სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12038

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
პეტრე ფილიპეს ძე კუცია 1870-1953წწ მღვდელი დაბ. სოფ. ეწერი (სენაკი) პეტრე ფილიპეს ძე კუცია 1870-1953წწ მღვდელი დაბ. სოფ. ეწერი (სენაკი)

1870-1953 წწ. გარდ. 83 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი კუცია სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

პეტრე ფილიპეს ძე კუცია 1870-1953წწ მღვდელი დაბ. სოფ. ეწერი (სენაკი)

მღვდელი პეტრე კუცია 1870-1951 /1953
მღვდელი პეტრე ფილიპეს ძე კუცია 1870 წელს ქუთაისის გუბერნიაში, სენაკის მაზრის სოფ. ეწერში მედავითნე ფილიპე ზაქარიას ძისა და სუსანა გიორგის ასულ კუციების ოჯახში დაიბადა. ჰყავდა დედმამიშვილები: ზაქარია (1875, მისი მეუღლე თებრონია გლახას ასული (1885); თებრონია (1884); ევდოკია (1886). დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. მალევე ჯვარი დაიწერა ელპიდე ეგნატეს ასულზე (1880). წლების განმავლობაში პეტრე სოფლის სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, 1908 წელს ფოთში არსებულ სპეციალურ კომისიას გამოცდები ჩააბარა და მიიღო უფლება ხელდასხმაზე. 1908 წლის 21 ნოემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 30 ნოემბერს მლვდლად დაასხა ხელი და ეწერის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში განამწესა. 1913 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1916 წელს სკუფია უბოძეს. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ისევ ეწერის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება.



1928 წელს ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა ალექსიმ (გერსამია) სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად და სუჯუნის ოლქის მთავარხუცესად დანიშნა. 1929 წელს კამილავკა ეწყალობა. 1934 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. XX ს-ის 30-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც სამღვდელოების დიდმა ნაწილმა მასიურად მიატოვა მსახურება და საერო სამსახურში ჩადგა, ხოლო ნაწილი დახვრიტეს ან გადაასახლეს მღვდელი პეტრე კუცია კვლავაც განაგრძობდა მლვდლობას და წლების განმავლობაში თითქმის მარტოს უხდებოდა ყველაფერთან ჭიდილი. სუჯუნის ოლქში აღარ დარჩა არც ერთი მოქმედი ეკლესია. საეკლესიო ზარების ხმა და მოძღვრის ქადაგება მხოლოდ სუჯუნის ტაძარშიღა ისმოდა. 1935 წლის ნოემბერში ჭყონდიდის საეპარქიო საბჭოს გადაწყვეტილებით, სუჯუნის ტაძარში საეკლესიო წესების შესასრულებლად დროებით უშტატო ეპისკოპოსი იოანე (ფანცულაია) მიავლინეს, რომელიც იმ პერიოდში უსამსახუროდ იყო და ადგილს ითხოვდა. თითქოს ყველაფერი კარგად უნდა წარმართულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მეუფე იოანესა და მღვდელ პეტრეს შორის ურთიერთობა თავიდანვე ვერ შედგა, რაც ასახულია კიდეც 1936 წლის 16 იანვარს მოძღვრის მიერ უწმინდეს კალისტრატესადმი (ცინცაძე) გაგზავნილ წერილში: „წარსული წლის 27 ნოემბერს დეკანოზ იოანე ბობოხიძის მოწერილობით მომევლინა სუჯუნაში ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოსი იოანე ფანცულაია, შემდეგი ცნობებით: ყოვლადსამღვდელო ფანცულაია ცოტა ხნით დარჩება შენთან, შეასრულებს ყოველივე მღვდელ- თმოქმედებას, გარდა სამღვდელოთ ხელდასხმისა და მალე ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსი გახდებაო. მე რაც შემეძლო სიხარულით და პატივისცემით შევეგებე, როგორც ეპისკოპოს ეკადრებოდა. პირველ კვირას მოითხოვა წირვა, მე ერთი ხელი შესამოსი მაქვს, ჩემი შესამოსელით შეიმოსა და ისე წირა, რაც ეპისკოპოს არ ეკადრება. შემდეგ კვირეებში სულ მან მოინდომა წირვა და მე კი გარედ დავრჩი უწირავად; სადაგ დღეებში თუ ვწირავ, თორემ კვირას და დღესასწაულებში ყოველთვის მან უნდა შეასრულოს წირვა. ბოლოს მეც იძულებული დავრჩი და საწყენიც უთხარი, რაც არ ეკადრებოდა; ვერ მოვითმინე, რადგანაც ხსენებულ ეკლესიის არსებობას შევსწირე ჩემი თავი, არ დავიშურე ჩემი ქონება და რაც მქონდა, ყოველიფერი დავკარგე, დამხმარე არავინ მყავდა და ეხლა სულის მეტი არაფერი არ გამაჩნია. ეხლა უკანასკნელად სარწმუნო წყაროდან გავიგე, რომ ყოვლადსამღვდელო ფანცულაია ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსად არ ყოფილა მიჩენილი, არამედ მას თვითონ უთხოვნია ჭყონდიდის ეპარქიის მთავარხუცესობა. ჭყონდიდის ეპარქიაში არის მხოლოდ ორი მოქმედი ეკლესია: ფოთში და სუჯუნაში. რაც შეეხება მთავარხუცესობას, 1928 წლიდან მე ვიყავი სუჯუნის ოლქში. ამისათვის, უმორჩილესად გთხოვთ, არც მე შემიყვანოთ შეცდომაში; მართლა ყოვლადსამღვდელო ფანცულაიაა ეხლა ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსი? თუ არის, სი-

32-1  საპატრიარქოს უწყებანი N32 8-14 ოქტომბერი 2015წ გვ.19
მღვდელი პეტრე კუცია 1870-1951 /1953 (გაგრძელება)
მართლე მეცნობოს და მეც დავემორჩილები თქვენი უწმინდესობის განკარგულებას და ვემსახურები საკადრისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ იგი მართლა მთავარხუცესად არის დანიშნული და შემოჭრილია ჩემთან უფროს მღვდლად, იმ შემთხვევაში, ჩემი გავლილი გაჭირვება -- მრავალგზის დატუსაღება, 1929 წელში გადასახადების მითითება და ყოველი ჩემი საარსებო ქონების ჩამორთმევა ხსენებული ეკლესიის არსებობისათვის და, ბოლოს, ასეთი პირადი ჩემი დამცირება, მოთმინებას არ მომცემს და ეს საქმე ბოლოს სასიამოვნოდ არ დარჩება“. 1936 წლის 17 იანვარს უწმიდესმა კალისტრატემ ამ წერილს ასეთი რეზოლუცია დაადო: „ეცნობოს მამა პეტრე კუციას, რომ ყოვლადსამღვდელო იოანე არ არის დანიშნული არც ჭყონდიდლად და არც მთავარხუცესად. სუჯუნის ეკლესიაში მას ყოვლადსამღვდელოს შეუძლია წირვა მხოლოდ მამა კუციასთან შეთანხმებით. წესების შესრულებაც სუჯუნის სამრევლოში უნდა ხდებოდეს მამა კუციასთან შეთანხმებითვე. გაეგზავნოს მამა კუციას ყოვლადსამღვდელოსათვის მიცემული მანდატის პირი, -- ცნობისათვის და სახელმძღვანელოდ“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, მღვდელ პეტრეს დიდი უბედურება და მრავალი გაჭირვება გადაუტანა. გარდა ამისა, რაღაც სნეულებამ მისი ცოლშვილიც იმსხვერპლა. მარტოდ დარჩენილმა ძმისშვილი იშვილა და იმას ზრდიდა. მოძღვარი არაერთხელ გააკულაკეს, ჩამოართვეს ქონება, დაემუქრნენ, ანაფორა გაეხადა და მღვდლობა მიეტოვებინა. ტკბილი სიტყვითაც არაერთგზის უცდიათ მისი დაყოლიება: „მასწავლებელი კაცი ხარ, გაიპარსე წვერი, გაიხადე ანაფორა და კარგ ადგილზე დაგნიშნავთო“, მაგრამ მოძღვარი არ შეუშინდა მუქარას და უშიშრად აგრძელებდა ღვთისმსახურებას და ქადაგებას. ჩუმად დადიოდა ოჯახებში და ბავშვებს ნათლავდა, მიცვალებულებს აპატიოსნებდა. იგი რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. მათ შორის, უკანასკნელად 1936 წლის 3 ივნისს მცირე ხნით დაატუსაღეს. 1944 წლის 25 თებერვალს სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიის მრევლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) თხოვდა: „დღემდე ხსენებულ ეკლესიაში ბინადრობენ მეზღვაურნი და დღეს კი ეკლესია გაცლილია იმათგან, ამისთვის უმორჩილესად გთხოვთ, რადგან ნებადართულია ყოველივე მღვდელმოქმედება, გთხოვთ, დაგვიბრუნოთ ეკლესია და სანამ იგი მოეწყობა და გამშვენდება, მანამდის დღეიდან უბრძანოთ მთავარხუცესს, ჩვენს მღვდელს პეტრე კუციას, შეგვისრულოს ჩვენ და ვისაც დასჭირდება ყოველივე მღვდელმოქმედება იქ, სადაც საჭიროება მოითხოვს“. ამ თხოვნის შედეგად მამა პეტრეს ოფიციალურად დართეს ნება, მოსახლეობაში ემსახურა, მაგრამ სუჯუნის ტაძარი ოფიციალურად არ გახსნილა. მოძღვარი ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას მიაწერეს, სადაც პერიოდულად ჩადიოდა წირვა-ლოცვაზე დასასწრებად და საზიარებლად, ასევე მირონის წამოსაღებად. მოძღვრის ასეთი გააქტიურება ბევრს არ მოსწონდა, ალბათ საყვედურებიც უთხრეს სუჯუნის საბჭოს იმდროინდელ თავმჯდომარეს, სოფლის სპეტაკ კომუნისტად წოდებულ ქალბატონ ქსენია ჩაგანავას. ალბათ სათანადო იდეოლოგიური მუშაობის შესუსტებად მიიჩნიეს ის, რომ სოფელში კიდევ აღმოჩნდნენ ეკლესიის გახსნის მოსურნენი. ქსენია ჩაგანავამაც არ დააყოვნა და გზაზე მიმავალი მოხუცი მოძღვარი სოფლის აქტივისტ კომკავშირლებს დააჭერინა და სახალხოდ, შარაგზაზე საკუთარი ხელით გაკრიჭა წვერი. როგორც ამ მოვლენის შემსწრენი ყვებიან, მოხუც მამა პეტრეს ქსენიასთვის უთქვამს: „ამ წვერის მადლს და ძალას განეკითხოს შენი თავიო“. ქსენია და მისი მოდგმა მართლაც დაისაჯა ღვთისაგან სასტიკად. გარდა ამისა, ხელისუფლებამ მოძღვარს უზომო გადასახადები შეაწერა, რისი გადახდაც მას არ შეეძლო. 1944  წლის 30 ნოემბერს მღვდელი პეტრე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს, იოსებ ბესარიონის ძე სტალინს წერდა: „მე ვარ ღარიბ ოჯახში დაბადებული, რადგანაც მამაჩემი ღარიბი იყო, მან ვერ შესძლო პატრონობა ჩემი და ცოტაოდენი შევისწავლე და ვეკურთხე მღვდლად; ვმსახურობდი სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიაში. 1938 წლის ბოლოს თავი დავანებე მსახურებას, ვინაიდან აუტანელი გამიხთა მძიმე გადასახადის გადახდა. 1943 წელს თქვენმა მამობრივმა სიყვარულმა ნება დართო სარწმუნო-
32-2  საპატრიარქოს უწყებანი N32 8-14 ოქტომბერი 2015წ გვ.20
მღვდელი პეტრე კუცია 1870-1951 /1953 (დასასრული)
ების აღდგენა და გამოიცა თქვენ მიერ ბრძანება, სადაც შესაძლო იყო, აღედგინათ ეკლესიები და დაეწყოთ სარწმუნოებრივი ნათვლა და სხვადასხვა საჭირო მღვდელმოქმედება. სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქმა კალისტრატემ 1943 წლის 31 დეკემბრიდან დამავალა, შემესრულებინა მორწმუნეთათვის მღვდელმოქმედებითი მსახურება. თანახმად მისის უწმიდესობის მოწერილობისა, ამა წლის იანვრის ნახევრიდან დავიწყე ნათვლა ჩემს ოჯახში, ვინაიდან ეკლესიის შენობა დღესაც მოწყობილი არ არის. ვინც მომიყვანდა ჩემ სახლში ბავშვს, ვნათლავდი. აბაშის რაიფინგანისათვის მიცემული მქონდა ცნობა, რომ ჩემი თვიური შემოსავალი 1000 მანეთს არ აღემატებოდა. ამ შემოსავლიდან ვიძენდი ობლიგაციას და 1550 მანეთს თვიურად უგზავნიდი საკათალიკოზო საბჭოს. აბაშის რაიფინგანმა დამაწერა საშემოსავლო გადასახადი 50458 მანეთი და სამხედრო 17042 მანეთი, სრულიად 607500 მანეთი. მე ვარ უკიდურეს მდგომარეობაში, არავითარი საშუალება არა მაქვს, ძლიერ მოხუცებული ვარ, 74 წლისა, ვცხოვრობ ერთი თვალი კუხნა სახლში, მარტოდ; არა მყავს არავითარი პირუტყვი, ვარ მე-2 ჯგუფის ინვალიდი, მეურნეობასთან კავშირი არა მაქვს სისუსტის გამო. ამისთვის, გთხოვთ, ინებოთ მამობრივი მოწყალება ჩემზედ და გამათავისუფლოთ ასეთი აუტანელი გადასახადისაგან“. ჩვენთვის უცნობია, წაიკითხა თუ არა სტალინმა ეს წერილი. ერთი რამ ფაქტია  1945 წლის 25 იანვარს საქსახკომსაბჭოს საქმეთა მმართველი ს. როსტიაშვილი მართლმადიდებელი ეკლესიების საქმეთა საბჭოს რწმუნებულს საქართველოში კ. ქადაგიშვილს უგზავნის მამა პეტრე კუციას თხოვნას მისი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხის შესახებ. თავის მხრივ, 1945 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატმა განიხალა მამა პეტრესა და სხვა მოძღვართა წერილები მძიმე გადასახადებთან დაკავშირებით და დაადგინა: „1944 წელს შეწერილი 990 000 მანეთის ნაცვლად მღვდელმა კუციამ გადაიხადოს 15 000 მან, ხოლო 1945 წელს მისი გადასახადი 9 600 მან. განისაზღვროს“. საბუთს ხელს აწერს საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარი კ. ციმაკურიძე და საგადასახადო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ნ. გეგეშიძე.
1950 წლის 25 მაისს მიტროპოლიტ ეფრემის (სიდამონიძე, შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ჩანაწერებში, რომელიც იმ პერიოდში ქუთაის-გაენათის, ჭყონდიდისა და მარგვეთის ეპარქიებს განაგებდა, მოქმედი სამღვდელოების რიგებში მღვდელი პეტრე კუცია არ იხსენიება. როგორც მისი ახლობლები იხსენებენ, მოძღვარი 1951 ან 1953 წლებში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კი, სავარაუდოდ, იგი მოხუცებულობის გამო პენსიაზე გავიდა და აღარ მოხვდა ოფიციალურ სიებში. დაკრძალულია სუჯუნის თემის სოფ. ეწერის საზოგადო სასაფლაოზე.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.12.2025
ბოლო რედაქტირება 27.12.2025
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0