დეკანოზი კაპიტონ ლუკას ძე გაწერელია 1854 წელს სამეგრელოს სამთავროში, სოფ. მარტვილში დეკანოზის ოჯახში დაიბადა. ეკუთნოდა აზნაურთა წოდებას. მისი წინაპრები საუკუნეების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდნენ დედაეკლესიას. იყვნენ მარტვილის ტაძრის კანდელაკები და არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდეს სამშობლოს. 1869 წელს კაპიტონმა წარჩინებით დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი და თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1875 წელს წარჩინებით დაასრულა. 1875 წლის 20 სექტემბერს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის არითმეტიკისა და გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა. 1877 წლის 20 თებერვალს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის არითმეტიკის, ქართული ენისა და მართლწერის პედაგოგად გადაიყვანეს. 1877 წლის 4 აპრილს საღმრთო ისტორიის სწავლებაც დაევალა. 1879 წლის 24 ოქტომბერს „კოლეგიის მდივნის“ წო-
43-1 საპატრიარქოს უწყებანი N43 24-30დეკემბერი 2015წ გვ.19
დეკანოზი კაპიტონ გაწერელია 1854-1926 (გაგრძელება)
დება მიენიჭა. 1880 წლის 28 სექტემბერს ამავე სასწავლებლის საქმის მწარმოებლად დაინიშნა. 1881 წლის 24 ოქტომბერს „ტიტულარული მრჩევლის“ წოდება უბოძეს. 1882 წლის 24 სექტემბერს კლასების ხელმძღვანელად და სასწავლებლის მეთვალყურედ დაადგინეს. 1883 წლის 9 ოქტომბერს სასწავლებლის წიგნებისა და ანგარიშების სარევიზიო კომისიის წევრად აირჩიეს. 1884 წლის 4 იანვარს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1885 წლის 7 ივლისს წმ. სტანისლავისII ხარისხის ორდენი მიიღო. 1886 წლის 7 სექტემბერს გათავისუფლდა სასწავლებლიდან. ამავე დღეს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძრის კანდელაკად დანიშნა. 1886 წლის 3 ოქტომბერს გურია-სამეგრელოს ეპარქიალური სასწავლო კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1887 წლის 1 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1887 წლის 9 თებერვლიდან სასულიერო პირთა ხელდამხსმელი კომისიის წევრია. 1887 წლის 7 მარტს გურია-სამეგრელოს ეპარქიის საეკლესიო ხაზინის სარევიზიო კომისიაში აირჩიეს. 1887 წლის 27 აგვისტოდან სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის შემოსავლების სარევიზიო კომისიის წევრია. 1888 წლის 20 თებერვლიდან გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასულიერო გამომძიებელია.
1888 წლის 5 ივლისს ეპარქიის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაადგინეს. 1888 წელს მაისში გურია-სამეგრელოს ეპარქიაში იმოგზაურა საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი), რომელმაც საქართველოს თითქმის ყველა მხარე მოიარა და დაათვალიერა ადგილობრივი სასწავლებლები, ტაძრები და მონასტრები. მარტვილის საკათედრო ტაძარში მისულ ეგზარქოსს სიტყვით მიმართა მამა კაპიტონმა: „თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მოწყალეო მწყემსმთავარო! დღეს გეგებება თქვენ საქართველოს ერთი უძველესი ტაძარი, რომელიც ამპარტავნებს თავისი დამაარსებელის მოციქულის ანდრია პირველწოდებულის სახელით; გეგებება თქვენ, მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, შესანიშნავი მარტვილის ტაძარი, რომელიც უხსოვარის დროიდგან იყო მარტვილის ეპარქიის მღვდელმთავრების კათედრად; აქედგან იფინებოდა სწავლა-განათლება, სარწმუნოება და ზნეობა როგორც მარტვილის ეპარქიაში, ისე მის ახლო-მახლო ადგილებში, აფხაზეთში, სვანეთში და ლეჩხუმში. რადგან მარტვილის სობოროს თითქმის შესანიშნავი ადგილი ეკავა საქართველოს ეკლესიებს შორის, ამიტომ იგი ხშირად გამხდარა ხოლმე ღირსი საპატიო სტუმრების ხილვისა, ზოგჯერ უმაღლესი გვარეულობის წარმომადგენელ პირთაც, რომელნიც პატივსა სცემენ ამ ტაძრის დიდ მნიშვნელობას, უნახულიათ იგი; დღეს თქვენი მეუფების მობრძანებით გაბედნიერებულს მარტვილის სობოროს შეუძლია სთქვას: „დიდება და მადლობა უფალსა ღმერთსა, ჩვენს შემოქმედსა, რომ კიდევ ღირს გვყო მან ხილვად უდიდესი სტუმრისა და აი, ყველა აქ მდგომარეთა თვალნი შესცქერიან თქვენ მეუფებას არა მარტო როგორც უწარჩინებულეს სტუმარს, არამედ მომავალს უმაღლესი მიზნით -–- რაიცა საჭიროებს განახლებას, განაახლოთ, რაიცა საჭიროებს გასწორებას, გაასწოროთ და დაუსრულებელი დაასრულოთ. მოვედ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო! ჩვენ მხურვალედ შევევედრებით უზენაესს, რომ მან გრძელ ჟამიერ ჰყოს თქვენი სიცოცხლე სასარგებლოდ ეკლესიისა და მამულისა“. მამა კაპიტონი 1889 წლის 23 იანვრიდან 1911 წლის 30 დეკემბრამდე მარტვილის ოლეის მთავარხუცესია. 1890 წლის 28 თებერვალს ბათუმის ოლქის მისიონერულ განყოფილებაში დაინიშნა. 1890 წლის 27 ოქტომბერს ეპარქიის სამზრუნველოს წევრად აირჩიეს. 1890 წლის 10 დეკემბერს ეპარქიის მთავარხუცესთა შეკრებაზე თავჯდომარედ აირჩიეს. 1891 წლის 15 მაისს სკუფია უბოძეს. 1894 წლის 28 ივნისს მარტვილის საკათედრო ტაძარში დიაკვნის შტატში გადაიყვანეს და მარტვილის
43-2 საპატრიარქოს უწყებანი N43 24-30დეკემბერი 2015წ გვ.20
დეკანოზი კაპიტონ გაწერელია 1854-1926 (დასასრული)
ორკლასიანი სასწავლებლის გამგედდა საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1894 წლის 18 სექტემბერს იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელოება შეიკრიბა და იმსჯელეს ქუთაისის სასულიერო სემინარიის მოწყობაზე. მამა კაპიტონი ამ შეკრებაზე საქმის მწარმოებლად აირჩიეს. დეკანოზ კაპიტონს დიდი წვლილი მიუძღვის სამეგრელოში ქართული ენის დაცვის საქმეში. როგორც მოგეხსენებათ, XIX ს-ის 60-იანი წლებიდან რუსეთის იმპერია სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის განდევნა ცდილობდა. ამ საქმეს ხელმძღვანელობდნენ ქუთაისის სახალხო სკოლების მეთვალყურე ლევიცკი, ხონის საოსტატო სემინარიის პედაგოგი პეტროვი, ხოლო მეგრელების მხრიდან აშორდია. ლევიცკიმ აშორდიას დაავალა საღვთო სჯულის და წირვა-ლოცვის საღვთო წიგნების თარგმნა მეგრულ ენაზე. მან ეს დავალება სიამოვნებით შეასრულა, მაგრამ აშორდიას ამ სამარცხვინო ნაბიჯს მთელი სამეგრელოს მოსახლეობა და საქართველოს სასულიერო და საერო საზოგადო მოღვაწეები ერთხმად აღუდგნენ წინ. 1894 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალა ამ საქმის შესწავლა და შესაბამისი პასუხების მომზადება. ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი გახლდათ მამა კაპიტონ გაწერელიაც. მამა კაპიტონს 1895 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1895 წლის 25 ოქტომბერს სენაკის მაზრის სამრევლო-საეკლესიო და სანიმუშო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა. 1898 წლის 28 თებერვალს ნალეფსოუს მაცხოვრის ეკლესიაში განამწესეს. 1898 წლის 24 ივლისს მარტვილის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1899 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1902 წლის 3 მარტს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1902 წლის 11 მაისს სასწავლო დარგში ნაყოფიერი პედა- გოგიური მოღვაწეობისთვის „ქართული ბიბლია“ გადაეცა. 1902 წლის 3 თებერვალს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1902 წლის 1 სექტემბერს მარტვილის ქალთა სამინისტრო სასწავლებლის სალვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1904 წლის 20 მაისს ეპარქიის სასულიერო დეპუტატთა შეკრებაზე თავმჯდომარედ და გურია-სამეგრელოს ეპარქიის მთავარხუცესად აირჩიეს. 1905 წელს წმ. ანას II ხარისხის ორდენი უბოძეს. 1907 წლის 18 აგვისტოდან 12 ოქტომბრამდე და 1907 წლის 12 დეკემბრიდან 1908 წლის 30 სექტემბრამდე იყო გურია-სამეგრელოს ეპარქიის სკოლების მეთვალყურე. 1913 წლის 5 ოქტომბერს მარტვილის ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1915 წლის 6 მაისს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1917 წლის 8-17 სექტემბერს, როგორც გურია-სამეგრელოს ეპარქიის დელეგატი და მარტვილის ოლქის მთავარხუცესი, ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. 1922 წელს ისევ იხსენიება მთავარხუცესად. დეკანოზი კაპიტონი 1926 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალულია მარტვილის სასაფლაოზე. მისიმეუღლე იყოლუბა გიორგის ასული (1863); შვილები -- ვლადიმერი ვალოდია (4.09.1879), ლუდმილა/ლიდა (10.01.1890, გათხოვილი ბეგლარ გობეჩიაზე), ნიკოლოზი/კოკი (13.12.1894).