დეკანოზი ლევან ზაქარიაშვილი და წილკნის საკათედრო ტაძრის მდგომარეობა 1920-1950-იან წლებში
დეკანოზი ლევან ვასილის ძე ზაქარიაშვილი 1878 წელს თბილისის გუბერნიაში, დუშეთის მაზრის სოფელ წილკანში მედავითნის ოჯახში დაიბადა. 1899 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის ორი კლასი. 1899 წლის 9 ოქტომბერს ბაქოს გუბერნიაში, კურინი კოსის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1901 წლის 24 თებერვალს ელიზავეტოპოლოს გუბერნიაში, ტერტერის ეკლესიაში გადაიყვანეს, სადაც ამავე წლის 5 მაისამდე იმსახურა. ამავე წლის 24 მაისს ბორჯომის წმინდა ოლღას სასაფლაოს ეკლესიის დიაკვნად გამოარჩიეს. სათანადო მომზადებისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ, 1901 წლის 11 ივლისს გორის ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1902 წლის 9 აპრილს თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში გადაიყვანეს. 1904 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) მღვდლად დაასხა ხელი და საინგილოში, კახის წმინდა გიორგის ეკლესიის მეორე მღვდლად დანიშნა. 1905 წელს კახის ქალთა სკოლის გამგედ დაადგინეს. 1905 წლის 15 ოქტომბერს კახის ორკლასიანი სასწავლებლის საღვთო სჯულის
35-1 საპატრიარქოს უწყებანი N35 29ოქტომბერი-4ნოემბერი 2015წ გვ.17
დეკანოზი ლევან ზაქარიაშვილი და წილკნის საკათედრო ტაძრის მდგომარეობა 1920-1950-იან წლებში (გაგრძელება)
მასწავლებლად დაინიშნა. 1907 წლის 21 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1907 წლის 13 აგვისტოდან კახის ეკლესიის წინამძღვარია. 1908 წლის დეკემბერში ' საქართველოს ყველა კუთხეში ჩატარდა აკაკი წერეთლის მოღვაწეობის 50 წლისადმი მიძღვნლი საიუბილეო საღამოები. ერთერთი ასეთი საღამო, სოფ. კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაშიც გაიმართა, სადაც მონაწილეთა შორის მღვდელი ლევან ზაქარიაშვილიც იხსენიება. 1910 წლიდან მამა ლევანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრია. 1911 წლის 2 ნოემბერს წყნეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაიყვანეს და წყნეთის დაწყებითი სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1915 წლის 23 ივლისს სკუფია უბოძეს. 1916 წლის 23 დეკემბერს კამილავკა ეწყალობა. 1921 წლის ოქტომბერში წილკნის ეკლესიის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1923 წლის მარტში წილკნის ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. 1923 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით მასობრივად დახურეს ეკლესიები. რამდენიმე თვის შემდეგ ხელისუფლებამ ეკლესიას ნება დართო, ტაძრები კვლავ გაეხსნათ. 1924 წლის 31 იანვარს მამა ლევანმა მოახერხა და ეკლესია ახლიდან დაარეგისტრირა, რის შემდეგაც იგი კვლავ ამოქმედდა. სწორედ ამ ხელახალი გახსნის შემდეგ მიითვისეს წილკნის საკათედრო ტაძრიდან იქ დაცული ძვირფასი ნივთები და სამკაულები. 1921 წელს სახალხო კომისარიატთან შეიქმნა „სამუზეუმო სიძველეებისა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის სექცია“ და ამ დროიდან საქართველოს კულტურის ძეგლებს სახელმწიფო იცავდა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო არ იდგა მოწოდების სიმაღლეზე. ამ საზოგადოების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1923-1924 წლებში ანტირელიგიური კამპანიის დროს. საზოგადოებაში გაერთიანებულმა მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა მიზნად დაისახეს შემორჩენილ სიძველეთა თავმოყრა და შენარჩუნება მათი კვლევისა და დაცვის საბაბით. ამ მიზნისათვის მათ ყველა რაიონში ჰყავდათ თავიანთი რწმუნებული. 1926 წელს დაიწყეს ინფორმაციის შეგროვება, თუ რა ნივთები იყო გადარჩენილი და დაცული ეკლესიებში და მოთხოვნები დაუგზავნეს ტაძრის წინამძღვრებს, რომელთაც სთხოვეს, წარმოედგინათ წერილობითი მოხსენებები. 1926 წლის 2 თებერვალს წილკნის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან ზაქარიაშვილი დუშეთის მაზრის რწმუნებულს წერდა: „თანახმად თქვენის მოწერილობისა ამა 1926 წელს, 19 იანვარს, #14, მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ წილკნის საკათედრო ტაძრიდგან 1924 წლის 16 მარტს შეფებმა: კ. ჯაფარიძემ და ა. კუჩეროვმა წაიღეს შემდეგი განძეულობა: 1) თორმეტი ოქროს ბრასლეტი; 2) ერთი ოქროს ძეწკვი; 3) თოთხმეტი ზატის ოქროს საყურე; 4) ექვსი ბორჯღლიანი ღილი ოქროსი; 5) ოთხი დიდი თვლიანი ჯვრები ვერცხლისა; 6) ცამეტი ბროშკა და შუბლის ქინძისთავი ოქროსი; 7) ორმოცდაჩვიდმეტი კალიცო და ბეჭედი ოქროსი; 8) გულის ტილო, რომელზეც იყო ასხმული მარგალიტი, ჯვრები და ბეჭდები; 9) ოცდასამი წყვილი ბალის ოქროს საყურე; 10) ხუთი წყვილი თვლებიანი ოქროს საყურე; 11) ერთი ვერცხლის კოვზი; 12) თერთმეტი ჯვარი თვლიანი ოქროსი, მარგალიტის ძეწკვებით; 13) ცხრამეტი ოქროს პატარა ჯვარი; 14) შვიდი მანეთი და 50 კაპიკი ვერცხლის ფული; 15) რუსული დიდი სახარება ვერცხლისა, 3/4 არშია;
16) დიდი ბარძიმ-ფეშხუმი, თავისი კოვზით ვერცხლისა; 17) პატარა ბარძიმი კოვზით, ვერცხლისა; 18) ვერცხლის კულა; 19) კოვზი ვერცხლისა; 20) ოთხი ვერცხლის ფიალა; 21) ვერცხლის თეფში; 22) ვერცხლის დიდი ტრაპეზის ჯვარი; 23) ეპისკოპოზის ვერცხლის პანაგია; 24) ოქროს პატარა გული; 25) სამი შუბლის ქინძისთავი ოქროსი; 26) ეპისკოპოზის კვერთხი, ვერცხლისა; 27) ორი ვერცხლის ბეჭედი; 28) სამი ვერცხლის კანდელი. აქ ხსენებული ნივთები გაიყიდა თუ არა, არ ვიცი და აგრეთვე, თუ რას მოხმარდა, არც ის; რადგანაც მე ამის შესახებ არავითარი წერილობითი ცნობა არა მაქვს. მხოლოდ გამოვიდა ამბავი, რომ სულ ნივთები დაფასდა ოცდაცხრამეტ თუმნამდისო, დაახლოებით 390 მანეთი“. თავის მხრივ, 1926 წლის 11 თებერვალს დუშეთის მაზრის რწმუნებული გიორგი მოზდოკელი საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს წერდა: „დამატებით ჩემი მოხსენებისა, 5 ამა თებერვლის, #517, ამასთანავე ერთად წარვადგენ მოხსენებას სოფ. წილკნის ეკლესიის მღვდლის ლევან ზაქარიაშვილისას, 2 ამა თებერვლიდან, #8, ხსენებული ეკლესიიდან განძეულობის გატანის შესახებ და დაურთამ, რომ როგორც ადგილობრივ გამოირკვა, წილკნის შეფები ყოფილან თბილისის „გრუზჩეკიდან“. საბოლოოდ უცნობია, თუ რა ბედი ეწია ამ ნივთებს. ფაქტი ერთია,ისინი ეკლესიისთვის არავის დაუბრუნებია. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი დაცული იყოს ხელოვნების მუზეუმში. 1928 წლის 19 თებერვალს წილკნის ეპარქიის | ოლქის მთავარხუცესი, მლვდელი ლევან ტლაშაძე
35-2 საპატრიარქოს უწყებანი N35 29ოქტომბერი-4ნოემბერი 2015წ გვ.18
დეკანოზი ლევან ზაქარიაშვილი და წილკნის საკათედრო ტაძრის მდგომარეობა 1920-1950-იან წლებში (გაგრძელება)
ეპისკოპოს პავლეს (ჯაფარიძე) აწვდის გარკვეულ ინფორმაციას თავის ოლქში არსებული ტაძრებისა და იქ მომსახურე მღვდლების შესახებ და აღნიშნავს, რომ ზოგიერთმა მათგანმა მიაწოდა ცნობები, ხოლო ოლქის დანარჩენმა სამრევლოებმა ჯერჯერობით არ ისურვეს ინფორმაციის მოწოდება. იგი წერდა: „მთავარ მიზეზად ვთვლი უამინდობას, მაგრამ მაინც კვლავაც პასუხს სრულიად არ იძლევა ხოლმე წილკნის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან ზაქარიაშვილი და ახალდაბის მღვდელი იოსებ პავლიაშვილი, რაც შეეხებათ დანარჩენებს, რა მოგახსენოთ". როგორც ამ წერილიდან ირკვევა, წილკნის ტაძარი ჯერ კიდევ მოქმედია. სავარაუდოდ, წილკნის საკათედრო ტაძრის დაკეტვა XX ს-ის 20-იანი წლების ბოლოს უნდა მომხდარიყო, რისი თქმის საფუძველსაც ეს წერილი იძლევა. 1931 წლის 20 იანვარს სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდის მიმართ გაგზავნილ წერილში წილკნელი ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია) შემდეგნაირად გადმოგვცემს წილკნის ეპარქიის მძიმე მდგომარეობას: „1930 წლის ბოლოს დაიხურა | ოლქი, რადგან არც ერთი მღვდელი აღარ არის ამ ოლქში“. წილკნის ტაძარი | ოლქს ეკუთვნოდა და როგორც წერილიდან ჩანს, აღარ მოქმედებდა ეკლესია. ამ ფაქტს ადასტურებს მეორე წერილიც, რომლსაც 1931 წლის 17 თებერვალს წილკნის ტაძრის სამრევლო საბჭო კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) უგზავნის: „მის უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ქრისტეფორეს! სოფ. წილკნის ღვთისმშობლის ტაძრის სამრევლო საბჭოს წევრთა მოხსენება: წილკნის ტაძარი წარმოადგენს ძველ ისტორიულ ძეგლს, რის გამოც იგი აღებულია სიძველეთა ხელოვნების და ბუნების ძეგლთა დაცვის განყოფილების აღრიცხვაზე და მიკრული იყო ტაძრის კედელზე ამის შესახებ ფირფიტა ზედწარწერით, რომ იგი უნდა იყვეს ჯეროვნულად დაცული-შენახული. მიუხედავად ამისა, ეს ფირფიტა ამ ერთი წლის წინათ ვიღაც ბოროტმოქმედებმა აგლიჯეს. ეხლა კიდევ ადგილობრივ აღმასკომის თავჯდომარემ გამოგვიცხადა, რომ ხსენებული ტაძრის ერთი ნაწილი მან უნდა გამოიყენოს ტუსაღების დასამწყვდევად და მოგვთხოვა ამ ნაწილის მისთვის დათმობა. ტაძრის კედლები დახატულია ძველი მხატვრობით და თუ მართლა ერთი ნაწილი ტაძრისა ჩამოგვართვეს, მხატვრობას ზიანი მიეყენება, რაიც, ეჭვი არ არის, მავნებელი იქნება ისტორიული ძეგლისათვის. მოვახსენებთ რა ამას თქვენს უნეტარესობას, გთხოვთ, იშუამდგომლოთ, ვისთანაც ჯერ არს, აღნიშნული ტაძრის გაფუჭებისაგან დასაცავად. ამის შესახებ ჩვენ გვაქვს მიცემული განცხადება განსახკომის სიძველეთა, ხელოვნების და ბუნების ძეგლთა დაცვის განყოფილებისათვის“. საბუთს ხელს აწერდა წილკნის ტაძრის სამრევლო საბჭოს წევრი სიკო ნავუაშვილი, და რადგანაც მან წერა არ იცოდა, მის მაგიერ ხელს აწერს ტაძრის მედავითნე და ასევე საბჭოს წევრი თეიმურაზ ლაშაური. თავის მხრივ, საკათალიკოსო სინოდმა იმსჯელა ამ საკითხზე და ამავე წლის 23 თებერვალს საქართველის სსრ განსახკომის სიძველეთა, ხელოვნებისა და ბუნების ძეგლთა დაცვის განყოფილებას შემდეგი მოხსენება გაუგზავნა: „ს. სინოდმა მიიღო ცნობა, რომ წილკნის ტაძრის სამრევლო საბჭოს გამოეცხადა ადგილობრივ აღმასკომის თავჯდომარის მიერ, რომ ტაძრის ერთი ნაწილი მას სჭირდება სატუსაღოდ, და ტაძრის გასაღებიც მოუთხოვნია. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ტაძარი ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს; ტაძარში სატუსაღოს მოწყობა უდრის მის კედლის მხატვრობის დაღუპვას და შინაგან სახის შეცვლას. აღნიშნულისა გამო, ს. სინოდი გთხოვთ, მიიღოთ სასწრაფო ზომები ხსენებული ისტორიული ტაძრის დასაცავად. ს. ს. საკათ. სინოდის წევრი მიტროპოლიტი კალისტრატე“. სამწუხაროდ, შემდეგ გვერდებზე აღარ არის მითითებული, თუ რით დამთავრდა ეს მიმოწერა, თუმცა ფაქტია, რომ დეკანოზი ლევანი არ იხსენიება ამ წერილში. უადგილოდ დარჩენილი დეკანოზი ლევანი XX ს-ის 30-იან წლებში თბილისში ერთ-ერთ თეატრში მთარგმნელ-გადამწერად იწყებს მუშაობას. შემდეგ წლებში მეგარდერობედაც მუშაობდა. 1944 წელს ხელისუფლებამ ნება დართო ეკლესიას, ოფიციალურად განეახლებინათ მსახურება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით დეკანოზი ლევანი წილკანში ბრუნდება. შემორჩენილია საინტერესო წერილი, რომელიც მის წილკანში დაბრუნებას უკავშირდება. 1944 წლის 20 სექტემბერს წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი) კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს წერდა: „თქვენო უწმიდესობავ, მაკურთხეთ! როგორა ბრძანდებით და როგორ გიკითხოთ? კარგა ხანია, რაც აღარაფერი გამიგია თქვენი. გუშინ დეკ. ლევან ზაქარიაშვილი იყო ჩემთან. იმ დროს მოვიდა, როდესაც კვეთაზედ ვიდექი და გადმომცა თქვენი პაკეტი. არც დრო იყო და თითონაც ჩქარობდა, რომ მეკითხა რამე და გზაზედ იდგნენ, თავისი ცოლით. გზა დაულოცე და წავიდნენ. ვთხოვე, მალე მომწეროს დაწვრილებით, როგორ გარემოებაშია ეკლესია და როგორ მიგიღებენ. ხვალ ტაძრის დღეობა აქვს და მგონი ხალხი გახარებულები დაესწრებიან. დიდი ხანია ნატრობდნენ ეკლესიის გახსნას, რასაკვირველია, წირვა არ ექნება, მაგრამ პარაკლისები და ნათლობები კი იქნება. ერთი პროფესორი იყო აქ და მითხრა: ხმა დადის თბილისში, რომ რუსეთის პატრიარქი უნდა მცხეთაში აკურთხონო, რამდენად მართალია, არ ვიცი. გუთელ ეპისკოპოზ იოანესსაებრ ხომ არ მოხდება?! აქ საუბარია რუსეთის პატრიარქად ალექსი /-ის (სიმანსკი) კურთხევაზე. როგორც ცნობილია, პატრიარქი სერგი გარდაიცვალა 7944 წლის 15 მაისს. ომის გამო, ახალი პატრიარქის არჩევა რამდენიმე თვე ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, 1945 წლის 2 თეპბერვალს აირჩიეს მიტროპოლიტი ალექსი, რომლის ინ-
35-3 საპატრიარქოს უწყებანი N35 29ოქტომბერი-4ნოემბერი 2015წ გვ.19
დეკანოზი ლევან ზაქარიაშვილი და წილკნის საკათედრო ტაძრის მდგომარეობა 1920-1950-იან წლებში (დასასრული)
ტრონიზაცია მოხდა 1945 წლის 4 თებერვალს. ხოლო ზემოთ ნახსენები პროფესორი კი გახლავთ ანდრია აფაქიძე (შემდგომში აკადემიკოსი), რომლიც მაში6 არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა მცხეთაში, კერძოდ არმაზში -- გ. მ.,, მოვიცლი როდისმე და გიახლებით მე დღესასწაულისათვის. გთხოვთ, გამოატანოთ ქვითრები, რომლებიც თქვენთან არის. ერთი ქვითრით, რომელიც მიცემული მაქვს და დავიწყებიათ ჩაწერვა, მეორეთ მთხოვენ და მინდა უჩვენო ბანკის ქვითარი. ბრძანდებოდეთ მშვიდობით და კარგად. მარად თქვენი კეთილის მდომელი, მდაბალი ეპ. ტარასი. მინადორას ამბავს მანდ პირადად მოგახსენებთ, როცა გნახამთ“. წილკანში დაბრუნებულ დეკანოზ ლევან ზაქარიაშვილს სოფელში მცხოვრები მოხუცებული ადამიანები ასე იხსენებენ: „დეკანოზ ლევანს ბოლოს თვალის ჩინი წაერთვა, მაგრამ მაინც აღასრულებდა საეკლესიო წესებს. მას ზეპირად ცოდნია ბევრი ლოცვები. იმდროინდელი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) რამდენჯერმე ამოსულა წილკანში მამა ლევანთან. მას შეეძლო ნებისმიერ თემაზე საუბარი, ჰქონდა საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა, როგორც სასულიერო, ისე საერო შინაარსის. მოძღვარი შეძლებისდაგვარად უვლიდა წილკნის საკათედრო ტაძარს, უფრთხილდებოდა თვითოეულ ღირებულ ნივთს, იცავდა ძვირფასეულობას, მისი წყალობით ბევრი ნივთი გადარჩა და დღეს ხელოვნების მუზეუმში ინახება“. 1950 წელს შედგენილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებისა და მოძღვართა ჩამონათვალში იგი კვლავ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. 1954 წლის 1 აგვისტოს კი უკვე ამოღებულია სიიდან. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, XX ს-ის 50-იანი წლების დასაწყისში მამა ლევანს გარდაეცვალა მეუღლე და უსინათლოდ დარჩენილი მოძღვარი შვილმა, გიორგიმ, კახეთში, სოფელ ხირსაში წაიყვანა, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. გარდაიცვალა იქვე და დასაფლავებულია ხირსის სასაფლაოზე.საფლავზე დიდი ჯვარი დგას. ჰყავდა მეუღლე - ოლღა მათეს ასული (15.01.1880) და შვილები: მართა (1898), ვახტანგი (1901), შალვა (15.12.1902), გიორგი (30.03.1905), არჩილი (9.05.1908),| აკაკი (18.03.1912),) თამარი (16.05.1914).