, რომ არავითარი ხელობის, არავითარი „პროფესიის“ სკოლაში ჯეროვნად შესწავლა არ შეიძლება. უეჭველია, რომ ჩვენმა სკოლამ თავის შეგირდებს უნდა ასწავლოს რაიმე ხელობა ანუ „პროფესია“. სამწუხაროდ, მამა ლუკას სასულიერო მოღვაწეობა ცუდად დამთავრდა. 1883 წლის 2 აპრილს იგი სამართალში მისცეს, რისი მიზეზი სხვადასხვა საკითხები იყო. მაგ.: საეკლესიო ნივთების მითვისება, უპასუხისმგებლო საქციელი, შემოსავალ-გასავლის წიგნების თავის ნებაზე წარმოება, წმ. ნაწილების უპატივცემულობა, ვაჭრობა -- გახსნილი ჰქონდა დუქანი, სადაც ათასი წვრილმანით ვაჭრობდა. გაზეთ „დროებაში“ ნიკო ცაგერეიშვილი მამა ლუკას საქმიანობაზე წერდა: „ს. ჯიხაიში, 18 ივლისი. მინდა რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ ჩვენი სოფლის ბანკზედ, რომელიც თუ არ ვსცდები ყველაზე პირველი სასოფლო ბანკი იყო ჩვენს გუბერნიაში“. დამაარსებელი ამ ბანკისა იყო განსვენებული ბ. ღოღობერიძე. მისი სიცოცხლის განმავლობაშიკარგად მიდიოდა ჩვენი ბანკის საქმე, რაკი ყურის მგდებელი კარგი ჰყავდა. მოკვდა ღოღობერიძე და მისგან განწყობილი ბანკიც თავზე უპირებს კვდომას... ბანკის გამგებლად არის სამი კაცი: ჩომახიძე, მოსეშვილი და აზნ. რუბენ ღოღობერიძე. ამათში ჩომახიძე განაგებს ბანკის საქმეს მისი დაარსებიდან, ხოლო ეს ორი კი აღმოირჩიეს ამ 1880 წლის მაისში. ის პირი, რომელიც დაღუპვას ემუქრება ჩვენს ბანკს, გახლავთ მღ. ჩომახიძე. ამისი უწესო ქცევა მოკლედ რაში მდგომარეობს: იღებდა გასესხებულ ფულებს ამხანაგების დაუსწრებლად და ბანკის ზანდუკის გასაღების უქონლობის გამო, რომელიც ჰქონდა მეორე ამხანაგს, ინახავდა წინდებში თავის ფულებთან ოთხშაფათამდი (ეს დღე არის დანიშნული კვირაში ბანკის სამუშაო დღედ) და ურიგებდა წევრებს უოთხშაბათოდ, ისიც სად და რანაირად? გამოჰქონდა მარტო ნაწირვებს უანგაროდ გროშები და ურიგებდა ვისაც რამდენი ერგებოდა და თუ სოფელში წასვლა ეჩქარებოდა, მაშინ დაიხმარებდა უცხო პირებს, რომლებსაც აძლევდა მუჭ-მუჭად გროშებს და თვითონ კი უკითხავდა, ვისთვის რამოდენი უნ და მიეცათ! ამგვარის მოქმედებით ადვილად შეიძლებოდა ფულის გადაყოლ-გგადმოყოლა და რა კი, ბანკის წესის ძალით, პასუხი ბანკის ზარალში სამივე ამხანაგებს ერთნაირად მოეთხოვება, ამის გამო ამხანაგებმა, ბევრი უსარგებლო თხოვნის შემდეგ იმაზე, რომ დაანებოს ამ მღვდელმა უწესოდ ქცევას თავი, ზოგმა ვადის გათავებამდის დასტოვა თავის სამსახური და ზოგმა ვადის გათავების შემდეგ. ამნაირად მოიშორა თავიდგან ამ მღვდელმა ოთხი ამხანაგი. ბანკს გარდა, სასოფლო სკოლაც მალე ეღირსებოდა სოფ. ჯიხაიშს, თუ ისევ ეს მღვდელი არ შლიდეს საქმე. თავის დროზე აზნაურმა და გლეხმა ერთბაშად თანხმობა განაცხადეს სკოლის აშენებაზე და, დაწესებული წლიური გადასახადის გარდა, უმეტესმა ნაწილმა მოაწერა ხელი სკოლისათვის ფულის შესაწირავად შეძლებისდაგვარად. ეს განწყობილი საქმე დაშალა მ. ჩომახიძემ. დაუწყო ხალხს ქადაგება, რომ სანამ ის ცოცხალია სკოლა არ იყო ამ სოფელში საჭირო. ხალხზე იმოქმედა ამ მღვდლის სიტყვებმა, რადგან ის ტყუილა უბრალოდ აცდენს ათამდი ყმაწვილს და ხალხს კი ჰგონია, ვითომც და მართლაც ასწავლიდეს ყმაწვილებს. 24 ივნისს იყო ბანკის სხდომა, რომელმაც დააკმაყოფილა მღ. ჩომახიძის სურვილი და დაითხოვა სამსახურიდგან. მის მაგიერ ამ საზოგადო კრებამ ბანკის გამგებლად ერთხმით და უკენჭოდ აირჩია მღ. პეტრე ცაგერეიშვილი. ამ ახალი გამგეობის ხელში, იმედია, უფრო რიგიანად წავა ჩვენი საქმე“. მალე ეს ყველაფერი ეპისკოპოს გაბრიელის ყურამდეც მივიდა. დაიწყო საქმის გამოძიება, რომელიც რამდენიმე წელს გაგრძელდა და საბოლოოდ დამთავრდა იმით, რომ 1887 წლის 22 სექტემბერს მამა ლუკა შტატიდან გადააყენეს და მღვდელმსახურება შეუჩერეს. 1894 წლის 12 ოქტომბერს შეიწყალეს, მსახურება აღუდგინეს, თუმცა შტატში აღარ დაუბრუნებიათ და მხოლოდ პენსია დაენიშნა. მიუხედავად ამისა, მოძღვარი მაინც განაგრ-
31-2   საპატრიარქოს უწყებანი N31 24-30 სექტემბერი 2015წ გვ.19
მღვდელი ლუკა ჩომახიძე 1818-1901 (დასასრული)
ძობდა საზოგადოებრივ საქმიანობას. 1898 წელს მამა ლუკამ ქუთაისში გამოსცა თავისი ლექსების კრებული, სადაც 160 ლექსია შესული. გარდაიცვალა 1901 წლის 26 სექტემბერს. დაკრძალულია თავისსავე სასოფლო სკოლის ეზოში. საფლავზე ეპიტაფია მან წინასწარვე გაიმზადა, სადაც ვკითხულობთ: „კაცთა ცრუთა და მზაკვართაგან ვიყავი შეწუხებული და დაჩაგრული; დავწექი და დავი- ძინე საბნად ქვები დავიხურე; მიწაო, შენგან დავიბადე, შენ მჭამ, რა სამართალია შვილი შეჭამოს დედამა“. მოძღვარი ადრე დაქვრივდა. ჰყავდა ერთი ვაჟი -- ლუკა (1860).

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.12.2025
ბოლო რედაქტირება 27.12.2025
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0