სოფელი კირცხი გაშენებულია ხობისწყლისა და ჭანისწყლის შუა. სოფლის ეკლესია დატანილია იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის 1654
წელს შედგენილ ოდიშის სამთავროს რუკაზე. XIX ს-ის 30-40-იანი წლების სამეგრელოს სამთავროს დავით დადიანისეული ადმინისტრაციული დაყოფით სოფ. კირცხი შედიოდა ზუგდიდის მაზრაში, ხოლო 1867 წლიდან ეკუთვნოდა ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრის წალენჯიხის უბანს. კირცხში 1859-60 წლებში აღრიცხული იყო 253 კომლი – 1651 მცხოვრებით, 1886 წელს -– 334 კომლი, 1910 მცხოვრებით. ამ დროს კირცხის თემის შემადგენლობაში შედიოდა სოფლები: გაშფერდი, ჯაღრა, კირცხი და სარაქონი. სოფ. კირცხში გადიოდა ზუგდიდ-ქუთაისის დამაკავშირებელი შუა სამეგრელოს გზა („შქა სამარგალოში შარა"). ამ გზით XIX ს-ის 30-იან წლებში ზუგდიდიდან ქუთაისში ჩავიდა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I. ისტორიკოს ო. სოსელიას გამოკვლევით, სოფ. კირცხი შუა საუკუნეებში გოშუების სათავადოს ცენტრი იყო. აქ იყო მათი რეზიდენცია და სათავადოს სასახლის კარის ეკლესია. გაზეთი „ივერია“ წერდა: „ხობისწყლისა და ჭანისწყლის ორივე ნაპირას ჭალების ნიადაგი ნოყიერია და სიმინდი აქ მაღალღეროიანი და დიდტაროებიანი მოდის, მხოლოდ ჭანისწყალმა ხშირად იცის ადიდება და ყანების წალეკვა... მშვენიერი საჰაერო სააგარაკო ადგილი იქნებოდა კირცხის მაღლობი, ესრედ წოდებული „უთუთის ფერდი“, ხშირად ქარი რომ არ ჰქროდეს. ამ „უთუთის ფერდში“ შეამჩნევთ ციხის ნაშთს და ქვითკირის ნანგრევებს. აქედან დიდებულად მოჩანს ჭაქვინჯის ციხე. ძველს დროს „უთუთის ფერდსა“ და ჭაქვინჯის ციხეს შორის იყო თურმე მოპირდაპირე ზარბაზნების გრიალი“.
სოფ. კირცხაში 1802 წელს დაიბადა აზნაური უთუთი გოშუა. მისი სასახლე ზემოთ ნახსენებ „უთუთის ფერდზე“ იდგა. ეს იყო ქვითკირის ორსართულიანი შენობა, პირით აღმოსავლეთისაკენ. უთუთი მრისხანე მებატონე ყოფილა. დღეს ამ ფერდობზე, სასახლის ნაფუძარზე, აგებულია კირცხის საშუალო სკოლა, რომელსაც საძირკველი 1927 წელს ჩაეყარა.
1825 წლის სამეგრელოს სამთავროს ტაძრის აღწერის ჩამონათვალში სოფ. კირცხის ეკლესიი შესახებ ვკითხულობთ: „სამთავრო სოფელს კირცხს
სდგას საყდარი ხისა წმიდის გიორგისა, მომაღლო ადგილზედ, კარისბჭე აქვს ხისა. კარი აქვს ორი: დასავლეთით და სამხრეთით, სიგრძით არს შიგნით საკურთხევლიანად ათი ადლი და თერთმეტი ნიშანი, და განი ხუთი ადლი და შვიდი ნიშანი. აღსავლის კედელი ფიცრისა; კარი აქვს ორი, სამეუფეო და ჩრდილოეთით. კრეტსაბმელი ჩითისა; ტრაპეზი ხისა შიგნით, აცვია ტილო და მეორეთ ჩითი; ტრაპეზზედ სასვენი სახარება სტამბისა. ტრაპეზზედ სასვენი ჯვარი თუთბერისა. სამკვეთლო ხისა თავის საფენით; ბარძიმი, ფეშხუმი, კამარა, კოვზი კალისა, ტაკუკი ვერცხლისა, ლახვარი ფოლადისა; ერთი ხელი დაფარნები ჩითისა, საცეცხული სპილენძისა; სააიაზმე თიხისა, ემბაზი ხისა; ხატი ამავე წმიდისა ხეზედ ნახატი; ერთი
ხელი სამღვდელო შესამოსელი ჩითისა. ტაძრის მღვდელმსახურნი: მღვდელი გიორგი ჭილაია და მღვდელი გიორგი ადონია. 1860 წელს, მამა თომა გოშუას წინამძღვრობისას, ეს ხის ტაძარი განაახლეს, ხოლო ზეპირსიტყვიერი ინფორმაციით, 1915 წელს ნაკიანელმა ოსტატებმა ახლიდან ააგეს და მოხატეს. კირცხის ეკლესია 1923 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ანტირელიგიური კამპანიის დროს დაკეტა. 1924 წელს მას გუმბათი და ჯვარი მოხადეს და იქ კლუბი გახსნეს, რომელიც 1970 წლამდე არსებობდა. შემდეგ ეკლესიის შენობა დაშალეს.
1850 წლიდან კირცხის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი თომა უთუთის ძე გოშუა, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი სიყვარულით „სოფლის ცისკარის“ მეტსახელით მოიხსენიებდნენ. იგი 1827 წელს დაიბადა ზემოთ ნახსენებ აზნაურ უთუთი გოშუას ოჯახში. ქართულ ენა ზესაღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა ნამარნევის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერში ისწავლა. 1846 წლის 21 ივნისს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და კირცხის წმ. გიორგის ტაძარში განამწესა. 1850 წლის 25 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძრის წინამძღვრად დაადგინა. 1855 წლის 9 მარტიდან რუსეთ-თურქეთის ომის (ყირიმის ომი) დროს სამხედრო კაპელანად მსახურობდა. 1858 წლის 1 მარტს მთავარხუცეს, მღვდელ ნიკოლოზ ახვლედიანის თანაშემწედ დაინიშნა. 1861 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1866 წელს სკუფია უბოძეს. 1867 წლის 1 აპრილიდან კირცხის ოლქის მთავარხუცესია. ოლქების ხელახალი გადანაწილების დროს, 1875 წლის 6 ივნისს, ხელახლა აირჩიეს
კირცხის ოლქის მთავარხუცესად. 1875 წლის 31 დე-
10-1 საპატრიარქოს უწყებანი N10 18-24მარტი 2016წ გვ.18
სოფელი კირცხი და იქ მოღვაწე გოშუების ოჯახი (გაგრძელება)
კემბერს კამილავკა ეწყალობა. 1881 წლის 3 თებერვალს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1883 წლის 11 ივნისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. მისი მთავარხუცესობის დროს კირცხის ოლქში აშენდა და გარემონტდა 25 ეკლესია. 1891 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1885 წელს უკვე ქვრივია. გარდაიცვალა 1893 წლის 13 მაისს და დასაფლავებულია კირცხის ტაძრის ეზოში. ამაღლებული იყო მისი დაკრძალვის დღე. ტაძრის მთელი ეზო ცოცხალი ყვავილებით, ხალიჩებითა და ანთებული კელაპტრებით იყო მორთული. მრევლი მუხლმოდრეკილი ეთხოვებოდა საყვარელ მოძღვარს. საფლავზე გამოსათხოვარი სიტყვა მისმა მემკვიდრემ, მამა პეტრემ წარმოსთქვა. საფლავზე არის წარწერა: ,ლოდი
ესე ღირსად პატივცემულ გვამის დეკანოზის თომა გოშუას შობიდან მექონის 60 წლისა, წინაპრობით და პირადად დამსახურებულის მენგრელიის
მთავრებთ სახლისადმი დასდვა უგანათლებულესმა თდ-მა სამეგრელოსამ ნიკოლაოს დავითის ძემ, რომლის უდროდ დაკარგვამ ძენთა მისთა
პეტრეს და მღვდელს სოლომონს დასცდა მწარე...გარდაცვალ... წამკითხვ...“ (წარწერა ნაწილობრივ წაშლილია და არ იკითხება). დეკანოზ თომას ჰყავდა მეუღლე თათია სვიმონის ასული და შვილები: 1) ნინო; 2) მღვდელი პეტრე (1851); 3) სალომე (გათხოვილი თავად დოროთე ზურაბის ძე აფაქიძეზე); 4) მაკრინე (9.01.1864); 5) მღვდელი სოლომონი (1856); 6) დავითი. დეკანოზი პეტრე 1851 წელს, მეორე ცნობით კი 1854 წელს დაიბადა. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. მუშაობა დაიწყო სოხუმის სათავადაზნაურო სავაჭრო და მიწათმფლობელთა სახაზინო პალატაში რიგით მოხელედ. რამდენიმე წელიწადში მიენიჭა „საკანცელარიო მოსასმსახურის ხარისხის“ წოდება. 1879 წელს იგი მუშაობს აგრძელებს ოზურგეთში, სადაც 1883 წელს „კანცელარიის ჩინოვნიკის“ წოდება მიენიჭა. 1886 წლიდან გურია-სამეგრელოს ეპარქიის კანცელარიაში დაიწყო
მუშაობა. XIX ს-ის 80-იანი წლების ბოლოს გურიასამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად და მლვდლად დაასხა ხელი და ხიბულის
მთავარანგელოზთა ტაძარში განამწესა. ახლობლები მას იგონებენ, როგორც უაღრესად კეთილშობილ პიროვნებას. წირვის მერე, როდესაც
სატრაპეზოდ გავიდოდა, უპირველესად მოიკითხავდა თავისი ოჯახის წევრებსა და შინამოსამსახურეებს, ყველას მიმართ იყო გულისხმიერი, ლმობიერი, სხვისი ტკივილის გულთან ახლოს მიმტანი, მოწყალე, თავდაუზოგავი. 1893 წლის 20 თებერვალს მამა პეტრე საგვერდულით დაჯილდოედა. 1894 წელს კირცხის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1896 წელს სკუფია უბოძეს. 1903 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1907
წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1915 წლის 6 მაისს წმ. ანასIII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1917 წლის 8-17 სექტემბერს, პირველი საეკლესიო კრების შემდეგ, კირცხის ოლქი ჭყონდიდის ეპარქიაში შედიოდა და მის მთავარხუცესად ისევ მღვდელი პეტრე გოშუა აირჩიეს. 1918 წელს საეკლესიო საბუთებით კვლავ იგი ჩანს მთავარხუცესად. შთამომავლების გადმოცემით, 1919 წელს მასდეკანოზის წოდება მიენიჭა. 1921 წელს კირცხის ოლქის მთავარხუცესი უკვე მღვდელი არტემონ ბობოხიძეა, ხოლო 1922 წლის ივნისში ხელისუფლების მიერ ეკლესიებში არსებული ნივთების აღწერის დროს კირცხის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად მღვდელი არტემონ ბობოხიძე იხსენიება, ხოლო მეორე მღვდლად აკაკი გოშუა. შთამომავლების გადმოცემით, მამა პეტრე 1922 წელს აღესრულა. მღვდელ პეტრეს ჰყავდა მეუღლე ციცინო ზურაბის ასული ელიავა (1869) და შვილები: მღვდელი აკაკი; დომნიკა (1886, გათხოვილი თავად ანდრია სალიბეის ძე ემხვარიძე); ქრისტინა.
სასულიერო პირი გახლდათ მამა პეტრეს უმცროსი ძმა -–– სოლომონი, რომელიც 1856 წელს დაიბადა. დაამთავრა სამეგრელოს სასულიეროსასწავლებლის სამი კლასი. 1881 წლის 26 მარტს კირცხის წმ. გიორგის ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1885 წლის 16 მარტს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა. XIX ს-ის 90-იან წლებში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (და-
10-2 საპატრიარქოს უწყებანი N10 18-24მარტი 2016წ გვ.19
სოფელი კირცხი და იქ მოღვაწე გოშუების ოჯახი (გაგრძელება)
დიანი) მღვდლად დაასხა ხელი და სობოგის მთავარანგელოზთა ტაძარში განამწესა, საიდანაც 1913 წლის 15 ოქტომბერს გათავისუფლდა. 1914 წლის 15 იანვარს ჭაქვინჯის მთავარანგელოზთა ტაძარში დაინიშნა. ჰყავდა მეუღლე -- ივლიტა ტაგუს ასული ჯიჯიხია (1867) და შვილები: თამარი, ლილი, დავითი, შალვა.
გოშუების გვარში უკანასკნელი სასულიერი პირი გახლდათ მამაპეტრეს ვაჟი-- აკაკი. იგი 1885 წლის 20 დეკემბერს დაიბადა. მისი ნათლია თავადი მიხეილ ტარიელის ძე დადიანი იყო. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. წ 1909 წლის 22 მაისს კირცხის წმ. გიორგის ტაძრის მეორე მედავითნედ დაინიშნა 1913 წელს ჯვარი დაიწერა ელისაბედ მალაქიას ასულ ანთელავაზე (1884). ჯვრისწერის საიდუმლო შეასრულა მღვდელმა ანტონ ვეკუამ.
1913 წლის 20 ოქტომბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) აკაკი დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ჭაქვინჯა-სობოგის მთავარანგელოზთა ტაძარში განამწესა. 1914 წლის 18 იანვარს ახალი აბასთუმნის მთავარანგელოზთა ტაძარში მედავითნის შტატში დაინიშნა. 1920 წლის 27 ივნისს, როგორც ჭყონდიდის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეორე საეკლესიო კრებას. 1922 წლის ივნისში ხელისუფლების მიერ ეკლესიებში არსებული ნივთების აღწერის დროს
კირცხის წმ. გიორგის ტაძრის მეორე მღვდლად იხსენიება.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე დაიწყო მამა აკაკისა და მის ოჯახს დევნა და შევიწროება. 1924 წელს სოფელში ხმა დაირხა, მამა აკაკის
მალე „გაკრეჭენო“. მოძღვარი არ დაელოდა ასეთ უზნეო ადამიანთა გამოჩენას, განერიდა მათ. ჩუმად, შეუმჩნევლად მიადგა დათა კვირტიას ვისი მორდუს სახლს და იქ დაიდო ბინა, რათა მორიდებოდა ბოლშევიკებს და თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი საფრთხე. მაინც მიაგნეს. ვერაფერს თაგახდა დათა კვირტაია მომხდურებთან, ამიტომ აკვნიდან ჩვილი ამოიყვანა და ის მიაჩეჩა ხელში ჩეკისტებს: „აი, წაიყვანეთ, გიცვლით მამა აკაკიზეო არ გაჭრა არაფერმა. მამა აკაკი მიხვდა, რომ მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა, გამოვიდა და ჩაბარდა მათ.
იგი გაკოჭეს, უპირებდნენ სამი თითის მოჭრას, აიძულებდნენ ხოხვით მისულიყო ჭამდე, რომ შიგ ჩაეგდოთ. ეს იყო შემაძრწუნებელი და გულისმომკვლელი სურათი. თუმცა მაალევე დათა კვირტაიას ცოლი -- ჟენია გონს მოეგო, ქალების გუნდს თავი მოუყარა და მოძღვარი გამხეცებულ
ბოლშევიკებს ხელიდან გამოსტაცეს. მაგრამ საბოლოოდ მაინც არ ასცდა გარკეჭვა მამა აკაკის. ჩეკისტები ითხოვდნენ მას საქვეყნოდ დაეგმო ღმერთი და დემონსტრაციულად გაეკრიჭა წვერი. ეს საქმე მის
გამზრდელს, დათას უნდა გაეკეთებინა, წინააღდეგ შემთხვევაში მას დახვრეტა არ ასცდებოდა. ხელისა და გულის კანკალით „გაკრეჭა“ მან თავის გაზრდილი. გაკრეჭილი ზუგდიდის მაზრაში ჩაიყვანეს, იქ დამატებით გააფრთხილეს, „ჭკუა ასწავლეს“ და შინ დააბრუნეს. 1924 წლის დეკემბერში მისი სახლ-კარიც ააწიოკეს, ცეცხლს მისცეს უძველესი საეკლესიო საბუთები და ხატები. ჩხოროწყუს რაიონის კირცხის საკრებულოს მიერ 1999 წლის 8 აპრილს გაცემულია ცნობა 137, რომელშიც წერია: „ჩხოროწყუს რაიონის კირცხის მცხოვრებ აწ გარდაცვლილ აკაკი პეტრეს ძე გოშუას (დაბადებული 1885 წელს) კუთვნილი 12-ოთახიანი საცხოვრებელი სახლი, უძრავ-მოძრავი ქონებით, 1924 წლის ბოლოს ჩამორთმეული იქნა და ამავე რაიონის სოფელ ლესიჭინის გადაეცა სკოლისათვის, რაც დასტურდება თვითმხილველთა მტკიცებით როგორც კირცხის თემში, ასევე ლესიჭინეში“. ცნობას ხელს აწერს კირცხის
თემის საკრებულოს თავჯდომარე სოლომონ კოზმავა. ამ ამბავის შემდეგ ოჯახი იძულებული გახდა ელისაბედის მშობლიურ სოფელ ჭაქვინჯასთვის შეეფარებინა თავი. მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან დევნა-შევიწროების, შთამომავლების გადმოცემით (საეკლესიო საბუთებით ეს არ ჩანს -- გ. მ.), მღვდელი აკაკი მაინც ასრულებდა მღვდელმოქმედებას. ხან ტყეში, ხან მდინარის პირას, ხან გამოქვაბულში. ასევე კირცხშიც მალულად ასრულებდა ნათლობებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მის ერთგულ ქომაგებად რჩებოდნენ ბიძაშვილები გამზრდელი, მედავითნე დათა კვირტაია და ნიკოლოზ კვირტაია. 1943 წლიდან
10-3 საპატრიარქოს უწყებანი N10 18-24მარტი 2016წ გვ.20
სოფელი კირცხი და იქ მოღვაწე გოშუების ოჯახი (დასასრული)
შედარებით შენელდა სასულიერო პირებზე ზეწოლა და მამა აკაკი უკვე საკუთარ ქოხში ატარებდა საეკლესიო წესებს. მამა აკაკის და ელისაბედს ოთხი შვილი ჰყავდათ: თომა/კუჭუჭი (3.01,1907-1967), ბაბილინა (31.12.1910), გუგული, მამია/ ვალერიანი (1918-1943, დახვრიტეს კომუნისტებმა). განსაკუთრებით ტრაგიკული იყო უმცროსი ვაჟის
მამიას ცხოვრება. 1939- 1940 წლებში იგი სარაქონის სკოლის დირექტორად მუშაობდა. 1943 წლის მარტში კომუნისტებმა იგი ეროვნული სულისკვეთების გამოვლინებისთვის დააპატიმრეს და დახვრიტეს. მამიას
ძმა თომაც განიცდიდა დევნას, იგი, როგორც მღვდლის შვილი,
გარიცხეს უმაღლესი სასწავლებლიდან. მათი შთამომავლები დღეს ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და ემსახურებიან ქვეყანას. მღვდელი აკაკი 1962 წლის 14 თებერვალს, 83 წლის ასაკში აღესრულა. დარძალულია კირცხის წმ. გიორგის ტაძრის ეზოში.
1999 წლის 9 სექტემბერს ჩხოროწყუს რაიონის სოფ. კირცხში ძველი საყდრის ნაფუძარზე საძირკველი ჩაეყარა ახალი ეკლესიის მშენებლობას. ეს საშვილიშვილო საქმე ითავა ქალბატონი ციალას ძმამ
თითოეული აგური თავისი ხელით დადო. მას მხარშალვა თომას ძე გოშუამ. ბატონმა შალვამში ამოუდგა მამა აკაკის შვილთაშვილი, კანადაში
მცხოვრები ბიზნესმენი მიხეილ მირონის ძე ჩხარტიშვილი-გოშუა. დიდი შრომისა და ღვაწლის, უამრავი სიძნელისა და დაბრკოლების გადალახვის შედეგად, დასრულდა ულამაზესი ვარდისფერგუმბათიანი, ქვით ნაგები ეკლესია, რომელიც 2007 წლის 20 ნოემბერს აკურთხა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსმა შიომ (მუჯირი). ტაძარი მრევლს ვერ იტევდა. ჩხოროწყუს რაიონის მოსახლეობამ ეკლესიას უამრავი ხატი შესწირა. ძვირფასი ხატები მოაბრძანეს ასევე გოშუების საგვარეულოს წარმომადგენლებმა, რომელთათვისაც განსაკუთრებით შთამბეჭდავი და
სასიხარულო იყო ამ ეკლესიის ამოქმედება. ბატონმა შალვამ გოშუების საფლავებს ერთმანეთის გვერდით მიუჩინა ადგილი და წარწერიანი ქვაც დაადო.